Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ

ალ­ბათ შეგ­ხვედ­რი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ენერ­გია და ოპ­ტი­მიზ­მიც გა­დამ­დე­ბია. თუმ­ცა მათი სა­პი­რის­პი­რო, მუ­დამ მო­წუ­წუ­ნე და პე­სი­მის­ტი ინ­დი­ვი­დე­ბიც ბლო­მად არ­სე­ბო­ბენ, ვინც ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით უყუ­რებს და კარ­გის აღა­რაფ­რის სჯე­რა. დღეს სამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­თა ენერ­გი­უ­ლო­ბაც, სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სიც და ოპ­ტი­მიზ­მიც ხში­რად გამ­ხდა­რა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის მი­ბაძ­ვის და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის სტი­მუ­ლი.

ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში, უბო­დი­შოდ იკა­ვებს ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას. ამ ადა­მი­ა­ნებს ულე­ვი ენერ­გია და გამ­ძლე­ო­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ისი­ნი ბავ­შვუ­რად მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი, სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. ვერძს იშ­ვი­ა­თად ეში­ნია პრობ­ლე­მე­ბის. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას კი საკ­მა­ოდ მალე ივი­წყებს. მისი შე­მარ­თე­ბა, ბრძო­ლის ჟინი და მო­მავ­ლის რწმე­ნა ბევ­რის­თვის ხდე­ბა სტი­მუ­ლი მო­მა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მედგრად და­სახ­ვედ­რად. ვერ­ძი პრინ­ცი­პუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. მის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვად ის­წავ­ლით, რო­გო­რი უნდა იყოთ სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში ვე­რა­ვინ გა­ბე­დოს თქვე­ნი და­ჩაგ­ვრა. ამ თავ­და­ჯე­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ყველ­გან შე­უძ­ლი­ათ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა.

მო­რი­ე­ლი - გა­სა­ო­ცა­რი გამ­ძლე­ო­ბით, ამ­ტა­ნო­ბი­თა და რკი­ნის ნე­ბის­ყო­ფით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­შა­ნია. მო­რი­ელ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ნათ­ლად და­გა­ნახ­ვებთ იმას, თუ რამ­ხე­ლა­აა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თუკი იგი მას ბო­ლომ­დე იყე­ნებს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის­გან კარ­გად ის­წავ­ლით რო­გორ გა­არ­ჩი­ოთ ავი და კარ­გი, მტე­რი და მოყ­ვა­რე ცხოვ­რე­ბა­ში. მო­რი­ე­ლებს გა­სა­ო­ცა­რი ალღო გა­აჩ­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, არ უჭირთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­ნევ­რი­რე­ბა - მი­ე­ბა­რეთ მას და ის­წავ­ლით, რო­გორ უნდა გა­არ­თვათ თავი ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას. შე­საძ­ლოა ის ყო­ველ­თვის რბი­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ იყოს ყვე­ლას­თან, მაგ­რამ მის მა­გა­ლით­ზე ზუს­ტად ის­წავ­ლით ვინ არის თქვე­ნი მტე­რი და ვინ - მოყ­ვა­რე.

მშვილ­დო­სა­ნი - რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, იგი თა­ვად ოპ­ტი­მიზ­მის "მა­მაა", ამი­ტო­მაც უყ­ვართ მშვილ­დოს­ნე­ბი სა­მე­გობ­რო­ში და ზუს­ტად ამ მი­ზე­ზით ხდე­ბა ისიც, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყველ­გან სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი არი­ან. მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი მარ­თავს, ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს წუ­წუ­ნი და მოთ­ქმა-გო­დე­ბა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­შე­მო თით­ქმის არა­სო­დეს ახა­სი­ა­თებთ. უფრო პი­რი­ქით, როცა რამე უჭირთ, ზუს­ტად მა­შინ ხუმ­რო­ბენ ყვე­ლა­ზე მე­ტად. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი ცხოვ­რე­ბის მი­მართ მათ ქუდ­ბე­დი­ა­ნო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. დიახ, დიახ მშვილ­დოს­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად უმარ­თლებთ ცხოვ­რე­ბა­ში. ჰოდა, მი­ე­ბა­ძეთ, რომ ცხოვ­რე­ბამ მათ­სა­ვით ხში­რად გა­გი­ღი­მოთ ხოლ­მე იმ ღი­მი­ლით, რო­მელ­საც სა­ხე­ლად იღ­ბა­ლი ქვია.

მზერა თვალიანი
7

გაიხარე...დ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ

ალბათ შეგხვედრიათ ადამიანები, რომელთა ენერგია და ოპტიმიზმიც გადამდებია. თუმცა მათი საპირისპირო, მუდამ მოწუწუნე და პესიმისტი ინდივიდებიც ბლომად არსებობენ, ვინც ამქვეყნად ყველაფერს კრიტიკული თვალით უყურებს და კარგის აღარაფრის სჯერა. დღეს სამ ზოდიაქოს ნიშანზე მოგიყვებით, რომელთა ენერგიულობაც, სიცოცხლის ხალისიც და ოპტიმიზმიც ხშირად გამხდარა გარშემო მყოფებისთვის მიბაძვის და ახალი ცხოვრების დაწყების სტიმული.

ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია, ამიტომ ყველგან და ყველაფერში, უბოდიშოდ იკავებს ლიდერის პოზიციას. ამ ადამიანებს ულევი ენერგია და გამძლეობა გააჩნიათ. ისინი ბავშვურად მეოცნებეები, სიცოცხლის მოყვარულები და აქტიურები არიან. ვერძს იშვიათად ეშინია პრობლემების. წარუმატებლობას კი საკმაოდ მალე ივიწყებს. მისი შემართება, ბრძოლის ჟინი და მომავლის რწმენა ბევრისთვის ხდება სტიმული მომავალი გამოწვევების მედგრად დასახვედრად. ვერძი პრინციპული და დამოუკიდებელია. მისგან შესანიშნავად ისწავლით, როგორი უნდა იყოთ საიმისოდ, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს თქვენი დაჩაგვრა. ამ თავდაჯერებულ ადამიანებს ყველგან შეუძლიათ თავის დამკვიდრება.

მორიელი - გასაოცარი გამძლეობით, ამტანობითა და რკინის ნებისყოფით გამორჩეული ნიშანია. მორიელზე დაკვირვება ნათლად დაგანახვებთ იმას, თუ რამხელააა ზოგადად ადამიანის შესაძლებლობები, თუკი იგი მას ბოლომდე იყენებს. ამ ნიშნით დაბადებულისგან კარგად ისწავლით როგორ გაარჩიოთ ავი და კარგი, მტერი და მოყვარე ცხოვრებაში. მორიელებს გასაოცარი ალღო გააჩნიათ. შესაბამისად, არ უჭირთ რთულ სიტუაციაში მანევრირება - მიებარეთ მას და ისწავლით, როგორ უნდა გაართვათ თავი ექსტრემალურ პირობებში ცხოვრებას. შესაძლოა ის ყოველთვის რბილი და დიპლომატიური არ იყოს ყველასთან, მაგრამ მის მაგალითზე ზუსტად ისწავლით ვინ არის თქვენი მტერი და ვინ - მოყვარე.

მშვილდოსანი - როგორც ასტროლოგები თვლიან, იგი თავად ოპტიმიზმის "მამაა", ამიტომაც უყვართ მშვილდოსნები სამეგობროში და ზუსტად ამ მიზეზით ხდება ისიც, რომ ეს ადამიანები ყველგან სასურველი სტუმრები არიან. მშვილდოსნის ზოდიაქოს პლანეტა იუპიტერი მართავს, ამიტომ ამ ადამიანებს წუწუნი და მოთქმა-გოდება საკუთარი პრობლემების გარშემო თითქმის არასოდეს ახასიათებთ. უფრო პირიქით, როცა რამე უჭირთ, ზუსტად მაშინ ხუმრობენ ყველაზე მეტად. ასეთი დამოკიდებულება კი ცხოვრების მიმართ მათ ქუდბედიანობას უზრუნველყოფს. დიახ, დიახ მშვილდოსნებს ყველაზე მეტად უმართლებთ ცხოვრებაში. ჰოდა, მიებაძეთ, რომ ცხოვრებამ მათსავით ხშირად გაგიღიმოთ ხოლმე იმ ღიმილით, რომელსაც სახელად იღბალი ქვია.

ზოდიაქოს ნიშნების "მფარველმა ანგელოზმა" ნიშანი შეიცვალა - ვინ მიიღებს ბედისგან საჩუქარს და ვის რაში მოემართება ხელი მომდევნო 7 თვე

"ხალხი "ენას ამოიდგამს" და ოჯახურ სკანდალებსაც კი გაასაჯაროებს... მეტად მოვიზიდავთ იმას, რისიც გვეშინია" - რა საფრთხეს მოგვიტანს ლილიტი მომდევნო 9 თვეს

"ქრისტიანი, შესაძლოა სულის სიღრმეში განუვითარებელი იყოს, რადგან ღმერთს "გარეთ" განიცდის" - იუნგი ადამიანების შესახებ