Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეზოთერიკული ახნსა: რატომ ჩნდება სახლში ტარაკანა, ჭიანჭველა, ობობა, ფუტკარი ან თაგვი?
ეზოთერიკული ახნსა: რატომ ჩნდება სახლში ტარაკანა, ჭიანჭველა, ობობა, ფუტკარი ან თაგვი?

იცო­დით, რომ სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის გიგ­ზავ­ნით მი­ნიშ­ნე­ბებს? ის გაფრ­თხი­ლებთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ და მი­გა­ნიშ­ნებთ, რო­გორ მო­იქ­ცეთ იღ­ბლის მო­სა­ზი­დად? ძვე­ლად ხალ­ხი უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბას. ჩვენს დრო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი ამ თე­ო­რი­ის მი­მართ, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ნიშ­ნე­ბის კი­თხვას, ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მთა­ვა­რია, მე­სი­ჯე­ბის სწო­რად ამოც­ნო­ბა შე­გეძ­ლოს.

სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სახ­ლში მწე­რე­ბი­სა და ქვე­წარ­მავ­ლე­ბის ხილ­ვას სპე­ცი­ფი­კუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა აქვს:

ჭი­ან­ჭვე­ლა

ცნო­ბი­ლია შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დის­ციპ­ლი­ნით. სა­ი­დუმ­ლო არაა, რომ მათ აქვთ იერ­არ­ქია, ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სის მკაც­რი წე­სე­ბით. არ­სე­ბო­ბენ მო­ნა­დი­რე, სკა­უ­ტი, ექთა­ნი ჭი­ან­ჭვე­ლე­ბიც კი. რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ჭი­ან­ჭვე­ლი­სებრთა ოჯახს, ასე­ვე თი­თო­ე­ულ წევ­რს აქვს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძვე­ლად სჯე­რო­დათ, რომ სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ოჯა­ხი, ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ჩნდე­ბა. თუ ისი­ნი თქვენს სახ­ლში ბუ­დეს გა­ი­კე­თე­ბენ, ეცა­დეთ, რომ კონ­ფლიქ­ტი, აგ­რე­სია, ჩხუ­ბი თა­ვი­დან აი­რი­დოთ. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მათ შე­უძ­ლი­ათ და­გიც­ვან თაღ­ლი­თო­ბის­გან. ასე­ვე ძვე­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი სიმ­დიდ­რი­სა და ბა­რა­ქის მომ­ტა­ნე­ბი არი­ან.

Astrologia

ობო­ბა

მის­ტი­კის, ძა­ლი­სა და ზრდის სიმ­ბო­ლოა. ჩვენ ისე­ვე ვქმნით ჩვენ­სა­ვე ცხოვ­რე­ბას, რო­გორც ობო­ბა ქსოვს ქსელს - ობო­ბის ხილ­ვა, შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ შეხ­სე­ნე­ბათ, რომ თა­ვად ვქმნით ცხოვ­რე­ბას ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით.

მო­რი­ე­ლის ნახ­ვა მი­გა­ნიშ­ნებთ, რომ ტრანსფორ­მი­რე­ბის დროა. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში არის რა­ღაც ძვე­ლი, ჩვე­უ­ლი, რაც უკვე გა­მო­უ­სა­დე­გა­რია და დროა სი­ახ­ლით ჩა­ა­ნაც­ვლოთ.

Astrologia

ტა­რა­კა­ნა ოვა­ლუ­რი ფორ­მი­საა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რად­გან ეს აღორ­ძი­ნე­ბის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და ხან­გრძლი­ვო­ბის ნი­შა­ნია. ტა­რაკ­ნის ხილ­ვა, შე­საძ­ლოა ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის, ან თუნ­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მო­მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს.

თუ ხე­დავთ რომ, ტა­რა­კა­ნამ გზა გა­და­გიკ­ვე­თათ - რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ. იღ­ბლი­ა­ნი ხართ, თუ ის თქვენ­გან მარ­ცხნივ წა­ვი­და.

თუ ის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იხი­ლეთ - უნდა მი­ე­სალ­მოთ რომ უიღ­ბლო­ბა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

თუ მან გა­დაკ­ვე­თა თქვე­ნი გზა - ეს დიდ სიმ­დიდ­რეს მი­ა­ნიშ­ნებს.

ცუ­დის ნი­შა­ნია, თუ ის თქვენს უკან აღ­მოჩ­ნდა.

მარ­ცხნივ ან მარ­ჯვნივ ამ არ­სე­ბის ხილ­ვა - გა­მარ­თლე­ბის, სწორ დროს სწორ ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნას გვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს.

