პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში
"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში უახ­ლო­ე­სი 20 წლის ტენ­დენ­ცი­ებს გან­სა­ზღვრავს:

  • იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა

დე­და­მი­წის მე-5 გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლა

2020 წლის 21 დე­კემ­ბერს ხდე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა არა­მარ­ტო ამ წლის მან­ძილ­ზე, არა­მედ მას შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეპო­ქა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სამ­ყა­რო­ში, რა­ტომ? - ამას ქვე­მოთ მო­გახ­სე­ნებთ. შე­ვეც­დე­ბი ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა ას­ტრო-ეზო­თე­რულ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლო და მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ზედ­მე­ტად რთუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი­სა და ამ ეტაპ­ზე ძნე­ლად აღ­საქ­მე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე.

ის, რომ 21 დე­კემ­ბე­რი ისე­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, რად­გან გვაქვს ე.წ. ზამ­თრის ბუ­ნი­ა­ო­ბა - მზე თა­ვი­სი უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი წერ­ტი­ლი­დან აღ­მა­ვალ ფა­ზა­ში გა­და­დის, ანუ ას­რუ­ლებს თა­ვის ერ­თწ­ლი­ან ას­ტრო­ლო­გი­ურ ციკლს და "კვდე­ბა", რათა შემ­დეგ კვლავ და­ი­ბა­დოს და მომ­დევ­ნო წრე­ზე წა­ვი­დეს, ეს ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ წელს, ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ 21.12.2020 ცაზე, მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში ერ­თმა­ნეთს უერ­თდდე­ბა ორი გი­გან­ტი პლა­ნე­ტა, სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი , რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს უახ­ლო­ე­სი 20 წლის ტენ­დენ­ცი­ებს.

ეს მოვ­ლე­ნა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში აგ­რეთ­ვე, დიდი მუ­ტა­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. შე­ერ­თე­ბა ხდე­ბა 22:21 წუთ­ზე თბი­ლი­სის დრო­ით, მერ­წყუ­ლის ნულ გრა­დუს­ზე.

რა­ტომ არის ახლა ეს შე­ერ­თე­ბა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი:

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სა­ტურნს და იუ­პი­ტერს "დრო­ის გამ­გებ­ლის", "დიდი ქრო­ნოკ­რა­ტო­რე­ბის" სა­ხელ­წო­დე­ბა აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და სწო­რედ იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის ციკ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აკე­თებ­დნენ ძვე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბი ახა­ლი იმ­პე­რი­ე­ბი­სა და მე­ფე­ე­ბის და­ბა­დე­ბის, ან გარ­დაც­ვა­ლე­ბის, იმ­პე­რი­ის და­ცე­მის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებს. ასე მა­გა­ლი­თად, ქრის­ტეს და­ბა­დე­ბამ­დე ბევ­რად ადრე, მოგ­ვებს უკვე ჰქონ­დათ ცოდ­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ახა­ლი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეპო­ქის და­წყე­ბა­ზე, რომ ე.წ. ბეთ­ლე­მის ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც სამ­ყა­როს­თვის უნდა ემცნო კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნე­ლის, უდი­დე­სი მი­სი­ის ღმერთ-კა­ცის და­ბა­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტო იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბი­სას მოხ­დე­ბო­და და ეს შე­ერ­თე­ბა, მარ­თლაც, ჩვ.წ.აღ.-მდე 7 წელს მოხ­და თევ­ზე­ბის ნი­შან­ში, თევ­ზე­ბი, კი სწო­რედ სუ­ლი­ერ სფე­როს, უპი­რო­ბო, სამ­ყა­რო­სე­ულ სიყ­ვა­რულს გა­ნა­გებს. სხვა დროს, ასე­თი სამ­ყა­რო­სე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა კოს­მოს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის გა­რე­შე უბ­რა­ლოდ ვერ მოხ­დე­ბო­და.

ამ­ჟა­მად, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე, ანუ მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან მი­წის სტი­ქი­ა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს (1802 წლი­დან), მომ­დევ­ნო შე­ერ­თე­ბებს მხო­ლოდ ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ზო­გა­დად, სა­ტურ­ნი­სა და იუ­პი­ტე­რის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის ყვე­ლა ციკ­ლი იყო­ფა 3 ტი­პად : მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და დიდი.

მო­დით გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია: მცი­რე ციკ­ლი გრძელ­დე­ბა 20 წელი . ეს დრო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რათა ეს ორი გი­გან­ტი კვლავ ჰა­ე­რის ნი­შან­ში შეხ­ვდეს ერ­თმა­ნეთს. ეს, ასე ვთქვათ, რე­პე­ტი­ცი­აა, სა­წყი­სი ეტა­პი მერ­წყუ­ლის ეპო­ქა­ში შე­სას­ვლე­ლად. მცი­რე ციკ­ლის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი ცვლა. სამ­ყა­რო­ში მზად­დე­ბა ნი­ა­და­გი, იქ­მნე­ბა წი­ნა­პი­რო­ბა სა­შუ­ა­ლო ციკ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის.

სა­შუ­ა­ლო ციკ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 240 წე­ლია , რომ­ლის დრო­საც ყო­ვე­ლი იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა მოხ­დე­ბა იმა­ვე სტი­ქი­ა­ში, რაც მა­ნამ­დე იყო, ანუ ჰა­ერ­ში. აქ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მერ­წყუ­ლი­სე­უ­ლი თე­მე­ბის უფრო მე­ტად გაძ­ლი­ე­რე­ბა - წინა პლან­ზე წა­მო­ვა რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ინო­ვა­ცი­ე­ბი, ასე­ვე შე­საძ­ლოა მოხ­დეს ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის შეც­ვლა, რე­ფორ­მე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცია, რე­ლი­გი­უ­რი პა­რა­დიგ­მის ცვლა და სხვ.

ხოლო, რაც ეხე­ბა იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის დიდ ციკლს - ის და­ახ­ლო­ე­ბით 960 წელ­ში ერთხელ ხდე­ბა. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ეს პლა­ნე­ტე­ბი ოთხი­ვე სტი­ქი­ას გა­ივ­ლი­ან. ზო­გა­დად, გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი უეც­რად, ერთ დღე­ში, ან ერთ წე­ლი­წად­ში არ ხდე­ბა. და ეს ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია და მო­მა­ვალ­ში კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა ერთი სტი­ქი­ი­დან მე­ო­რე სტი­ქი­ა­ში მო­ნაც­ვლე­ო­ბა, რო­გორც წესი, გლო­ბა­ლურ კრი­ზისს იწ­ვევს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პე­რი­ო­დად აღიქ­მე­ბა, რად­გან მას მოს­დევს ცვლი­ლე­ბე­ბი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორი­ენ­ტა­ცი­ის, ასე­ვე, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და მთლი­ა­ნად, სამ­ყა­როს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით.

მი­წის სტი­ქია - ესაა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მძი­მე შრო­მა, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა, პრაგ­მა­ტიზ­მი. ასე ცხოვ­რობ­და სამ­ყა­რო ბოლო 200 წელი. მაგ­რამ, ამი­ე­რი­დან, თან­და­თა­ნო­ბით ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და იქ­ნე­ბა სხვაგ­ვა­რად. აღარ იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო ისე­თი, რო­გო­რიც აქამ­დე იყო! რად­გან მერ­წყუ­ლი, სა­დაც ხდე­ბა ეს შე­ერ­თე­ბა, ჰა­ე­რის სტი­ქი­ას წარ­მო­ად­გენს, წინა პლან­ზე გა­მო­ვა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და კო­ლექ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

ჰა­ე­რის სტი­ქია - ესაა ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, ცივი სტი­ქია, ხოლო თვი­თონ მერ­წყუ­ლი - ყვე­ლა­ზე არა­ე­მო­ცი­უ­რი ჰა­ე­რის ნიშ­ნად მო­ი­აზ­რე­ბა მთელს ზო­დი­ა­ქო­ში, მისი მმარ­თვე­ლი ურა­ნი კი - ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლის, თა­ნა­მედ­რო­ვეს, რა­დი­კა­ლუ­რის, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რის მმარ­თვე­ლია. ის ასა­ხი­ე­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სი­ახ­ლეს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბას, მმარ­თვე­ლო­ბა­ში დიდი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ვლას. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თან­და­თან მოხ­დეს მას­შტა­ბუ­რი ტრანსფორ­მა­ცია, მაგ.: მო­მა­ვალ­ში ჩვენ­თვის უფრო ფა­სე­უ­ლი გახ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მა და მისი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი საგ­ნე­ბი, წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა დიქ­ტა­ტუ­რა და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი და მას­ზე ზრუნ­ვა, წინა პლან­ზე წა­მო­ი­წევს ეკო­ლო­გი­ის სა­კი­თხე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­ვი­თარ­დეს რო­გორც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით. ახლა, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, თან­და­თან ხდე­ბა ახალ ვიბ­რა­ცი­ებ­ზე გა­დას­ვლა. გაჩ­ნდე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბის, თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბის, გუნ­დუ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, სამ­ყა­რო რა­ღაც წილ გა­და­დის უფრო ვირ­ტუ­ა­ლურ სფე­რო­ში, იხ­ვე­წე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა უამ­რა­ვი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მა, ახა­ლი ხედ­ვა და ეს შე­ე­ხე­ბა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა სფე­როს - მე­დი­ცი­ნი­დან, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან და­წყე­ბუ­ლი ყო­ფით სფე­რო­ე­ბამ­დე, მოკ­ლედ, წინ - სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი გვე­ლის.

და რო­გორც ბოლო თვე­ებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. ახლა ჯერ გა­უ­გებ­რო­ბა­ში, კრი­ზის­ში ვართ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ზი­სი - ეს რა­ღაც ახ­ლის და­სა­წყი­სია. არ არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად ნე­გა­ტი­უ­რი, ან სრუ­ლი­ად პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა. ყველ­გან უნდა შევ­ძლოთ რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბა, იქაც, სა­დაც გვგო­ნია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ახლა, რაც ეხე­ბა დე­და­მი­წის მე-5 გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლას და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს და ღე­ლავს 21 დე­კემ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვრცელ­დე­ბა უამ­რა­ვი ცრუ, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, და­მამ­ძი­მე­ბე­ლი, თუმ­ცა ბევ­რიც - ძა­ლი­ან სა­სი­კე­თო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია და მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ავ­ტო­რებს, ვინც ასე ზრუ­ნა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ზე, ცდი­ლო­ბენ გა­ა­ნათ­ლონ და და­ეხ­მა­რონ მათ ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში. ესე­ნი არი­ან სამ­ყა­როს მი­სი­ო­ნე­რე­ბი, გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი ნა­თე­ლი სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თგვა­რად სამ­ყა­რო­სე­ულ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ და თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ძა­ლი­ან იმა­ტა მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ, რაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან კარ­გის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ბევ­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი და ნა­თე­ლი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია ჩვენს გარ­შე­მო, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნებ­ში, მა­ინც გარ­კვე­უ­ლი უი­მე­დო­ბა, მო­მავ­ლის ში­შია. მინ­და და­გამ­შვი­დოთ, - არა­ფე­რი ცუდი არ ხდე­ბა!

სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებს გვჩ­ვე­ვია გვე­ში­ნო­დეს იმის, რაც არ ვი­ცით და ჯე­როვ­ნად ვერ ვერ­კვე­ვით. ალ­ბათ ყვე­ლას გვახ­სოვს ის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, რაც 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს ხდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, - იყო ბევ­რი შიში, გა­ურ­კვევ­ლო­ბა, პა­ნი­კაც კი! ბევ­რის მტკი­ცე­ბით (მათ შო­რის ეზო­თე­რი­კო­სე­ბის, მა­ი­ას ტო­მის კა­ლენ­დრის მკვლე­ვა­რე­ბის, მე­დი­უ­მე­ბის და სხვ.) აპო­კა­ლიფ­სი, მე­ო­რედ მოს­ვლა და მსგავს ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს ექ­ნე­ბო­და ად­გი­ლი 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს, თუმ­ცა, მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა! გახ­სოვთ, ხომ?! აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე გა­თენ­და მოხ­და შემ­დე­გი - სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე დე­და­მი­წის ვიბ­რა­ცი­ის სიხ­ში­რე შუ­მა­ნის შკა­ლის მი­ხედ­ვით იყო 7,6 - 7,8 ჰერ­ცი. 80-იანი წლე­ბი­დან დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ბადე შე­იც­ვა­ლა და და­ი­წყო თან­და­თა­ნო­ბით ზრდა და 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს კვან­ტუ­რი ნახ­ტო­მით დაგ­ვირ­გვინ­და.

21 დე­კემ­ბრის შემ­დეგ დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტურ­მა სიხ­ში­რემ კი­დევ უფრო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით და­ი­წყო მა­ტე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ხათუნა
0

მ 5 არა 4 გამნზომილებში გადავდივართ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე გვესაუბრება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში უახლოესი 20 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს:

  • იუპიტერი-სატურნის შეერთება

დედამიწის მე-5 განზომილებაში გადასვლა

2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამარტო ამ წლის მანძილზე, არამედ მას შეიძლება ითქვას, ეპოქალური მნიშვნელობა ენიჭება სამყაროში, რატომ? - ამას ქვემოთ მოგახსენებთ. შევეცდები ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ასტრო-ეზოთერულ ჭრილში განვიხილო და მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზოთ ზედმეტად რთული ტერმინებისა და ამ ეტაპზე ძნელად აღსაქმელი ინფორმაციის გარეშე.

ის, რომ 21 დეკემბერი ისედაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვაქვს ე.წ. ზამთრის ბუნიაობა - მზე თავისი უკიდურესად დაბალი წერტილიდან აღმავალ ფაზაში გადადის, ანუ ასრულებს თავის ერთწლიან ასტროლოგიურ ციკლს და "კვდება", რათა შემდეგ კვლავ დაიბადოს და მომდევნო წრეზე წავიდეს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ წელს, ამას ემატება ისიც, რომ 21.12.2020 ცაზე, მერწყულის ნიშანში ერთმანეთს უერთდდება ორი გიგანტი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი , რომელიც განსაზღვრავს უახლოესი 20 წლის ტენდენციებს.

ეს მოვლენა ასტროლოგიაში აგრეთვე, დიდი მუტაციის სახელწოდებითაა ცნობილი. შეერთება ხდება 22:21 წუთზე თბილისის დროით, მერწყულის ნულ გრადუსზე.

რატომ არის ახლა ეს შეერთება ასეთი მნიშვნელოვანი:

ასტროლოგიაში სატურნს და იუპიტერს "დროის გამგებლის", "დიდი ქრონოკრატორების" სახელწოდება აქვთ მინიჭებული და სწორედ იუპიტერისა და სატურნის ციკლების საფუძველზე აკეთებდნენ ძველი ასტროლოგები ახალი იმპერიებისა და მეფეების დაბადების, ან გარდაცვალების, იმპერიის დაცემის წინასწარმეტყველებებს. ასე მაგალითად, ქრისტეს დაბადებამდე ბევრად ადრე, მოგვებს უკვე ჰქონდათ ცოდნა კაცობრიობის სულიერების განვითარებაში ახალი, უმნიშვნელოვანესი ეპოქის დაწყებაზე, რომ ე.წ. ბეთლემის ვარსკვლავი, რომელსაც სამყაროსთვის უნდა ემცნო კაცობრიობის მხსნელის, უდიდესი მისიის ღმერთ-კაცის დაბადება, სავარაუდოდ, მარტო იუპიტერისა და სატურნის შეერთებისას მოხდებოდა და ეს შეერთება, მართლაც, ჩვ.წ.აღ.-მდე 7 წელს მოხდა თევზების ნიშანში, თევზები, კი სწორედ სულიერ სფეროს, უპირობო, სამყაროსეულ სიყვარულს განაგებს. სხვა დროს, ასეთი სამყაროსეულად მნიშვნელოვანი მოვლენა კოსმოსთან შესაბამისობის გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სატურნი და იუპიტერი, რომლებიც აქამდე, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მიწის სტიქიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს (1802 წლიდან), მომდევნო შეერთებებს მხოლოდ ჰაერის სტიქიის ნიშნებში განახორციელებენ. ზოგადად, სატურნისა და იუპიტერის ურთიერთქმედების ყველა ციკლი იყოფა 3 ტიპად : მცირე, საშუალო და დიდი.

მოდით განვიხილოთ კონკრეტულად ამჟამინდელი სიტუაცია: მცირე ციკლი გრძელდება 20 წელი . ეს დრო იქნება საჭირო, რათა ეს ორი გიგანტი კვლავ ჰაერის ნიშანში შეხვდეს ერთმანეთს. ეს, ასე ვთქვათ, რეპეტიციაა, საწყისი ეტაპი მერწყულის ეპოქაში შესასვლელად. მცირე ციკლის დროს შესაძლებელია პოლიტიკური რეჟიმების, ეკონომიკური მდგომარეობის, მსოფლმხედველობის თანდათანობითი ცვლა. სამყაროში მზადდება ნიადაგი, იქმნება წინაპირობა საშუალო ციკლის წარმატებული განხორციელებისთვის.

საშუალო ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 240 წელია , რომლის დროსაც ყოველი იუპიტერისა და სატურნის შეერთება მოხდება იმავე სტიქიაში, რაც მანამდე იყო, ანუ ჰაერში. აქ მოსალოდნელია მერწყულისეული თემების უფრო მეტად გაძლიერება - წინა პლანზე წამოვა როგორც ტექნოლოგიები და ინოვაციები, ასევე შესაძლოა მოხდეს ბევრი მოულოდნელობა, არსებული სისტემის შეცვლა, რეფორმები, კულტურული და ეკონომიკური რევოლუცია, რელიგიური პარადიგმის ცვლა და სხვ.

ხოლო, რაც ეხება იუპიტერისა და სატურნის დიდ ციკლს - ის დაახლოებით 960 წელში ერთხელ ხდება. ამ პერიოდის მანძილზე ეს პლანეტები ოთხივე სტიქიას გაივლიან. ზოგადად, გლობალური ცვლილებები უეცრად, ერთ დღეში, ან ერთ წელიწადში არ ხდება. და ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია და მომავალში კვლავაც გაგრძელდება ერთი სტიქიიდან მეორე სტიქიაში მონაცვლეობა, როგორც წესი, გლობალურ კრიზისს იწვევს, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდად აღიქმება, რადგან მას მოსდევს ცვლილებები ფასეულობების, პრიორიტეტების, საზოგადოების ორიენტაციის, ასევე, ცივილიზაციისა და მთლიანად, სამყაროს სამომავლო განვითარების კუთხით.

მიწის სტიქია - ესაა მატერიალური ღირებულებები, სტაბილურობა, მძიმე შრომა, პრაქტიკულობა, პრაგმატიზმი. ასე ცხოვრობდა სამყარო ბოლო 200 წელი. მაგრამ, ამიერიდან, თანდათანობით ყველაფერი შეიცვლება და იქნება სხვაგვარად. აღარ იქნება სამყარო ისეთი, როგორიც აქამდე იყო! რადგან მერწყული, სადაც ხდება ეს შეერთება, ჰაერის სტიქიას წარმოადგენს, წინა პლანზე გამოვა ახალი ტექნოლოგიები, ინტელექტი, ურთიერთობები, თავისუფლების მოთხოვნილება, რეფორმატორულობა, შემოქმედებითი და კოლექტიური საქმიანობა.

ჰაერის სტიქია - ესაა ძალიან რაციონალური, მენტალური, ცივი სტიქია, ხოლო თვითონ მერწყული - ყველაზე არაემოციური ჰაერის ნიშნად მოიაზრება მთელს ზოდიაქოში, მისი მმართველი ურანი კი - ყველაფერი ახლის, თანამედროვეს, რადიკალურის, რევოლუციურის მმართველია. ის ასახიერებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სიახლეს, ინდივიდუალობას, მმართველობაში დიდი და ნიჭიერი ადამიანების მოსვლას. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მოსალოდნელია საზოგადოებაში თანდათან მოხდეს მასშტაბური ტრანსფორმაცია, მაგ.: მომავალში ჩვენთვის უფრო ფასეული გახდება ინფორმაციული და ინტელექტუალური შრომა და მისი პრაქტიკული გამოყენება, ვიდრე მატერიალური საგნები, წარსულს ჩაბარდება დიქტატურა და ტოტალიტარული რეჟიმები, ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდება მომავალი და მასზე ზრუნვა, წინა პლანზე წამოიწევს ეკოლოგიის საკითხები, მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის განათლების სისტემა, თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა განვითარდეს როგორც ინტელექტუალურად, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით. ახლა, ცხოვრების ყველა სფეროში, თანდათან ხდება ახალ ვიბრაციებზე გადასვლა. გაჩნდება თანასწორობის და სამართლიანობის, ერთიანობის, თანამოაზრეობის, გუნდურობის მოთხოვნილება, სამყარო რაღაც წილ გადადის უფრო ვირტუალურ სფეროში, იხვეწება ტექნოლოგიები, შემოტანილი იქნება უამრავი ინოვაციური მიდგომა, ახალი ხედვა და ეს შეეხება განურჩევლად ყველა სფეროს - მედიცინიდან, განათლების სისტემიდან დაწყებული ყოფით სფეროებამდე, მოკლედ, წინ - საინტერესო ეტაპი გველის.

და როგორც ბოლო თვეებმა დაგვანახა, ცვლილებები უკვე დაწყებულია. ახლა ჯერ გაუგებრობაში, კრიზისში ვართ, მაგრამ ნებისმიერი კრიზისი - ეს რაღაც ახლის დასაწყისია. არ არსებობს სრულიად ნეგატიური, ან სრულიად პოზიტიური მოვლენა. ყველგან უნდა შევძლოთ რესურსის მოძიება, იქაც, სადაც გვგონია, რომ არ შეიძლება იყოს.

ახლა, რაც ეხება დედამიწის მე-5 განზომილებაში გადასვლას და ამასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და ღელავს 21 დეკემბერთან დაკავშირებით. ვრცელდება უამრავი ცრუ, შემაშფოთებელი, დამამძიმებელი, თუმცა ბევრიც - ძალიან სასიკეთო და სასარგებლო ინფორმაცია და მადლობა იმ ადამიანებს, ავტორებს, ვინც ასე ზრუნავენ ადამიანების გამოღვიძებაზე, ცდილობენ გაანათლონ და დაეხმარონ მათ ამ უმნიშვნელოვანეს გარდამავალ პერიოდში. ესენი არიან სამყაროს მისიონერები, გამოღვიძებული ნათელი სულები, რომლებიც ერთგვარად სამყაროსეულ დავალებას ასრულებენ და თუ დააკვირდებით, ძალიან იმატა მათმა რაოდენობამ, რაც ძალიან, ძალიან კარგის მანიშნებელია, ბევრი გამოღვიძებული და ნათელი სულის ადამიანია ჩვენს გარშემო, ყველანაირად ცდილობენ ხალხის დახმარებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანებში, მაინც გარკვეული უიმედობა, მომავლის შიშია. მინდა დაგამშვიდოთ, - არაფერი ცუდი არ ხდება!

საერთოდ, ადამიანებს გვჩვევია გვეშინოდეს იმის, რაც არ ვიცით და ჯეროვნად ვერ ვერკვევით. ალბათ ყველას გვახსოვს ის ვნებათაღელვა, რაც 2012 წლის 21 დეკემბერს ხდებოდა საზოგადოებაში, - იყო ბევრი შიში, გაურკვევლობა, პანიკაც კი! ბევრის მტკიცებით (მათ შორის ეზოთერიკოსების, მაიას ტომის კალენდრის მკვლევარების, მედიუმების და სხვ.) აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა და მსგავს ნეგატიურ მოვლენებს ექნებოდა ადგილი 2012 წლის 21 დეკემბერს, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა! გახსოვთ, ხომ?! აბსოლუტურად ჩვეულებრივი დღე გათენდა მოხდა შემდეგი - საუკუნეების მანძილზე დედამიწის ვიბრაციის სიხშირე შუმანის შკალის მიხედვით იყო 7,6 - 7,8 ჰერცი. 80-იანი წლებიდან დედამიწის მაგნიტური ბადე შეიცვალა და დაიწყო თანდათანობით ზრდა და 2012 წლის 21 დეკემბერს კვანტური ნახტომით დაგვირგვინდა.

21 დეკემბრის შემდეგ დედამიწის მაგნიტურმა სიხშირემ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით დაიწყო მატება. წაიკითხეთ სრულად

2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის რა დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში

2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით

დეკემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს არ უნდა გამორჩეთ - "მოიმატებს ოპტიმიზმი, გაგიუმჯობესდებათ ფინანსები"