სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვის ექნება სამყაროსგან ხელშეწყობა
2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვის ექნება სამყაროსგან ხელშეწყობა

რა ელის ხა­რის ხელ­ში ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით:

  • ვერ­ძი

რე­ა­ლუ­რად გაქვთ იმის შან­სი, რომ გამ­დიდ­რდეთ. მთა­ვა­რია, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ და წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბი აღარ გა­ი­მე­ო­როთ. ზო­მი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ხარ­ჯში. მო­ი­ძი­ნეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. პლა­ნე­ტე­ბის - სა­ტურ­ნი­სა და იუ­პი­ტე­რის მხარ­და­ჭე­რა გაქვთ, რომ მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მი­აღ­წი­ოთ.

2020 წლის 19 დე­კემ­ბერს გუ­ლუხ­ვი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში გა­და­ვი­და. უკვე ამ პე­რი­ო­დი­დან შე­გიძ­ლი­ათ ელო­დოთ შე­მო­სავ­ლის გაზ­რდას. და­აკ­ვირ­დით საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბის რჩე­ვას, ყური და­უგ­დეთ კო­ლე­გე­ბის იდე­ებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სარ­ფი­ა­ნი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას გთა­ვა­ზო­ბენ. როცა იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გა­და­ვა, გუ­ლუხ­ვო­ბა თა­ვად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, ქველ­მოქ­მე­დე­ბას მიჰ­ყოთ ხელი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­როთ. სუ­ლი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ნუ და­ი­ვი­წყებთ.

თუ ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებთ, რჩე­ვა ისეთ ადა­მი­ა­ნებს ჰკი­თხეთ, ვინც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­გარ­კვევთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ კონ­კუ­რენ­ტებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოთ და ლი­დე­რის პო­ზი­ცია და­ი­კა­ოთ. თუ ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, ჩა­მო­წე­რეთ თქვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი. იშ­რო­მეთ, რათა უფრო მეტს მი­აღ­წი­ოთ, ვიდ­რე წინა წლებ­ში.

მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ არ აი­ღოთ ვალი და კრე­დი­ტი. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რულ მა­ქი­ნა­ცი­ებს, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. ზა­ფხუ­ლი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით აკონ­ტრო­ლეთ შე­მო­სა­ვა­ლი, სა­ი­დან შე­მო­ე­დი­ნე­ბა ფული. თუ ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რა­დაა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ბიზ­ნეს­მენ­მა ვერ­ძებ­მა შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გობ­რე­ბის­გან მი­ი­ღოთ. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფრთხი­ლად უნდა იყოთ ტექ­ნი­კას­თან. ერ­თმა არას­წორ­მა ქმე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა დიდი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი მო­გი­ტა­ნოთ.

  • კურო

რე­ა­ლის­ტი და და­ნა­ზო­გის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ხარ­ჯი­სა, მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მთა­ვა­რია, პა­ნი­კა­ში არ ჩა­ვარ­დეთ და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. სა­ტურ­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­როც გა­ი­ჩი­ნოთ და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც შე­ი­ძი­ნოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დი­დძა­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა - ფული, ბინა, ბიზ­ნე­სი - მი­ი­ღოთ. გირ­ჩევთ, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, გარ­თო­ბა­სა და სა­რის­კო ქმე­დე­ბა­ზე ბევ­რი ფული არ გაფ­ლან­გოთ. აკოტ­რო­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი. 14 სექ­ტემ­ბე­რის შემ­დეგ სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­საც მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა. ახლა კი მო­გი­წევთ ფუ­ლის და­ხარ­ჯვა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სა­სარ­გებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა­ზე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

იან­ვარ-ივ­ლის­ში წვრილ­მა­ნებ­ზეც კი არ გა­რის­კოთ. აკონ­ტრო­ლეთ შე­მო­სა­ვალ-გა­სა­ვა­ლი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ახ­ლობ­ლე­ბის­გან მი­ი­ღოთ. თუ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, უნდა იმუ­შა­ოთ და არ და­ი­ნა­ნოთ არც დრო და არაც ენერ­გია პრო­ექ­ტე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. სხვა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე­ზე მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ ან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის. შე­დე­გი სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა. სირ­თუ­ლე­ებს თუ თა­ვად არ მო­ი­გო­ნებთ, არ შე­გექ­მნე­ბათ. პო­ზი­ტი­უ­რად იფიქ­რეთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­მარ­თეთ რჩე­ვის­თვის და დღის გან­რი­გი შე­ად­გი­ნეთ, რომ არ იზარ­მა­ცოთ და დრო­უ­ლად გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი.

  • ტყუ­პი

თქვენს მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მრა­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია იმოქ­მე­დებს. კარ­გია, რომ და­ნა­ზო­გი გაქვთ. ვერ ვი­ტყვით, რომ ვა­ლებ­ში გა­და­ვარ­დე­ბით, მაგ­რამ ვერც გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ჯდე­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით.

თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებთ, 2021 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე უნდა მო­ას­წროთ. აგ­ვის­ტო­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ, უმ­ჯო­ბე­სია ივ­ლი­სის ბო­ლო­დან და­წე­როთ შვე­ბუ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბა ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნას მი­ა­ნი­ჭეთ. შე­მოდ­გო­მი­დან რე­გუ­ლა­რუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გექ­ნე­ბათ.

დე­კემ­ბერ­ში ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბას მხო­ლოდ სწავ­ლა­ში და ახ­ლობ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გირ­ჩევთ. აუ­ცი­ლებ­ლად იზ­რუ­ნეთ თი­ნე­ი­ჯერ ბავ­შვებ­ზე, მათ­ზეც ვინც ინ­სტი­ტუ­ტში აპი­რებს ჩა­ბა­რე­ბას.

რა­ტომ არ გწამთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის? თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, იმა­ზე მეტი შე­გიძ­ლი­ათ და იცით, ვიდ­რე აკე­თებთ. წლის პირ­ვე­ლი 6 თვე აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებს და­უთ­მეთ, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. თუ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე არ მოც­დე­ბით, შეკ­ვე­თებს მუდ­მი­ვად დრო­უ­ლად და სა­უ­კე­თე­სოდ და­ას­რუ­ლებთ. არა­ვის გა­ცუ­რე­ბა კარ­გს არ მო­გი­ტანთ. მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ, ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რომ არ და­ზა­რალ­დეს.

ივ­ლი­სი­დან დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ. შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ი­ღოთ დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. თქვე­ნი მი­სი­აა, და­ამ­ტკი­ცოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. შე­იძ­ლე­ბა "სხვა ბი­ძა­ზე" მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ, მაგ­რამ ჯილ­დო­საც შე­სა­ფე­რისს მი­ი­ღებთ. შე­მოდ­გო­მა­ზე სი­ახ­ლე­ე­ბი მო­გინ­დე­ბათ. მცი­რე პრო­ექ­ტე­ბით და­ი­წყეთ, რომ­ლე­ბიც მა­ტე­რი­ა­ლურ შე­დეგს მა­ლე­ვე მო­გი­ტანთ. რო­გორც კი ფულს მო­იგ­დებთ, ახ­ლობ­ლე­ბი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ა­ნე­ბივ­რეთ.

  • კირჩხი­ბი

ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბით. ამ სფე­რო­ში პრობ­ლე­მე­ბი არ გე­ლით. თა­ნაც, თა­ვა­დაც იცით, რომ ეკო­ნო­მი­უ­რი და მა­რა­გის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით. მსხვი­ლი სა­ყიდ­ლე­ბი არ გე­ლით, მაგ­რამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა­ზე უარს ნუ იტყვით. ფუ­ლის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და­გე­ხარ­ჯოთ. თუმ­ცა, თუ რა­მის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტთ, ერთი და ხა­რის­ხი­ა­ნი იყი­დეთ.

გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ მო­ი­ძი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. ენერ­გია და დრო გაქვთ და იაქ­ტი­უ­რეთ, სი­ზარ­მა­ცე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გეკ­რძა­ლე­ბათ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცებს ეხე­ბა. სხვა­თა შო­რის, მათ­ვე შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი გახ­სნან; აგ­ვის­ტო-დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. რა თქმა, შემ­თხვე­ვი­თი ხალ­ხი გვერ­დით რომ არ უნდა და­ი­ყე­ნოთ და მათ­თან საქ­მე­ე­ბი აწარ­მო­ოთ, ამის შეხ­სე­ნე­ბა არ გჭირ­დე­ბათ. ფუ­ლის და­ბან­დე­ბაც თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.

მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ტად სტა­ბი­ლუ­რი გექ­ნე­ბათ, თუ მაც­დუ­ნე­ბელ გა­სარ­თობ­ზე არ და­ხარ­ჯავთ. ეცა­დეთ, ყო­ველ თვე გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­დოთ. ის გა­მო­გად­გე­ბათ სა­ო­ჯა­ხო ხარ­ჯის­თვის. თუ კო­ლექ­ტივ­ში მუ­შა­ობთ, კარ­გი მუ­შა­ო­ბის­თვის და­წი­ნა­უ­რე­ბა გე­ლით. სამ­სა­ხურ­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­გამ­ჩნე­ვენ და და­გა­ფა­სე­ბენ.

წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უფრო სტა­ბი­ლუ­რად იგ­რძნობთ თავს. იმოქ­მე­დეთ კარ­გად შედ­გე­ნი­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით. თუ დიდ შეკ­ვე­თას მი­ი­ღებთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ნა­წი­ლეთ თქვენს სა­ი­მე­დო კო­ლე­გებს და მო­გე­ბაც გა­უ­ყა­ვით. ამით მათ თვალ­ში ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ.

  • ლომი

ფული ხან გექ­ნე­ბათ, ხან არა. თქვე­ნი ხარ­ჯვის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მა­ტე­რი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ. შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დეთ. თქვენ ხომ მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი გაქვთ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. წარ­მა­ტე­ბა ელით ბიზ­ნეს­მე­ნებს, კო­მერ­ცი­უ­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ზა­ფხუ­ლი­დან ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­გის­ტა­ბი­ლურ­დე­ბათ. ამას ისიც შე­უ­წყობს ხელს, რომ ის­წავ­ლით ფუ­ლის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბას. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის (სა­ჩუქ­რე­ბის) შე­ძე­ნას კი გა­და­ი­ფიქ­რებთ.

ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მე­ვა­ლე ან კრე­დი­ტო­რი დრო­ზე ადრე მოგ­თხოვთ ვა­ლის და­ფარ­ვას. შე­იძ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეთ ახ­ლობ­ლებს და ვერც მათ ეტყვით უარს. ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე მხრებ­ში გა­იშ­ლე­ბით.

და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნუ ტკეპ­ნით ერთ ად­გილს, იბ­რძო­ლეთ, რომ მწვერ­ვა­ლე­ბი და­ი­პყროთ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში. თუმ­ცა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სამ­სა­ხურს შო­რის გახ­ლე­ჩა მო­გი­წევთ. თუ გუნ­დის წევ­რი ხართ, მათ ინ­ტე­რე­სე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი გაქვთ, ფული გა­აზ­რე­ბუ­ლად და­ა­ბან­დეთ.

  • ქალ­წუ­ლი

ფი­ნან­სურ სფე­რო­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ აი­რი­დოთ, ბი­უ­ჯე­ტი უნდა აკონ­ტრო­ლოთ. თუმ­ცა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა თქვენ ბუ­ნებ­რი­ვად გაქვთ, იყი­დით იმას, რაც სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. ეს შე­ნა­ძე­ნი კი მთე­ლი წელი "გა­მოკ­ვე­ბავს" თქვენს ოჯახს. გაფრ­თხილ­დით, თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი არ გახ­დეთ.

