მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს მორიელი
ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს მორიელი

მო­რი­ე­ლი ზო­დი­ა­ქოს ენერ­გი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნი­შა­ნია. ის ყო­ველ­თვის ახ­დენს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, აქვს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მაგ­ნე­ტიზ­მი, იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა ხში­რად მო­აქვს შიში. მთელ ზო­დი­ა­ქო­ში არა­ვის უყ­ვარს მო­რი­ე­ლი­ვით სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

მო­რი­ე­ლის ნი­შა­ნი არის ქა­ლუ­რი, პა­სი­უ­რი, წყლის ელე­მენ­ტის მე­ო­რე ნი­შა­ნი. მო­რი­ე­ლის ნიშ­ნის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პია სიღ­რმე­ში შეღ­წე­ვა, სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის ტრანსფორ­მა­ცი­ის გავ­ლა.

მო­რი­ე­ლის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ღრმა ემო­ცი­ურ ფე­ნებ­ში შეღ­წე­ვა, ენერ­გი­ე­ბის გარ­დაქ­მნა, სა­კუ­თარ თავ­ში გა­და­ტა­ნა და ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. თა­ვი­სი ნე­ბის­ყო­ფი­სა და ძლი­ე­რი ენერ­გი­ის გამო, რო­მე­ლიც ატო­მუ­რი ენერ­გი­ის მსგავ­სია, მას აქვს მა­გი­უ­რი ძალა და შეს­წევს უნა­რი გა­არ­ღვი­ოს სა­ზღვრე­ბი.

ვნე­ბი­ა­ნი და ძლი­ე­რი ნი­შა­ნია, იცის რო­გორ წა­ი­კი­თხოს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბი. მომთმე­ნი, გამ­ძლე, შე­უძ­ლია ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ში­ნა­გა­ნი რე­სურ­სე­ბის სწრა­ფად შევ­სე­ბა. მო­რი­ე­ლებს შო­რის ბევ­რია ენერ­გი­ის დო­ნო­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ვამ­პი­რიც. არი­ან წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გან­წყო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი. უყ­ვართ მდი­და­რი ცხოვ­რე­ბა (ხში­რად სხვე­ბის ხარ­ჯზე), სი­ა­მოვ­ნე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა. უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­რი­ე­ლი არის ცი­ნი­კუ­რი, ფა­ნა­ტი­კო­სი, სარ­კას­ტუ­ლი, ტი­რა­ნი, და­მან­გრე­ვე­ლი, შე­უ­რი­გე­ბე­ლი, მზაკ­ვრუ­ლი. ის სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლია მტრე­ბის მი­მართ და მტრის­გან მო­წყა­ლე­ბას არ ელის.

მო­რი­ე­ლი ქა­ლე­ბის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ მო­ე­რი­დონ თა­ვი­ან­თი მხურ­ვა­ლე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ქორ­წი­ნე­ბის ან და­წი­ნა­უ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის დიდ­ხანს ლო­დი­ნი მო­უ­წევთ. რო­გორც კი ამას გა­ა­კე­თე­ბენ, მათ ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ზრახ­ვე­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.

მო­რი­ე­ლებს უხ­დე­ბათ ყვე­ლა მდიდ­რუ­ლი წი­თე­ლი: ალუბ­ლის, ბრო­წე­უ­ლის, ღვი­ნის, მა­ჰა­გა­ნის. და, რა თქმა უნდა, შავი და სხვა "ბნე­ლი" ტო­ნე­ბი (მა­გა­ლი­თად, ლურ­ჯი-შავი). ტყა­ვის ქურ­თუ­კე­ბი, შორ­ტე­ბი, თუ შარ­ვა­ლი ყვე­ლა მო­რი­ე­ლის გარ­დე­რობ­შია. უყ­ვართ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი საც­ვლე­ბის ტა­რე­ბა, რაც ხელს უწყობს შიდა რე­სურ­სე­ბის შევ­სე­ბას. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­რი­ე­ლე­ბის­თვის, რად­გან როცა რა­ი­მე­თი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თავს არ ზო­გა­ვენ და ძა­ლას ისე ხარ­ჯა­ვენ, რო­გორც არა­ვინ. შავი და წი­თე­ლი ფე­რე­ბი აძ­ლი­ე­რებს მო­რი­ე­ლის ისე­დაც ძლი­ერ ენერ­გი­ას, რაც მათ კი­დევ უფრო გა­ბე­დულს, თავ­და­ჯე­რე­ბულს და სექ­სუ­ა­ლურს ხდის. ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი, ტყა­ვის ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ჩო­კე­რი კი­სერ­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ავ­სებს მო­რი­ე­ლის იმიჯს.

