მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ეხერხება ინტრიგების ხლართვა და აფერისტობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვის ეხერხება ინტრიგების ხლართვა და აფერისტობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ამ ნაკლს ხში­რად ერ­თობ ორი­გი­ნა­ლურ და რაც მთა­ვა­რია, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ ახ­სნა­საც უძებ­ნის "ხან­და­ხან სას­ტიკ სი­მარ­თლეს ლა­მა­ზი ტყუ­ი­ლი ჯო­ბია სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტა­ვა­დო". არ ვიცი, რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით ამ­გვარ მო­საზ­რე­ბას, თუმ­ცა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად გან­სა­ზღვროთ თუ ვის­გან უნდა ელო­დოთ აფე­რის­ტულ გა­მოხ­ტო­მებს...

ვერ­ძი - ტყუ­ლის თქმა არც უყ­ვარს და არც ეხერ­ხე­ბა. თუკი გა­რე­მო­ე­ბა მა­ინც აი­ძუ­ლებს იც­რუ­ოს, წა­მის მე­ა­სედ­ში ავი­წყდე­ბა რა და რო­გორ თქვა. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ­ძის ნათ­ქვამ ტყუ­ილს არა­თუ მოკ­ლე, ფე­ხე­ბი სა­ერ­თოდ არ აქვს.

კურო - ტყუ­ი­ლი და აფე­რის­ტო­ბა რო­გორც წესი ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. თუმ­ცა, როცა სი­ტუ­ა­ცია აი­ძუ­ლებს ამას, და­მა­ჯე­რებ­ლად და მშვი­დი ტო­ნით იტყუ­ე­ბა. თა­ნაც ისე, რომ სა­მო­მავ­ლოდ ვე­რა­სო­დეს გა­მო­ტე­ხავთ ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელ­ში

ტყუ­პი - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ტყუ­ი­ლის თქმის ხე­ლოვ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით ხა­რისხში აქვს აყ­ვა­ნი­ლი. იტყუ­ე­ბა ოს­ტა­ტუ­რად, ხა­ტოვ­ნად და მთე­ლი გუ­ლით. ძა­ლი­ან უყ­ვარს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ლა­მა­ზე­ბა და გაზ­ვი­ა­დე­ბა. თუმ­ცა, ხში­რად თა­ვად­ვე ერე­ვა რა არის ტყუ­ი­ლი და რა მარ­თა­ლი. ამი­ტომ ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი ტყუ­ი­ლის მსხვერ­პლიც ხდე­ბა.

კირჩხი­ბი - ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვის დი­დოს­ტა­ტი და და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი აფე­რის­ტია, როცა საქ­მე ამას მო­ი­თხოვს. კირჩხიბ­ზე უკეთ არა­ვის ძა­ლუძს თავი უცოდ­ველ მსხვერ­პლად მო­აჩ­ვე­ნოს ხალ­ხს. ამას­თან ერ­თად, მისი ტყუ­ი­ლი, ყო­ველ­თვის კარ­გად და­გეგ­მილ-გა­აზ­რე­ბულ სცე­ნარს ეფუძ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კირჩხიბს გა­მო­ჭე­რა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. მას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მყა­რი ალი­ბი სა­კუ­თა­რი "უმ­წიკ­ვლო­ბის" და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ლომი - ტყუ­ი­ლი და აფე­რის­ტო­ბა არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ღირ­სე­ულ საქ­ცი­ე­ლად მი­აჩ­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, იშ­ვი­ა­თად ცრუ­ობს. მაგ­რამ, როცა საქ­მე მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და კა­რი­ე­რულ მიღ­წე­ვებს ეხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ერთი ორი ფაქ­ტი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ან სი­მარ­თლეს­თან არ­ცთუ მთლად ახ­ლოს იყოს მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

