მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!
2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!

2020 წელი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბით და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო­თი. ბევრ ადა­მი­ანს მო­უ­წია ცხოვ­რე­ბის შეც­ვლამ. იმე­დი გვაქვს, რომ 2021 წელი მა­ინ­ცდა­მა­ინც ცუდი არ იქ­ნე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გვექ­ნე­ბა. გან­ვი­ხი­ლოთ წლის 5 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რათა ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის აქე­დან­ვე ვი­ყოთ მზად.

  • სა­ტურ­ნი-იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა მერ­წყულ­ში - დიდი მუ­ტა­ცია

შე­ერ­თე­ბა 2020 წლის ბო­ლოს მოხ­დე­ბა, თუმ­ცა, მთელ მომ­დევ­ნო წელ­ზე ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა. ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა­ზე ორი გი­გან­ტი პლა­ნე­ტა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში შეხ­ვდე­ბა ერ­თმა­ნეთს , რი­თაც და­ი­წყე­ბა დიდი მუ­ტა­ცია, ანუ ჰა­ე­რის ეპო­ქა. რა­ტომ არის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. საქ­მე იმა­შია, რომ აქამ­დე ამ ორი პლა­ნე­ტის შე­ერ­თე­ბა მხო­ლოდ მი­წის ნიშ­ნებ­ში ხდე­ბო­და და სამ­ყა­რო მე­ტად იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ თე­მა­ზე, ფი­ნან­სებ­ზე, ბუ­ნებ­რივ სარ­გებ­ლო­ბა­ზე. ჰა­ე­რის ეპო­ქა კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს მოგ­ვი­ტანს. ძვე­ლი სის­ტე­მა და­ინ­გრე­ვა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­რი სის­ტე­მა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ინო­ვა­ცი­უ­რი ცოდ­ნა და ადა­მი­ა­ნუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ვა წინა პლან­ზე. გარ­დაქ­მნას რამ­დე­ნი­მე წელი დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მი­მარ­თუ­ლე­ბის კურ­სი უკვე ცნო­ბი­ლია და მისი და­წყე­ბის თა­რი­ღიც.

  • ურა­ნი-სა­ტურ­ნის კვად­რა­ტი - ინ­ტე­რეს­თა ჭი­დი­ლი

ას­პექ­ტი იან­ვარ­ში ამოქ­მედ­დე­ბა, მარ­ტამ­დე იქ­ნე­ბა, შემ­დეგ მა­ის­ში, ივ­ლის­სა და დე­კემ­ბერ­ში შეგ­ვახ­სე­ნებს თავს. ზუს­ტი კვად­რა­ტი იქ­ნე­ბა 17 თე­ბერ­ვალს, 15 ივ­ლისს და 24 დე­კემ­ბერს . ურა­ნი და სა­ტურ­ნი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­ნე­ტე­ბია. სა­ტურ­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის, სის­ტე­მის, წე­სე­ბი, სა­ზღვრე­ბის პლა­ნე­ტაა. ურა­ნი კი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, და­ან­გრი­ოს ძვე­ლი და ახა­ლი ნუ­ლი­დან შექ­მნას. მას მოს­წონს ცვლი­ლე­ბე­ბი, რე­ფორ­მე­ბი, გა­ნახ­ლე­ბა; მუდ­მი­ვად ის­წრა­ფის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ. კვად­რა­ტის პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ძა­ბუ­ლო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა ადა­მი­ან­თა შო­რის. ბრძო­ლა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ბევრ ადა­მი­ანს ჩა­ით­რევს. ძი­რი­თა­დი სფე­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა: პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ეს ას­პექ­ტი ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც და­ი­ბად­ნენ შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში: 1996-66, 1975-77, 1987-88 და 1999-2000. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად რუ­კებ­ში უკვე არ­სე­ბობს ურა­ნი-სა­ტურ­ნის ას­პექ­ტი და ამი­ტო­მაც, რე­ა­გი­რე­ბა მათ­თვის უფრო საგ­რძნო­ბი იქ­ნე­ბა.

ასეთ პე­რი­ოდ­ში აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნას და და­ძა­ბუ­ლო­ბას არ გირ­ჩევთ. რაც უფრო მშვი­დი იქ­ნე­ბით, მით მე­ტად გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ეცა­დეთ, აჯან­ყე­ბი­სა და მსხვერ­პლის გა­რე­შე გან­ვლოთ ეს თა­რი­ღე­ბი. გა­და­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბას, რა მოძ­ველ­და, რა სა­ჭი­რო­ებს გა­ნახ­ლე­ბას, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ?.. ამას მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა!

  • მზის დაბ­ნე­ლე­ბა

2021 წელს მზის ორ დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით. პირ­ველს 10 ივ­ნისს . მთვა­რე მზის დის­კო­ზე მო­ექ­ცე­ვა, მაგ­რამ სრუ­ლად არ და­ფა­რავს მას. ამ დღეს ფრთხი­ლად უნდა იყოთ, აკონ­ტრო­ლეთ ქმე­დე­ბე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბი გქონ­დეთ, თუმ­ცა, ისი­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მე­ბად გექ­ცეთ.

10 ივ­ნისს მზე და მთვა­რე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში შე­ერ­თდე­ბა. ტყუ­პი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში (პლუს-მი­ნუს 2 დღე) გარ­თულ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებს შო­რის.

მზის მე­ო­რე დაბ­ნე­ლე­ბას 2021 წლის 4 დე­კემ­ბერს , მშვი­ლო­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში ვე­ლო­დე­ბით. კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე მთელ სა­ხელ­მწი­ფო­ში. უმ­ჯო­ბე­სია, არ გა­რის­კოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დარ­ტყმის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბა ფი­ნან­სუ­რი სფე­რო, ბიზ­ნე­სი, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მო­ე­რი­დეთ კა­მათს, არ გა­ეხ­ვი­ოთ ინ­ტრი­გებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ შე­მობ­რუნ­დეს.

  • მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა - სის­ხლი­ა­ნი მთვა­რე

2021 წელს მთვა­რის ორ დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით - პირ­ველს 26 მა­ისს და მე­ო­რეს 19 ნო­ემ­ბერს. მე­ო­რეს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტანთ. აი, პირ­ვე­ლი კი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მა­ი­სის მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას სის­ხლი­ან მთვა­რე­საც ეძა­ხი­ან. ეს მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა. დაბ­ნე­ლე­ბის დროს მთვა­რე ნა­რინ­ჯის­ფერ-წი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას მი­ი­ღებს და სა­ხე­ლიც აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. მას ყვე­ლა­ზე კარ­გად სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, აგ­რეთ­ვე ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში და­ი­ნა­ხა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ი­ნა­ხავთ თუ არა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას თვა­ლით, ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნას ის მა­ინც მო­ახ­დენს. ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებს გა­და­მე­ტე­ბუ­ლად გა­მო­ავ­ლე­ნენ. ამ დღეს უნდა ვე­ლო­დოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს, ჩხუბს, ტყუ­ილს. ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ, საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უთ­მოთ დრო და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია
ავტორი:

2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!

2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!

2020 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ასტროლოგიური მოვლენებით და სიმართლე გითხრათ, არცთუ სასიამოვნოთი. ბევრ ადამიანს მოუწია ცხოვრების შეცვლამ. იმედი გვაქვს, რომ 2021 წელი მაინცდამაინც ცუდი არ იქნება და ცვლილებები მხოლოდ სასიამოვნო გვექნება. განვიხილოთ წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა, რათა ცვლილებებისთვის აქედანვე ვიყოთ მზად.

  • სატურნი-იუპიტერის შეერთება მერწყულში - დიდი მუტაცია

შეერთება 2020 წლის ბოლოს მოხდება, თუმცა, მთელ მომდევნო წელზე ექნება გავლენა. ზამთრის მზებუდობაზე ორი გიგანტი პლანეტა მერწყულის ზოდიაქოში შეხვდება ერთმანეთს , რითაც დაიწყება დიდი მუტაცია, ანუ ჰაერის ეპოქა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. საქმე იმაშია, რომ აქამდე ამ ორი პლანეტის შეერთება მხოლოდ მიწის ნიშნებში ხდებოდა და სამყარო მეტად იყო ორიენტირებული მატერიალურ თემაზე, ფინანსებზე, ბუნებრივ სარგებლობაზე. ჰაერის ეპოქა კარდინალურ ცვლილებებს მოგვიტანს. ძველი სისტემა დაინგრევა და ინფორმაციური სისტემა, ტექნოლოგიები და ინოვაციური ცოდნა და ადამიანური თავისუფლება გამოვა წინა პლანზე. გარდაქმნას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ მიმართულების კურსი უკვე ცნობილია და მისი დაწყების თარიღიც.

