სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად
11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად

11 თე­ბერ­ვალს 23:05-ზე თბი­ლი­სის დრო­ით ახალმთვა­რე­ო­ბას და წლის მმარ­თვე­ლის თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით (ხა­რის მმარ­თვე­ლო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა 2022 წლის 31 იან­ვრამ­დე, მერე კი ერთი წლით ვე­ფხვი და­ი­კა­ვებს მმარ­თვე­ლის ად­გილს). სწო­რედ ამ დღი­დან იწყე­ბა ახა­ლი წელი აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით. 12 თე­ბერ­ვა­ლი, პა­ლინ­დრო­მი (როცა რი­ცხვე­ბი ერ­თნა­ი­რად იკი­თხე­ბა თა­ვი­და­ნაც და ბო­ლო­და­ნაც) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა და­აკ­ვირ­დით, რი­ცხვე­ბი სარ­კი­სე­ბუ­რა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი 12.02.2021 ანუ 1202-2021. ძვე­ლად ასეთ დღე­ებს მა­გი­უ­რად, საკ­რა­ლუ­რად მი­იჩ­ნევ­დნენ. ასეთ დღე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ, უკე­თე­სო­ბის­კენ შე­ეც­ვა­ლათ თა­ვი­ან­თი საქ­მე­ე­ბი, ბედი; ჩა­ი­ფიქ­რებ­დნენ ხოლ­მე სურ­ვი­ლებს, მო­ი­ნა­ხუ­ლებ­დნენ ენერ­გე­ტი­კუ­ლად ძლი­ერ ად­გი­ლებს და კი­თხუ­ლობ­დნენ წარ­მა­ტე­ბის მომ­ტან აფირ­მა­ცი­ებს. თუმ­ცა, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ 21 თე­ბერ­ვლამ­დე პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკა­მა­ვა­ლია) და ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა სა­სურ­ვე­ლი არაა. მაგ­რამ არა­ფე­რი გვიშ­ლის ხელს, რომ ამ ჯა­დოს­ნურ ორ დღეს სა­კუ­თა­რი თავი ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე დავ­მუხ­ტოთ. 11-ში, 23:05-ზე შე­გიძ­ლი­ათ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის წერა და­ი­წყოთ, რო­გორც ერთ თვე­ში შე­სას­რუ­ლებ­ლის, ისე წლი­უ­რის.

12-ში კი დი­ლი­დან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­იქ­მე­ნით იმი­სათ­ვის, რომ კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­როთ დღის ენერ­გე­ტი­კა. სურ­ვი­ლე­ბი­სა და მიზ­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა და­ი­წყეთ შემ­დეგ სა­ა­თებ­ზე: 12:02; 12:12 ან 12:21. 12 თე­ბერ­ვა­ლი მთვა­რის მე­ო­რე დღე­ზე დგე­ბა. ამ დღეს სი­უხ­ვის რქა­საც ეძა­ხი­ან, ამი­ტომ იყა­ვით გუ­ლუხ­ვი, ახ­ლობ­ლებს სა­ჩუქ­რე­ბი მო­უმ­ზა­დეთ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს - და­ეხ­მა­რეთ. აგ­რეთ­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა, რა­მის შეს­წავ­ლა.

თეთ­რი მე­ტა­ლის ხარი 12 თე­ბერ­ვლი­დან იქ­ნე­ბა წლის მმარ­თვე­ლი. მისი სტი­ქი­აა მიწა. ხარი არის შრო­მის­მოყ­ვა­რე, მშვი­დი, დინ­ჯი. ჩი­ნე­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხა­რის წელ­ში კარ­გია ახა­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ათ­ვი­სე­ბა, მუ­შა­ო­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით მი­წა­ზე) და ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა. ეს კარ­გი წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. ატა­რეთ ვერ­ცხლის­ფე­რი მე­ტა­ლის ნივ­თე­ბი: თი­ლის­მე­ბი, მო­ნე­ტე­ბი და სამ­კა­უ­ლე­ბი.

ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნებ­მა, შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნონ თა­ვის ტკი­ვი­ლი, უგუ­ნე­ბო­ბა, სი­სუს­ტე, ენერ­გი­ის უკ­მა­რი­სო­ბა. ამი­ტომ, წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­დეთ თავი პო­ზი­ტი­ვის­თვის. იყა­ვით ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ერთი დღით ადრე გირ­ჩევთ დი­ე­ტის დაც­ვას, სახ­ლის და­ლა­გე­ბას და ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ერთი სა­ა­თით ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდით ყვე­ლა საქ­მის­გან, გან­მარ­ტოვ­დით და მად­ლო­ბა გა­უგ­ზავ­ნეთ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ამ მთვა­რის თვე­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ვი­და. მად­ლი­ე­რი იყა­ვით საქ­მე­ე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მიც. ახალმთვა­რე­ო­ბის დად­გო­მის შემ­დეგ (1 სა­ა­თის შუ­ა­ლედ­ში) ჯან­მრთე­ლო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა და ბა­რა­ქა უსურ­ვეთ ჯერ სა­კუ­თარ თავს, მერე ახ­ლობ­ლებს, ოჯა­ხის წევ­რებს და მთელ ქვე­ყა­ნას.