ქალ­წუ­ლი - შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა ტყუ­ი­ლის თქმაც და აფე­რის­ტო­ბაც. უფრო მე­ტიც, იგი წი­ნას­წარ გათ­ვლის იმას, თუ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი ესა თუ ის ფრა­ზა, სა­მო­მავ­ლოდ რა შე­დე­გებს მო­უ­ტანს და სი­ტუ­ა­ცია რო­გო­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა ამის შემ­დეგ. მისი სიც­რუ­ე­ში გა­მო­ჭე­რა არამ­ხო­ლოდ რთუ­ლი, ხში­რად შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ქალ­წუ­ლი დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით გეგ­მავს ყვე­ლა­ფერს.

სას­წო­რი - რო­გორც წესი იშ­ვი­ა­თად იტყუ­ე­ბა, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლაა სა­ჭი­რო ან ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას სი­თა­მა­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლე­ნა მო­ე­თხო­ვე­ბა, ურ­ჩევ­ნია თა­ვის ტკი­ვი­ლი მო­ი­მი­ზე­ზოს სა­კუთ­რი პა­სი­უ­რო­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად. მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბაა. ასე ცდი­ლობს იგი "არც მწვა­დი დაწ­ვას, არც შამ­ფუ­რი".

მო­რი­ე­ლი - იგი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის უბად­ლო დი­დოს­ტა­ტია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი საქ­მე მო­ი­თხოვს და მის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, მო­რი­ე­ლი უპ­რობ­ლე­მოდ მი­დის ტყუ­ილ­სა და აფე­რის­ტო­ბა­ზე. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ ამას დახ­ვე­წი­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად აკე­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­მავ­ლოდ მისი რე­ა­ლუ­რი ზრახ­ვე­ბის შე­სა­ხებ ძნე­ლად თუ ვინ­მეს ეცო­დი­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა შე­ფუ­თუ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი - სა­ვა­რა­უ­დოდ დღე-ღა­მე­ში 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად იტყუ­ე­ბა. თუმ­ცა, თა­ვად ამ საქ­ცი­ელს "ოპ­ტი­მის­ტურ ვა­რა­უ­დებს" უწო­დებს. იგი ყვე­ლას, ყვე­ლა­ფერს ჰპირ­დე­ბა და იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში მტკი­ცედ სჯე­რა, რომ და­ნა­პი­რებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს. თუმ­ცა, შემ­დგომ­ში გა­რე­მო­ე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ლაგ­დე­ბა და მშვილ­დო­სანს და­ნა­პი­რე­ბის დარ­ღვე­ვა უწევს. მაგ­რამ მის ამ საქ­ცი­ელს რომ ტყუ­ი­ლი უწო­დოთ, გულ­წრფე­ლად გა­გი­ნა­წყენ­დე­ბათ. რა მისი ბრა­ლია, თუ მუდ­მი­ვად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი იჩე­ნენ ხოლ­მე თავს?!.

თხის რქა - ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ფრთხი­ლია. ტყუ­ი­ლე­ბი ზო­გა­დად არ უყ­ვარს, მაგ­რამ როცა გა­რე­მო­ე­ბა მო­ი­თხოვს ძალ­ზე მშვი­დად, აუ­ღელ­ვებ­ლად და ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლია აფე­რის­ტო­ბა. ამას­თან ერ­თად, ტყუ­ილ­ში რომც გა­მო­ი­ჭი­როთ, ია­რა­ღის მუ­ქა­რი­თაც არ აღი­ა­რებს იმას, რომ თქვენ წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვეა.

მერ­წყუ­ლი - მის ტვინ­ში ისე­თი ქა­ო­სია, რომ ხში­რად თა­ვად ვერ გა­ურ­კვე­ვია რა არის ტყუ­ი­ლი და რა მარ­თა­ლი. ამას­თან ერ­თად, იგი ხში­რად უს­წრებს აზ­როვ­ნე­ბით სა­კუ­თარ დრო­სა და ეპო­ქას. ამი­ტომ თუ ამ­ტკი­ცებს, რომ მალე კა­ცობ­რი­ო­ბა ვი­ქენ­დე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად მარსზე არ­სე­ბულ კლუ­ბებს მი­ა­შუ­რებს ეს ტყუ­ი­ლი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­სა­ბა­მო ჰი­პო­თე­ზაა.

