ვერძი ქალების დიდი ნაწილი 2020 წელს წარმატებას მიაღწევს პროფესიაში. ხოლო მეგობრობით დაწყებული ურთიერთობა წლის ბოლოს ქორწინების შანსებში გადაიზრდება.
კურო ქალი 2020 წელს ძალიან ბევრ რამეს გადააფასებს. სამაგიეროდ, საკუთარი შინაგანი სამყაროს "დალაგების" შედეგად იგი რეალურად იპოვის ჰარმონიას როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში.
ტყუპი ქალი აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას. თუმცა, საიმისოდ, რომ შანსი ხელიდან არ გამოგეპაროთ, აუცილებელია სწრაფი რეაგირება და არსებული სიტუაციის სწორად გამოყენება. ეს ეხება როგორც პირად, ისე საქმიან სფეროს.
კირჩხიბი ქალების დიდი ნაწილი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში პირადი პოპულარობის ზრდა ელოდება. რაც თავისთავად მისცემს მათ შანსს როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად. თუმცა, წლის ბოლოს აუცილებლად დაგჭირდებათ გარკვეული ფინანსური სირთულეების მოგვარება.
ლომი ქალი აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას როგორც პირადი, ისე საქმიანი კუთხით, თუკი საკუთარ თავში სიზარმაცეს და "დედოფლურ ბუნებას" ცოტათი მაინც გაუწევს კონტროლს. წარმატება მოვა, ოღონდ მხოლოდ დიდი შრომის და მონდომების შედეგად.
ქალწული ქალების დიდ ნაწილი სტაბილურად გააგრძელებს კარიერულ კიბეზე წინსვლას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, შესაძლოა იყოს ბევრი რომანისა და ფლირტის ალბათობა. თუმცა, სერიოზული კანდიდატურის პოვნა საბოლოოდ მაინც გაგიჭირდებათ.
სასწორი ქალი პირად და პროფესიულ სფეროში საკმაოდ ბევრი სირთულეებით დაიხუნძლება. თუმცა, უკვე წლის მეორე ნახევრიდან პრობლემები ეფექტურად დაიწყებს მოგვარებას და სასიყვარულო ფრონტზეც საინტერესო ადამიანი გამოჩნდება.
მორიელი ქალების უმეტესობისთვის, პირველ რიგში, ფინანსური და პროფესიული სტაბილურობის შანსები მოაქვს. რაც შეეხება პირადს, ამ მხრივ შესაძლოა ძალიან გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება.
მშვილდოსანი ქალები 2020 წელს ახალი იმედებითა და პერსპექტივებით ხვდებიან. წლის მეორე ნახევარში მათ ცხოვრებაში "ოქროს პერიოდი" დაიწყება და როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში წარმოუდგენელი გამართლება ელის ნებისმიერ მათგანს.
თხის რქა ქალები გამძლეობასა და პრინციპულობაზე გამოირჩევიან. ეს ის წელია, როცა არც პირად არც საქმიან ურთიერთობებში უკან დახევა არ გეპატიებათ. თუკი თავგამოდებით დაიცავთ თქვენს ინტერესებს, წლის ბოლოს ყველა სფეროში წარმატება გექნებათ.
მერწყული ქალი 2020 წელს გაასოცარი აქტიურობით გაატარებს. ეს არის ახალი მეგობრებისა და ახალი ინტერესების გაჩენის წელი. თუმცა ასტროლოგები გაფრთხილებენ თავი შორს დაიჭიროთ საეჭვო სასიყვარულო ავანტიურისგან.
თევზი ქალების დიდი ნაწილი არაერთ საჩუქარს მიიღებს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ეს იქნება წელიწადი, როცა თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები ახალი კუთხით გაიშლება და ძალიან მოთხოვნადი გახდებით გარშემო მყოფებში როგორც უნიკალური და საინტერესო პიროვნება.