მა­ის­ში გა­და­ხე­დეთ გარ­დე­რობს და რაც თქვე­ნი არაა, გა­ყი­დეთ ან გა­დაც­ვა­ლეთ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ყუ­რა­დღე­ბით გა­ნი­ხი­ლეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის ყიდ­ვას აპი­რებთ ან კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბას. წუ­თი­ერ­მა აღ­ტა­ცე­ბამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნა­კარ­გი არ გან­გაც­დე­ვი­ნოთ.

2021 წელს ზა­ფხუ­ლი­დან ზამ­თრის ბო­ლომ­დე ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დი გექ­ნე­ბათ. იცით რაში უნდა და­ხარ­ჯოთ ფული და სად არა. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მა­ტე­რი­ა­ლურ ჯილ­დოს მი­ი­ღებთ. თუ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი ხართ, მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. თუ დამ­კვე­თი კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა თქვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მით, ფული ყო­ველ­თვის გა­მო­უ­ლე­ვად გექ­ნე­ბათ.

  • სას­წო­რი

ფუ­ლის და­ბან­დე­ბი­სას და გა­და­რი­ცხვე­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­იჩ­ნოთ. უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლის გამო შე­იძ­ლე­ბა დიდი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­დოთ. აგ­რეთ­ვე, თუ იბ­რუ­ნებთ ხურ­დას, აუ­ცი­ლებ­ლად ად­გილ­ზე გა­და­ა­მოწ­მეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­რი­ე­რას, და­წი­ნა­უ­რე­ბის შან­სი გაქვთ. გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ და ექ­სპე­რი­მენ­ტებს ნუ შე­უ­შინ­დე­ბით. ხელ­ფა­სამ­დე ვა­ლის აღე­ბამ რომ არ მო­გი­წი­ოთ, ყო­ვე­ლი შე­ნა­ძე­ნის წინ კარ­გად და­ფიქ­რდით. მა­მა­კა­ცი სას­წო­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით იღ­ბლი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბით ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. აკონ­ტრო­ლეთ ხარ­ჯი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ პა­ტა­რა შე­მო­სა­ვა­ლი გაქვთ. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შან­სი მო­გე­ცე­მათ, და­ფა­როთ კრე­დი­ტი და გა­უს­ტუმ­როთ მე­გობ­რებს ვალი. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი არ გე­ლით. აწარ­მო­ეთ ხარ­ჯის სია. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ნა­ზო­გის გა­მო­ყე­ნე­ბა დაგ­ჭირ­დეთ.

გან­ვი­თა­რე­ბა­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ნუ და­გე­ნა­ნე­ბათ. დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­თე­სა­ვებ­საც შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ. იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სარ­ფი­ან საქ­მე­ებ­ზე.

წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ნელ-ნელა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი იყა­ვით და უცხო ხალ­ხის რჩე­ვებს ნაკ­ლე­ბად და­უგ­დეთ ყური. ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­მარ­თეთ უფ­როსს და­წი­ნა­უ­რე­ბის ან ხელ­ფა­სის გაზ­რდის მო­თხოვ­ნით.

  • მო­რი­ე­ლი

თა­ვი­დან­ვე გე­ტყვით, რომ ფი­ნან­სურ სფე­რო­ში პო­ზი­ტი­ვი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, მი­ლი­ო­ნებს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს უარს არა­ფერ­ზე ეტყვით. ოჯა­ხის წევ­რებს სა­ყიდ­ლებ­ზე უარს ვერ ეტყვით, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნეთ, სახ­ლის­თვი­საც. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა იყი­დოს ბინა, ავ­ტო­მო­ბი­ლი ან გა­ა­რე­მონ­ტოს.

თუ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ფული და­ა­ბან­დოთ და პრო­ცენ­ტე­ბით იცხოვ­როთ. შე­მო­სავ­ლის გაზ­რდას და­ე­ლო­დეთ იან­ვარ-ივ­ლის­ში. მო­თო­კეთ ამ­ბი­ცი­ე­ბი, თუ ბიზ­ნე­სით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ კო­ლექ­ტივ­ში მუ­შა­ობთ, მე­ტად შრო­მის­მოყ­ვა­რე უნდა იყოთ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. არის შან­სი, რომ 2021 წელს და­წი­ნა­ურ­დეთ, მო­გე­მა­ტოთ ხელ­ფა­სი. ახა­ლი საქ­მე­ე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყეთ, თუ გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ და მო­გე­ბა­საც დიდს მი­ი­ღებთ. მცი­რე თან­ხის­თვის ნუ გა­ირ­ჯე­ბით.

წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მშვი­დად და გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა მი­ი­ღოთ. ემო­ცი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და­გა­კარ­გვი­ნოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ გარ­შე­მო ბევ­რი თაღ­ლი­თია და ნუ გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებთ თავს. ნუ გას­ცემთ მა­ტე­რი­ა­ლურ და­პი­რე­ბებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვის ექნება სამყაროსგან ხელშეწყობა

2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის გაუღიმებს ფორტუნა და ვის ექნება სამყაროსგან ხელშეწყობა

რა ელის ხარის ხელში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფინანსური თვალსაზრისით:

  • ვერძი

რეალურად გაქვთ იმის შანსი, რომ გამდიდრდეთ. მთავარია, დაკვირვებული იყოთ და წარსული შეცდომები აღარ გაიმეოროთ. ზომიერება შეინარჩუნეთ ხარჯში. მოიძინეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. პლანეტების - სატურნისა და იუპიტერის მხარდაჭერა გაქვთ, რომ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოთ.

2020 წლის 19 დეკემბერს გულუხვი პლანეტა იუპიტერი მერწყულის ნიშანში გადავიდა. უკვე ამ პერიოდიდან შეგიძლიათ ელოდოთ შემოსავლის გაზრდას. დააკვირდით საქმიანი პარტნიორების რჩევას, ყური დაუგდეთ კოლეგების იდეებს. განსაკუთრებით, თუ სარფიანი პროექტის დაწყებას გთავაზობენ. როცა იუპიტერი თევზებში გადავა, გულუხვობა თავად უნდა გამოავლინოთ, ქველმოქმედებას მიჰყოთ ხელი, გაჭირვებულებს დაეხმაროთ. სულიერ ღირებულებებს ნუ დაივიწყებთ.

თუ ახალი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, რჩევა ისეთ ადამიანებს ჰკითხეთ, ვინც საფუძვლიანად გაგარკვევთ სიტუაციაში. ისე იმოქმედეთ, რომ კონკურენტებთან დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ და ლიდერის პოზიცია დაიკაოთ. თუ ოფისის თანამშრომელი ხართ, ჩამოწერეთ თქვენი კონკრეტული მიზნები. იშრომეთ, რათა უფრო მეტს მიაღწიოთ, ვიდრე წინა წლებში.

მაქსიმალურად ეცადეთ არ აიღოთ ვალი და კრედიტი. მოერიდეთ ავანტიურულ მაქინაციებს, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ზაფხულიდან დეკემბრის ჩათვლით აკონტროლეთ შემოსავალი, საიდან შემოედინება ფული. თუ ყველაფერი სტაბილურადაა, შეინარჩუნეთ ასეთი მდგომარეობა.

ბიზნესმენმა ვერძებმა შეიძლება მატერიალური მხარდაჭერა გავლენიანი მეგობრებისგან მიიღოთ. დაქირავებული თანამშრომლები ფრთხილად უნდა იყოთ ტექნიკასთან. ერთმა არასწორმა ქმედებამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი მოგიტანოთ.

  • კურო

რეალისტი და დანაზოგის მოყვარული ხართ. მიუხედავად დიდი ხარჯისა, მაინც შეინარჩუნებთ სტაბილურობას. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სატურნი დაგეხმარებათ შემოსავლის დამატებითი წყაროც გაიჩინოთ და უძრავი ქონებაც შეიძინოთ. ზოგიერთმა შეიძლება დიდძალი მემკვიდრეობა - ფული, ბინა, ბიზნესი - მიიღოთ. გირჩევთ, დღესასწაულებზე, გართობასა და სარისკო ქმედებაზე ბევრი ფული არ გაფლანგოთ. აკოტროლეთ თითოეული თეთრი. 14 სექტემბერის შემდეგ სულიერ განვითარებასაც მიაქციეთ ყურადღება. ახლა კი მოგიწევთ ფულის დახარჯვა განათლებაზე, სასარგებლო ლიტერატურის შეძენაზე, ინტელექტუალურ განვითარებაზე.

