მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასეთი ადამიანი ხშირად იღუპება ახალგაზრდა, ავარიაში ან უბედური შემთხვევისას - არის თუ არა "კარმული სიკვდილი" თქვენს რუკაში და რა უნდა იცოდეთ მასზე
ასეთი ადამიანი ხშირად იღუპება ახალგაზრდა, ავარიაში ან უბედური შემთხვევისას - არის თუ არა "კარმული სიკვდილი" თქვენს რუკაში და რა უნდა იცოდეთ მასზე

ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში უნდა მოხ­დეს, და­ბა­დე­ბის რუ­კის მი­ხედ­ვით, პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბი­სა და მათი ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლოთ. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გი, რო­მე­ლიც თქვენ­თვის პი­რად კოს­მოგ­რა­მას ად­გენს, აუ­ცი­ლებ­ლად ხე­დავს მას­ში თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­ხი­ფა­თო მოვ­ლე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი ვალ­დე­ბუ­ლია თუნ­დაც დე­ლი­კა­ტუ­რი გზით, მაგ­რამ მა­ინც გა­გაფრ­თხი­ლოთ ამის შე­სა­ხებ.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის, ავა­რი­ე­ბის, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის და სხვა სა­ხის ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბას, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ე.წ "დამ­სჯე­ლი" პლა­ნე­ტე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ტრან­ზი­ტუ­ლი ურ­თუ­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს . მსგავ­სი სა­ხის მოვ­ლე­ნე­ბი, ჩვე­ნი კოს­მოგ­რა­მის მი­ხედ­ვით არა ერთი ან ორი, რა­მო­დე­ნი­მეც შე­იძ­ლე­ბა იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ი­მი­სოდ, რომ ცხოვ­რე­ბის კონ­კრე­ტულ ეტაპ­ზე მათი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე შე­ვიც­ვა­ლოთ (დავ­ტო­ვოთ უშუ­ა­ლოდ ქვე­ყა­ნა და არა კონ­კრე­ტუ­ლად უბა­ნი ან სახ­ლი) მა­ნამ, სა­ნამ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ტრან­ზი­ტის მოქ­მე­დე­ბა შე­სუს­ტდე­ბა. მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გი და მის­ტი­ფი­კა­ტო­რი სერ­გეი ვრონ­სკი , რო­მელ­მაც გერ­მა­ნე­ლე­ბის ხელ­ში სიკ­ვდილს, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სა­ტუ­სა­ღო­ში ჯდო­მის ალ­ბა­თო­ბა არ­ჩია.

თუმ­ცა არ­სე­ბობს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­საც "კარ­მუ­ლი სიკ­ვდი­ლი" ეწო­დე­ბა და იგი, წინა სტა­ტი­ებ­ში ნახ­სე­ნე­ბი თორ­მე­ტი კარ­მუ­ლი ციკ­ლის დას­კვნით ეტაპ­ზე ხდე­ბა მხო­ლოდ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კარ­მუ­ლი სიკ­ვდი­ლი ემუქ­რე­ბა, ხში­რად იღუ­პე­ბა ახალ­გაზ­რდა, თუმ­ცა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა იგი და­ბა­დე­ბი­დავ­ნე მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნით იბა­დე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ ამ უკა­ნას­კნელს, წინა ინ­კარ­ნა­ცი­ებ­ში უკვე "გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი" აქვს სა­კუ­თა­რი კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის მთე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა . შე­სა­ბა­მი­სად, მისი ამ ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბა, ხან­მოკ­ლე და სხვე­ბის­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია და ძალ­ზე ხში­რად მისი ამ­გვა­რი ტრანსფორ­მა­ცია - გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ავია ან ავტო-კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა.

თვა­ლი, თვა­ლის წილ...

ას­ტრო­ლო­გე­ბი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა სა­ხის კარ­მულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ასე მა­გა­ლი­თად:

  • ის ვინც ამ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით იღუ­პე­ბა (ხში­რად ბრმა შემ­თხვე­ვი­თო­ბის გამო - ომი, ჩხუ­ბი და ა.შ), სა­ვა­რა­უ­დოა რომ თა­ვად იყო, წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში ვინ­მეს ძა­ლა­დობ­რი­ვად მოკ­ვდი­ნე­ბის მი­ზე­ზი.
  • თუკი ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში, საკ­მა­ოდ ხში­რად აქვს ად­გი­ლი უშუ­ა­ლოდ ჩვენ მი­მართ გა­მო­ხა­ტულ, ხში­რად სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო და და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ აგ­რე­სი­ას გარ­შე­მომ­ყოფ­თა მხრი­დან, უნდა იცო­დეთ რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში ჩა­დე­ნი­ლი, ჩვე­ნი­ვე უა­პე­ლა­ციო სი­სას­ტი­კის გა­მო­ძა­ხი­ლია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ი­მი­სოდ რომ ამ ნე­გა­ტი­უ­რი კარ­მუ­ლი ვა­ლის "და­მუ­შა­ვე­ბა" მოხ­დეს, არა­სო­დეს არ უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ აგ­რე­სი­ას აგ­რე­სი­ით, რაც არ უნდა უსა­მარ­თლოდ მოგ­ვეჩ­ვე­ნოს ჩვენ მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი. ეს იმი­ტომ, რომ აგ­რე­სია ძლი­ერ ჯაჭ­ვურ რე­აქ­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს და სა­მო­მავ­ლოდ ჩვენ­თვის­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი აგ­რე­სი­ის და გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მე­ბის საფრ­თხე.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ასეთი ადამიანი ხშირად იღუპება ახალგაზრდა, ავარიაში ან უბედური შემთხვევისას - არის თუ არა "კარმული სიკვდილი" თქვენს რუკაში და რა უნდა იცოდეთ მასზე

ასეთი ადამიანი ხშირად იღუპება ახალგაზრდა, ავარიაში ან უბედური შემთხვევისას - არის თუ არა "კარმული სიკვდილი" თქვენს რუკაში და რა უნდა იცოდეთ მასზე

ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში უნდა მოხდეს, დაბადების რუკის მიხედვით, პლანეტების განლაგებისა და მათი ერთმანეთთან კონფიგურაციებით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ. ამიტომ ასტროლოგი, რომელიც თქვენთვის პირად კოსმოგრამას ადგენს, აუცილებლად ხედავს მასში თქვენი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე სახიფათო მოვლენების ალბათობას. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებულია თუნდაც დელიკატური გზით, მაგრამ მაინც გაგაფრთხილოთ ამის შესახებ.

უბედური შემთხვევების, ავარიების, მოტეხილობების და სხვა სახის ექსტრემალური მოვლენების ალბათობას, ჩვენს ცხოვრებაში ე.წ „დამსჯელი“ პლანეტების ნეგატიური ტრანზიტული ურთუერთდაპირისპირებები განაპირობებს . მსგავსი სახის მოვლენები, ჩვენი კოსმოგრამის მიხედვით არა ერთი ან ორი, რამოდენიმეც შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე მათი გააქტიურება ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია საცხოვრებელი ადგილი, რაღაც პერიოდის მანძილზე შევიცვალოთ (დავტოვოთ უშუალოდ ქვეყანა და არა კონკრეტულად უბანი ან სახლი) მანამ, სანამ გააქტიურებული ნეგატიური ტრანზიტის მოქმედება შესუსტდება. მსგავსი პრეცენდენტის ნათელი მაგალითია, ცნობილი ასტროლოგი და მისტიფიკატორი სერგეი ვრონსკი , რომელმაც გერმანელების ხელში სიკვდილს, საბჭოთა კავშირში სატუსაღოში ჯდომის ალბათობა არჩია.

თუმცა არსებობს, გარდაცვალების მეორე ვარიანტი, რომელსაც „კარმული სიკვდილი“ ეწოდება და იგი, წინა სტატიებში ნახსენები თორმეტი კარმული ციკლის დასკვნით ეტაპზე ხდება მხოლოდ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც კარმული სიკვდილი ემუქრება, ხშირად იღუპება ახალგაზრდა, თუმცა როგორც პიროვნება იგი დაბადებიდავნე მაღალი სულიერი განვითარების დონით იბადება. ეს იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს, წინა ინკარნაციებში უკვე „გადამუშავებული“ აქვს საკუთარი კარმული ვალების მთელი რაოდენობა . შესაბამისად, მისი ამ ქვეყნად მოვლინება, ხანმოკლე და სხვებისთვის დასამახსოვრებელია და ძალზე ხშირად მისი ამგვარი ტრანსფორმაცია - გარდაცვალება, ავია ან ავტო-კატასტროფების შედეგად ხდება.

თვალი, თვალის წილ...

ასტროლოგები, გარდაცვალების მიზეზიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის კარმულ მოვლენებზე საუბრობენ. ასე მაგალითად:

  • ის ვინც ამ ცხოვრებაში ძალადობრივი სიკვდილით იღუპება (ხშირად ბრმა შემთხვევითობის გამო - ომი, ჩხუბი და ა.შ), სავარაუდოა რომ თავად იყო, წინა ინკარნაციაში ვინმეს ძალადობრივად მოკვდინების მიზეზი.
  • თუკი ჩვენ ცხოვრებაში, საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი უშუალოდ ჩვენ მიმართ გამოხატულ, ხშირად სრულიად უსაფუძვლო და დაუმსახურებელ აგრესიას გარშემომყოფთა მხრიდან, უნდა იცოდეთ რომ ეს ყველაფერი წინა ინკარნაციაში ჩადენილი, ჩვენივე უაპელაციო სისასტიკის გამოძახილია. ასეთ შემთხვევაში, საიმისოდ რომ ამ ნეგატიური კარმული ვალის „დამუშავება“ მოხდეს, არასოდეს არ უნდა ვუპასუხოთ აგრესიას აგრესიით, რაც არ უნდა უსამართლოდ მოგვეჩვენოს ჩვენ მიმართ ჩადენილი ქმედებები. ეს იმიტომ, რომ აგრესია ძლიერ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და სამომავლოდ ჩვენთვისვე შეიძლება გახდეს გაცილებით უფრო დიდი აგრესიის და გადაულახავი პრობლემების საფრთხე.

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