მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსემთავრეობაა - რას უნდა ველოდეთ და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად
28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსემთავრეობაა - რას უნდა ველოდეთ და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

2021 წლის პირ­ველ სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 28 იან­ვარს 23:16 სა­ათ­ზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ახლა მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა და იქ დარ­ჩე­ბა 18 თე­ბერ­ვლამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რია მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი ურა­ნი და თავს ცუ­დად გრძნობს მზე. გი­ლო­ცავთ ყვე­ლა მერ­წყულს იუ­ბი­ლეს, ორი­გი­ნა­ლუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე წელი გქონ­დეთ.

მზე კი ლომი, სა­დაც ახლა სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით, არის ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ში. ზო­გა­დად ლომი არის შე­მოქ­მე­დე­ბა, ტა­ლან­ტი, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, ლი­დე­რი. ის მუდ­მი­ვად არის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. უყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბაც და გა­ცე­მაც, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ბავ­შვებ­თან და თა­ვა­დაც ხში­რად არი­ან ბავ­შვუ­რე­ბი. ახა­სი­ა­თებთ ეგო­ცენ­ტრიზ­მი, ბა­ქი­ბუ­ქო­ბა, უყ­ვართ ქა­თი­ნა­უ­რე­ბი, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და აღი­ა­რე­ბა. არი­ან გუ­ლუხ­ვე­ბი, ოპ­ტი­მის­ტუ­რე­ბი. ლომი მეფე და დე­დო­ფა­ლია.

სავ­სემ­თავ­რე­ო­ბის დროს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა ლომი-მერ­წყუ­ლის ღერძზე და მთა­ვა­რია, და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში: ეგო­იზ­მი და ალ­ტრუ­იზ­მი; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა; ადა­მი­ა­ნი და კოს­მო­სი; ლი­დე­რი და გუნ­დი; სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­როვ­ნე­ბა და კო­ლექ­ტი­ვი და ა.შ. ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, შე­მოქ­მე­დე­ბა, მე­გობ­რუ­ლო­ბა, ბავ­შვუ­რო­ბა.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, იყა­ვით მზრუნ­ვე­ლე­ბი ბავ­შვე­ბის მი­მართ. გა­გე­ბით მო­ე­კი­დეთ მათ სურ­ვი­ლებს და ეცა­დეთ, კი არ გა­აკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ შე­ა­ქოთ, კომ­პლი­მენ­ტე­ბით აავ­სოთ. არა­ნა­ი­რი დას­ჯა და მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა, გან­სა­კუთ­რე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის თან­დას­წრე­ბით. აგ­რეთ­ვე, იყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მა­რათ ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი, თქვენც ხომ გუ­ლის სიღ­რმე­ში ბავ­შვი ხართ და მო­ფე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბათ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე გარ­და იმი­სა, რომ ემო­ცი­უ­რო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე პლა­ნე­ტა ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. პირ­ველ რიგ­ში ვახ­სე­ნოთ აგ­რე­სი­უ­ლი მარ­სი , რო­მე­ლიც კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა, 20 იან­ვარს იგი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პლა­ნე­ტა ურანს შე­უ­ერ­თდა, 29-ში კი ლი­ლიტს (ში­შე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი) შეხ­ვდე­ბა. ვი­საც კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლის ან მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბის 8 ან 10 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, არის მზი­სა და მთვა­რის და­პირსპი­რე­ბა და მათ კი­დევ ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ლი­ლი­ტი, მარ­სი და ურა­ნი. ურა­ნი არის თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი. იგი მუ­დამ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ბუნ­ტის­თავ­მა და რე­ფორ­მა­ტორ­მა, და­ან­გრი­ოს ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი და აა­შე­ნოს ახა­ლი. მარ­სის მხარ­და­ჭე­რით, ძა­ლი­ან სა­ში­ში ხდე­ბა, ანარ­ქი­უ­ლიც კი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და პლუს-მი­ნუს 2 დღე, მწყობ­რი­დან გა­მო­ვა ელექტრო­ო­ბა, აი­რე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, მოხ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი და კა­ტას­ტრო­ფე­ბიც კი . მარ­სი­სა და ურა­ნის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბას კი მხარს უჭერს ლი­ლი­ტი, რო­მე­ლიც უკონ­ტრო­ლე­ბელ ძა­ლას ანი­ჭებს ორი­ვეს. ძა­ლი­ან რომ არ შე­გა­ში­ნოთ, გაფრ­თხილ­დით, თქვენც გექ­ნე­ბათ ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის, რე­ფორ­მე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი და თქვენს გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. ამი­ტომ, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა. და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის მეტს ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შვი­ლებ­თან, ჩვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან და მე­გობ­რებ­თან. მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას ითხოვს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე და შეხ­ვედ­რა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ, უმ­ჯო­ბე­სია, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გა­და­ი­ტა­ნოთ.

კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პერ­დი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სი­თხე­ებ­თან, ალ­კოჰოლ­თან, მე­დი­კა­მენ­ტებ­თან, ნარ­კო­ტი­კებ­თან, ინ­ფექ­ცი­ებ­თან და ვირუ­სებ­თან. მო­ე­რი­დეთ კა­მათს რე­ლი­გი­ურ და იდე­ო­ლო­გი­ურ თე­მებ­ზე. სხვა­თა შო­რის, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას მი­ე­ცე­მა შან­სი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­კუ­თა­რი მი­ზა­ნი. და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი მი­ნიშ­ნე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს, 28 იან­ვარს , ვე­ნე­რა (სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა) უერ­თდე­ბა პლუ­ტონს (ძი­რე­უ­ლი ძვრე­ბი, უმარ­თა­ვი სიძ­ლი­ე­რე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა). ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­გა­კონ­ტრო­ლებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ნან­სურ თე­მებ­ში, პარტნი­ო­რებ­ში მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რად დო­მი­ნი­რე­ბის სურ­ვი­ლი.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად: ვინც და­ი­ბა­და 30 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში, 27 მარ­ტი­დან 2 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში, 29 ნო­ემ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და ისი­ნი, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც უწევს 27.01-დან-2.02-მდე; 27.04-დან-2.05-მდე და 30.10-დან-5.11-მდე. თუ თქვენს რუ­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ხვდე­ბა ვერ­ძის, ლო­მის, მშვილ­დოს­ნის, კურო, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბის 7-12 გრა­დუს­ში. აგ­რეთ­ვე, და­აკ­ვირ­დით, რო­მე­ლი სახ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში.

მშვი­დო­ბი­ან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით პროგ­ნოზს თქვე­ნი ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რათა უკეთ მარ­თოთ სა­კუ­თა­რი თავი და საქ­მე­ე­ბი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსემთავრეობაა - რას უნდა ველოდეთ და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსემთავრეობაა - რას უნდა ველოდეთ და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

2021 წლის პირველ სავსემთავრეობას ველოდებით 28 იანვარს 23:16 საათზე ლომის ზოდიაქოში. ახლა მზე მერწყულის ზოდიაქოში იმყოფება და იქ დარჩება 18 თებერვლამდე. შესაბამისად, აქტიურია მერწყულის მმართველი ურანი და თავს ცუდად გრძნობს მზე. გილოცავთ ყველა მერწყულს იუბილეს, ორიგინალური და პოზიტიური სიურპრიზებით აღსავსე წელი გქონდეთ.

მზე კი ლომი, სადაც ახლა სავსემთავრეობას ველოდებით, არის ძლიერ პოზიციაში. ზოგადად ლომი არის შემოქმედება, ტალანტი, თვითრეალიზაცია, ლიდერი. ის მუდმივად არის ყურადღების ცენტრში. უყვარს საჩუქრების მიღებაც და გაცემაც, დღესასწაულების მოწყობა. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან და თავადაც ხშირად არიან ბავშვურები. ახასიათებთ ეგოცენტრიზმი, ბაქიბუქობა, უყვართ ქათინაურები, გარშემო მყოფების ყურადღება და აღიარება. არიან გულუხვები, ოპტიმისტურები. ლომი მეფე და დედოფალია.

სავსემთავრეობის დროს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება ლომი-მერწყულის ღერძზე და მთავარია, დავიცვათ ბალანსი შემდეგ სფეროებში: ეგოიზმი და ალტრუიზმი; ინდივიდუალურობა და უნიკალურობა; ადამიანი და კოსმოსი; ლიდერი და გუნდი; სიყვარული და თავისუფლება, პიროვნება და კოლექტივი და ა.შ. ადამიანებში გამოვლინდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა: თვითრეალიზაცია, შემოქმედება, მეგობრულობა, ბავშვურობა.

