მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები რომლებიც ნებისმიერი თვის 1, 10, 19 და 28 რიცხვში დაიბადნენ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან
ბავშვები რომლებიც ნებისმიერი თვის  1, 10, 19 და 28 რიცხვში დაიბადნენ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან

ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბის რი­ცხვი ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს არამ­ხო­ლოდ მის ხა­სი­ათ­ზე, არა­მედ მის ბედ­სა და სა­მო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე. არ­სე­ბობს ოთხი კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი და ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ე­რი თვის ამ რი­ცხვებ­ში ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი თუ ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით არი­ან გა­მორ­ჩე­ულ­ნი. ასე­თი ბავ­შვის აღ­ზრდა არ გახ­ლავთ მარ­ტი­ვი, თუმ­ცა არის მათ­ში ასე­ვე რა­ღაც გე­ნი­ა­ლუ­რი.

ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ე­რი თვის 1, 10, 19 და 28 რი­ცხვში ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას, მზის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­ან. ამი­ტომ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ენერ­გი­უ­ლო­ბით, მო­უს­ვენ­რო­ბით, დი­ნა­მიზ­მით. თა­ნა­ტო­ლებს შო­რის ლი­დე­რო­ბას ცდი­ლო­ბენ და შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დით კი­დეც. სხვე­ბის­გან ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა გა­მო­არ­ჩევთ მათ და ხში­რად მათი გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა წინ უს­წრებს ასა­კობ­რივ მო­ცე­მუ­ლო­ბას.

თუმ­ცა­ღა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ ბავ­შვებს ვას­წავ­ლოთ ხა­სი­ა­თის ისე­თი თვი­სე­ბე­ბის მო­თოკ­ვა რო­გო­რი­ცაა ეგო­იზ­მი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით 19 და 28 რი­ცხვში და­ბა­დე­ბულ პა­ტა­რებს ეხე­ბათ. ისი­ნი ერთი მხრივ ლი­დე­რუ­ლი ხა­სი­ა­თის არი­ან, მე­ო­რე მხრივ კი მოს­წონთ გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე დო­მი­ნი­რე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა მათ­ში სა­მო­მავ­ლოდ დეს­პო­ტუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი წარ­მოშ­ვას. ამი­ტომ მშობ­ლებს მო­ე­თხო­ვე­ბათ ამ­გვარ პა­ტა­რებს გა­ნუ­ვი­თა­რონ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­კონ­ტრო­ლონ, რომ ისი­ნი არ იქ­ცნენ ეგო­ის­ტე­ბად. ასე­თი ბავ­შვე­ბი ძნე­ლად ეგუ­ე­ბი­ან დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლს და მუ­დამ ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მთა­ვა­რი ად­გი­ლი და­ი­კა­ონ.

მათ უმე­ტე­სო­ბას ღრმად სწამს, რომ ყო­ველ­თვის და ყვე­ლა­ფერ­ში უპი­რო­ბოდ მარ­თა­ლია. ეს კი სა­მო­მავ­ლოდ ხელს უშ­ლის მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხრივ. ასე­თი ბავ­შვე­ბი თვი­თო­ნაც გრძნო­ბენ სა­კუ­თარ უნი­კა­ლუ­რო­ბას, თუმ­ცა, დიპ­ლო­მა­ტი­ის არ­ქო­ნის გამო ისი­ნი შე­საძ­ლოა თა­ნა­ტო­ლებ­მა გა­რი­ყონ ან სა­ცინ­რად აიგ­დონ მათი იდე­ა­ლე­ბი. ამი­ტომ ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილ რი­ცხვებ­ში და­ბა­დე­ბულ პა­ტა­რებს მარ­ტო­ო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც უჩ­ნდე­ბათ. ჰგო­ნი­ათ, რომ თა­ნა­ტო­ლებ­თან ვერ იპოვ­ნი­ან სა­ერ­თო ენას. ამ­გვა­რი ბავ­შვის აღ­ზრდი­სას დე­დაც და მა­მაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი და პრინ­ცი­პუ­ლი პი­როვ­ნე­ბა.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პა­ტა­რა პა­ტივს არ სცემს მათ მი­თი­თე­ბებს და მო­იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ. მაგ­რამ, თუკი მშობ­ლე­ბი მას პა­ტი­ოს­ნე­ბის, სი­კე­თი­სა და სი­მა­მა­ცის მა­გა­ლითს აძ­ლე­ვენ მუ­დამ, ეს ერთი შე­ხედ­ვით "რთუ­ლი ბავ­შვე­ბი" გა­სა­ო­ცარ, სულ­გრძელ და ბრძენ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან მო­მა­ვალ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ბავშვები რომლებიც ნებისმიერი თვის 1, 10, 19 და 28 რიცხვში დაიბადნენ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან

ბავშვები რომლებიც ნებისმიერი თვის  1, 10, 19 და 28 რიცხვში დაიბადნენ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან

ადამიანის დაბადების რიცხვი ძალიან დიდ გავლენას ახდენს არამხოლოდ მის ხასიათზე, არამედ მის ბედსა და სამომავლო ცხოვრებაზე. არსებობს ოთხი კონკრეტული თარიღი და ადამიანებიც, რომლებიც ნებისმიერი თვის ამ რიცხვებში ევლინებიან ქვეყანას განსაკუთრებული გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემებით არიან გამორჩეულნი. ასეთი ბავშვის აღზრდა არ გახლავთ მარტივი, თუმცა არის მათში ასევე რაღაც გენიალური.

ბავშვები, რომლებიც ნებისმიერი თვის 1, 10, 19 და 28 რიცხვში ევლინებიან ქვეყანას, მზის მფარველობის ქვეშ არიან. ამიტომ გამოირჩევიან ენერგიულობით, მოუსვენრობით, დინამიზმით. თანატოლებს შორის ლიდერობას ცდილობენ და შესანიშნავად გამოსდით კიდეც. სხვებისგან ორიგინალური აზროვნება გამოარჩევთ მათ და ხშირად მათი გონებრივი განვითარება წინ უსწრებს ასაკობრივ მოცემულობას.

თუმცაღა, აუცილებელია, რომ ამ ბავშვებს ვასწავლოთ ხასიათის ისეთი თვისებების მოთოკვა როგორიცაა ეგოიზმი. ეს განსაკუთრებით 19 და 28 რიცხვში დაბადებულ პატარებს ეხებათ. ისინი ერთი მხრივ ლიდერული ხასიათის არიან, მეორე მხრივ კი მოსწონთ გარშემო მყოფებზე დომინირება, რამაც შესაძლოა მათში სამომავლოდ დესპოტური მიდრეკილებები წარმოშვას. ამიტომ მშობლებს მოეთხოვებათ ამგვარ პატარებს განუვითარონ საკუთარი თავის რწმენა, თუმცა მაქსიმალურად გააკონტროლონ, რომ ისინი არ იქცნენ ეგოისტებად. ასეთი ბავშვები ძნელად ეგუებიან დაქვემდებარებულის როლს და მუდამ ცდილობენ საზოგადოებაში მთავარი ადგილი დაიკაონ.

მათ უმეტესობას ღრმად სწამს, რომ ყოველთვის და ყველაფერში უპირობოდ მართალია. ეს კი სამომავლოდ ხელს უშლის მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ. ასეთი ბავშვები თვითონაც გრძნობენ საკუთარ უნიკალურობას, თუმცა, დიპლომატიის არქონის გამო ისინი შესაძლოა თანატოლებმა გარიყონ ან საცინრად აიგდონ მათი იდეალები. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ზემოჩამოთვლილ რიცხვებში დაბადებულ პატარებს მარტოობისკენ მიდრეკილებაც უჩნდებათ. ჰგონიათ, რომ თანატოლებთან ვერ იპოვნიან საერთო ენას. ამგვარი ბავშვის აღზრდისას დედაც და მამაც აუცილებლად უნდა იყოს საკმარისად ძლიერი და პრინციპული პიროვნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა პატივს არ სცემს მათ მითითებებს და მოიქცევა ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. მაგრამ, თუკი მშობლები მას პატიოსნების, სიკეთისა და სიმამაცის მაგალითს აძლევენ მუდამ, ეს ერთი შეხედვით "რთული ბავშვები" გასაოცარ, სულგრძელ და ბრძენ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან მომავალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"