საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამის პირველი ცოლი ევამდე, რომელიც კაცის მორჩილებაზე უარის გამო დაისაჯა" - რა არის ლილიტი ასტროლოგიაში და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისი მახეებისგან
"ადამის პირველი ცოლი ევამდე, რომელიც კაცის მორჩილებაზე უარის გამო დაისაჯა" - რა არის ლილიტი ასტროლოგიაში და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისი მახეებისგან

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დულ ადა­მი­ა­ნებ­საც კი ალ­ბათ ყურ­მოკ­რუ­ლად მა­ინც გა­უ­გი­ათ, ლი­ლი­ტის იგი­ვე შავი მთვა­რის შე­სა­ხებ. თა­ვად დე­ფი­ნი­ცია "შავი" მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მზეა იგი თუ მთვა­რე, უკვე ნე­გა­ტი­ურ ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს ადა­მი­ან­ში.

თუმ­ცა, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვი­სა­უბ­როთ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი შავი მთვა­რის ანუ ლი­ლი­ტის ფე­ნო­მენ­ზე, მო­დით მისი ის­ტო­რია ებ­რა­უ­ლი ბიბ­ლი­ის ფეს­ვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ას­ტრო­ლო­გი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რად გა­ვიხ­სე­ნოთ

უბე­დუ­რი ქალი თუ უბ­რა­ლოდ გა­ა­ვე­ბუ­ლი ალ­ქა­ჯი?

ებ­რა­უ­ლი ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, ლი­ლი­ტი ადა­მის პირ­ვე­ლი ცოლი იყო , რო­მე­ლიც მას ევამ­დე უბო­ძა შე­მოქ­მედ­მა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ამ უკა­ნას­კნელ­მა ადა­მის ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლე ან თა­ვად ლი­ლი­ტის რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მთლად ზუს­ტად ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მოკ­ლე ხან­ში, ლი­ლიტ­მაც გა­მო­ა­ჩი­ნა "კლან­ჭე­ბი". მან ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აპ­რო­ტეს­ტა მა­მა­კა­ცის ბა­ტო­ნო­ბის ფაქ­ტი მას­ზე და გა­და­წყვი­ტა, რომ ამ უკა­ნას­კნელს აღარ და­მორ­ჩი­ლე­ბო­და. თუმ­ცა, სწო­რედ ამ ფე­მი­ნის­ტუ­რი "გა­მოხ­დო­მის" გამო იქნა იგი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი სა­მო­თხი­დან და სას­ჯე­ლის სა­ხით არ­შემ­დგა­რი დე­დო­ბა ერგო წი­ლად. მისი ყვე­ლა პირ­მ­შო, სიკ­ვდი­ლის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი. რა გა­საკ­ვი­რია, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამან ლი­ლი­ტში რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რის ხა­სი­ათ­თან ერ­თად, შუ­რის­მა­ძი­ებ­ლის თვი­სე­ბე­ბიც გა­ნა­ვი­თა­რა. შე­სა­ბა­მი­სად, იგი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი მისი რო­გორც დე­დი­ას და ქა­ლის ამ­გვა­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ფაქ­ტით, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ ჯიბრში ჩა­უდ­გა მა­მა­კაც­თა მოდ­გმას. თუმ­ცა, მის შუ­რის­ძი­ე­ბას, მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად, ვერც ის ქა­ლე­ბი გა­და­ურჩნენ, ვი­საც თან­და­ყო­ლი­ლი შემ­გუ­ებ­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გამო, ძლი­ერ სქეს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია და შვი­ლის ყო­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბა­საც არ არი­ან მოკ­ლე­ბუ­ლი .

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლი­ლი­ტის ფე­ნო­მე­ნი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში:

ორი კუ­თხით ვლინ­დე­ბა, მა­მა­კა­ცის­თვის იგი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შეხ­ვედრ "სა­ბე­დის­წე­რო ქალს" გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რო­მელ­საც უნა­რი აქვს ამ უკა­ნას­კნელს სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­როს და თავ­გზა დიდი ხნით აუბ­ნი­ოს. ქა­ლის­თვის კი ძლი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ლი­ლი­ტი რუ­კა­ში შვი­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხში პრობ­ლე­მე­ბის ქო­ნა­სა და და­უ­ლა­გე­ბელ პი­რად ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს.

ლი­ლი­ტი ას­ტრო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში

შავი მთვა­რის ანუ ლი­ლი­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის პი­რად რუ­კა­ში, ამ უკა­ნას­კნე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ცდუ­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ იძ­ლე­ვა დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ის თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში და რო­მელ სახ­ლშია გან­თავ­სე­ბუ­ლი თქვე­ნი ლი­ლი­ტი, გა­ნა­პი­რო­ბებს თა­ვად ამ ცდუ­ნე­ბის სფე­როს და მისი გა­მოვ­ლე­ნის გზებს. ზო­გის­თვის იგი შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყოს (ლი­ლი­ტი სას­წორ­ში ან მეშ­ვი­დე სახ­ლში), ზო­გის­თვის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი (ლი­ლი­ტი კირჩხიბ­ში ან მე­ო­თხე სახ­ლში), ზოგს კი ლი­ლი­ტი მე­გობ­რე­ბის არ­ჩე­ვა­ში არ მის­ცემს იღ­ბალს (ლი­ლი­ტი მერ­წყულ­ში ან მე­თერ­თმე­ტე სახ­ლში). თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ ის­ტო­რი­ა­ში არის ის, რომ ლი­ლი­ტი, რო­გორც წესი, სა­წყის ეტაპ­ზე ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად ვლინ­დე­ბა. უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, იგი ყო­ველ­თვის ოს­ტა­ტუ­რად იმა­ლე­ბა იქ, სა­დაც ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და იდე­ა­ლუ­რი გეჩ­ვე­ნე­ბათ სი­ტუ­ა­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ი­მი­სოდ, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ე.წ "წყალ­ქვე­შა რი­ფებს" ანუ ლი­ლი­ტურ ხა­ფან­გებს თავი მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვაღ­წი­ოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი პი­რა­დი რუ­კის მი­ხედ­ვით ამ სა­ბე­დის­წე­რო ას­ტე­რო­ი­დის ზუს­ტი კონ­ფი­გუ­რა­ცია და გან­ლა­გე­ბა ვი­ცო­დეთ, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ი­ან­გა­რი­შებს თქვენ­თვის.

რო­გორ და­ვა­მუ­შა­ოთ ლი­ლი­ტი

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში არ არ­სე­ბობს ცუდი და კარ­გი ას­პექ­ტე­ბი. ნე­ბის­მი­ერ ას­პექტს გა­აჩ­ნია ორი მხა­რე და იგი მუ­შა­ობს მხა­რის პრინ­ცი­პით, რო­მელ­საც ჩვენ "ჩავ­რთავთ" მას­ში. ლი­ლი­ტის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა მე­თო­დი არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი, რაც უნდა ვი­ცო­დეთ, ეს არის ის, რომ შავი მთვა­რის ძი­რი­თა­დი სა­მარ­თა­ვი პულ­ტი მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ნიშ­ნის მმარ­თველ­ში იმა­ლე­ბა. ანუ თუ ვთქვათ თქვე­ნი ლი­ლი­ტი ვერ­ძშია, მისი მო­პი­რის­პი­რე ნი­შა­ნი სას­წო­რი იქ­ნე­ბა, თქვე­ნი ლი­ლი­ტის სა­მარ­თა­ვი პულ­ტი კი ვე­ნე­რას­თან უნდა ეძე­ბოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხოთ რო­მელ გრა­დუს­შია მო­ცე­მუ­ლი პლა­ნე­ტა და კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის ქმე­დე­ბებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს გრა­დუ­სი. მისი ამუ­შა­ვე­ბით თქვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმე­ტებთ თქვენს ლი­ლიტს მის ეშ­მა­კუ­რად და­გე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მა­ხეს უნი­ტაზ­ში "ჩა­სა­რე­ცხად".

იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ სახ­ლშია გან­თავ­სე­ბუ­ლი თქვე­ნი პი­რა­დი რუ­კის მი­ხედ­ვით "შავი დე­დო­ფა­ლი" უნდა მო­ა­ხერ­ხოთ სახ­ლის შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში ქა­ლუ­რი სა­წყი­სი (მთვა­რე ფე­მი­ნუ­რი ენეგ­რი­აა!) გა­აძ­ლი­ე­როთ. მა­გა­ლი­თად, თუ მე­ექ­ვსე სახ­ლშია იგი, ზრუნ­ვა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ. ავად­მყო­ფებ­თან და სნე­უ­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მეტი სით­ბოს, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნად­გო­მის გა­მო­ხატ­ვა. თუ სახ­ლი მე­ხუ­თეა უფრო ნაზი, მომთმე­ნი და ლო­ი­ა­ლუ­რი უნდა გახ­დეთ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ. გახ­სოვ­დეთ, ლი­ლი­ტი ადა­მი­ან­ში მისი დე­მო­ნუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი სა­წყი­სის ჭი­დილს იწ­ვევს. ხოლო თუ ვინ გა­ი­მარ­ჯვებს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დის ურ­ყევ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ადამის პირველი ცოლი ევამდე, რომელიც კაცის მორჩილებაზე უარის გამო დაისაჯა" - რა არის ლილიტი ასტროლოგიაში და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისი მახეებისგან

"ადამის პირველი ცოლი ევამდე, რომელიც კაცის მორჩილებაზე უარის გამო დაისაჯა" - რა არის ლილიტი ასტროლოგიაში და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისი მახეებისგან

ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებსაც კი ალბათ ყურმოკრულად მაინც გაუგიათ, ლილიტის იგივე შავი მთვარის შესახებ. თავად დეფინიცია "შავი" მიუხედავად იმისა, მზეა იგი თუ მთვარე, უკვე ნეგატიურ ასოციაციას იწვევს ადამიანში.

თუმცა, უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ასტროლოგიაში ზემოთ ხსენებული შავი მთვარის ანუ ლილიტის ფენომენზე, მოდით მისი ისტორია ებრაული ბიბლიის ფესვებიდან მოყოლებული, ასტროლოგიით დამთავრებული დეტალურად გავიხსენოთ

უბედური ქალი თუ უბრალოდ გაავებული ალქაჯი?

ებრაული ბიბლიის მიხედვით, ლილიტი ადამის პირველი ცოლი იყო , რომელიც მას ევამდე უბოძა შემოქმედმა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა ადამის ხასიათის სირბილე ან თავად ლილიტის რევოლუციონერული ხასიათი მთლად ზუსტად ვერ გაითვალისწინა და მოკლე ხანში, ლილიტმაც გამოაჩინა "კლანჭები". მან ერთმნიშვნელოვნად გააპროტესტა მამაკაცის ბატონობის ფაქტი მასზე და გადაწყვიტა, რომ ამ უკანასკნელს აღარ დამორჩილებოდა. თუმცა, სწორედ ამ ფემინისტური "გამოხდომის" გამო იქნა იგი, მოგვიანებით გამოძევებული სამოთხიდან და სასჯელის სახით არშემდგარი დედობა ერგო წილად. მისი ყველა პირმშო, სიკვდილისთვის იყო განწირული. რა გასაკვირია, რომ ყოველივე ამან ლილიტში რევოლუციონერის ხასიათთან ერთად, შურისმაძიებლის თვისებებიც განავითარა. შესაბამისად, იგი გაბოროტებული მისი როგორც დედიას და ქალის ამგვარი დისკრიმინაციის ფაქტით, საშვილიშვილოდ ჯიბრში ჩაუდგა მამაკაცთა მოდგმას. თუმცა, მის შურისძიებას, მამაკაცებთან ერთად, ვერც ის ქალები გადაურჩნენ, ვისაც თანდაყოლილი შემგუებლური ბუნების გამო, ძლიერ სქესთან ჰარმონიული თანაცხოვრების უნარი გააჩნია და შვილის ყოლის ბედნიერებასაც არ არიან მოკლებული .

აქედან გამომდინარე, ლილიტის ფენომენი ასტროლოგიაში:

ორი კუთხით ვლინდება, მამაკაცისთვის იგი ცხოვრების გზაზე შეხვედრ "საბედისწერო ქალს" განასახიერებს, რომელსაც უნარი აქვს ამ უკანასკნელს სიცოცხლე გაუმწაროს და თავგზა დიდი ხნით აუბნიოს. ქალისთვის კი ძლიერად გამოხატული ლილიტი რუკაში შვილიერების საკითხში პრობლემების ქონასა და დაულაგებელ პირად ცხოვრებას ნიშნავს.

ლილიტი ასტროლოგიურ ჭრილში

შავი მთვარის ანუ ლილიტის მდებარეობა, ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანში და რომელ სახლშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში ან მეშვიდე სახლში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში ან მეთერთმეტე სახლში). თუმცა, ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ ლილიტი, როგორც წესი, საწყის ეტაპზე ყოველთვის დადებითად ვლინდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ყოველთვის ოსტატურად იმალება იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო და იდეალური გეჩვენებათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ ე.წ "წყალქვეშა რიფებს" ანუ ლილიტურ ხაფანგებს თავი მშვიდობიანად დავაღწიოთ, აუცილებელია, ჩვენი პირადი რუკის მიხედვით ამ საბედისწერო ასტეროიდის ზუსტი კონფიგურაცია და განლაგება ვიცოდეთ, რომელსაც ნებისმიერი ასტროლოგი დეტალურად გამოიანგარიშებს თქვენთვის.

როგორ დავამუშაოთ ლილიტი

ასტროლოგიაში არ არსებობს ცუდი და კარგი ასპექტები. ნებისმიერ ასპექტს გააჩნია ორი მხარე და იგი მუშაობს მხარის პრინციპით, რომელსაც ჩვენ "ჩავრთავთ" მასში. ლილიტის გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ის, რომ შავი მთვარის ძირითადი სამართავი პულტი მისი მოწინააღმდეგე ნიშნის მმართველში იმალება. ანუ თუ ვთქვათ თქვენი ლილიტი ვერძშია, მისი მოპირისპირე ნიშანი სასწორი იქნება, თქვენი ლილიტის სამართავი პულტი კი ვენერასთან უნდა ეძებოთ. აუცილებლად უნდა ნახოთ რომელ გრადუსშია მოცემული პლანეტა და კონკრეტულად რა სახის ქმედებებს შეესაბამება ეს გრადუსი. მისი ამუშავებით თქვენ, ფაქტობრივად, იმეტებთ თქვენს ლილიტს მის ეშმაკურად დაგებულ ნებისმიერ მახეს უნიტაზში "ჩასარეცხად".

იმის მიხედვით, თუ რომელ სახლშია განთავსებული თქვენი პირადი რუკის მიხედვით "შავი დედოფალი" უნდა მოახერხოთ სახლის შესაბამის სფეროში ქალური საწყისი (მთვარე ფემინური ენეგრიაა!) გააძლიეროთ. მაგალითად, თუ მეექვსე სახლშია იგი, ზრუნვა გარშემო მყოფების მიმართ. ავადმყოფებთან და სნეულებთან დამოკიდებულებაში მეტი სითბოს, სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვა. თუ სახლი მეხუთეა უფრო ნაზი, მომთმენი და ლოიალური უნდა გახდეთ საპირისპირო სქესის მიმართ. გახსოვდეთ, ლილიტი ადამიანში მისი დემონური და ადამიანური საწყისის ჭიდილს იწვევს. ხოლო თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ინდივიდის ურყევ ნებაზეა დამოკიდებული.

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