თევ­ზე­ბი - ტყუ­ი­ლი მის­თვის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი გერ­მო­ე­ბაა. თუმ­ცა, თევ­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფერ ამას ტყუ­ი­ლი კი არა, რე­ა­ლურ­სა და სა­სურ­ველს შო­რის ზღვა­რის და­კარ­გვა ჰქვია. ამ ხალ­ხს ხში­რად თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა და ილუ­ზი­ე­ბით ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნია, რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვის ეხერხება ინტრიგების ხლართვა და აფერისტობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვის ეხერხება ინტრიგების ხლართვა და აფერისტობა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

. თუმცა, ზოგიერთი ამ ნაკლს ხშირად ერთობ ორიგინალურ და რაც მთავარია, არგუმენტირებულ ახსნასაც უძებნის "ხანდახან სასტიკ სიმართლეს ლამაზი ტყუილი ჯობია სიტუაციის განსამუხტავადო". არ ვიცი, რამდენად ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას, თუმცა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ თუ ვისგან უნდა ელოდოთ აფერისტულ გამოხტომებს...

ვერძი - ტყულის თქმა არც უყვარს და არც ეხერხება. თუკი გარემოება მაინც აიძულებს იცრუოს, წამის მეასედში ავიწყდება რა და როგორ თქვა. შესაბამისად, ვერძის ნათქვამ ტყუილს არათუ მოკლე, ფეხები საერთოდ არ აქვს.

კურო - ტყუილი და აფერისტობა როგორც წესი ნაკლებად ახასიათებს. თუმცა, როცა სიტუაცია აიძულებს ამას, დამაჯერებლად და მშვიდი ტონით იტყუება. თანაც ისე, რომ სამომავლოდ ვერასოდეს გამოტეხავთ ჩადენილ საქციელში

ტყუპი - შეიძლება ითქვას ტყუილის თქმის ხელოვნება შემოქმედებით ხარისხში აქვს აყვანილი. იტყუება ოსტატურად, ხატოვნად და მთელი გულით. ძალიან უყვარს მიმდინარე მოვლენების შელამაზება და გაზვიადება. თუმცა, ხშირად თავადვე ერევა რა არის ტყუილი და რა მართალი. ამიტომ ზოგჯერ საკუთარი ტყუილის მსხვერპლიც ხდება.

კირჩხიბი - ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი და დახელოვნებული აფერისტია, როცა საქმე ამას მოითხოვს. კირჩხიბზე უკეთ არავის ძალუძს თავი უცოდველ მსხვერპლად მოაჩვენოს ხალხს. ამასთან ერთად, მისი ტყუილი, ყოველთვის კარგად დაგეგმილ-გააზრებულ სცენარს ეფუძნება. შესაბამისად, კირჩხიბს გამოჭერა თითქმის შეუძლებელია. მას ყოველთვის ექნება მყარი ალიბი საკუთარი "უმწიკვლობის" დასამტკიცებლად.

ლომი - ტყუილი და აფერისტობა არცთუ მაინცდამაინც ღირსეულ საქციელად მიაჩნია, შესაბამისად, იშვიათად ცრუობს. მაგრამ, როცა საქმე მის პროფესიონალიზმსა და კარიერულ მიღწევებს ეხება, შეიძლება, ერთი ორი ფაქტი დამახინჯებული ან სიმართლესთან არცთუ მთლად ახლოს იყოს მის ბიოგრაფიაში.

ქალწული - შესანიშნავად ეხერხება ტყუილის თქმაც და აფერისტობაც. უფრო მეტიც, იგი წინასწარ გათვლის იმას, თუ კონკრეტულ სიტუაციაში ნათქვამი ესა თუ ის ფრაზა, სამომავლოდ რა შედეგებს მოუტანს და სიტუაცია როგორი სცენარით განვითარდება ამის შემდეგ. მისი სიცრუეში გამოჭერა არამხოლოდ რთული, ხშირად შეუძლებელიც კია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალწული დეტალების სიზუსტით გეგმავს ყველაფერს.

სასწორი - როგორც წესი იშვიათად იტყუება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა პრინციპული ბრძოლაა საჭირო ან ამა თუ იმ სიტუაციაში მას სითამამის მაქსიმალური გამოვლენა მოეთხოვება, ურჩევნია თავის ტკივილი მოიმიზეზოს საკუთრი პასიურობის გასამართლებლად. მიზეზი ყოველთვის მისი დიპლომატიურობაა. ასე ცდილობს იგი "არც მწვადი დაწვას, არც შამფური".

მორიელი - იგი მაქინაციების უბადლო დიდოსტატია. აქედან გამომდინარე, თუკი საქმე მოითხოვს და მის ინტერესებში შედის, მორიელი უპრობლემოდ მიდის ტყუილსა და აფერისტობაზე. თუმცა, ყველაფერ ამას დახვეწილად და გააზრებულად აკეთებს. შესაბამისად, სამომავლოდ მისი რეალური ზრახვების შესახებ ძნელად თუ ვინმეს ეცოდინება. ყველაფერი იდეალურად იქნება შეფუთული.

მშვილდოსანი - სავარაუდოდ დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად იტყუება. თუმცა, თავად ამ საქციელს "ოპტიმისტურ ვარაუდებს" უწოდებს. იგი ყველას, ყველაფერს ჰპირდება და იმ კონკრეტულ მომენტში მტკიცედ სჯერა, რომ დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. თუმცა, შემდგომში გარემოებები ყოველთვის მის საწინააღმდეგოდ ლაგდება და მშვილდოსანს დანაპირების დარღვევა უწევს. მაგრამ მის ამ საქციელს რომ ტყუილი უწოდოთ, გულწრფელად გაგინაწყენდებათ. რა მისი ბრალია, თუ მუდმივად გაუთვალისწინებელი პრობლემები იჩენენ ხოლმე თავს?!.

თხის რქა - ძალიან ჭკვიანი და ფრთხილია. ტყუილები ზოგადად არ უყვარს, მაგრამ როცა გარემოება მოითხოვს ძალზე მშვიდად, აუღელვებლად და ოსტატურად შეუძლია აფერისტობა. ამასთან ერთად, ტყუილში რომც გამოიჭიროთ, იარაღის მუქარითაც არ აღიარებს იმას, რომ თქვენ წინაშე დამნაშავეა.

მერწყული - მის ტვინში ისეთი ქაოსია, რომ ხშირად თავად ვერ გაურკვევია რა არის ტყუილი და რა მართალი. ამასთან ერთად, იგი ხშირად უსწრებს აზროვნებით საკუთარ დროსა და ეპოქას. ამიტომ თუ ამტკიცებს, რომ მალე კაცობრიობა ვიქენდების გასატარებლად მარსზე არსებულ კლუბებს მიაშურებს ეს ტყუილი სულაც არ იქნება. უბრალოდ, არსებულ რეალობასთან შეუსაბამო ჰიპოთეზაა.

თევზები - ტყუილი მისთვის ცხოვრების განუყოფელი გერმოებაა. თუმცა, თევზების შემთხვევაში ყველაფერ ამას ტყუილი კი არა, რეალურსა და სასურველს შორის ზღვარის დაკარგვა ჰქვია. ამ ხალხს ხშირად თავის მოტყუება და ილუზიებით ცხოვრება ურჩევნია, რეალობისთვის თვალის გასწორებას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?