მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს იმას, რომ ქალები გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი არსებები არიან, რომელთა ტვინის ხვეულებში გარკვევაც ჭკუათმყოფელს ნამდვილად არ ხელეწიფება. თუმცა, ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ქალები იმის მიხედვით იყოფიან რთულ და მარტივ ინდივიდებად, თუ კონკრეტულად რომელი პლანეტა მართავს მათ ზოდიაქოს ნიშანს. შესაბამისად, თუკი შეგხვდათ ქალი, რომელიც ე.წ. "ქალური" ენერგეტიკის ნიშნის მქონე ზოდიაქოს განეკუთვნება ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. თუმცა, თუკი "მამაკაცური" ენერგეტიკის მქონე პლანეტებით მართულ ინდივიდს გადააწყდით და მით უმეტეს, მასზე დაქორწინებაც იფიქრეთ, ყველა სიკეთესთან ერთად, თუკი ხასიათის განსაკუთრებული სიმტკიცით არ გამოირჩევით, მინდა გითხრათ, რომ ის დროა სადმე უსაფრთხოების მყარ ჩაფხუტს დაუწყოთ ძებნა. მოკლედ, მიხვდით ალბათ. დღეს ყველაზე "აუტანელი ცოლის" ტიტულზე წარსადგენი ქალების სამეულს განვიხილავთ.
ვერძი - ცეცხლოვანი ტემპერამენტის მქონე, მაგრამ გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მატარებელი ქალია. იგი შეუდარებელი შეიძლება იყოს სექსში, თუმცა მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მხოლოდ ლომ, მორიელ ან თხის რქა მამაკაცს თუ ხელეწიფება. ისიც იმიტომ, რომ ჩამოთვლილი ნიშნით დაბადებულ მამრებში ძლიერადაა გამოვლენილი სიმამაცე და ხასიათის სიმტკიცე. რაც ვერძთან მიმართებაში ჰაერივით აუცილებელია. ამ ქალის ქმრობა რთულია, მაგრამ ამ ფაქტსაც ახლავს "ბონუსები". იგი შესანიშნავი ცოლი იქნება ამბიციური კაცისთვის, რომელსაც ცხოვრებისეული გამწვევები არ აშინებს და სურს კარგი კარიერის გაკეთება.
ლომი - მისი ხასიათის სირთულე "დედოფლურ ხასიათშია". ქალი ლომი ყველა მამაკაცთან ისე იქცევა, თითქოს არისტოკრატის ჩამომავალი იყოს და ამ უკანასკნელისგან უპირობო თაყვანისცემას, საჩუქრებსა და ყურადღებას ითხოვს. მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც საშუალოსტატისტიკურ მამრებს მოჰყავთ საკუთარი მოუცლელობის გასამართლებლად. ლომი ქალის პარტნიორი მთლიანად და ბოლომდე უნდა აღმერთებდეს მას. შესაბამისად, არც დროს, არც ფულს და არც სხვა დანარჩენ რესურსს არ უნდა იშურებდეს მისი გულის მოსაგებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლომი ამაყად და უკანმოუხედავად მიატოვებს პარტნიორს. მისთვის მარტოობა ჯობს, შეუფერებელ მამაკაცთან ქორწინებას.
თხის რქა - ამბიციური და ძალზე პრინციპული ქალია. თავად დისციპლინირებულს, შრომისმოყვარესა და უზომო პასუხისმგებლობების მქონეს უჭირს გაუგოს მამაკაცებს, რომელთაც არაპროგნოზირებადი ხასიათი და ცვალებადი მიზნები გააჩნიათ. იგი ვერ იტანს სუსტებს, შესაბამისად, მისი ქმრობის მსურველმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს მარტივი ჭეშმარიტება. ქალი თხის რქა, ყველა მეთოდით ეცდება მეუღლის "ამოქოვას" და წახალისებას, რათა ამ უკანასკნელმა ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტს მიაღწიოს. თუმცა, თუკი თავის მხრივ მეორე ნახევარი მას ამის გამო ბრალს მეშჩანობასა და გაუმაძღრობაში დასდებს (სუსტი მამაკაცები ხომ ყოველთვის ასე ამართლებენ საკუთარ უსუსურობას), თხის რქა ბევრს არ იფიქრებს - გაშორდება. უთავმოყვარეო კაცის ცოლობას, ამ ქალს მარტოობა ურჩევნია ან საყვარელი პროფესიისთვის თავის გადადება.