იანვარ-ივლისში წვრილმანებზეც კი არ გარისკოთ. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. მატერიალური დახმარება შეიძლება ახლობლებისგან მიიღოთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, უნდა იმუშაოთ და არ დაინანოთ არც დრო და არაც ენერგია პროექტების გასავითარებლად. სხვათა შორის, შეიძლება ერთდროულად რამდენიმეზე მოგიწიოთ მუშაობამ ან სხვადასხვა მიმართულების. შედეგი სასიამოვნო იქნება. სირთულეებს თუ თავად არ მოიგონებთ, არ შეგექმნებათ. პოზიტიურად იფიქრეთ, პროფესიონალებს მიმართეთ რჩევისთვის და დღის განრიგი შეადგინეთ, რომ არ იზარმაცოთ და დროულად გააკეთოთ ყველაფერი.

  • ტყუპი

თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე მრავალი სიტუაცია იმოქმედებს. კარგია, რომ დანაზოგი გაქვთ. ვერ ვიტყვით, რომ ვალებში გადავარდებით, მაგრამ ვერც გულხელდაკრეფილი ჯდებით. ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. იყავით ყურადღებით.

თუ პირადი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, 2021 წლის ზაფხულამდე უნდა მოასწროთ. აგვისტოში აუცილებლად დაისვენეთ, უმჯობესია ივლისის ბოლოდან დაწეროთ შვებულების განცხადება. უპირატესობა ოჯახთან ერთად ყოფნას მიანიჭეთ. შემოდგომიდან რეგულარული და სტაბილური შემოსავალი გექნებათ.

დეკემბერში ფულის ინვესტირებას მხოლოდ სწავლაში და ახლობლების მკურნალობაში გირჩევთ. აუცილებლად იზრუნეთ თინეიჯერ ბავშვებზე, მათზეც ვინც ინსტიტუტში აპირებს ჩაბარებას.

რატომ არ გწამთ საკუთარი შესაძლებლობების? თუ კარგად დაფიქრდებით, იმაზე მეტი შეგიძლიათ და იცით, ვიდრე აკეთებთ. წლის პირველი 6 თვე აქტიურ ქმედებებს დაუთმეთ, იყავით მომართული ბიზნესის გაფართოებაზე. თუ გვერდით მოვლენებზე არ მოცდებით, შეკვეთებს მუდმივად დროულად და საუკეთესოდ დაასრულებთ. არავის გაცურება კარგს არ მოგიტანთ. მუშაობის პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ, ბალანსი უნდა დაიცვათ, პირადი ცხოვრება რომ არ დაზარალდეს.

ივლისიდან დეკემბრის შუალედში შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. შეიძლება გავლენიანი ადამიანისგან მიიღოთ დახმარების შემოთავაზება. თქვენი მისიაა, დაამტკიცოთ პროფესიონალიზმი. შეიძლება "სხვა ბიძაზე" მოგიწიოთ მუშაობამ, მაგრამ ჯილდოსაც შესაფერისს მიიღებთ. შემოდგომაზე სიახლეები მოგინდებათ. მცირე პროექტებით დაიწყეთ, რომლებიც მატერიალურ შედეგს მალევე მოგიტანთ. როგორც კი ფულს მოიგდებთ, ახლობლები საჩუქრებით გაანებივრეთ.

  • კირჩხიბი

ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი იქნებით. ამ სფეროში პრობლემები არ გელით. თანაც, თავადაც იცით, რომ ეკონომიური და მარაგის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. მსხვილი საყიდლები არ გელით, მაგრამ მოგზაურობასა და ახალი ავტომობილის შეძენაზე უარს ნუ იტყვით. ფულის ნაწილი შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაგეხარჯოთ. თუმცა, თუ რამის შეძენას გადაწყვეტთ, ერთი და ხარისხიანი იყიდეთ.

გააქტიურდით, რომ მოიძიოთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ენერგია და დრო გაქვთ და იაქტიურეთ, სიზარმაცე კატეგორიულად გეკრძალებათ. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხება. სხვათა შორის, მათვე შეიძლება ოჯახური ბიზნესი გახსნან; აგვისტო-დეკემბრის შუალედში. რა თქმა, შემთხვევითი ხალხი გვერდით რომ არ უნდა დაიყენოთ და მათთან საქმეები აწარმოოთ, ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ფულის დაბანდებაც თქვენს ყურადღებას მოითხოვს.

მატერიალური მდგომარეობა მეტად სტაბილური გექნებათ, თუ მაცდუნებელ გასართობზე არ დახარჯავთ. ეცადეთ, ყოველ თვე გარკვეული თანხა გადადოთ. ის გამოგადგებათ საოჯახო ხარჯისთვის. თუ კოლექტივში მუშაობთ, კარგი მუშაობისთვის დაწინაურება გელით. სამსახურში აუცილებლად შეგამჩნევენ და დაგაფასებენ.

წლის მეორე ნახევარში მატერიალურად უფრო სტაბილურად იგრძნობთ თავს. იმოქმედეთ კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით. თუ დიდ შეკვეთას მიიღებთ, აუცილებლად გაუნაწილეთ თქვენს საიმედო კოლეგებს და მოგებაც გაუყავით. ამით მათ თვალში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

  • ლომი

ფული ხან გექნებათ, ხან არა. თქვენი ხარჯვის სტილიდან გამომდინარე მატერიალურ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებთ. შეიძლება ბიზნესპროექტების განსავითარებლად ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ. თქვენ ხომ მუდმივად საინტერესო იდეები გაქვთ განსახორციელებელი. წარმატება ელით ბიზნესმენებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს.

ზაფხულიდან ფინანსური მდგომარეობა დაგისტაბილურდებათ. ამას ისიც შეუწყობს ხელს, რომ ისწავლით ფულის სწორად გადანაწილებას. ძვირად ღირებული ნივთების (საჩუქრების) შეძენას კი გადაიფიქრებთ.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ მევალე ან კრედიტორი დროზე ადრე მოგთხოვთ ვალის დაფარვას. შეიძლება დახმარება დასჭირდეთ ახლობლებს და ვერც მათ ეტყვით უარს. ივლისიდან წლის ბოლომდე მხრებში გაიშლებით.

დაქირავებული თანამშრომლები ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, იბრძოლეთ, რომ მწვერვალები დაიპყროთ. პასუხისმგებლობის გრძნობა და მიზანმიმართულება დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში. თუმცა, პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის გახლეჩა მოგიწევთ. თუ გუნდის წევრი ხართ, მათ ინტერესებიც გაითვალისწინეთ. თუ პირადი ბიზნესი გაქვთ, ფული გააზრებულად დააბანდეთ.

  • ქალწული

ფინანსურ სფეროში უსიამოვნებები რომ აირიდოთ, ბიუჯეტი უნდა აკონტროლოთ. თუმცა, რაციონალურობა თქვენ ბუნებრივად გაქვთ, იყიდით იმას, რაც სარგებელს მოგიტანთ. ეს შენაძენი კი მთელი წელი "გამოკვებავს" თქვენს ოჯახს. გაფრთხილდით, თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ.

მაისში გადახედეთ გარდერობს და რაც თქვენი არაა, გაყიდეთ ან გადაცვალეთ. ამავე პერიოდში ყურადღებით განიხილეთ შემოთავაზებები, თუ უძრავი ქონების ან ძვირად ღირებული ნივთის ყიდვას აპირებთ ან კაპიტალდაბანდებას. წუთიერმა აღტაცებამ მატერიალური დანაკარგი არ განგაცდევინოთ.

2021 წელს ზაფხულიდან ზამთრის ბოლომდე ჰარმონიული პერიოდი გექნებათ. იცით რაში უნდა დახარჯოთ ფული და სად არა. დაქირავებულები კარგად შესრულებული სამუშაოსთვის მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ. თუ პირადი ბიზნესის მფლობელი ხართ, მეტი დაკვირვება გამოიჩინეთ. თუ დამკვეთი კმაყოფილი იქნება თქვენ მიერ შესრულებული საქმით, ფული ყოველთვის გამოულევად გექნებათ.

  • სასწორი

ფულის დაბანდებისას და გადარიცხვებისას ყურადღება უნდა გამოიჩნოთ. უმნიშვნელო დეტალის გამო შეიძლება დიდი ზარალი განიცადოთ. აგრეთვე, თუ იბრუნებთ ხურდას, აუცილებლად ადგილზე გადაამოწმეთ.

რაც შეეხება კარიერას, დაწინაურების შანსი გაქვთ. გაბედულად იმოქმედეთ და ექსპერიმენტებს ნუ შეუშინდებით. ხელფასამდე ვალის აღებამ რომ არ მოგიწიოთ, ყოველი შენაძენის წინ კარგად დაფიქრდით. მამაკაცი სასწორები განსაკუთრებით იღბლიანები იქნებით ფინანსურ სფეროში. აკონტროლეთ ხარჯი. განსაკუთრებით, თუ პატარა შემოსავალი გაქვთ. წლის განმავლობაში შანსი მოგეცემათ, დაფაროთ კრედიტი და გაუსტუმროთ მეგობრებს ვალი. ფინანსური კრიზისი არ გელით. აწარმოეთ ხარჯის სია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დანაზოგის გამოყენება დაგჭირდეთ.

განვითარებაში ფულის დაბანდება ნუ დაგენანებათ. დახმარებისთვის ნათესავებსაც შეგიძლიათ მიმართოთ. იყავით მობილიზებული სარფიან საქმეებზე.

წლის მეორე ნახევარში ნელ-ნელა გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საკუთარი პრინციპების ერთგული იყავით და უცხო ხალხის რჩევებს ნაკლებად დაუგდეთ ყური. ოფისის თანამშრომლებმა მიმართეთ უფროსს დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის მოთხოვნით.

  • მორიელი

თავიდანვე გეტყვით, რომ ფინანსურ სფეროში პოზიტივი შეინიშნება. მართალია, მილიონებს ვერ გამოიმუშავებთ, მაგრამ საკუთარ თავს უარს არაფერზე ეტყვით. ოჯახის წევრებს საყიდლებზე უარს ვერ ეტყვით, მაგრამ პრაქტიკული ნივთები შეიძინეთ, სახლისთვისაც. ზოგმა შეიძლება იყიდოს ბინა, ავტომობილი ან გაარემონტოს.

თუ გარკვეული თანხა გაქვთ, შეგიძლიათ ფული დააბანდოთ და პროცენტებით იცხოვროთ. შემოსავლის გაზრდას დაელოდეთ იანვარ-ივლისში. მოთოკეთ ამბიციები, თუ ბიზნესით ხართ დაკავებული. თუ კოლექტივში მუშაობთ, მეტად შრომისმოყვარე უნდა იყოთ, მიზანმიმართული გამარჯვებაზე. არის შანსი, რომ 2021 წელს დაწინაურდეთ, მოგემატოთ ხელფასი. ახალი საქმეები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყეთ, თუ გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ და მოგებასაც დიდს მიიღებთ. მცირე თანხისთვის ნუ გაირჯებით.

წლის მეორე ნახევარში საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. გადაწყვეტილებები მშვიდად და გააზრებულად უნდა მიიღოთ. ემოციურობამ შეიძლება ყველაფერი დაგაკარგვინოთ. გახსოვდეთ, რომ გარშემო ბევრი თაღლითია და ნუ გამოაყენებინებთ თავს. ნუ გასცემთ მატერიალურ დაპირებებს. წაიკითხეთ სრულად

"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"