გო­თუ­რი – იდუ­მა­ლი, მის­ტი­კუ­რი, ბნე­ლი სტი­ლი. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბია მკა­ფიო ხა­ზე­ბი, სტი­ლის­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბი ბნე­ლი ეპო­ქე­ბის მი­თი­თე­ბით - ჯვრე­ბი, თა­ვის ქალა, ჩონ­ჩხე­ბი, ღა­მუ­რე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლი ფერი შა­ვია, რაც აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში - ტან­საც­მელ­ში, თმა­ზე, მა­კი­აჟ­ში.

მო­რი­ე­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ით­ვი­სე­ბენ მა­კი­ა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბას. მათ მოს­წონთ მკა­ფიო ხა­ზე­ბი და კონ­ტუ­რე­ბი, თვა­ლის ლა­ი­ნე­რი, გა­მოკ­ვე­თი­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბი, ხაზ­გას­მუ­ლი, გა­მო­ძერ­წი­ლი ლო­ყე­ბი და პო­მა­და ღრმა, მდი­დარ ტო­ნებ­ში. თმა სწო­რი და გლუ­ვია იმ ენერ­გი­ის შე­საგ­რო­ვებ­ლად, რო­მე­ლიც ამ წყლის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს სჭირ­დე­ბათ.

ვამ­პი - არის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ფა­ტა­ლუ­რი და მა­მა­ცი ქა­ლე­ბის სტი­ლი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან აჩ­ვე­ნონ სექ­სუ­ა­ლო­ბა, სრუ­ლი­ად შე­სა­ფე­რი­სი მო­რი­ე­ლე­ბის­თვის. ვამ­პის სტი­ლის გარ­დე­რო­ბი აგე­ბუ­ლია მჭიდ­რო სი­ლუ­ე­ტებ­ზე და ძვი­რად ღი­რე­ბულ ქსო­ვი­ლებ­ზე.

გლა­მუ­რუ­ლი რო­კის სტი­ლი არის - ქა­ლუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი, მე­ამ­ბო­ხე სუ­ლით და ზო­გა­დად მი­ღე­ბულ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლით.

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს მორიელი

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ენერგიულად ყველაზე ძლიერი ნიშანია. ის ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას, აქვს წარმოუდგენელი მაგნეტიზმი, იპყრობს ყურადღებას, თუმცა ხშირად მოაქვს შიში. მთელ ზოდიაქოში არავის უყვარს მორიელივით სექსუალურად გამოიყურებოდეს.

მორიელის ნიშანი არის ქალური, პასიური, წყლის ელემენტის მეორე ნიშანი. მორიელის ნიშნის ძირითადი პრინციპია სიღრმეში შეღწევა, სიცოცხლისა და სიკვდილის ტრანსფორმაციის გავლა.

მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ღრმა ემოციურ ფენებში შეღწევა, ენერგიების გარდაქმნა, საკუთარ თავში გადატანა და ადამიანებზე გავლენის მოხდენა. თავისი ნებისყოფისა და ძლიერი ენერგიის გამო, რომელიც ატომური ენერგიის მსგავსია, მას აქვს მაგიური ძალა და შესწევს უნარი გაარღვიოს საზღვრები.

ვნებიანი და ძლიერი ნიშანია, იცის როგორ წაიკითხოს სხვა ადამიანების აზრები და ემოციები. მომთმენი, გამძლე, შეუძლია ძალების მობილიზება და შინაგანი რესურსების სწრაფად შევსება. მორიელებს შორის ბევრია ენერგიის დონორი და ენერგეტიკული ვამპირიც. არიან წინააღმდეგობრივი განწყობის ადამიანები. უყვართ მდიდარი ცხოვრება (ხშირად სხვების ხარჯზე), სიამოვნება და ფუფუნება. უკმაყოფილო მორიელი არის ცინიკური, ფანატიკოსი, სარკასტული, ტირანი, დამანგრეველი, შეურიგებელი, მზაკვრული. ის სასტიკი და დაუნდობელია მტრების მიმართ და მტრისგან მოწყალებას არ ელის.

მორიელი ქალებისთვის კარგი იქნება, რომ მოერიდონ თავიანთი მხურვალებისა და სექსუალურობის დემონსტრირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქორწინების ან დაწინაურების შემოთავაზების დიდხანს ლოდინი მოუწევთ. როგორც კი ამას გააკეთებენ, მათ ცხოვრებაში სერიოზული ზრახვების მქონე მამაკაცები გამოჩნდებიან.

მორიელებს უხდებათ ყველა მდიდრული წითელი: ალუბლის, ბროწეულის, ღვინის, მაჰაგანის. და, რა თქმა უნდა, შავი და სხვა "ბნელი" ტონები (მაგალითად, ლურჯი-შავი). ტყავის ქურთუკები, შორტები, თუ შარვალი ყველა მორიელის გარდერობშია. უყვართ ძვირად ღირებული საცვლების ტარება, რაც ხელს უწყობს შიდა რესურსების შევსებას. ეს აუცილებელია მორიელებისთვის, რადგან როცა რაიმეთი ინტერესდებიან, თავს არ ზოგავენ და ძალას ისე ხარჯავენ, როგორც არავინ. შავი და წითელი ფერები აძლიერებს მორიელის ისედაც ძლიერ ენერგიას, რაც მათ კიდევ უფრო გაბედულს, თავდაჯერებულს და სექსუალურს ხდის. ფართოფარფლებიანი ქუდი, ტყავის ხელთათმანები და ჩოკერი კისერზე შესანიშნავად შეავსებს მორიელის იმიჯს.

გოთური – იდუმალი, მისტიკური, ბნელი სტილი. დამახასიათებელი ნიშნებია მკაფიო ხაზები, სტილისტური დეტალები ბნელი ეპოქების მითითებით - ჯვრები, თავის ქალა, ჩონჩხები, ღამურები. ტრადიციული ფერი შავია, რაც აისახება ყველაფერში - ტანსაცმელში, თმაზე, მაკიაჟში.

მორიელები შესანიშნავად ითვისებენ მაკიაჟის ხელოვნებას. მათ მოსწონთ მკაფიო ხაზები და კონტურები, თვალის ლაინერი, გამოკვეთილი ქუთუთოები, ხაზგასმული, გამოძერწილი ლოყები და პომადა ღრმა, მდიდარ ტონებში. თმა სწორი და გლუვია იმ ენერგიის შესაგროვებლად, რომელიც ამ წყლის ნიშნის წარმომადგენლებს სჭირდებათ.

ვამპი - არის თავდაჯერებული, ფატალური და მამაცი ქალების სტილი, რომლებიც მზად არიან აჩვენონ სექსუალობა, სრულიად შესაფერისი მორიელებისთვის. ვამპის სტილის გარდერობი აგებულია მჭიდრო სილუეტებზე და ძვირად ღირებულ ქსოვილებზე.

გლამურული როკის სტილი არის - ქალური და სექსუალური, მეამბოხე სულით და ზოგადად მიღებულთან წინააღმდეგობის გაწევის სურვილით.