ავტორი:

დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"

დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"

2020 წლის ბოლო თვე - დეკემბერი საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენებითაა დატვირთული. ასტროლოგიური ცვლილებების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • პლანეტა მერკური პირველ დეკემბერს გადადის მშვილდოსნის ნიშანში.
  • 14 დეკემბერი - მზის დაბნელება მშვილდოსანში.
  • 12 დეკემბერს თეთრი მთვარე ესტუმრება მშვილდოსანს.
  • ვენერა 15 დეკემბერს დატოვებს მორიელის ნიშანს და გადაბრძანდება მშვილდოსანში.
  • 17 დეკემბერს მერწყულში გადაინაცვლებს სატურნი.
  • 19 დეკემბერს იუპიტერიც გადავა მერწყულში.
  • 21 დეკემბერი ზამთრის მზებუდობა.
  • 21 დეკემბერი - იუპიტერი-სატურნის შეერთება. ამავე დღეს მზე და მერკური გადავლენ თხის რქაში
  • 22 დეკემბერი - ურანი-ლილიტის შეერთება.
  • 30 დეკემბერი სავსემთვარეობა კირჩხიბში.

21 დეკემბრამდე მზე მშვილდოსნის ზოდაქოშია. გილოცავთ, ყველაზე ოპტიმისტო ნიშნებო, დაბადების დღეს. იყავით პოზიტიურები მიუხედავად გარშემო არსებული ყველანაირი სიტუაციისა. მშვილდოსნის პერიოდი კარგია თვალსაწიერის გასაფართოებლად, ცოდნის მისაღებად, გასავითარებლად და გასაღრმავებლად. გამონახეთ დრო სულიერი განვითარებისთვისაც. დეკემბრის პირველი მოვლენა იქნება მერკურის გადასვლა მშვილდოსანში. ადამიანებს მოუნდებათ ინფორმაციის, ახალი სფეროების შესწავლა. სულიერი განათლების მიღება. უცხო ენის შესწავლა. გახშირდება მიმოწერა უცხოელ მეგობრებთან, პარტნიორებთან. საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილი, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია...

თეთრი მთვარე 7 თვე იყო მორიელის ნიშანში და ახლა, 12 დეკემბერს გადავა მშვილდოსანში დაახლოებით 2021 წლის 17 ივლისამდე. მფარველი ანგელოზი დაგვეხმარება სულიერ განვითარებაში. საკუთარი თავის, შინაგანი პოტენციალის უკეთ გაგებაში. ადამიანებში მოიმატებს გულუხვობის სურვილი, ოპტიმისტური განწყობა.

14 დეკემბერს , 20:13 საათზე ველოდებით მზის სრულ დაბნელებას მშვილდოსანის ოცდამეოთხე გრადუსში. ამ დღეს პლანეტები არ ქმნიან მაინცდამაინც კარგ ასპექტებს. ამიტომ, ნუ ეცდებით საქმეების, ურთიერთობების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდით. იყავით მომართული, რომ დაასრულოთ საქმეები, ურთიერთობები, რაც ხელს გიშლით სულიერ განვითარებაში, წარმატების მიღწევაში. იყავით სამართლიანი მამასთან, ვაჟთან, ქმართან, უფროსთან (ხელმძღვანელობა) მიმართებაში. მოიმატებს სიტუაციებში გაურკვევლობა, ჩახლართულობა. ეცადეთ, არავინ მოატყოთ, არ გაავრცელოთ ჭორები, არასწორი ინფორმაციები (თავადაც გადაამოწმეთ ყველა ცნობა და ამბავი). ამ დღეს მოერიდეთ მათრობელა ნივთიერებების მიღებას. არ გირჩევთ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართვას.

15 დეკემბერს სიყვარულის პლანეტა ვენერა გადავა მშვილდოსანში (და აქ დარჩება 2021 წლის 8 იანვრამდე). აქ მას აქვს მოგზაურობის სურვილი. ქალებს მოუნდებათ მეტი თავისუფლება ურთიერთობებში. ვენერა მშვილდოსანში არის კეთილშობილების, ელიტარულობის განსახიერება. აქვს იდეალიზების სურვილი. საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია. ვენერა მცირე ბედნიერებაა, მშვილდოსნის მართველი და მისი მასპინძელი იუპიტერი კი - დიდი ბედნიერება. რომანტიკული სურვილების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც.

17 დეკემბერს სატურნი გადაინაცვლებს მერწყულში (აქ იქნება 2023 წლის 7 მარტამდე). აქ ის ერთხელ უკვე იყო წელს - 22 მარტიდან 2 ივლისის ჩათვლით. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. რამდენიმე დღეში აქვე გადაბრძანდება და იუპიტერიც და მოხდება მათი შეერთება, რაც გლობალურ ცვლილებებს მოგვიტანს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მეტად განვითარდება ციფრული ტექნოლოგიები. სატურნი არის კონტროლი, მომწესრიგებელი, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ ინტერნეტრესურსის გამოყენებაზე დაწესდება კონტროლი. აგრეთვე, გამორიცხული არაა, შეიქმნას ახალი წესები და კანონები. ვინც წელს ვერ შეძლო ინტერნეტის ათვისება და ონლაინმუშაობაზე გადასვლა, მომავალი წლიდან ეს სფეროები მეტად აქტუალური გახდება. მერწყული არის თავისუფლების ნიშანი და მასში სატურნის გადასვლა მიუთითებს, რომ შეიძლება გარკვეულწილად შეიზღუდოს თავისუფლება. ვნახოთ, რა იქნება... თუმცა, დიდი ბედნიერებისა და გაფართოების პლანეტა - იუპიტერის გადასვლა მერწყულში (აქ დარჩება 2021 წლის 18 ოქტომბრამდე) ცოტათი შეგვიმსუბუქებს სატურნის აკრძალვებსა და შეზღუდვებს. იუპიტერი მაინც საჩუქრები და ოპტიმიზმია და იმედია, მკაცრ სატურნს შეარბილებს.

21 დეკემბერს 14:02 საათზე ველოდებით ზამთრის მზებუდობას . ეს იქნება წლის ყველაზე დიდი ღამე და მოკლე დღე . მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეა. ამ დღეს ხდება სატუნისა და იუპიტრის შეერთება 22:20 საათზე, მერწყულის პირველ გრადუსში. მეორე დღეს კი კუროში ველოდებით ურანი-ლილიტის შეერთებას. მოლოდნელობის პლანეტა ურანი დაკავშირებულია ელექტროენერგიასთანაც, კურო კი ფულთან, საბანკო სისტემებთან. ლილიტი არის შიშები, ფარული მტრები, გაფრთხილდით, უსიამოვნო სიტუაციები ამ სფეროებშია მოსალოდნელია.

23 დეკემბერს არ გირჩევთ აგრესიულობის გამოვლენას, რადგან ამ დღეს ომის პლანეტა მარსი კონფლიქტშია პლუტონთან - ღრმა ტრანსფორმაციებთან, ძალოვან უწყებებთან. ასეთი ასპექტი წელს უკვე ორჯერ გვქონდა: 13 აგვისტოს და 9 ოქტომბერს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ დღეებში, რათა აირიდიოთ მორიგი უსიამოვნება.

დეკემბერში გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი: პირველია 11-15 დეკემბერი (პიკია 13-ში) - არ შეიძინოთ არაფერი, სიფრთხილე გამოიჩინეთ დოკუმენტებთან მუშაობისას. არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, არ დაგეგმოთ საქმიანი მოლაპარაკებები. მეორე პერიოდი - კარგი საყიდლებისთვის გვექნება 22-28 დეკემბრის შუალედში. განსაკუთრებით 25 და 28 დეკემბერს. შეიძინეთ საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკა, გაჯეტები.

თვის მოვლენებს დაასრულებს 30 დეკემბერის 7:28 საათზე სავსემთვარეობა კირჩხიბის მე-9 გრადუსში. ამ დღეს ემოციურობა იმატებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. არ ღირს ნერვიულობა, ყველა ოჯახურ საქმეს მარტივად გაუმკლავდებით, ყველას დააპურებთ და საჩუქრებსაც მოუმზადებთ. თუ საშუალება გაქვთ, რამდენიმე საათი უსაქმურად გაატარეთ, სულიერად დაისვენეთ. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით მშობლებისა და შვილების მიმართ. რაც შეეხება ასტროლოგიურ მოვლენებს, დღე საკმაოდ დაძაბულია. მოერიდეთ მოულოდნელობებს, ემოციურობას. მოიმატებს მგრძნობელობა, ბუტიაობა. არავინ (და არც საკუთარი თავი) არ დაადანაშაულოთ თქვენს წარუმატებლობაში. გახსოვდეთ, რომ ცუდი პერიოდი მალე გაივლის და ყველა უსიამოვნება ბედნიერებით შეგეცვლებათ. იყავით რბილი და თბილი. განსაკუთრებით ოჯახში, ახლობლებთან.

გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ თვეს რათა ასევე შეხვდეთ ახალი 2021 წლის შემობრძანებას.

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა: "მოსალოდნელია მიწისძვრა, მეწყერი ან მიწისქვეშა აფეთქებები, ასევე შტორმი და ქარიშხალი" - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის