სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?
ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

17 სექ­ტემ­ბერს, ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. ახალმთვა­რე­ო­ბა თვე­ში ერთხელ დგე­ბა და გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­ვად­გი­ნოთ ახა­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ახ­ლე­ბუ­რად წარვმარ­თოთ ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი და აზ­რე­ბიც კი. რო­გორც უკვე იცით, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე ერთ ნი­შან­ში ერ­თდე­ბა , ამ­ჯე­რად - ქალ­წულ­ში. სექ­ტემ­ბრის ახალმთვა­რე­ო­ბა 16 ოქ­ტომ­ბრამ­დე გას­ტანს. 2 ოქ­ტომ­ბერს გვე­ლო­დე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა . ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა ახა­ლი საქ­მე ამ რი­ცხვამ­დე და­ი­წყოთ. ორი ოქ­ტომ­ბრის მერე კი ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა და უმ­ჯო­ბე­სია, უკვე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბას და­უთ­მოთ დრო.

17 სექ­ტემ­ბერს შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს 2020 წლის იან­ვრის ან ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი. ან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პა­სუ­ხი იმ კი­თხვებ­ზე, რაც მა­შინ დას­ვით, ან და­ას­რუ­ლოთ მა­შინ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. შეხ­ვდეთ იან­ვარ­სა და ივ­ნის­ში გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და ა.შ. ერთი სი­ტყვით, ეს ახალმთვა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რია და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა უკეთ გან­ვი­თარ­დე­ბა/დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ წარ­სუ­ლის გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ძა­ხი­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა.

ახალმთვა­რე­ო­ბა ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში მიგ­ვი­თი­თებს, რომ მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ეკო­ლო­გი­ას, სი­სუფ­თა­ვეს, პი­რად ჯან­მრთე­ლო­ბას, ჩვენს ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მე­ებს და ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ქალ­წუ­ლი მი­წის ნი­შა­ნია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, სტა­ბი­ლუ­რი, დე­ტა­ლე­ბი­სად­მი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ჩვენ­გა­ნაც მო­ი­თხოვს, რომ ისე­თი საქ­მე­ე­ბი შე­ვას­რუ­ლოთ, რაც მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მოგ­ვი­ტანს, ენერ­გი­ას არ გაგ­ვიფ­ლან­გავს და არც ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს. უმე­ტე­სო­ბა მიხ­ვდე­ბა, რომ მისი ქმე­დე­ბა მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­და, სა­უბ­რობს ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე. არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს დე­ტა­ლებს საქ­მე­ებ­შიც და ადა­მი­ა­ნებ­შიც. მე­ტად მო­გინ­დე­ბათ პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. აზ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­მო­ას­წო­როთ ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. გა­და­ხე­დეთ და მო­ა­წეს­რი­გეთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი სფე­რო. იქით მი­მარ­თეთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, სა­ი­და­ნაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. კარ­გი პე­რი­ო­დი და­უდ­გე­ბათ ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს. ანა­ლი­ტი­კო­სებს, მკვლევ­რებს, ბუ­ღალ­ტრებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, მე­დი­კო­სებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს . თუ მო­გინ­დე­ბათ, გა­მო­იკ­ვლევთ და დე­ტა­ლებ­ში გა­ერ­კვე­ვით თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ში... რთულ­შიც კი.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე, ენერ­გი­ე­ბი იც­ვლე­ბა და არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი გრძნო­ბენ. ამი­ტომ, თუ მათ­თვის რა­ღა­ცის თხოვ­ნა გსურთ, ან ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა გინ­დათ, უმ­ჯო­ბე­სია, მო­ი­ცა­დოთ და ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე +/- 2 დღე არა­ფე­რი წა­მო­ი­წყოთ. სა­სურ­ვე­ლია, ამ დღეს და­ის­ვე­ნოთ. კონ­კრე­ტუ­ლად ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე, მო­მა­ტე­ბუ­ლია თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა შე­ა­წუ­ხოს. ამ დღეს არ გირ­ჩევთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას (+/- 2 დღე), აგ­რეთ­ვე, მო­ე­რი­დეთ ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას, შემ­წვა­რი და ცხა­რე კერ­ძე­ბის ჭა­მას. ნურც ფი­ზი­კუ­რად გა­და­იტ­ვირ­თე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე და­ა­ლა­გებთ თქვენს გა­რე­მოს, მო­ა­წეს­რი­გებთ დო­კუ­მენ­ტებს (კომ­პი­უ­ტერ­შიც), ფი­ნან­სურ სა­ბუ­თებს. მი­უ­ჩი­ნეთ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი. ეცა­დეთ, არ ჩა­ე­რი­ოთ სხვის საქ­მე­ებ­ში არც გარ­შე­მო მყო­ფე­ბის კრი­ტი­კა მო­გი­ტანთ სი­კე­თეს. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. გახ­სოვ­დეთ, თუ არ გთხო­ვენ რჩე­ვას ან დახ­მა­რე­ბას, არ ჩა­ე­რი­ოთ სხვის საქ­მე­ში, ცხოვ­რე­ბა­ში. უმ­ჯო­ბე­სია, სა­კუ­თა­რი თავი, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი მო­ა­წეს­რი­გოთ. უფრო მე­ტიც, გირ­ჩევთ, და­ი­წყოთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა. მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­ში, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და ზო­მი­ე­რი საკ­ვე­ბი კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოს მკურ­ნა­ლო­ბის, მა­სა­ჟის კურ­სი.

ახალმთვა­რე­ო­ბი­დან ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ად­გი­ნეთ იმ საქ­მე­ე­ბის სია, რაც მთვა­რის ამ თვე­ში გინ­დათ, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. შე­გიძ­ლი­ათ ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქვათ, გო­ნე­ბა­ში გა­და­ა­მუ­შა­ოთ, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რეთ. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე 10-15 წუ­თით ადრე აან­თეთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც იყო თქვენ გვერ­დით, და­გეხ­მა­რათ ან გა­წყე­ნი­ნათ, ყვე­ლას შე­უნ­დეთ, სიყ­ვა­რუ­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­უგ­ზავ­ნეთ მთელ სამ­ყა­როს. ახალმთვა­რე­ო­ბის დად­გო­მას შე­იქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, რათა მთე­ლი თვე ასე­ვე გა­ა­ტა­როთ.

  • ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქის თი­თო­ე­უ­ლი ნიშ­ნის­თვის

ახალმთვა­რე­ო­ბა ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის კონ­კრე­ტულ სფე­როს გა­აქ­ტი­უ­რებს. სა­სურ­ვე­ლია, თუ იცით, პროგ­ნოზს გა­ეც­ნოთ თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტის მი­ხედ­ვით, მერე უკვე მზის მი­ხედ­ვით და ქალ­ბა­ტო­ნებ­მა მთვა­რის ნიშ­ნის (მთვა­რე რო­მელ ნი­შან­შიც გყავთ) პროგ­ნო­ზიც წა­ი­კი­თხოთ. რად­გან მთვა­რე გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს მან­დი­ლოს­ნებ­ზე.

  • ვერ­ძი

მთვა­რის ამ თვე­ში თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, თუ ასე­თე­ბი გყავთ, რა თქმა უნდა. გირ­ჩევთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ სა­მი­ვე სფე­რო­სად­მი. რად­გან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი ახლა თა­ვის­თვის კარგ პო­ზი­ცი­ა­ში არაა. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას კო­ლე­გებ­თან, უფ­როს­თან, ზოგს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ელის სამ­სა­ხურ­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოთ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბით ან მი­უბ­რუნ­დეთ ძველ პრო­ექ­ტებს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა თა­ვად მო­გინ­დეთ სამ­სა­ხუ­რის ან სპე­ცი­ა­ლო­ბის შეც­ვლა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა სთხო­ვონ ძველ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. დო­კუ­მენ­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბით შე­ად­გი­ნეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მი­უბ­რუნ­დეთ მკურ­ნა­ლო­ბის ძველ მე­თოდს, შე­იც­ვა­ლოთ ექი­მი ან სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. ზო­გი­ერთს მო­უ­წევს ახ­ლო­ბელ­ზე ან ში­ნა­ურ ცხო­ველ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა.

  • კურო

სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი და რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - აი, ის თე­მე­ბი, რაც სექ­ტემ­ბრის ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე მი­იქ­ცევს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. გა­დახ­დეთ თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს, შე­იძ­ლე­ბა სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ მი­ტო­ვე­ბუ­ლებ­თან მიბ­რუ­ნე­ბა და მათი გა­ნახ­ლე­ბა ან დას­რუ­ლე­ბა. ეს ეხე­ბა ჰო­ბი­საც. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბამ, ან მი­უბ­რუნ­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ადრე და­ი­წყეთ და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი დაგ­რჩათ. კარ­გი თვეა დას­ვე­ნე­ბის, შვე­ბუ­ლე­ბის­თვის. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადრე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ან შვი­ლებ­თან ერ­თად იყა­ვით. მო­გე­ძა­ლე­ბათ ნოს­ტალ­გია ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მი­მართ. მო­გინ­დე­ბათ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მე­ტად იყოს დღე­სას­წა­უ­ლი. ან თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ან შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი და თა­ვა­დაც მო­გინ­დე­ბათ მათ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რა თქვენ­თვის, ეცა­დეთ დღე­სას­წა­უ­ლი­ვით შეხ­ვდეთ მას. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს დას­ტურს იმ სა­კი­თხზე, რა­ზეც ადრე უარი მი­ი­ღო.

  • ტყუ­პი

თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, ნა­თე­სა­ვე­ბის (ფეს­ვე­ბის) თე­მა­ზე (ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სიც) და მშობ­ლე­ბის მი­მართ. ახალმთვა­რე­ო­ბა მო­გი­ტანთ სი­ახ­ლე­ებს. შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბი გეს­ტუმ­რონ ან თქვენ ეს­ტუმ­როთ მათ. უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოთ. სახ­ლში მო­გინ­დე­ბათ რა­ღა­ცის გა­და­კე­თე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. თუნ­დაც, იყი­დით ან გა­ყი­დით უძ­რავ ქო­ნე­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა. თქვენს სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (გა­გიჩ­ნდეთ შვი­ლი, გა­თხოვ­დეს თქვე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ან სუ­ლაც თქვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­როს, ცალ­კე ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს) და ამის გამო მო­გი­წი­ოთ სახ­ლში გა­დად­გი­ლე­ბამ, ცვლი­ლე­ბე­ბა. ან თუნ­დაც მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა და და­ი­წყოთ სა­ბუ­თე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის თქვენს ჭკუ­ა­ზე მოყ­ვა­ნა.

  • კირჩხი­ბი

მთვა­რის ამ თვე­ში არ გირ­ჩევთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვას, მაგ­რამ მის გა­და­კე­თე­ბას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას კი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უბ­რე­ბი თქვენს დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან. ახლო გა­რე­მოც­ვას­თან (მე­ზობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი). შე­იძ­ლე­ბა ეს სა­უ­ბა­რი ადრე და­ი­წყო და ახლა თა­ვის ლო­გი­კურ და­სას­რულს უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დეს. ან შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი, მი­მოს­ვლე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუნ­დნენ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი, ან გა­და­წყვი­ტოთ, მო­ნა­ხუ­ლოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადრე მე­გობ­რებთნ ერ­თად ერ­თო­ბო­დით. გირ­ჩევთ არ მო­გე­რი­დოთ და გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, იყოთ თა­მა­მი სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის სათ­ქვე­ნოდ გა­და­კე­თე­ბა­საც. თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა, საქ­მე­ე­ბი, რაც ადრე თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო მო­მარ­თუ­ლი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რის სურ­ვი­ლი (ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა, უცხო ენე­ბი, ჰენდ მე­ი­დი). ამ პე­რი­ოდ­ში გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ გა­მოც­დე­ბის გა­და­ა­ბა­რე­ბა ან იმ სას­წავ­ლო სა­კი­თხთან (სა­დიპ­ლო­მო, სა­მეც­ნი­ე­რო თემა) მიბ­რუ­ნე­ბა, რაც ადრე მი­ა­ტო­ვეთ.

  • ლომი

მთვა­რის ამ თვე­ში მა­ტე­რი­ა­ლურ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ გექ­ნე­ბათ, უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე, სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ შვი­ლე­ბის­გან, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან; მათ გა­გა­ხა­რონ თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბით. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ფული ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოს. ერთი სი­ტყვით, ამ პე­რი­ოდ­ში თქვენ­თვის მთა­ვა­რი სა­კი­თხია ფული. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შე­ი­ძი­ნოს, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას. და­იბ­რუ­ნებთ ძველ ვა­ლებ­საც. ან მი­ი­ღებთ კრე­დიტს თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო პი­რო­ბე­ბით. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, იშო­ვით. უკვე არ­სე­ბულ სამ­სა­ხურ­ში კი ან და­წი­ნა­უ­რე­ბა გე­ლით, ან ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა. ზოგს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო, ან შე­იძ­ლე­ბა ძველ სამ­სა­ხურს, საქ­მი­ა­ნო­ბას მი­უბ­რუნ­დეთ.

  • ქალ­წუ­ლი

თქვენ­თვის მთავ­რის ახა­ლი თვე თქვენს ნი­შან­ში ხვდე­ბა, ეს რა­ღაც ახა­ლი წე­ლი­ვი­თაა და მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვად იქ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი, რომ მი­ი­ღოთ ცხოვ­რე­ბის­გან სა­უ­კე­თე­სო და მაქ­სი­მუ­მი. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და ეცა­დეთ, ისე მო­იქ­ცეთ, რომ ყველ­გან მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩეთ. შე­იძ­ლე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ვი­დეს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ან გა­ი­გოთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით. თუ ელო­დე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბით აღი­ა­რე­ბას, ამა­საც მი­ი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვოთ რა­ღაც კონ­კურ­სში, მო­გი­წი­ოთ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლამ, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­გიც­ნობთ და ეცა­დეთ, თქვე­ნი თავი ყველ­გან სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მას­თან, ვის­თა­ნაც ადრე სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას გი­ჭირ­დათ, შე­იძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოთ ყო­ფი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი (თუ ამის სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, რა თქმა უნდა). გა­მო­ნა­ხეთ დრო გა­და­ხე­დოთ, გა­და­ა­ხა­რის­ხოთ, გა­და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ჩვე­ვე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. გეძ­ლე­ვათ შან­სი, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­ი­წყოს ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ან სუ­ლაც, გა­და­წყვი­ტოთ და შე­იც­ვა­ლოთ იმი­ჯი, გა­რეგ­ნო­ბა ან და­ი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რა­მაც ადრე გიშ­ვე­ლათ და ახლა გსურთ, რომ გა­ი­მე­ო­როთ.

  • სას­წო­რი

მო­გინ­დე­ბათ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა, რათა შორს გა­ემ­გზავ­როთ, შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­შიც კი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, შე­მოგ­თა­ვა­ზონ სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ო­ბა, სწავ­ლა ან თქვენს ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ უცხო­ურ კო­მა­ნი­ა­ში. ამ მთვა­რის პე­რი­ოდ­ში ან მი­უბ­რუნ­დე­ბით ძველ პრო­ექ­ტებს, ან გან­მარ­ტო­ე­ბა, სიმ­შვი­დე­ში ყოფ­ნა და მუ­შა­ო­ბა მო­გინ­დე­ბათ. ზო­გი­ერთს ნა­ნატ­რი შეხ­ვედ­რა, ნა­ნატ­რი მგზავ­რო­ბა ელის, რი­თიც შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბა დას­რულ­დეს. მი­ი­ღებთ დო­კუ­მენ­ტებს, რა­საც დიდ­ხანს ელო­დით. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მშვიდ გა­რე­მო­ში ლოც­ვა და მე­დი­ტა­ცია.

  • მო­რი­ე­ლი

გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. სურ­ვი­ლე­ბი­სა და გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბამ ან ხალ­ხის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლამ (ონ­ლა­ი­ნაც კი). ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თოს, თუმ­ცა, მი­ტო­ვე­ბულ საქ­მე­ე­ბაც ნუ მი­ა­ტო­ვებთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გო­ბა­რი და ერ­თად კარ­გად გა­ერ­თოთ. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას... ინ­ტერ­ნე­ტით ან მუ­შა­ო­ბას - ონ­ლა­ინ. სხვა­თა შო­რის, ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ან დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გობ­რის­გან, ან ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან. ხში­რად გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ შეხ­ვდეთ და იმ­ხი­ა­რუ­ლოთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. კარ­გი იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ კონ­ტაქ­ტე­ბის აღ­დგე­ნა. სხვა­თა შო­რის, ზოგს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბაც კი ელის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით მი­ი­ღოთ იმ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რაც დიდი ხა­ნია გა­წუ­ხებთ.

  • მშვილ­დო­სა­ნი

აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა კა­რი­ე­რის მიზ­ნე­ბი. მო­გინ­დე­ბათ რე­პუ­ტა­ცი­ის ან სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რად მი­ი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­რო­სებ­თან. მო­გინ­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა ან პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის შექ­მნა და შვი­ლე­ბის ყოლა გა­და­წყვი­ტოთ. სამ­სა­ხურ­ში გე­ლით და­წი­ნა­უ­რე­ბა, შე­ქე­ბა ან თქვენს სამ­სა­ხურ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბა. ასა­კი­ა­ნი მშვილ­დოს­ნე­ბი, დიდი პა­ტი­ვით, შე­იძ­ლე­ბა გა­ვიდ­ნენ პენ­სი­ა­ზე. მი­ი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­წი­ნა­უ­რე­ბას­თან ან კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უარი არ თქვათ, თუ მი­გიწ­ვე­ვენ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, გთხო­ვენ სი­ტყვით გა­მოს­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ამით ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ი­ძი­ნოს, მაგ­რამ გირ­ჩევთ, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლი (ან გა­და­ად­გი­ლე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი) არ შე­ი­ძი­ნოთ.

  • თხის რქა

გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს, წიგ­ნის და­წე­რა ამ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა. მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ უცხო­ე­თის ვი­ზას, ან შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მი­გიწ­ვი­ონ სა­მუ­შა­ოდ ან თქვენს ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში. ნაც­ნო­ბო­ბა და შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია უცხო­ელ პარტნი­ორ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბა გსურთ უცხო­ელ­ზე. აგ­რეთ­ვე, შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოთ სა­სა­მარ­თლო­დან. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლოს, ან გა­ი­გოს, რომ მალე ეყო­ლე­ბა.

  • მერ­წყუ­ლი

დიდ ფულ­თან, გა­და­სა­ხა­დებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ეცა­დეთ, იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, როცა საქ­მე ფულს ეხე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით, პარტნი­ო­რის ფი­ნან­სებს. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყო­ფი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, ის შე­იძ­ლე­ბა ინ­ტი­მურ სფე­რო­ში გა­და­ი­ზარ­დოს. გირ­ჩევთ, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყოთ მას­თან, ვი­საც უკვე კარ­გად იც­ნობთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა სა­ბან­კო სფე­რო­ში ან ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­აგ­რძე­ლებთ იო­გის ვარ­ჯიშს, რო­მე­ლიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ, ან მი­უბ­რუნ­დე­ბით ეზო­ტე­რი­კულ სფე­რო­ებს. ზოგი კი შე­იძ­ლე­ბა ძველ გა­მო­ძი­ე­ბას და­უბ­რუნ­დეს. მთვა­რის ამ თვე­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებთ პა­სუ­ხებს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე.

  • თევ­ზე­ბი

ყვე­ლა სხვა სფე­რო გვერ­დზე გა­და­ი­წევს და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. აგის­რულ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გწა­დი­ათ. ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან, ან მი­გი­ღონ სა­ოც­ნე­ბო კომ­პა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ, ან საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბა ან შვი­ლის გა­ჩე­ნა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აღად­გენთ ურ­თი­ერ­თო­ბას ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­თან (საქ­მი­ან­თა­ნაც და თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, სა­სიყ­ვა­რუ­ლოს­თა­ნაც). ან შე­იძ­ლე­ბა თუ ადრე გი­ჭირ­დათ პარტნი­ორ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, ეს ახალმთვა­რე­ო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ სწო­რად წარ­მარ­თოთ შეხ­ვედ­რა, მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გა­მო­ნა­ხოთ კონ­სენ­სუ­სი. ხოლო, თუ პი­რი­ქით, მე­უღ­ლეს­თან კავ­ში­რის გა­წყვე­ტა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, სა­სა­მარ­თლო­დან გან­ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბავს მი­ი­ღებთ. თქვენ სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბა. შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა სა­ერ­თო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ან სა­ერ­თო ბი­ნის ყიდ­ვა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ მი­ტო­ვე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მთვა­რის ამ თვე­ში დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებ­საც შე­ეხ­მი­ა­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

ამაღამ ახალმთვარეობაა - რა რიტუალი უნდა შეასრულონ ზოდიაქოს ნიშნებმა და რას უნდა ელოდეთ მთვარის ამ თვეში?

