ავტორი:

3 ქალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლის შეყვარებაც მამაკაცისთვის სახიფათო და "საშაროა"

3 ქალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლის შეყვარებაც მამაკაცისთვის სახიფათო და "საშაროა"

გაგიგონიათ გამოთქმა ქალის გამო შარში გახვეული? რაღა შორს წავიდეთ, ძლევამოსილი ტროაც ხომ ქალის ხელით და მისი მიზეზით დაეცა? მოკლედ, დღეს იმ ქალებზე ვსაუბრობთ, ვისთან ურთიერთობაც მამაკაცების დიდი ნაწილისთვის არ არის მაინცდამაინც უხიფათო და პრობლემებისგან დაზღვეული.

პრობლემა ნომერი ერთი - ტყუპი გახსოვთ ლეგენდარული მერილინ მონრო? მეოცე საუკუნის სექსსიმბოლო და მამაკაცების გულთამპყრობელი? ტყუპი გახლდათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და სავსებით ამართლებდა საკუთარი ზოდიაქოს ძირითად ნიშანთვისებებს. სამი ოფიციალური მეუღლე და ათასობით გატეხილი გული მოიტოვა უკან. ზუსტად ასეთია ტყუპის ნიშნით დაბადებული მანდილოსანი. დღეს თუ უყვარხართ, ხვალ შესაძლოა "გადაუნდეს" თქვენთან ურთიერთობა, ხოლო ზეგ ან მაზეგ იქნებ სულაც ცოლად გამოყოლა შემოგთავაზოთ. ასე რომ, თუკი სუსტი ნერვების პატრონი ხართ და მით უმეტეს, კონკურენტების არ გეშინიათ (ტყუპ ქალს თაყვანისმცემლები მუდამ ბუზებივით ახვევია გარს) გარისკეთ - რა იცით, იქნებ ამ ახირებული პეპელას ქილაში მომწყვდევა შეძლოთ?

პრობლემა ნომერი ორი - ლომი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე თქვენი კანონიერი მეუღლეა და ეს ქორწინება რამდენიმე წელს ითვლის, მშვიდად ყოფნის მიზეზი მერწმუნეთ ნამდვილად არ გაქვთ და გეტყვით რატომ. ქალი ლომი ბუნებით დედოფალია. იგი გამუდმებით დაეძებს მამაკაცს, რომელიც თავს პრინცესად აგრძნობინეს და ღრმადაა დარწმუნებული, რომ ადამიანი ზუსტად ისეთ ცხოვრებას იმსახურებს, როგორიც თვლის, რომ შეეფრება. მას კი მინუმუმ პრინცესას როლი, მაქსიმუმ დედოფლობაზე აქვს პრეტენზია, დიახ! კარგად თუ დაძებნით და გამოიძიებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ იმასაც, რომ თქვენი ლომი ძველი თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილ საჩუქრებსა და წერილებს ვერაფრის დიდებით შეელია. ეს იმიტომ, რომ მას ღრმად სწამს საკუთარი უნიკალურობის და თუკი თქვენზე გააკეთა ამ "მის უნიკალურობამ" არჩევანი დააფასეთ აუცილებლად!

პრობლემა ნომერი სამი - მორიელი ერთი შეხედვით მშვიდი და სიტყვაძუნწი ქალი ჩანს? ჰმ, დიახ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საიმისოდ, რომ მორიელი ქალი ასე თუ ისე "გაიცნოთ", მასთან რამდენიმე პაემანი კი არა ათი ფუთი მარილის ჭამა მოგიხდებათ. თუმცა, არც ამ პროცედურების შემდეგ უნდა იყოთ დარწმუნებული მასში ბოლომდე. ქალი მორიელი გარეგნულად ცივი, შინაგანად კი საშინლად ვნებიანი, ემოციური ნატურაა. თუ ისე მოხდა, რომ თავი შეაყვარეთ და შემდეგ მასთან რაიმე შეგეშალათ, იცოდეთ, უპრობლემოდ და უდანაკარგოდ ამ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებით. თუმცა, მისგან იაფფასიან შურისძიებას კი ნუ დაელოდებით, მოემზადეთ რამე უფრო დიდი და მასიურის დასახვედრად.