ჩვენი შინაგანი ბიოველი საკმაოდ სათუთი რამაა და მას მუდმივი მოფრთხილება სჭირდება საიმისოდ, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება სტრესისა და სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორების შედეგად. ამჯერად გთავაზობთ მარტივ მეთოდს იმის დასადგენად თუ რამდენად ძლიერია ან სუსტი თქვენი ენერგეტიკა. საამისოდ დაგჭირდებათ სანთელი. მოუკიდეთ მას და რამდენიმე წუთის მანძილზე ინტენსიურად კონცენტრირდით ალზე.
თუკი სანთელი თანაბრად იწვის , არ აკეთებს ნაღვენთებს ეს იმის მაუწყებელია, რომ თქვენი შინაგანი ენერგეტიკა შესაბამის ანუ დამაკმაყოფილებელ დონეზეა ამჟამად.
თუკი სანთელი "ტირის" ანუ ნაღვენთის ოდენობა დიდია ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა მძიმეა, დარდი გაქვთ ან შინაგანად ძალიან შფოთავთ. გიჭირთ პრობლემებთან გამკლავება.
თუკი სანთლის ანთების შემდეგ მასზე თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი პატარა ნაღვენთი გამოიკვეთა ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც შურის თვალით გიცქერთ და თქვენი წარმატება გულზე ეკალივით ესობა.
იმ შემთხვევაში თუ ნაღვენთებისგან გადაკვეთის წერტილი იქმნება და ისინი ჯვარედინად გადაიკვეთებიან სანთლის ზედაპირზე, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ჯანმრთელობის კუთხით. შესაძლოა მალე რაიმე ტიპის ავადმყოფობამ შეგაწუხოთ.
თუკი სანთელი დანთებისთანავე ჩაქრა, სამყარო მესიჯს გაწვდით - დროა საკუთარი შეცდომები გამოასწოროთ, უფრო მიმტევებელი და ტოლერანტული იყოთ გარშემო მყოფების მიმართ.
თუკი სანთელი ფორმას იცვლის და ალაგ-ალაგ ჩაღრმავებები გამოიკვეთა წვის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი წყენა და ტკივილია თქვენში დაგროვილი. დროა პატიება ისწავლოთ.
თუკი სანთლის ფითილი წვის პროცესში ნაადრევად გაილია და ზედაპირს მიეკრო, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი გონებრივი, სულიერი და ემოციური ძალების ამოწურვას არაფერი გიკლიათ ამიტომ საჭიროა კარგად დაისვენოთ.
იმ შემთხვევაში თუ სანთლის ნაღვენთს ალაგ-ალაგ შავი ფერი დაჰკრავს თქვენ არ ხართ მზად მოცემულ მომენტში შეებრძოლოთ დაგროვილ პრობლემებს და ველდებულებებს. აჯობებს დინებას მიჰყვეთ და უკეთეს პერიოდს დაელოდოთ. მალე ყველაფერი გამოსწორდება!