17 სექტემბერს, ქალწულის ზოდიაქოში, ახალმთვარეობას ველოდებით. ახალმთვარეობა თვეში ერთხელ დგება და გვაძლევს საშუალებას, შევადგინოთ ახალი სამოქმედო გეგმა, ახლებურად წარვმართოთ ჩვენი საქმეები და აზრებიც კი. როგორც უკვე იცით, ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ერთ ნიშანში ერთდება , ამჯერად - ქალწულში. სექტემბრის ახალმთვარეობა 16 ოქტომბრამდე გასტანს. 2 ოქტომბერს გველოდება სავსემთვარეობა . ამიტომ, უმჯობესია, ყველა ახალი საქმე ამ რიცხვამდე დაიწყოთ. ორი ოქტომბრის მერე კი ენერგიის ნაკლებობა შეინიშნება და უმჯობესია, უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას დაუთმოთ დრო.

17 სექტემბერს შეიძლება განმეორდეს 2020 წლის იანვრის ან ივნისის მოვლენები. ან შეიძლება მიიღოთ პასუხი იმ კითხვებზე, რაც მაშინ დასვით, ან დაასრულოთ მაშინ დაწყებული საქმეები. შეხვდეთ იანვარსა და ივნისში გაცნობილ ადამიანებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს ახალმთვარეობა საკმაოდ პოზიტიურია და ყველა მიმართულება უკეთ განვითარდება/დასრულდება, მაგრამ წარსულის გარკვეული გამოძახილიც აუცილებლად ექნება.

ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში მიგვითითებს, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკოლოგიას, სისუფთავეს, პირად ჯანმრთელობას, ჩვენს შინაურ ცხოველებს, ჩვენს სამსახურებრივ საქმეებს და ჩვენს ყოველდღიურ ვალდებულებებს. ქალწული მიწის ნიშანია, მატერიალური, სტაბილური, დეტალებისადმი დაკვირვებული და ჩვენგანაც მოითხოვს, რომ ისეთი საქმეები შევასრულოთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგვიტანს, ენერგიას არ გაგვიფლანგავს და არც ღრუბლებში ფრენის საშუალებას მოგვცემს. უმეტესობა მიხვდება, რომ მისი ქმედება მეტად მიზანმიმართული გახდა, საუბრობს ფაქტებზე დაყრდნობით, კონკრეტულ თემებზე. არის რაციონალური, მეტ ყურადღებას აქცევს დეტალებს საქმეებშიც და ადამიანებშიც. მეტად მოგინდებათ პრაქტიკული საქმეების შესრულება. აზრების მოწესრიგება. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. გადახედეთ და მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსური სფერო. იქით მიმართეთ თქვენი ყურადღება, საიდანაც მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. კარგი პერიოდი დაუდგებათ ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს. ანალიტიკოსებს, მკვლევრებს, ბუღალტრებს, ბიზნესმენებს, მედიკოსებს, ჟურნალისტებს . თუ მოგინდებათ, გამოიკვლევთ და დეტალებში გაერკვევით თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში... რთულშიც კი.

ახალმთვარეობაზე, ენერგიები იცვლება და არასტაბილური მდგომარეობაა. მას განსაკუთრებით მამაკაცები გრძნობენ. ამიტომ, თუ მათთვის რაღაცის თხოვნა გსურთ, ან ახალი საქმეების დაწყება გინდათ, უმჯობესია, მოიცადოთ და ახალმთვარეობამდე +/- 2 დღე არაფერი წამოიწყოთ. სასურველია, ამ დღეს დაისვენოთ. კონკრეტულად ახალმთვარეობაზე, მომატებულია თავის ტკივილები, ზოგიერთი შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა შეაწუხოს. ამ დღეს არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას (+/- 2 დღე), აგრეთვე, მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას, შემწვარი და ცხარე კერძების ჭამას. ნურც ფიზიკურად გადაიტვირთებით. კარგი იქნება, თუ ახალმთვარეობამდე დაალაგებთ თქვენს გარემოს, მოაწესრიგებთ დოკუმენტებს (კომპიუტერშიც), ფინანსურ საბუთებს. მიუჩინეთ ყველაფერს საკუთარი ადგილი. ეცადეთ, არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში არც გარშემო მყოფების კრიტიკა მოგიტანთ სიკეთეს. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გახსოვდეთ, თუ არ გთხოვენ რჩევას ან დახმარებას, არ ჩაერიოთ სხვის საქმეში, ცხოვრებაში. უმჯობესია, საკუთარი თავი, საკუთარი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები მოაწესრიგოთ. უფრო მეტიც, გირჩევთ, დაიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მსუბუქი ვარჯიში, დაბალანსებული და ზომიერი საკვები კარგი იქნება თქვენთვის. ზოგიერთმა შეიძლება განაახლოს მკურნალობის, მასაჟის კურსი.

ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეადგინეთ იმ საქმეების სია, რაც მთვარის ამ თვეში გინდათ, რომ განახორციელოთ. შეგიძლიათ ხმამაღლა წარმოთქვათ, გონებაში გადაამუშაოთ, მაგრამ უმჯობესია, ფურცელზე ჩამოწერეთ. ახალმთვარეობამდე 10-15 წუთით ადრე აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო თქვენ გვერდით, დაგეხმარათ ან გაწყენინათ, ყველას შეუნდეთ, სიყვარული და ეკოლოგიური ჯანმრთელობა გაუგზავნეთ მთელ სამყაროს. ახალმთვარეობის დადგომას შეიქმენით პოზიტიური განწყობა, რათა მთელი თვე ასევე გაატაროთ.

  • ახალმთვარეობის პროგნოზი ზოდიაქის თითოეული ნიშნისთვის

ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სფეროს გააქტიურებს. სასურველია, თუ იცით, პროგნოზს გაეცნოთ თქვენი ასცენდენტის მიხედვით, მერე უკვე მზის მიხედვით და ქალბატონებმა მთვარის ნიშნის (მთვარე რომელ ნიშანშიც გყავთ) პროგნოზიც წაიკითხოთ. რადგან მთვარე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მანდილოსნებზე.

  • ვერძი

მთვარის ამ თვეში თქვენი ძირითადი საზრუნავი იქნება სამსახურის საქმეები, ჯანმრთელობა და შინაური ცხოველები, თუ ასეთები გყავთ, რა თქმა უნდა. გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ სამივე სფეროსადმი. რადგან თქვენი მმართველი პლანეტა მარსი ახლა თავისთვის კარგ პოზიციაში არაა. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, უფროსთან, ზოგს მოულოდნელი ცვლილებები ელის სამსახურში. შეიძლება იყოთ ძალიან დატვირთული საქმეებით ან მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, ვალდებულებებს. შეიძლება თავად მოგინდეთ სამსახურის ან სპეციალობის შეცვლა. ზოგიერთს შეიძლება სთხოვონ ძველ სამსახურში დაბრუნება. დოკუმენტები ყურადღებით შეადგინეთ. გამორიცხული არაა, მიუბრუნდეთ მკურნალობის ძველ მეთოდს, შეიცვალოთ ექიმი ან სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტოთ. ზოგიერთს მოუწევს ახლობელზე ან შინაურ ცხოველზე გადამეტებული მზრუნველობის გამოჩენა.

  • კურო

სიამოვნების მიღება, შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ბავშვები და რომანტიკული სიყვარული - აი, ის თემები, რაც სექტემბრის ახალმთავრეობაზე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. გადახდეთ თქვენს შემოქმედებით იდეებს, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ მიტოვებულებთან მიბრუნება და მათი განახლება ან დასრულება. ეს ეხება ჰობისაც. შეიძლება მოგიწიოთ ბავშვებთან მუშაობამ, ან მიუბრუნდეთ თქვენი შვილების პრობლემებს, რომლებიც ადრე დაიწყეთ და მოუგვარებელი დაგრჩათ. კარგი თვეა დასვენების, შვებულებისთვის. გაგიჩნდებათ სურვილი, მოინახულოთ ის ადგილები, სადაც ადრე საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ერთად იყავით. მოგეძალებათ ნოსტალგია ძველი სიყვარულის ან შეყვარებულის მიმართ. მოგინდებათ, თქვენს ცხოვრებაში მეტად იყოს დღესასწაული. ან თქვენი საყვარელი ადამიანის ან შვილების ცხოვრებაში მოხდება სასიამოვნო ცვლილებები და თავადაც მოგინდებათ მათში აქტიურად მონაწილეობის მიღება. ახალმთვარეობა საკმაოდ პოზიტიურა თქვენთვის, ეცადეთ დღესასწაულივით შეხვდეთ მას. ზოგიერთი მიიღებს დასტურს იმ საკითხზე, რაზეც ადრე უარი მიიღო.

  • ტყუპი

თქვენი ყურადღება გამახვილებული იქნება უძრავ ქონებაზე, ნათესავების (ფესვების) თემაზე (ეს შეიძლება იყოს საოჯახო ბიზნესიც) და მშობლების მიმართ. ახალმთვარეობა მოგიტანთ სიახლეებს. შეიძლება ნათესავები გესტუმრონ ან თქვენ ესტუმროთ მათ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმოთ. სახლში მოგინდებათ რაღაცის გადაკეთება, რემონტის გაკეთება. თუნდაც, იყიდით ან გაყიდით უძრავ ქონებას. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან, დისტანციურად დაიწყოს მუშაობა. თქვენს სახლში შეიძლება შეიცვალოს ოჯახების წევრების რაოდენობა (გაგიჩნდეთ შვილი, გათხოვდეს თქვენი დედმამიშვილი ან სულაც თქვენი უფროსი შვილი სასწავლებლად გაემგზავროს, ცალკე ცხოვრება დაიწყოს) და ამის გამო მოგიწიოთ სახლში გადადგილებამ, ცვლილებება. ან თუნდაც მიიღოთ მემკვიდრეობა და დაიწყოთ საბუთების გადაფორმება, უძრავი ქონების თქვენს ჭკუაზე მოყვანა.

  • კირჩხიბი

მთვარის ამ თვეში არ გირჩევთ ავტომობილის ყიდვას, მაგრამ მის გადაკეთებას და გაუმჯობესებას კი. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები თქვენს დედმამიშვილებთან. ახლო გარემოცვასთან (მეზობლები, კოლეგები). შეიძლება ეს საუბარი ადრე დაიწყო და ახლა თავის ლოგიკურ დასასრულს უნდა მიუახლოვდეს. ან შეიძლება გახშირდეს ერთმანეთთან კონტაქტი, მიმოსვლები. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდნენ ძველი მეგობრები, ან გადაწყვიტოთ, მონახულოთ ის ადგილები, სადაც ადრე მეგობრებთნ ერთად ერთობოდით. გირჩევთ არ მოგერიდოთ და გაიჩინოთ ახალი მეგობრები, იყოთ თამამი საბუთების მოგვარებისას. მარტივად შეძლებთ დოკუმენტების სათქვენოდ გადაკეთებასაც. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, საქმეები, რაც ადრე თქვენ წინააღმდეგ იყო მომართული. ზოგიერთს შეიძლება გაგიჩნდეთ სასწავლო კურსებზე ჩაწერის სურვილი (ავტომობილის მართვა, უცხო ენები, ჰენდ მეიდი). ამ პერიოდში გაგიადვილდებათ გამოცდების გადააბარება ან იმ სასწავლო საკითხთან (სადიპლომო, სამეცნიერო თემა) მიბრუნება, რაც ადრე მიატოვეთ.

  • ლომი

მთვარის ამ თვეში მატერიალურ თემასთან დაკავშირებით პრობლემები არ გექნებათ, უფრო მეტიც, შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმეებისთვის. აგრეთვე, სარგებელი მიიღოთ შვილებისგან, საყვარელი ადამიანისგან; მათ გაგახარონ თავიანთი მიღწევებით. ზოგიერთმა კი შეიძლება ფული ლატარიაში მოიგოს. ერთი სიტყვით, ამ პერიოდში თქვენთვის მთავარი საკითხია ფული. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავისთვის რაღაც მნიშვნელოვანი, ძვირად ღირებული შეიძინოს, მაგრამ მოერიდეთ ავტომობილის შეძენას. დაიბრუნებთ ძველ ვალებსაც. ან მიიღებთ კრედიტს თქვენთვის სასარგებლო პირობებით. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, იშოვით. უკვე არსებულ სამსახურში კი ან დაწინაურება გელით, ან ხელფასის მომატება. ზოგს გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო, ან შეიძლება ძველ სამსახურს, საქმიანობას მიუბრუნდეთ.

  • ქალწული

თქვენთვის მთავრის ახალი თვე თქვენს ნიშანში ხვდება, ეს რაღაც ახალი წელივითაა და მიანიშნებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. თავად იქნებით აქტიური, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო და მაქსიმუმი. ცვლილებები გელოდებათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ეცადეთ, ისე მოიქცეთ, რომ ყველგან მოგებული დარჩეთ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს ახალი სიყვარული, ან გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით. თუ ელოდებით შემოქმედებით აღიარებას, ამასაც მიიღებთ, შეიძლება გაიმარჯვოთ რაღაც კონკურსში, მოგიწიოთ სცენაზე გამოსვლამ, ანუ საზოგადოება გაგიცნობთ და ეცადეთ, თქვენი თავი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მოლაპარაკება მასთან, ვისთანაც ადრე საერთო ენის გამონახვას გიჭირდათ, შეიძლება დაიბრუნოთ ყოფილი სასიყვარულო პარტნიორი (თუ ამის სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა). გამონახეთ დრო გადახედოთ, გადაახარისხოთ, გადააფასოთ თქვენი ცხოვრება, ჩვევები, დამოკიდებულებები. გეძლევათ შანსი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ და გამოიყენეთ ეს პერიოდი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი საქმიანი შემოთავაზება, დაიწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობა. ან სულაც, გადაწყვიტოთ და შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა ან დაიწყოთ მკურნალობის კურსი, რამაც ადრე გიშველათ და ახლა გსურთ, რომ გაიმეოროთ.

  • სასწორი

მოგინდებათ დოკუმენტების გაფორმება, რათა შორს გაემგზავროთ, შეიძლება ემიგრაციაშიც კი. გამორიცხული არაა, შემოგთავაზონ საზღვარგარეთ მუშაობა, სწავლა ან თქვენს ქალაქში, მაგრამ უცხოურ კომანიაში. ამ მთვარის პერიოდში ან მიუბრუნდებით ძველ პროექტებს, ან განმარტოება, სიმშვიდეში ყოფნა და მუშაობა მოგინდებათ. ზოგიერთს ნანატრი შეხვედრა, ნანატრი მგზავრობა ელის, რითიც შეიძლება თქვენი მარტოობა დასრულდეს. მიიღებთ დოკუმენტებს, რასაც დიდხანს ელოდით. კარგ შედეგს მოგიტანთ მშვიდ გარემოში ლოცვა და მედიტაცია.

  • მორიელი

გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. სურვილებისა და გეგმების განხორციელება გელოდებათ. შეიძლება მოგიწიოთ პრეზენტაციაზე დასწრებამ ან ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლამ (ონლაინაც კი). ზოგიერთი შეიძლება ახალ პროექტებში ჩაერთოს, თუმცა, მიტოვებულ საქმეებაც ნუ მიატოვებთ. შეიძლება გამოჩნდეს დიდი ხნის უნახავი მეგობარი და ერთად კარგად გაერთოთ. ზოგიერთი გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას... ინტერნეტით ან მუშაობას - ონლაინ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი შემოთავაზება შეიძლება მიიღოთ ან დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან, ან ძველი სამსახურიდან. ხშირად გამონახეთ დრო, რომ შეხვდეთ და იმხიარულოთ მეგობრებთან ერთად. კარგი იქნება ინტერნეტ კონტაქტების აღდგენა. სხვათა შორის, ზოგს რომანტიკული ნაცნობობაც კი ელის სოციალურ ქსელებში. შეიძლება ინტერნეტით მიიღოთ იმ კითხვაზე პასუხი, რაც დიდი ხანია გაწუხებთ.

  • მშვილდოსანი

აქტუალური გახდება კარიერის მიზნები. მოგინდებათ რეპუტაციის ან სოციალური სტატუსის ამაღლება. მთვარის ამ პერიოდში ხშირად მიიღებთ ინფორმაციებს სამსახურთან დაკავშირებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსებთან. მოგინდებათ დაწინაურება ან პირადი ბიზნესის დაწყება. ან შეიძლება ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა გადაწყვიტოთ. სამსახურში გელით დაწინაურება, შექება ან თქვენს სამსახურში ხელმძღვანელობა შეიცვლება. ასაკიანი მშვილდოსნები, დიდი პატივით, შეიძლება გავიდნენ პენსიაზე. მიიღებთ ინფორმაციას დაწინაურებასთან ან კარიერასთან დაკავშირებით. უარი არ თქვათ, თუ მიგიწვევენ პრეზენტაციაზე, გთხოვენ სიტყვით გამოსვლას საზოგადოების წინაშე, ამით ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებში. ზოგიერთი გადაწყვეტს, საკუთარი თავისთვის რაღაც მნიშვნელოვანი შეიძინოს, მაგრამ გირჩევთ, რეტროგრადული მარსის პერიოდში, ავტომობილი (ან გადაადგილების სხვა საშუალებები) არ შეიძინოთ.

  • თხის რქა

გახშირდება კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთმა შეიძლება მეორედ დაქორწინება გადაწყვიტოს, წიგნის დაწერა ამ სასამართლოში საქმეების აღძვრა. მარტივად მიიღებთ უცხოეთის ვიზას, ან შეიძლება საზღვარგარეთ მიგიწვიონ სამუშაოდ ან თქვენს ქალაქში, მაგრამ უცხოურ კომპანიაში. ნაცნობობა და შეხვედრა მოსალოდნელია უცხოელ პარტნიორთან, განსაკუთრებით, თუ მეორედ დაქორწინება გსურთ უცხოელზე. აგრეთვე, შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ სასამართლოდან. ზოგიერთს შეიძლება შვილიშვილი ეყოლოს, ან გაიგოს, რომ მალე ეყოლება.

  • მერწყული

დიდ ფულთან, გადასახადებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები გახდება თქვენთვის აქტუალური. ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული, როცა საქმე ფულს ეხება და განსაკუთრებით, პარტნიორის ფინანსებს. რეტროგრადული მარსის პერიოდში მოსალოდნელია ყოფილი სასიყვარულო პარტნიორების დაბრუნება თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, თუ რომანტიკული ნაცნობობა ახალი დაწყებულია, ის შეიძლება ინტიმურ სფეროში გადაიზარდოს. გირჩევთ, ურთიერთობა დაიწყოთ მასთან, ვისაც უკვე კარგად იცნობთ. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოს მუშაობა საბანკო სფეროში ან ძალოვან სტრუქტურებში. კარგი იქნება, თუ გააგრძელებთ იოგის ვარჯიშს, რომელიც მიტოვებული გქონდათ, ან მიუბრუნდებით ეზოტერიკულ სფეროებს. ზოგი კი შეიძლება ძველ გამოძიებას დაუბრუნდეს. მთვარის ამ თვეში აუცილებლად მიიღებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

  • თევზები

ყველა სხვა სფერო გვერდზე გადაიწევს და პარტნიორული ურთიერთობა გახდება თქვენთვის მნიშვნელოვანი. აგისრულდებათ სურვილი, რომელიც დიდი ხანია გწადიათ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტნიორულ ურთიერთობასთან, ან მიგიღონ საოცნებო კომპანიაში სამუშაოდ, ან საყვარელმა ადამიანმა ერთად ცხოვრება, ოფიციალურად დაქორწინება ან შვილის გაჩენა შემოგთავაზოთ. კარგი იქნება, თუ აღადგენთ ურთიერთობას ყოფილ პარტნიორებთან (საქმიანთანაც და თუ სურვილი გექნებათ, სასიყვარულოსთანაც). ან შეიძლება თუ ადრე გიჭირდათ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა, ეს ახალმთვარეობა დაგეხმარებათ სწორად წარმართოთ შეხვედრა, მოლაპარაკება, გამონახოთ კონსენსუსი. ხოლო, თუ პირიქით, მეუღლესთან კავშირის გაწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი, სასამართლოდან განქორწინების ამბავს მიიღებთ. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება ხელშეკრულებებისა და საბუთების გაფორმება. შეიძლება საყვარელმა ადამიანმა საერთო ბიზნესის დაწყება ან საერთო ბინის ყიდვა შემოგთავაზოთ. ზოგიერთი შეიძლება დაუბრუნდეთ მიტოვებულ შემოქმედებით პროექტებს. კარგი იქნება, თუ მთვარის ამ თვეში დიდი ხნის უნახავ მეგობრებსაც შეეხმიანებით.

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი