ახალმთვარეობა ტყუპის ზოდიაქოში და არასწორად გავრცელებულ-გადაცემული ინფორმაციის ზიანი საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ ყველამ წინა კვირის განმავლობაში, ჯერ კიდევ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს ამ მხრივ. ამიტომ კვირის პირველ-ორ დღეს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, რომელსაც იღებთ ან გასცემთ. მით უმეტეს, თუ თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სხვა ადამიანების ინტერესებსაც ეხება. გარდა ამისა, სიფრთხილე გმართებთ იურიდიული და საქმიანი დოკუმენტაციის შედგენის პროცესშიც.
21 ივნისიდან გარდა იმისა, რომ მზე ანცი და ორსახოვანი ტყუპების ზოდიაქოდან - ფრთხილი, წინდახედული და სენსიტიური კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ცაზე იუპიტერ-ურანის დადებითი ასპექტიც დაფიქსირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს თავგადასავლების, მეგობრული კავშირების და ახალ-ახალი ნაცნობების შეძენის მოთხოვნილება. ნებისმიერი სახის რუტინა ამ პერიოდიდან აუტანელი და საშინლად მოსაწყენი ხდება. ამიტომ ბევრ ჩვენგანს "წამოუვლის" დაუოკებელი სურვილი ცოტა ხნით მაინც გაეცალოს ყოველდღიურ ვალდებულებებს და გული სულ მცირე მხიარულ მასლაათზე მაინც გადააყოლოს მეგობრებთან ერთად, ჭიქა ყავის ან ცივი ლუდის თანხლებით.
ეს ის პერიოდია, როცა შესაძლებელია ხდება დაიგეგმოს და განხორციელდეს კიდეც, აქამდე უტოპიურად მიჩნეული გეგმები. განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ტურიზმის სფეროს, ინტერნეტ-კომუნიკაციის ან სარეკლამო თემებს უკავშირდება. შემოიკრიბეთ გარშემო თანამოაზრეები, ამ პერიოდში მეგობრების დახმარების იმედი თავისუფლად შეგიძლიათ იქონიოთ ნებისმიერ სიტუაციაში.
23 ივნისიდან პლანეტა მერკური ნეგატიურ ასპექტს გააკეთებს პლანეტა ნეპტუნთან, რის ხარჯზეც იმატებს სხვადასხვა ჯურის ავანტიურები. ამიტომ სასურველი იქნება არავის ენდოთ მხოლოდ სიტყვაზე, ალალი და ნათელი გამომეტყველების ხათრით. მოუფრთხილდით ფინანსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ქურდობის მსხვერპლიც კი გახდეთ.
განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ მედიკამენტების მიღების საკითხს. ნეპტუნი მოგეხსენებათ, ყოველგვარი სითხეებისა და აირების მფარველია, ამიტომ აჯობებს ექიმთან უშუალო კონსულტაციის გარეშე არ დაუნიშნოთ თავს თვითმკურნალობა. არანაკლები სიფრთხილე გამოიჩინეთ ალკოჰოლთან.
კვირის მიწურულს კარგად გადაამოწმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელსაც ე.წ. "მეორე პირის" მეშვეობით ან შუამავლის დახმარებით იღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ გახლავთ, რომ სამომავლოდ სერიოზული შეცდომა დაუშვათ როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობაში, ნაჩქარევად გამოტანილი დასკვნების გამო, რომელსაც ეს ინფორმაცია გამოიწვევს.