  • ურანი-სატურნის კვადრატი - ინტერესთა ჭიდილი

ასპექტი იანვარში ამოქმედდება, მარტამდე იქნება, შემდეგ მაისში, ივლისსა და დეკემბერში შეგვახსენებს თავს. ზუსტი კვადრატი იქნება 17 თებერვალს, 15 ივლისს და 24 დეკემბერს . ურანი და სატურნი ურთიერთსაწინააღმდეგო პლანეტებია. სატურნი ძალაუფლების, სისტემის, წესები, საზღვრების პლანეტაა. ურანი კი მუდმივად ცდილობს, დაანგრიოს ძველი და ახალი ნულიდან შექმნას. მას მოსწონს ცვლილებები, რეფორმები, განახლება; მუდმივად ისწრაფის დამოუკიდებლობისკენ. კვადრატის პერიოდში მოსალოდნელია დაძაბულობა და გაღიზიანებულობა ადამიანთა შორის. ბრძოლა უფლებების დასაცავად და ცვლილებებისთვის ბევრ ადამიანს ჩაითრევს. ძირითადი სფეროები იქნება: პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება. ეს ასპექტი ძირითადად შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დაიბადნენ შემდეგ პერიოდებში: 1996-66, 1975-77, 1987-88 და 1999-2000. ამ ადამიანების პირად რუკებში უკვე არსებობს ურანი-სატურნის ასპექტი და ამიტომაც, რეაგირება მათთვის უფრო საგრძნობი იქნება.

ასეთ პერიოდში აგრესიის გამოვლენას და დაძაბულობას არ გირჩევთ. რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით მეტად გაგიადვილდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, აჯანყებისა და მსხვერპლის გარეშე განვლოთ ეს თარიღები. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, რა მოძველდა, რა საჭიროებს განახლებას, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ?.. ამას მიაქციეთ ყურადღება!

  • მზის დაბნელება

2021 წელს მზის ორ დაბნელებას ველოდებით. პირველს 10 ივნისს . მთვარე მზის დისკოზე მოექცევა, მაგრამ სრულად არ დაფარავს მას. ამ დღეს ფრთხილად უნდა იყოთ, აკონტროლეთ ქმედებები. სასურველია, კეთილი განზრახვები გქონდეთ, თუმცა, ისინიც კი შეიძლება მოულოდნელ პრობლემებად გექცეთ.

10 ივნისს მზე და მთვარე ტყუპის ზოდიაქოში შეერთდება. ტყუპი კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაბნელების პერიოდში (პლუს-მინუს 2 დღე) გართულდება დამოკიდებულება მეგობრებსა და სასიყვარულო პარტნიორებს შორის.

მზის მეორე დაბნელებას 2021 წლის 4 დეკემბერს , მშვილოდოსნის ზოდიაქოში ველოდებით. კარდინალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში, ასევე მთელ სახელმწიფოში. უმჯობესია, არ გარისკოთ. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ფინანსური სფერო, ბიზნესი, საქმიანი ურთიერთობები. მოერიდეთ კამათს, არ გაეხვიოთ ინტრიგებში, ყველაფერი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.

  • მთვარის დაბნელება - სისხლიანი მთვარე

2021 წელს მთვარის ორ დაბნელებას ველოდებით - პირველს 26 მაისს და მეორეს 19 ნოემბერს. მეორეს შედარებით მსუბუქად გადავიტანთ. აი, პირველი კი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მაისის მთვარის დაბნელებას სისხლიან მთვარესაც ეძახიან. ეს მთვარის სრული დაბნელებაა. დაბნელების დროს მთვარე ნარინჯისფერ-წითელ შეფერილობას მიიღებს და სახელიც აქედან მომდინარეობს. მას ყველაზე კარგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ავსტრალიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაინახავენ. მიუხედავად იმისა, დაინახავთ თუ არა მთვარის დაბნელებას თვალით, ადამიანებზე გავლენას ის მაინც მოახდენს. ადამიანები გრძნობებსა და ემოციებს გადამეტებულად გამოავლენენ. ამ დღეს უნდა ველოდოთ უსიამოვნებებს, ჩხუბს, ტყუილს. ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ, საყვარელ საქმიანობას დაუთმოთ დრო და ჰარმონიული განწყობა შეინარჩუნოთ.

წაიკითხეთ სრულად

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის რა დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში

2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით