კვირის ჰოროსკოპი ცეცხლის ნიშნებისთვის: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი (15.10. – 21.10.)

კვირის ჰოროსკოპი  ცეცხლის ნიშნებისთვის: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი (15.10. – 21.10.)

ვერძი

ვერძებო, ამ კვირაში, როგორც იქნა, შინაგან კრიზის გადალახავთ. კვირის დასაწყისში შესაძლოა ემპათიურობა გამოავლინოთ, მაგრამ შუა კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი იქნებოდა  ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც სახეში შეგეხალათ, ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო, მაგრამ ხომ იცით, ტკივილი გვაგრძნობინებს, რომ ცოცხლები ვართ.

გიახლოვდებათ ახალი ურთიერთობა, მაგრამ სათუოა რამდენად ხართ მისთვის მზად. საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ნაზ გრძნობებს აღგიძრავთ, რომანტიკას და რისკზე წასვლას გთხოვთ. მოგიწევთ მოიკრიბოთ თავდაჯერებულობა და სიმამაცე, რომელიც ზოგადად ძლიერი გაქვთ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში მიგინელდათ.

შუა კვირაში თქვენს თავს ჰკითხავთ, ჯერ კიდევ მაინტერესებს საქმე, რომელსაც ვემსახურები თუ ეს მხოლოდ რუტინად მექცა? შესაძლოა არჩეული გზიდან მკვეთრად არ გადაუხვიოთ და არც კურსი შეიცვალოთ, მაგრამ სერიოზულად დაფიქრდებით, რომ წინსვლის დროა.

ვერძები, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ, ახალი თანამშრომელს ან სტაჟიორს აიყვანენ, იმისთვის რომ თავზე დახვავებულ საქმეს გაუმკლავდნენ. თუ მას  კარგ ანაზღაურებას შესთავაზებთ, გაცილებით უკეთესად გაართმევს თავს დავალებებს და განსაზღვრულზე მეტ დროსაც კი დაუთმობს სამუშაო პროცესს, თუ დაგჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, მთავარია, ადამიანს მოტივაცია მისცეთ!

ამ კვირაში შემოგთავაზებენ ჩაერთოთ ან უხელმძღვანელოთ პროექტს, რომლის შესრულებასაც ფაქტობრივად შეუძლებლად მიიჩნევთ. დათანხმდით! ნუ შეშინდებით! სწორედ მასზე მუშაობა დაგეხმარებათ განვითარებაში - აიმაღლებთ ცოდნას, გამოიმუშავებთ ახალ თვისებებს, განიმტკიცებთ პროფესიულ ჩვევებს.

კარგი იქნება, თუ კოლეგებთან ერთად პარასკევს ბარში ან რესტორანში წახვალთ. ეს გააძლიერებს გუნდურ სულს. მამაკაც ვერძებს ვურჩევთ თავი შორს დაიჭირონ საეჭვო რეპუტაციის ქალი კოლეგებისგან, მათ შორის მდივნისგან. უკიდურეს შემთხვევაში შეცვალეთ დამხმარე.

ზოგიერთ ვერძს შესაძლოა სისხლის ჩაბარების ან თანხის ქველმოქმედებაში შეწირვის სურვილი გაუჩნდეს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. მოგვიანებით სიკეთე ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ ცხოვრების ზუსტად იმ მომენტში, როცა დახმარება ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.

შაბათ-კვირა საკუთარ თავს დაუთმეთ, ორჭოფობის გარეშე.

ვერძებმა, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ზედმიწევნით  უნდა მისდიონ ექიმის რჩევებს და არ დაავიწყდეთ წამლის დროულად მიღება.

ლომი

ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გქონდათ ოჯახის წევრებთან. ამ კვირაში ყველა გაურკვევლობას ნათელი მოეფინება და შინაც დათბება.

კარგი პერიოდია სიღრმისეული ფიქრისთვის, რადგან ვარსკვლავები ზოგიერთ  საკითხს ახალი პერსპექტივით დაგანახვებენ.

გარემომცველ საზოგადოებაში აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს გაღიზიანებას შეეცდებიან, მაგრამ აყვირების ნაცვლად - როგორი გამაოგნებელიც არ უნდა იყოს - თქვენი პასუხი სრული სიმშვიდე იქნება.