ახალმთვა­რე­ო­ბა ხდე­ბა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად ექ­ვსმა პლა­ნე­ტამ მო­ი­ყა­რა თავი. მერ­წყუ­ლე­ბო! იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თქვენ გარ­შე­მო მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებ­თან, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ძალა, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად

11 თებერვალს ახალმთვარეობაა - რატომ არის 12 თებერვალი წლის განსაკუთრებული დღე და რა უნდა ქნან ზოდიაქოს ნიშნებმა  ბედნიერებისა და წარმატების მოსაზიდად

11 თებერვალს 23:05-ზე თბილისის დროით ახალმთვარეობას და წლის მმართველის თეთრი მეტალის ხარის შემობრძანებას ველოდებით (ხარის მმართველობა გაგრძელდება 2022 წლის 31 იანვრამდე, მერე კი ერთი წლით ვეფხვი დაიკავებს მმართველის ადგილს). სწორედ ამ დღიდან იწყება ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით. 12 თებერვალი, პალინდრომი (როცა რიცხვები ერთნაირად იკითხება თავიდანაც და ბოლოდანაც) განსაკუთრებული დღეა დააკვირდით, რიცხვები სარკისებურადაა განლაგებული 12.02.2021 ანუ 1202-2021. ძველად ასეთ დღეებს მაგიურად, საკრალურად მიიჩნევდნენ. ასეთ დღეებში ადამიანები ცდილობდნენ, უკეთესობისკენ შეეცვალათ თავიანთი საქმეები, ბედი; ჩაიფიქრებდნენ ხოლმე სურვილებს, მოინახულებდნენ ენერგეტიკულად ძლიერ ადგილებს და კითხულობდნენ წარმატების მომტან აფირმაციებს. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 21 თებერვლამდე პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკამავალია) და ახალი საქმეების დაწყება სასურველი არაა. მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს, რომ ამ ჯადოსნურ ორ დღეს საკუთარი თავი ბედნიერებაზე, წარმატებასა და ჯანმრთელობაზე დავმუხტოთ. 11-ში, 23:05-ზე შეგიძლიათ სამომავლო მიზნების, სურვილების წერა დაიწყოთ, როგორც ერთ თვეში შესასრულებლის, ისე წლიურის.

12-ში კი დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროთ დღის ენერგეტიკა. სურვილებისა და მიზნების ჩამოწერა დაიწყეთ შემდეგ საათებზე: 12:02; 12:12 ან 12:21. 12 თებერვალი მთვარის მეორე დღეზე დგება. ამ დღეს სიუხვის რქასაც ეძახიან, ამიტომ იყავით გულუხვი, ახლობლებს საჩუქრები მოუმზადეთ, გაჭირვებულებს - დაეხმარეთ. აგრეთვე კარგი იქნება ვარჯიშის დაწყება, რამის შესწავლა.

თეთრი მეტალის ხარი 12 თებერვლიდან იქნება წლის მმართველი. მისი სტიქიაა მიწა. ხარი არის შრომისმოყვარე, მშვიდი, დინჯი. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ხარის წელში კარგია ახალი სპეციალობის ათვისება, მუშაობა (განსაკუთრებით მიწაზე) და ფულის დაგროვება. ეს კარგი წელია ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობისთვის. ატარეთ ვერცხლისფერი მეტალის ნივთები: თილისმები, მონეტები და სამკაულები.

ახალმთვარეობის დღეს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებმა, შეიძლება იგრძნონ თავის ტკივილი, უგუნებობა, სისუსტე, ენერგიის უკმარისობა. ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ თავი პოზიტივისთვის. იყავით ამაღლებულ განწყობაზე. ახალმთვარეობამდე ერთი დღით ადრე გირჩევთ დიეტის დაცვას, სახლის დალაგებას და ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებას. ერთი საათით ადრე გათავისუფლდით ყველა საქმისგან, განმარტოვდით და მადლობა გაუგზავნეთ ყველა ადამიანს, ვინც ამ მთვარის თვეში თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა. მადლიერი იყავით საქმეებისა და მოვლენებისადმიც. ახალმთვარეობის დადგომის შემდეგ (1 საათის შუალედში) ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბარაქა უსურვეთ ჯერ საკუთარ თავს, მერე ახლობლებს, ოჯახის წევრებს და მთელ ქვეყანას.

ახალმთვარეობა ხდება მერწყულის ზოდიაქოში, სადაც ერთდროულად ექვსმა პლანეტამ მოიყარა თავი. მერწყულებო! იყავით დაკვირვებული თქვენ გარშემო მომხდარ ცვლილებებთან, გამოიჩინეთ ძალა, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. წაიკითხეთ სრულად

"პრობლემები ურთიერთობაშიც ალაგდება და სხვა სფეროებშიც, გამოჩნდება ახალი სტაბილური ფულის წყარო" - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთ კვირაზე

როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნების ფინანსებისა და ჯანმრთელობისთვის - თვის ჰოროსკოპი

28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსემთავრეობაა - რას უნდა ველოდეთ და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად