მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ლომი
ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ლომი

ლომი ზო­დი­ა­ქოს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია; ცე­ცხლის ენერ­გი­ის. ლო­მის მმარ­თვე­ლი მზეა. მზე არის ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პი, ლო­მე­ბი ძა­ლი­ან ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ნა­თე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან. შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს ლო­მის ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­მე­ფო ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს უყ­ვართ დო­მი­ნი­რე­ბა და ზოგ­ჯერ "ღრი­ა­ლი".

ლო­მებს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ. მათ მოს­წონთ პრეს­ტი­ჟი, გამ­ბე­და­ო­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად, ლო­მე­ბი ეს­თე­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არი­ან მა­ღა­ლი დო­ნის ექ­სკლუ­ზი­უ­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­თა და ლა­მა­ზი ნივ­თე­ბით.

ლომი ქა­ლე­ბი შრო­მის­მოყ­ვა­რე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. ლომი მა­მა­კა­ცი მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი და ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ. სურთ გვერ­დით ჰყავ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, მოვ­ლი­ლი ქალი, შვი­ლე­ბის იდე­ა­ლუ­რი დედა. და ასე­ვე ის, ვის­ზეც სხვა კა­ცე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მზე­რაა მოქ­ცე­უ­ლი. მაგ­რამ ამა­ვე დროს, ლომი მა­მა­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნე­ბი არი­ან, მათ მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბათ სიყ­ვა­რუ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

რო­გორც წესი, ლო­მებს უყ­ვართ ნა­თე­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი. გარ­დე­რობ­ში ნივ­თე­ბი ძვი­რი­ა­ნი და ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს. ურ­ჩევ­ნი­ათ იყი­დონ ერთი, მაგ­რამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მდიდ­რუ­ლი იმი­ჯი, ვიდ­რე ბევ­რი და მარ­ტი­ვი. ოქ­როს სამ­კა­უ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უს­ვამს ხაზს მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის მი­მართ.

ლომი ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი სამ­კა­უ­ლე­ბია ოქ­როს სა­მა­ჯუ­რე­ბი, სა­ა­თე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი, ბეჭ­დე­ბი, მრგვა­ლი ფორ­მის სა­ყუ­რე­ე­ბი, ქარ­ვის ყელ­სა­ბა­მე­ბი და მარ­ჯნის მძი­ვე­ბი. ოქ­როს ნივ­თე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ლი­თო­ნის სამ­კა­უ­ლე­ბით. მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სია ყვი­თე­ლი ან წი­თე­ლი ოქ­როს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სი­უ­რი სა­ა­თე­ბი და ჯაჭ­ვე­ბი.

ცხო­ვე­ლუ­რი სტი­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ლო­მის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ენერ­გი­ას. მა­შინ­ვე იპყრობს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას... ეს არის ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი და ჩან­თე­ბი ცხო­ვე­ლუ­რი პრინ­ტით - ზებ­რა, ლე­ო­პარ­დი, ვე­ფხვი, ხარი, კუ, გვე­ლი, ნი­ან­გი.

არის­ტოკ­რა­ტუ­ლი სტი­ლი ტან­საც­მლის ელე­გან­ტუ­რი სტი­ლია. იგი გა­მო­ირ­ჩე­ვა მოკ­რძა­ლე­ბი­თა და თავ­შე­კა­ვე­ბით, მაგ­რამ იძ­ლე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის

ადაპ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. საყ­ვა­რე­ლი ქუდი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას აქ­სე­სუ­ა­რად.

განგსტე­რის სტი­ლის ტან­საც­მე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის - კოს­ტი­უ­მი, პე­რან­გი და ჰალ­სტუ­ხი, ლა­კის ფეხ­საც­მე­ლი. ქა­ლე­ბის­თვის განგსტე­რუ­ლი ან ჩი­კა­გოს სტი­ლი ნიშ­ნავს ბეწვს, ვიწ­რო კა­ბებს და სამ­კა­უ­ლებს. თავ­ზე ელე­გან­ტუ­რი ქუდი ან თავ­სა­ბუ­რა­ვი ბუმ­ბუ­ლით.

ჰო­ლი­ვუ­დის სტი­ლის სა­მო­სი არის შო­კის­მომ­გვრე­ლი, ნა­თე­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, არა ყო­ველ­დღი­უ­რი. ღია მხრე­ბი და ზურ­გი, მჭიდ­როდ მორ­გე­ბუ­ლი სი­ლუ­ე­ტი, სრულ­ყო­ფი­ლი მორ­გე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბა ყვე­ლა დე­ტალ­ში ამ სტი­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნაა.

ქა­ლის ტან­საც­მელ­ში ურ­ბა­ნუ­ლი ში­კია კლა­სი­კუ­რი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, საქ­მი­ა­ნი და ყო­ველ­დღი­უ­რი ქეჟუ­ა­ლუ­რი სტი­ლის კომ­ბი­ნა­ცია. ხა­რის­ხი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა რბი­ლი ფორ­მე­ბით ზედ­მე­ტი დე­ტა­ლე­ბის გა­რე­შე. ფე­რის სქე­მა ნე­იტ­რა­ლუ­რი და მშვი­დია.

ფრან­გუ­ლი ან პა­რი­ზუ­ლი შიკი არის მარ­ტი­ვი და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ ამა­ვე დროს მსუ­ბუ­ქი და დახ­ვე­წი­ლი სა­მო­სი. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მშვი­დი ფე­რე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლე­ბი. ბე­რე­ტი ან ყელ­სა­ბა­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ტან­საც­მლის ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი სტი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ გა­მო­ირ­ჩე­ო­დეთ, მაგ­რამ ამა­ვე დროს არ გას­ცილ­დეთ საღი აზ­რის სა­ზღვრებს. ფე­რა­დი შარ­ფი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­სე­სუ­ა­რი ან ფარ­თო­ფარ­ფლი­ა­ნი ქუდი და­გეხ­მა­რე­ბათ ასე­თი თა­მა­მი იე­რის შექ­მნა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ლომი

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ლომი

ლომი ზოდიაქოს ფიქსირებული ნიშანია; ცეცხლის ენერგიის. ლომის მმართველი მზეა. მზე არის ცხოვრების პრინციპი, ლომები ძალიან ქარიზმატული და ნათელი პიროვნებები არიან. შესაძლოა, ამიტომაც უყვართ ადამიანებს ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამეფო ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ დომინირება და ზოგჯერ "ღრიალი".

ლომებს შესანიშნავი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ. მათ მოსწონთ პრესტიჟი, გამბედაობა. ყველაზე ხშირად, ლომები ესთეტები არიან, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან მაღალი დონის ექსკლუზიური აქსესუარებითა და ლამაზი ნივთებით.

ლომი ქალები შრომისმოყვარე, შემოქმედებითი და ნიჭიერები არიან. ლომი მამაკაცი მოსიყვარულეები და ძალიან მომთხოვნი პარტნიორების მიმართ. სურთ გვერდით ჰყავდეთ სოციალურად რეალიზებული, მოვლილი ქალი, შვილების იდეალური დედა. და ასევე ის, ვისზეც სხვა კაცების აღფრთოვანებული მზერაა მოქცეული. მაგრამ ამავე დროს, ლომი მამაკაცები ძალიან ეჭვიანები არიან, მათ მუდმივად სჭირდებათ სიყვარულის მტკიცებულება.

როგორც წესი, ლომებს უყვართ ნათელი კოსტიუმები. გარდერობში ნივთები ძვირიანი და ხარისხიანი უნდა იყოს. ურჩევნიათ იყიდონ ერთი, მაგრამ შეინარჩუნონ მდიდრული იმიჯი, ვიდრე ბევრი და მარტივი. ოქროს სამკაული შესანიშნავად უსვამს ხაზს მათ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და ზოგადად ცხოვრების მიმართ.

ლომი ქალისთვის ყველაზე შესაფერისი სამკაულებია ოქროს სამაჯურები, საათები, ყელსაბამები, ბეჭდები, მრგვალი ფორმის საყურეები, ქარვის ყელსაბამები და მარჯნის მძივები. ოქროს ნივთები შეიძლება შეიცვალოს ძვირად ღირებული ყვითელი ლითონის სამკაულებით. მამაკაცებისთვის ყველაზე შესაფერისია ყვითელი ან წითელი ოქროსგან დამზადებული მასიური საათები და ჯაჭვები.

ცხოველური სტილი შეესაბამება ლომის ნიშნის წარმომადგენლების ენერგიას. მაშინვე იპყრობს სხვა ადამიანების ყურადღებას... ეს არის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები ცხოველური პრინტით - ზებრა, ლეოპარდი, ვეფხვი, ხარი, კუ, გველი, ნიანგი.

არისტოკრატული სტილი ტანსაცმლის ელეგანტური სტილია. იგი გამოირჩევა მოკრძალებითა და თავშეკავებით, მაგრამ იძლევა თანამედროვე ტენდენციების

ადაპტაციის საშუალებას. საყვარელი ქუდი შეიძლება გამოყენებულ იქნას აქსესუარად.

განგსტერის სტილის ტანსაცმელი მამაკაცებისთვის - კოსტიუმი, პერანგი და ჰალსტუხი, ლაკის ფეხსაცმელი. ქალებისთვის განგსტერული ან ჩიკაგოს სტილი ნიშნავს ბეწვს, ვიწრო კაბებს და სამკაულებს. თავზე ელეგანტური ქუდი ან თავსაბურავი ბუმბულით.

ჰოლივუდის სტილის სამოსი არის შოკისმომგვრელი, ნათელი და, შესაბამისად, არა ყოველდღიური. ღია მხრები და ზურგი, მჭიდროდ მორგებული სილუეტი, სრულყოფილი მორგება, ფუფუნება ყველა დეტალში ამ სტილის სავალდებულო მოთხოვნაა.

ქალის ტანსაცმელში ურბანული შიკია კლასიკური, მინიმალისტური, საქმიანი და ყოველდღიური ქეჟუალური სტილის კომბინაცია. ხარისხიანი ტანსაცმელი, რომელიც ხასიათდება რბილი ფორმებით ზედმეტი დეტალების გარეშე. ფერის სქემა ნეიტრალური და მშვიდია.

ფრანგული ან პარიზული შიკი არის მარტივი და ფუნქციონალური, მაგრამ ამავე დროს მსუბუქი და დახვეწილი სამოსი. გამოიყენება მშვიდი ფერების მაღალი ხარისხის ქსოვილები. ბერეტი ან ყელსაბამი აუცილებელია.

ტანსაცმლის ექსტრავაგანტური სტილი საშუალებას გაძლევთ გამოირჩეოდეთ, მაგრამ ამავე დროს არ გასცილდეთ საღი აზრის საზღვრებს. ფერადი შარფი, არაჩვეულებრივი აქსესუარი ან ფართოფარფლიანი ქუდი დაგეხმარებათ ასეთი თამამი იერის შექმნაში.