გახსოვთ ბრძენის ამბავი, რომელმაც შვილი წყაროს წყლის მოსატანად გაუშვა და წინასწარ გააწნა სილა, რადგან თვლიდა, რომ თუ კოკა გატეხილია ფიზიკური ტკივილის მიყენებას აზრი აღარ აქვს? თუ კარგად დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ დროა,  ბრძენის როლი მოირგოთ და პრევენციის მიზნით ადამიანს  წაკბინოთ, ან მუჯლუგუნი ჰკრათ შესაფხიზლებლად, ვალდებულების გასაცნობიერებლად, ღირსეულად მოსაქცევად... სანამ ურემი გადაბრუნდება. ნუ ელოდებით, ნუ აკვირდებით, საკმარისი დრო გავიდა დაკვირვებასა და მოლოდინში, მოქმედების დროა!

თუ გული გიგრძნობთ, რომ საქმე არ გამოვა ან ცუდად დასრულდება და პრობლემები შეგექმნებათ, ნუ დაიწყებთ.

კვირის შუაში იმდენი საქმე გამოგიჩნდებათ, რომ ძილი და ჭამა დაგავიწყდებათ. უდროობის გამო არაჯანსაღ საკვებს მიეძალებით, რამაც შეიძლება მუცლის ტკივილი ან სახეზე გამონაყარი გამოიწვიოს.

შაბათ-კვირას შემოგიტევთ ძილიანობა, ნუ შეეწინააღმდეგებით ორგანიზმს, გამოიძინეთ და დაისვენეთ. თქვენ რობოტი არ ხართ, ამიტომ ენერგიის აღდგენა გჭირდებათ. თუ ქალაქიდან გასვლის შანსი მოგეცემათ, არ თქვათ უარი. გასეირნება, ლაშქრობა ან მცირე მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს სულიერ მდგომარეობასა და განწყობაზე.

ლომთა ნაწილს, რომლებიც დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, პარტნიორის მშობლების გაცნობა ელოდებათ. იყავით ბუნებრივი, ნუ ეცდებით ზედმეტად მოაწონოთ მათ თავი, ასევე არ გამოავლინოთ განსაკუთრებული დისტანციურობა იმის შიშით, რომ ურთიერთობაში რაიმე შეგეშლებათ. თქვენ ხომ ლომი ხართ?! მეფე ან დედოფალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა გულებს თქვენი  დიდსულოვნებითა და ხელგაშლილობით მარტივად იგებთ.

მშვილდოსანი

რა სიტუაციაშიც უნდა აღმოჩნდეთ, მშვილდოსნებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები გენდობიან და თქვენი იმედი აქვთ. ასე რომ, მაშინაც კი თუ  სამსახურში წასვლის ხასიათზე არ გაგიღვიძიათ, სძლიეთ თქვენს სისუსტეს და ოფისისკენ გასწიეთ.

ამ კვირაში შეხვედრებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგვიანოთ, თორემ  პარტნიორობა არ შედგება, ასევე არსებობს ძველი კონტრაქტის შეწყვეტის ალბათობაც. რა თქმა უნდა, საქმე თქვენს დაგვიანებაში არ იქნება და მას მხოლოდ მიზეზად გამოიყენებენ, პლუს თავს დამნაშავედაც გაგრძნობინებენ. თუ ამ პერიოდს მედგრად დაუხვდებით, ქარიშხალი გადაივლის და თქვენი ბიზნესკავშირიც შენარჩუნდება.

ამ კვირაში გულს გატკენთ საყვარელი ადამიანი, მაგრამ თუ ურთიერთობის გაგრძელება გსურთ,  მისი პატიება უნდა შეძლოთ. რა თქმა უნდა, პატიება დავიწყებას სულაც არ ნიშნავს და ალბათ თქვენც, როგორც ყველა ადამიანი, პერიოდულად წამოაძახებთ მომხდარს.

ამ კვირაში ბევრს იფიქრებთ ფინანსურ საკითხებზე - ფულის შოვნასა და მის სწორად განკარგვაზე. გაგაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ შრომის შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებთ, მაგრამ ცხელ გულზე ნუ მიიღებთ სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი ადგილის შოვნა რთულია. ესეც რომ არა, არ იცით რას გიმზადებთ ბედისწერა, იქნებ გაწინაურებენ?!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?