საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის "ბნელი მხარე"
ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის "ბნელი მხარე"

სიყ­ვა­რუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღრმა და ლა­მა­ზი გრძნო­ბაა, რო­მელ­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის. სიყ­ვა­რუ­ლი მშვე­ნი­ე­რია, მაგ­რამ ზო­გის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი მწა­რე გე­მოს ტო­ვებს იმედ­გაც­რუ­ე­ბის, ღა­ლა­ტის და სხვა მტკივ­ნე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გამო. გან­ვი­ხი­ლოთ უარ­ყო­ფი­თი ას­პექ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

ვერ­ძი

ვერ­ძებს სიყ­ვა­რუ­ლით ტკბო­ბა­ში ხელს უშ­ლის იმ­პულ­სუ­რო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა და ჯი­უ­ტი ცხოვ­რე­ბის წესი. ხში­რად შე­კა­მა­თე­ბას სი­ტყვი­ერ ბრძო­ლებ­ში გა­დაზ­რდის. მათ­თან ცხოვ­რე­ბა სუ­ლაც არ არის ად­ვი­ლი, ისი­ნი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მი­ის­წრაფ­ვი­ან კონ­ფლიქ­ტე­ბის­კენ და იწ­ვე­ვენ უამ­რავ და­ძა­ბუ­ლო­ბას და კა­მათს. ისი­ნი სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნე­ბი და მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან და ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ეგო­ის­ტე­ბი და პრი­მი­ტი­უ­ლე­ბი გახ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა მო­ღა­ლა­ტეც იყ­ვნენ, მაგ­რამ იმა­ვეს არ მო­ით­მე­ნენ პარტნი­ო­რის­გან.

კურო

ერთ-ერთი შე­სა­ფე­რი­სი ნი­შა­ნია სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ ეჭ­ვი­ა­ნი და მე­სა­კუთ­რე­ე­ბი იყ­ვნენ და პარტნი­ო­რი თა­ვი­ანთ სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნი­ონ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­როს ბნე­ლი მხა­რე ახი­რე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს კომ­ფორ­ტის ზო­ნის და­ტო­ვე­ბის ში­შით. ხან სი­ზარ­მა­ცე­ში ვარ­დე­ბი­ან, ხან მა­ტე­რი­ა­ლიზ­მში.

ტყუ­პი

ტყუ­პი შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ვერ გა­უმკლავ­დეს სიყ­ვა­რულს ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა და ემო­ცი­ურ სა­კი­თხებ­ში სი­ცი­ვის გამო. ისი­ნი ემო­ცი­უ­რად გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ზოგ­ჯერ ვერ ხსნი­ან, რომ მარ­ტო­ო­ბის სივ­რცე სჭირ­დე­ბათ. ტყუ­პი შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რულ­ში ცივი იყოს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი მსა­ხი­ო­ბია და მა­ინც მი­აღ­წევს იმას, რაც სურს. ისი­ნი ასე­ვე ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი და ცვა­ლე­ბა­დი არი­ან. მუდ­მი­ვად ერთ პარტნი­ორ­თან ყოფ­ნა აში­ნებთ, თუმ­ცა, არც მუდ­მი­ვი პარტნი­ო­რის დროს ერი­დე­ბი­ან სხვას­თან ფლირტს და გარ­თო­ბას.

კირჩხი­ბი

გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ემო­ცი­უ­რო­ბამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­კი­თხებ­ში შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს. უკი­დუ­რე­სი მგრძნო­ბე­ლო­ბა მათ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ხდე­ბი­ან და­უც­ვე­ლე­ბი, არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი და ცოტა გი­ჟე­ბი. ისი­ნი უკე­თე­სი მა­მე­ბი ან დე­დე­ბი არი­ან, ვიდ­რე რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი; ქვეც­ნო­ბი­ე­რად კი, სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტში ეძე­ბენ დე­დას ან მა­მას. ზოგს ჰგო­ნია, რომ კირჩხიბს შუ­შის გული აქვს და ის იფ­შვნე­ბა, როცა ურ­თი­ერ­თო­ბა წყდე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მას ერ­თგუ­ლი გვერ­დში მდგო­მი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ეტყვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ლომი

ლო­მე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში და მათი ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვად არი­ან. მათ აქვთ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და ხში­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი რჩე­ბი­ან პარტნი­ო­რე­ბის­გან. მათ ამოძ­რა­ვეთ ინ­სტინ­ქტე­ბი და ვნე­ბა, შე­უძ­ლი­ათ ჩა­ერ­თონ თავ­გა­და­სავ­ლებ­სა და გარ­თო­ბა­ში. მათ პარტნი­ო­რის­გან ესა­ჭი­რო­ე­ბათ აღ­ტა­ცე­ბა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი. როცა ლომი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, შე­საძ­ლოა სი­ა­მა­ყი­სა და შეც­დო­მე­ბი­სად­მი ზი­ზღის გამო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვი­დეს.

ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლე­ბი არი­ან პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი, უნ­დობ­ლე­ბი და ზოგ­ჯერ ცოტა პე­სი­მის­ტე­ბიც. მათ­თვის კა­მა­თი გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბა და ამი­ტო­მაც სიყ­ვა­რულ­ში პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. გრძნო­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და ინ­სტინ­ქტე­ბი მათ­თვის ნამ­დვი­ლი ჭა­ო­ბია. ბევ­რი შიში და აკ­რძალ­ვა აქვთ. წვრილ­მან დე­ტა­ლებს აკ­ვირ­დე­ბი­ან და პარტნი­ო­რის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს სწრა­ფად იგე­ბენ. ამას­თან ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი არი­ან პარტნი­ო­რის მი­მართ.

სას­წო­რი

სურთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჰარ­მო­ნი­უ­ლი იყოს. ვერ იტა­ნენ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს და ესაა მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სიყ­ვა­რულ­ში პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ამას­თან, უჭირთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. სას­წო­რებს სურთ მშვი­დო­ბა, იცხოვ­რონ უკონ­ფლიქ­ტოდ. მაგ­რამ გულ­წრფე­ლი სა­უბ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გია კა­მა­თის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. გახ­სოვ­დეთ, რომ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რას ფიქ­რობთ და გრძნობთ, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

მო­რი­ე­ლი

ჩვენ წი­ნა­შეა ყვე­ლა­ზე ვნე­ბი­ა­ნი და მგზნე­ბა­რე ნი­შა­ნი, ამას­თან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წყვილ­ში თა­ნა­არ­სე­ბო­ბის­თვის. სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნი და მე­სა­კუთ­რე, არა­ვის პა­ტი­ობს და არა­ფერს ივი­წყებს, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თაც კი. ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის სურ­ვილ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძა­ლი­ან ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ნდო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია არის ის, რაც უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ოთ, ძვირ­ფა­სო მო­რი­ე­ლე­ბო.

მშვილ­დო­სა­ნი

მი­უ­ხე­და­ვად ოპ­ტი­მის­ტუ­რი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა, მათ­თან ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, თუნ­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო. მას არ სურს მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, ავან­ტი­უ­რის­ტია. სჭირ­დე­ბა მუდ­მი­ვი სტი­მუ­ლი­რე­ბა, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ინ­ტე­რე­სი პარტნი­ო­რის მი­მართ. მშვილ­დოს­ნებს არ სურთ რა­ი­მეს ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა და პი­რა­დი მიზ­ნე­ბის გამო შე­უძ­ლი­ათ უარი თქვან რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი ნი­შა­ნია სტა­ბი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

თხის რქა

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას და მიდ­რე­კილ­ნი არი­ან პე­სი­მიზ­მი­სა და მე­ლან­ქო­ლი­ის­კენ. მათ შე­უძ­ლი­ათ სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბა გვერ­დზე გა­და­დონ სა­მუ­შა­ო­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მათი გო­ნე­ბა დო­მი­ნი­რებს გულ­ზე და აკე­თე­ბენ არა იმას, რაც სურთ, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გამო. მათი სი­ცი­ვე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბას იწ­ვევს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დნენ ფუ­ლის ან სტა­ტუ­სის გამო. თუმ­ცა, კავ­ში­რის გა­წყვე­ტას არ ჩქა­რო­ბენ.

მერ­წყუ­ლი

მერ­წყულ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან არა­ვინ იცის, რას გრძნო­ბენ. მათი გან­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, ისე­ვე რო­გორც მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ სე­რი­ო­ზუ­ლი ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, როცა უნდა იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რი, ან პი­რი­ქით. მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ისი­ნი უარ­ყო­ფენ ხან­გრძლივ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ჩვე­უ­ლებ­რივ მე­გობ­რო­ბას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ სიყ­ვა­რულს. ხში­რად გა­ურ­ბი­ან ძლი­ერ ემო­ცი­ებ­სა და ვნე­ბებს.

თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბი სიყ­ვა­რულს შე­წი­რუ­ლე­ბი არი­ან. ად­ვი­ლად ექ­ცე­ვი­ან სხვე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ. მათ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ზღაპ­რად აღიქ­მე­ბა და დის­კუ­სი­ე­ბი­სა და უთან­ხმო­ე­ბე­ბის გამო იტან­ჯე­ბი­ან. თევ­ზე­ბი ღრუბ­ლებ­ში და­ფარ­ფა­ტე­ბენ, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ზოგ­ჯერ სიყ­ვა­რულს ხე­და­ვენ იქ, სა­დაც არ­ცაა. ამი­ტო­მაც უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ რე­ა­ლო­ბა­ში, რათა დარ­წმუნ­დნენ, რომ მათი გრძნო­ბე­ბით თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა და არ უნდა შე­იყ­ვა­რონ ის, ვინც მათი ღირ­სი არაა. უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის გამო კი ხში­რად ხდე­ბი­ან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის "ბნელი მხარე"

ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის "ბნელი მხარე"

სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ლამაზი გრძნობაა, რომელსაც ბევრი ადამიანი განიცდის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ზოგისთვის სიყვარული მწარე გემოს ტოვებს იმედგაცრუების, ღალატის და სხვა მტკივნეული სიტუაციების გამო. განვიხილოთ უარყოფითი ასპექტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოდიაქოს ნიშნების რომანტიკულ ურთიერთობებზე.

ვერძი

ვერძებს სიყვარულით ტკბობაში ხელს უშლის იმპულსურობა, გაღიზიანებულობა და ჯიუტი ცხოვრების წესი. ხშირად შეკამათებას სიტყვიერ ბრძოლებში გადაზრდის. მათთან ცხოვრება სულაც არ არის ადვილი, ისინი გაუცნობიერებლად მიისწრაფვიან კონფლიქტებისკენ და იწვევენ უამრავ დაძაბულობას და კამათს. ისინი საშინლად ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან და ზოგჯერ შეიძლება ეგოისტები და პრიმიტიულები გახდნენ. შეიძლება მოღალატეც იყვნენ, მაგრამ იმავეს არ მოითმენენ პარტნიორისგან.

კურო

ერთ-ერთი შესაფერისი ნიშანია სიყვარულისა და სიამოვნებისთვის, მაგრამ ასევე შეუძლიათ ეჭვიანი და მესაკუთრეები იყვნენ და პარტნიორი თავიანთ საკუთრებად მიიჩნიონ. შეყვარებული კუროს ბნელი მხარე ახირებებთან არის დაკავშირებული. მათი ურთიერთობები შეიძლება გართულდეს კომფორტის ზონის დატოვების შიშით. ხან სიზარმაცეში ვარდებიან, ხან მატერიალიზმში.

ტყუპი

ტყუპი შეიძლება კარგად ვერ გაუმკლავდეს სიყვარულს ცვალებადობისა და ემოციურ საკითხებში სიცივის გამო. ისინი ემოციურად განცალკევებულები არიან და ზოგჯერ ვერ ხსნიან, რომ მარტოობის სივრცე სჭირდებათ. ტყუპი შეიძლება სიყვარულში ცივი იყოს, მაგრამ ნამდვილი მსახიობია და მაინც მიაღწევს იმას, რაც სურს. ისინი ასევე ძალიან არასტაბილურები და ცვალებადი არიან. მუდმივად ერთ პარტნიორთან ყოფნა აშინებთ, თუმცა, არც მუდმივი პარტნიორის დროს ერიდებიან სხვასთან ფლირტს და გართობას.

კირჩხიბი

გადაჭარბებულმა ემოციურობამ სასიყვარულო საკითხებში შეიძლება სიყვარულში იმედგაცრუებამდე მიიყვანოს. უკიდურესი მგრძნობელობა მათ წინააღმდეგ მუშაობს ურთიერთობებში, ხდებიან დაუცველები, არასტაბილურები და ცოტა გიჟები. ისინი უკეთესი მამები ან დედები არიან, ვიდრე რომანტიკული პარტნიორები; ქვეცნობიერად კი, სიყვარულის ობიექტში ეძებენ დედას ან მამას. ზოგს ჰგონია, რომ კირჩხიბს შუშის გული აქვს და ის იფშვნება, როცა ურთიერთობა წყდება. სინამდვილეში, მას ერთგული გვერდში მდგომი სჭირდება, რომელიც ეტყვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი

ლომები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ყურადღების ცენტრში და მათი ცხოვრების უდიდესი სიყვარული თავად არიან. მათ აქვთ ძალიან მაღალი სტანდარტები და ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან პარტნიორებისგან. მათ ამოძრავეთ ინსტინქტები და ვნება, შეუძლიათ ჩაერთონ თავგადასავლებსა და გართობაში. მათ პარტნიორისგან ესაჭიროებათ აღტაცება და აპლოდისმენტები. როცა ლომი ურთიერთობაში კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, შესაძლოა სიამაყისა და შეცდომებისადმი ზიზღის გამო სიტუაციიდან გამოვიდეს.

ქალწული

ქალწულები არიან პერფექციონისტები, უნდობლები და ზოგჯერ ცოტა პესიმისტებიც. მათთვის კამათი გაუსაძლისი ხდება და ამიტომაც სიყვარულში პრობლემები აქვთ. გრძნობები, ემოციები და ინსტინქტები მათთვის ნამდვილი ჭაობია. ბევრი შიში და აკრძალვა აქვთ. წვრილმან დეტალებს აკვირდებიან და პარტნიორის ნაკლოვანებებს სწრაფად იგებენ. ამასთან ძალიან მომთხოვნი არიან პარტნიორის მიმართ.

სასწორი

სურთ, რომ ყველაფერი ჰარმონიული იყოს. ვერ იტანენ უსიამოვნებებს და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სიყვარულში პრობლემები აქვთ. ამასთან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. სასწორებს სურთ მშვიდობა, იცხოვრონ უკონფლიქტოდ. მაგრამ გულწრფელი საუბრების თავიდან აცილება შეიძლება არ იყოს საუკეთესო სტრატეგია კამათის თავიდან ასაცილებლად. გახსოვდეთ, რომ საუბარი იმაზე, თუ რას ფიქრობთ და გრძნობთ, დადებითად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობებზე.

მორიელი

ჩვენ წინაშეა ყველაზე ვნებიანი და მგზნებარე ნიშანი, ამასთან ერთ-ერთი ყველაზე რთული წყვილში თანაარსებობისთვის. საშინლად ეჭვიანი და მესაკუთრე, არავის პატიობს და არაფერს ივიწყებს, შურისმაძიებელია, საყვარელი ადამიანის მიმართაც კი. ყველაფრის კონტროლის სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ღრმა ჭრილობები მათ ურთიერთობაში. ნდობა და კომუნიკაცია არის ის, რაც უნდა გამოიმუშაოთ, ძვირფასო მორიელებო.

მშვილდოსანი

მიუხედავად ოპტიმისტური და მხიარული ხასიათისა, მათთან ცხოვრება რთულია, თუნდაც თავისუფლების სიყვარულის გამო. მას არ სურს მიჯაჭვულობა, ავანტიურისტია. სჭირდება მუდმივი სტიმულირება, რათა შეინარჩუნოს ინტერესი პარტნიორის მიმართ. მშვილდოსნებს არ სურთ რაიმეს ხელიდან გაშვება და პირადი მიზნების გამო შეუძლიათ უარი თქვან რომანტიკულ ურთიერთობებზე. ეს ძალიან რთული ნიშანია სტაბილური ურთიერთობისთვის.

თხის რქა

ეს ადამიანები ძალიან სერიოზულად უყურებენ ცხოვრებას და მიდრეკილნი არიან პესიმიზმისა და მელანქოლიისკენ. მათ შეუძლიათ სიყვარული და სიამოვნება გვერდზე გადადონ სამუშაოსა და მატერიალური ამბიციების განსახორციელებლად. მათი გონება დომინირებს გულზე და აკეთებენ არა იმას, რაც სურთ, არამედ ვალდებულების გამო. მათი სიცივე საყვარელ ადამიანში იმედგაცრუებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაქორწინდნენ ფულის ან სტატუსის გამო. თუმცა, კავშირის გაწყვეტას არ ჩქარობენ.

მერწყული

მერწყულთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან არავინ იცის, რას გრძნობენ. მათი განწყობა შეიძლება შეიცვალოს, ისევე როგორც მათი ურთიერთობები. ისინი შეიძლება იყვნენ სერიოზული ან გაბრაზებული, როცა უნდა იყვნენ ბედნიერი, ან პირიქით. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ისინი უარყოფენ ხანგრძლივ ურთიერთობებს და ჩვეულებრივ მეგობრობას ამჯობინებენ სიყვარულს. ხშირად გაურბიან ძლიერ ემოციებსა და ვნებებს.

თევზები

თევზები სიყვარულს შეწირულები არიან. ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. მათთვის სიყვარული ზღაპრად აღიქმება და დისკუსიებისა და უთანხმოებების გამო იტანჯებიან. თევზები ღრუბლებში დაფარფატებენ, როცა შეყვარებულები არიან და ზოგჯერ სიყვარულს ხედავენ იქ, სადაც არცაა. ამიტომაც უნდა ჩამოვიდნენ რეალობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი გრძნობებით თამაში არ შეიძლება და არ უნდა შეიყვარონ ის, ვინც მათი ღირსი არაა. უიღბლო სიყვარულის გამო კი ხშირად ხდებიან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებები.