ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საყვარელი წელიწადის დრო და ამინდი არ გააჩნია. ზოგს ფიფქებისგან გადათეთრებული არემარე ესიმპათიურება, ზოგს შემოდგომის ყვითელი ფოთლების ცვენა ეჩვენება რომანტიკულად, ვიღაცას კი მზიანი ამინდის გარეშე ემართება დეპრესია... მოდი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განვსაზღვროთ, ამა თუ იმ ნიშნისთვის დამახასიათებელი კლიმატურ-მეტეოროლოგიური მიდრეკილებები...
ვერძების უმრავლესობა აქტიური, დინამიკური ცხოვრების წესით ცხოვრობს. ამიტომ თუ საქმე აქვს გასაკეთებელი, ვულკანის ამოფრქვევაც კი ვერ შეუშლის ხელს მას ამაში. თუმცა უპირატესობას მაინც ცხელ, მზიან ამინდს ანიჭებენ.
კუროებს კომფორტი უყვართ, აქედან გამომდინარე ამინდის გაუარესება და დისკომფორტი მათთვის სინონიმებია. შესაბამისად, მზიანი, თბილი ამინდია კუროსთვის ყველაზე მისაღები.
ტყუპის ძირითადი ნაწილი გრილი ამინდის მოყვარულია. ამიტომ მათთვის საყვარელი პერიოდი, როგორც წესი გაზაფხული ან შემოდგომაა.
კირჩხიბი ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ნიშანია. ამიტომ სამსახურშიც ცდილობს მოიწყოს "შინაურული გარემო", თავისი ყავის სმითა და სასუსნავებით. შესაბამისად, მისთვის მოღრუბლული ამინდიც კომფორტულია, თუკი სახლში და სამუშაო ადგილზე სიმყუდროვე ეგულება.
ლომების უმრავლესობას ამქვეყნად ყველაზე მეტად მზე, ზღვა და გართობა უყვარს. ამიტომ ლომის საყვარელი ამინდი, რა თქმა უნდა, ცხელი ზაფხულის მზიან დღეებს უკავშირდება. ლომი ზამთარში და შემოდგომის აუტანელ, წვიმიან სეზონზე მოწყენილი და დეპრესიულია.
ქალწულები ბუნებით "პეწენიკები" არიან. ამიტომ მათთვის ტრაგედიის ტოლფასია სახლიდან გამოსულს ფეხსაცმელი ან სამოსი თუკი ესვრებათ წვიმის ან ტალახის გამო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთვის უნალექო ამინდია ყველაზე მისაღები.
სასწორი ბუნებით ესთეტი და სილამაზის მოყვარულია. ამ ადამიანებს უყვართ მეგობრებთან ერთად ჩაის სმა, რომანტიკული გარემო და ბაასი ათასგვარ საჭირბოროტო თემაზე. შესაბამისად, სასწორისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი შემოდგომის თბილი, მზიანი დღეებისას დგება.
მორიელები , როგორც წესი, ცხოვრებას არასოდეს უყურებენ ვარდისფერი სათვალით. ამიტომ მათთვის უამინდობა, იშვიათადაა უგუნებობის მიზეზი ან რაიმე მხრივ ხელის შემშლელი ფაქტორი. ისე კი ყველაზე მეტად ცივი, მშრალი ჰავა იზიდავთ.
მშვილდოსანი ბუნებით მოხეტიალე და მაწანწალაა. ამიტომ მისთვის ამინდს არსებითი მნიშვნელობა არასოდეს აქვს, თუკი სადმე გამგზავრება განიზრახა. მთავარია, გარშემო მხიარული კომპანია ეგულებოდეს.
თხის რქა ქალწულის მსგავსად, მოწესრიგებული და თავმომწონე ნიშანია. ამიტომ მისთვის გარკვეული დისკომფორტის მომტანია უამინდობა. თუმცა, გასაოცარი ამტანობისა და მოთმინების წყალობით, თხის რქებს წუწუნი არასოდეს ახასიათებთ, სიცივის ან სიცხის გამო.
მერწყულს , როგორც წესი, ყველაფერი იზიდავს რაც ექსტრავაგანტურია და ნორმის ფარგლებიდან ამოვარდნილი. ამიტომ უამინდობაზე მეტად მას ცუნამი, კომეტის ჩამოვარდნა ან მსგავსი სახის სანახაობა გაიტაცებს. რაც შეეხება ამინდს, იგი ნებისმიერ ამინდში კარგად იგრძნობს თავს, თუკი გარშემო საინტერესო ადამიანების გარემოცვა ეგულება.
რომანტიკული, სენტიმენტალური და ემოციური თევზების უმრავლესობა, როგორც წესი, არასოდეს ღიზიანდება წვიმიანი ან მოღრუბლული ამინდით. უფრო მეტიც, ეს მათთვის მორიგი საბაბია საიმისოდ, რომ მეგობრებთან ერთად ჭიქა ყავის ან ლუდის დასალევად მიაშუროს, რომელიმე მყუდრო ადგილას.