Astrologia

თაგ­ვი თაგ­ვის გა­მო­ჩე­ნა მო­გი­წო­დებთ კარ­გად და­უკ­ვირ­დეთ, რა არის სწო­რი და შემ­დეგ იმოქ­მე­დოთ. ეს ცხო­ვე­ლი, შე­საძ­ლოა მი­გა­ნიშ­ნებ­დეთ, რომ თქვენ ცდი­ლობთ გა­ა­კე­თოთ ერ­თდრო­უ­ლად ზედ­მე­ტად ბევ­რი რამ. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, არ უნდა უარ­ყოთ ცხოვ­რე­ბა­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი. ასე­ვე, ეს შე­საძ­ლოა ნიშ­ნავ­დეს, რომ თქვენ ზედ­მე­ტად ხართ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ერთ ან ორ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე და ყუ­რა­დღრე­ბის მიღ­მა გრჩე­ბათ სხვა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი.

Astrologia

ფუტ­კა­რი რას ნიშ­ნავს ფუტ­კა­რის გა­მო­ჩე­ნა? ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­სი­ჯი, რო­მელ­საც ეს მწე­რი ატა­რებს პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბუნ­დოვ­ნად ჟღერს, არა? ნუთუ, ფუტკრის გა­მო­ჩე­ნა იმის ნიშ­ნად უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობთ? ან იქ­ნებ პი­რი­ქით, ის მეტი შრო­მის­კენ მოგ­ვი­წო­დებს?

ფუტ­კა­რი ძლი­ე­რი, მშრო­მე­ლი მწე­რია, თუმ­ცა ამ არ­სე­ბას აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეთი­კა - მან იცის რო­დის უნდა შე­წყვი­ტოს მუ­შა­ო­ბა და დატ­კბეს ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნე­ლით. სამ­ყა­რო ამ მე­ლო­დი­უ­რი მწე­რის სა­ხით ცდი­ლობს შეგ­ვახ­სე­ნოს, რომ ზოგ­ჯერ, შრო­მით დაც­ვა­რუ­ლი სხე­უ­ლი სა­ჭი­როა ვა­სი­ა­მოვ­ნოთ ცხოვ­რე­ბის "ნექ­ტა­რით", რომ და­ვა­ბა­ლან­სოთ სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ასე­ვე სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ფუტ­კა­რის აგე­ბუ­ლე­ბა აე­რო­დი­ნა­მი­კურ არც ერთ სტან­დარტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას ფაქ­ტობ­რი­ვად ფრე­ნა არ უნდა შე­ეძ­ლოს. სპი­რი­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ული­მი­ტო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. სა­ეჭ­ვოა იცის თუ არა ფუტ­კარ­მა, ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნებს რომ უგუ­ლე­ბელ­ჰყოფს, მაგ­რამ თუ მას შე­უძ­ლია ფრე­ნა, მა­შინ, როცა ყვე­ლა­ფე­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მე­ტყვე­ლებს, და­ფიქ­რდი, რა არის ისე­თი, რის გა­კე­თე­ბას ვერ შეძ­ლებ შენ?

Astrologia

სტა­ტია მო­ამ­ზა­და მე­რი­ემ კა­კა­უ­რი­ძემ

ნუნუ
6

ukacravad da veraferi gavige

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეზოთერიკული ახნსა: რატომ ჩნდება სახლში ტარაკანა, ჭიანჭველა, ობობა, ფუტკარი ან თაგვი?

ეზოთერიკული ახნსა: რატომ ჩნდება სახლში ტარაკანა, ჭიანჭველა, ობობა, ფუტკარი ან თაგვი?

იცოდით, რომ სამყარო ყოველთვის გიგზავნით მინიშნებებს? ის გაფრთხილებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მიგანიშნებთ, როგორ მოიქცეთ იღბლის მოსაზიდად? ძველად ხალხი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ნიშნების ამოცნობას. ჩვენს დროში საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ თეორიის მიმართ, თუმცა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ნიშნების კითხვას, ირწმუნებიან, რომ მთავარია, მესიჯების სწორად ამოცნობა შეგეძლოს.

სპირიტუალური თვალსაზრისით, სახლში მწერებისა და ქვეწარმავლების ხილვას სპეციფიკური და განსხვავებული სიმბოლიკა აქვს:

ჭიანჭველა

ცნობილია შრომისმოყვარეობით და წარმოუდგენელი დისციპლინით. საიდუმლო არაა, რომ მათ აქვთ იერარქია, ისინი ცხოვრობენ თავიანთი ბიზნესის მკაცრი წესებით. არსებობენ მონადირე, სკაუტი, ექთანი ჭიანჭველებიც კი. როგორც ნებისმიერ ჭიანჭველისებრთა ოჯახს, ასევე თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ძველად სჯეროდათ, რომ სახლის ტერიტორიაზე ჭიანჭველების ოჯახი, ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად ჩნდება. თუ ისინი თქვენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ, ეცადეთ, რომ კონფლიქტი, აგრესია, ჩხუბი თავიდან აირიდოთ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ დაგიცვან თაღლითობისგან. ასევე ძველად მიიჩნევდნენ, რომ ჭიანჭველები სიმდიდრისა და ბარაქის მომტანები არიან.

Astrologia

ობობა

მისტიკის, ძალისა და ზრდის სიმბოლოა. ჩვენ ისევე ვქმნით ჩვენსავე ცხოვრებას, როგორც ობობა ქსოვს ქსელს - ობობის ხილვა, შეგიძლიათ მიიღოთ შეხსენებათ, რომ თავად ვქმნით ცხოვრებას ჩვენი არჩევანის მიხედვით.

მორიელის ნახვა მიგანიშნებთ, რომ ტრანსფორმირების დროა. თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც ძველი, ჩვეული, რაც უკვე გამოუსადეგარია და დროა სიახლით ჩაანაცვლოთ.

Astrologia

ტარაკანა ოვალური ფორმისაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპირიტუალური თვალსაზრისით, რადგან ეს აღორძინების, წინააღმდეგობის და ხანგრძლივობის ნიშანია. ტარაკნის ხილვა, შესაძლოა ხანგრძლივი მგზავრობის, ან თუნდაც საცხოვრებელი ადგილის მომასწავლებელი იყოს.

თუ ხედავთ რომ, ტარაკანამ გზა გადაგიკვეთათ - რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წარმატებას მიაღწევთ. იღბლიანი ხართ, თუ ის თქვენგან მარცხნივ წავიდა.

თუ ის სამზარეულოში იხილეთ - უნდა მიესალმოთ რომ უიღბლობა აიცილოთ თავიდან.

თუ მან გადაკვეთა თქვენი გზა - ეს დიდ სიმდიდრეს მიანიშნებს.

ცუდის ნიშანია, თუ ის თქვენს უკან აღმოჩნდა.

მარცხნივ ან მარჯვნივ ამ არსების ხილვა - გამართლების, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენას გვიწინასწარმეტყველებს.

Astrologia

თაგვი თაგვის გამოჩენა მოგიწოდებთ კარგად დაუკვირდეთ, რა არის სწორი და შემდეგ იმოქმედოთ. ეს ცხოველი, შესაძლოა მიგანიშნებდეთ, რომ თქვენ ცდილობთ გააკეთოთ ერთდროულად ზედმეტად ბევრი რამ. ალტერნატიული განმარტების მიხედვით, არ უნდა უარყოთ ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები. ასევე, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენ ზედმეტად ხართ ფოკუსირებული ერთ ან ორ კონკრეტულ საკითხზე და ყურადღრების მიღმა გრჩებათ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეები.

Astrologia

ფუტკარი რას ნიშნავს ფუტკარის გამოჩენა? ყველაზე გავრცელებული მესიჯი, რომელსაც ეს მწერი ატარებს პროდუქტიულობას უკავშირდება. ბუნდოვნად ჟღერს, არა? ნუთუ, ფუტკრის გამოჩენა იმის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ, რომ ძალიან ბევრს ვშრომობთ? ან იქნებ პირიქით, ის მეტი შრომისკენ მოგვიწოდებს?

ფუტკარი ძლიერი, მშრომელი მწერია, თუმცა ამ არსებას აქვს განსაკუთრებული ეთიკა - მან იცის როდის უნდა შეწყვიტოს მუშაობა და დატკბეს ყვავილების სურნელით. სამყარო ამ მელოდიური მწერის სახით ცდილობს შეგვახსენოს, რომ ზოგჯერ, შრომით დაცვარული სხეული საჭიროა ვასიამოვნოთ ცხოვრების "ნექტარით", რომ დავაბალანსოთ სულიერი მდგომარეობა.

ასევე საგულისხმოა, რომ ფუტკარის აგებულება აეროდინამიკურ არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივად ფრენა არ უნდა შეეძლოს. სპირიტუალური თვალსაზრისით ეს შესაძლებლობების ულიმიტობაზე მეტყველებს. საეჭვოა იცის თუ არა ფუტკარმა, ბუნების კანონებს რომ უგულებელჰყოფს, მაგრამ თუ მას შეუძლია ფრენა, მაშინ, როცა ყველაფერი საწინააღმდეგოდ მეტყველებს, დაფიქრდი, რა არის ისეთი, რის გაკეთებას ვერ შეძლებ შენ?

Astrologia

სტატია მოამზადა მერიემ კაკაურიძემ