სავსემთვარეობას აკონტროლეთ ემოციები, იყავით მზრუნველები ბავშვების მიმართ. გაგებით მოეკიდეთ მათ სურვილებს და ეცადეთ, კი არ გააკრიტიკოთ, არამედ შეაქოთ, კომპლიმენტებით აავსოთ. არანაირი დასჯა და მათი შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, გარშემო მყოფების თანდასწრებით. აგრეთვე, იყავით საკუთარი თავის მიმარათ ლოიალურები, თქვენც ხომ გულის სიღრმეში ბავშვი ხართ და მოფერება და სიყვარული ყველაზე მეტად გჭირდებათ.

სავსემთვარეობაზე გარდა იმისა, რომ ემოციურობა მომატებულია, რამდენიმე პლანეტა ცუდად უპირისპირდება ერთმანეთს. პირველ რიგში ვახსენოთ აგრესიული მარსი , რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, 20 იანვარს იგი თავისუფლებისა და ორიგინალურობის პლანეტა ურანს შეუერთდა, 29-ში კი ლილიტს (შიშები და ცდუნებები) შეხვდება. ვისაც კუროს, ლომის, მორიელის ან მერწყულის ნიშნების 8 ან 10 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი.

სავსემთვარეობა, როგორც უკვე გითხარით, არის მზისა და მთვარის დაპირსპირება და მათ კიდევ ცუდად უპირისპირდებიან გაერთიანებული ლილიტი, მარსი და ურანი. ურანი არის თავშეუკავებელი, მოულოდნელი. იგი მუდამ მოწადინებულია, ბუნტისთავმა და რეფორმატორმა, დაანგრიოს ყველაფერი ძველი და ააშენოს ახალი. მარსის მხარდაჭერით, ძალიან საშიში ხდება, ანარქიულიც კი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სავსემთვარეობის პერიოდში და პლუს-მინუს 2 დღე, მწყობრიდან გამოვა ელექტროობა, აირევა სოციალური ქსელების მუშაობა, მოხდება ტექნოლოგიური დარღვევები და კატასტროფებიც კი . მარსისა და ურანის თავაშვებულობას კი მხარს უჭერს ლილიტი, რომელიც უკონტროლებელ ძალას ანიჭებს ორივეს. ძალიან რომ არ შეგაშინოთ, გაფრთხილდით, თქვენც გექნებათ ყველაფრის განადგურების, თავისუფლების მოპოვების, რეფორმებისა და რევოლუციის მოწყობის სურვილი და თქვენს გარშემო მყოფებსაც. ამიტომ, წინდახედულება უპირველეს ყოვლისა. დაძაბულობისა და დაპირისპირების მეტს ვერაფერს მიიღებთ. ეს შეეხება პირველ რიგში დამოკიდებულებას შვილებთან, ჩვენს საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან. მაქსიმალურ დაკვირვებას ითხოვს ფინანსური საკითხები. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა სავსემთვარეობის შემდეგ, უმჯობესია, თებერვლის დასაწყისში გადაიტანოთ.

კიდევ ერთი გაფრთხილება, სავსემთვარეობის პერდიოდში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ სითხეებთან, ალკოჰოლთან, მედიკამენტებთან, ნარკოტიკებთან, ინფექციებთან და ვირუსებთან. მოერიდეთ კამათს რელიგიურ და იდეოლოგიურ თემებზე. სხვათა შორის, ადამიანების უმეტესობას მიეცემა შანსი, რომ განახორციელოს საკუთარი მიზანი. დაბოლოს, კიდევ ერთი მინიშნება, სავსემთვარეობის დღეს, 28 იანვარს , ვენერა (სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა) უერთდება პლუტონს (ძირეული ძვრები, უმართავი სიძლიერე, ეჭვიანობა, სექსუალურობა). ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით გაგაკონტროლებთ, განსაკუთრებით, ფინანსურ თემებში, პარტნიორებში მოიმატებს სექსუალურად დომინირების სურვილი.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად: ვინც დაიბადა 30 ივლისიდან 5 აგვისტოს შუალედში, 27 მარტიდან 2 აპრილის შუალედში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში და ისინი, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 27.01-დან-2.02-მდე; 27.04-დან-2.05-მდე და 30.10-დან-5.11-მდე. თუ თქვენს რუკაში მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, კურო, მორიელისა და მერწყულის ნიშნების 7-12 გრადუსში. აგრეთვე, დააკვირდით, რომელი სახლები აქტიურდება ამ ზოდიაქოს ნიშნებში.

მშვიდობიან სავსემთვარეობას გისურვებთ და აუცილებლად გაეცანით პროგნოზს თქვენი ნიშნის გათვალისწინებით, რათა უკეთ მართოთ საკუთარი თავი და საქმეები.

"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები