Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან
7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი ბევ­რის­თვის ბუნ­დო­ვა­ნია, თუმ­ცა არის ფაქ­ტე­ბი, რაც მათ სულ ემახ­სოვ­რე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ახლა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი და ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტი იყოს ცხოვ­რე­ბა­ში.

გახ­სოვთ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბის მიერ მო­ყო­ლი­ლი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი? რა ინა­ხე­ბა მათ­ში? მა­გა­ლი­თად, ახ­სოვთ დე­დის სახე მა­მის დაკ­რძალ­ვი­სას, წყე­ნა ბა­ბუ­ა­ზე, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რის გამო მათ სპექ­ტაკლზე ვერ მი­ვი­და, სა­ო­ჯა­ხო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მშობ­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი... ზო­გი­ერ­თი მო­გო­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სულ რჩე­ბა, რამ­დე­ნი წე­ლიც არ უნდა გა­ვი­დეს. აი რას გა­იხ­სე­ნე­ბენ ბავ­შვე­ბი თქვენ­ზე, რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბი­ან:

  • დრო, რო­მე­ლიც მათ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეთ

შე­იძ­ლე­ბა მათ სუ­ლაც არ ახ­სოვ­დეთ, რა აჩუ­ქეთ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ან რამ­დე­ნი ნა­ყი­ნი უყი­დეთ. მაგ­რამ, თუ თქვენ ერ­თად ატა­რებთ დროს, ზი­ხართ კა­ფე­ში და გულ­წრფე­ლად ურ­თი­ერ­თობთ ერ­თმა­ნეთ­თან, ეს სა­მუ­და­მოდ ემახ­სოვ­რე­ბათ.

  • ის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­ზე უარი თქვით

ჩვენ ვცდი­ლობთ, ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის არც ერთი მო­მენ­ტი არ გა­მოგ­ვრჩეს და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვაქვს ტე­ლე­ფო­ნი, ვუ­ღებთ ფო­ტო­ებს. მაგ­რამ, მათ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში ფაქ­ტე­ბის ამ ფორ­მით შე­ნახ­ვა კი არა, ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ.ბავ­შვებ­მა იცი­ან, რომ გვიყ­ვარს, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც მათი თხოვ­ნით გა­მოვ­რთავთ კომ­პი­უ­ტერს ან ტე­ლე­ფონს გვერ­დზე გა­დავ­დებთ, გრძნო­ბენ, რომ მათ­ზე ვზრუ­ნავთ და მათ­თან ყოფ­ნა გვინ­და.

  • შე­ქე­ბა

სამ­ყა­რო­ში ფრა­ზა "მიყ­ვარ­ხარ" ყვე­ლა­ზე კარ­გად ჟღერს და არ კარ­გავს თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას. მაგ­რამ, არ­სე­ბობს სხვა გზაც, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ბავ­შვის მი­მართ სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბი გა­მოვ­ხა­ტოთ: "ვა­მა­ყობ შე­ნით", "ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გა­ხა­დე", "შენ კარ­გი მე­გო­ბა­რი ხარ". ეს ფრა­ზე­ბი ბავ­შვებს სულ ემახ­სოვ­რე­ბათ და თქვენს მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

  • რო­გორ პო­უ­ლობთ გა­მო­სა­ვალს რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან

ცხოვ­რე­ბის რთულ პე­რი­ოდ­ში - მა­გა­ლი­თად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახ­ლობ­ლის ან ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს, ზუს­ტად თქვე­ნი სი­ტყვე­ბი და რთულ დროს გა­მო­ხა­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი ბავ­შვებს და­ცუ­ლო­ბის გან­ცდას უყა­ლი­ბებს. ეს მო­მენ­ტი კი სა­მუ­და­მოდ ემახ­სოვ­რე­ბათ.

  • დრო, როცა მის გვერ­დით არ იყა­ვით

ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა­მენ იმ დროს, როცა მათ უნ­დო­დათ, რომ მშობ­ლე­ბი გვერ­დით ჰყო­ლო­დათ, მაგ­რამ მათ გვერ­დით არ იყა­ვით. თუმ­ცა, ეს შე­იძ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გან­ცდა­საც უყა­ლი­ბებ­დეს მათ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

ბავშვობის მოგონებები ბევრისთვის ბუნდოვანია, თუმცა არის ფაქტები, რაც მათ სულ ემახსოვრებათ. შეიძლება ბევრი რამ ახლა უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე ნათელი და ბედნიერი მომენტი იყოს ცხოვრებაში.

გახსოვთ თქვენი მეგობრების მიერ მოყოლილი ბავშვობის მოგონებები? რა ინახება მათში? მაგალითად, ახსოვთ დედის სახე მამის დაკრძალვისას, წყენა ბაბუაზე, რომელიც სამსახურის გამო მათ სპექტაკლზე ვერ მივიდა, საოჯახო მოგზაურობის დროს მშობლების ბედნიერი სახეები... ზოგიერთი მოგონება ადამიანის ცხოვრებაში სულ რჩება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. აი რას გაიხსენებენ ბავშვები თქვენზე, როდესაც გაიზრდებიან:

  • დრო, რომელიც მათთან ერთად გაატარეთ

შეიძლება მათ სულაც არ ახსოვდეთ, რა აჩუქეთ დაბადების დღეზე ან რამდენი ნაყინი უყიდეთ. მაგრამ, თუ თქვენ ერთად ატარებთ დროს, ზიხართ კაფეში და გულწრფელად ურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს სამუდამოდ ემახსოვრებათ.

  • ის მომენტები, როდესაც ტელეფონზე უარი თქვით

ჩვენ ვცდილობთ, ბავშვის განვითარების არც ერთი მომენტი არ გამოგვრჩეს და ყველა მნიშვნელოვან დღეს მომარჯვებული გვაქვს ტელეფონი, ვუღებთ ფოტოებს. მაგრამ, მათ მნიშვნელოვან დღეებში ფაქტების ამ ფორმით შენახვა კი არა, ჩვენი ყურადღება სჭირდებათ.ბავშვებმა იციან, რომ გვიყვარს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მათი თხოვნით გამოვრთავთ კომპიუტერს ან ტელეფონს გვერდზე გადავდებთ, გრძნობენ, რომ მათზე ვზრუნავთ და მათთან ყოფნა გვინდა.

  • შექება

სამყაროში ფრაზა "მიყვარხარ" ყველაზე კარგად ჟღერს და არ კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ, არსებობს სხვა გზაც, თუ როგორ შეგვიძლია ბავშვის მიმართ საკუთარი გრძნობები გამოვხატოთ: "ვამაყობ შენით", "ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადე", "შენ კარგი მეგობარი ხარ". ეს ფრაზები ბავშვებს სულ ემახსოვრებათ და თქვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

  • როგორ პოულობთ გამოსავალს რთული მდგომარეობიდან

ცხოვრების რთულ პერიოდში - მაგალითად, მოულოდნელად ახლობლის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს, ზუსტად თქვენი სიტყვები და რთულ დროს გამოხატული გრძნობები ბავშვებს დაცულობის განცდას უყალიბებს. ეს მომენტი კი სამუდამოდ ემახსოვრებათ.

  • დრო, როცა მის გვერდით არ იყავით

ბავშვები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ იმ დროს, როცა მათ უნდოდათ, რომ მშობლები გვერდით ჰყოლოდათ, მაგრამ მათ გვერდით არ იყავით. თუმცა, ეს შეიძლება დამოუკიდებლობის განცდასაც უყალიბებდეს მათ. წაიკითხეთ სრულად

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