Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს კურო
ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს კურო

მოდა და ას­ტრო­ლო­გია უშუ­ა­ლო კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან ვნა­ხოთ, რო­გორ გავ­ლე­ნას ახ­დენს თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტე­ბი თქვე­ნი ჩაც­მის სტილ­ზე:

კურო ზო­დი­ა­ქოს მე­ო­რე ნი­შა­ნია, მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მისი მმარ­თვე­ლია ვე­ნე­რა, ჰარ­მო­ნი­ის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის, პი­რა­დი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ფუ­ლის, კომ­ფორ­ტის პლა­ნე­ტა. ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ჯი­უ­ტი და შე­უ­პო­ვა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მზად არი­ან მი­აღ­წი­ონ ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი გზით, დინ­ჯად, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად. კუ­როს მი­სი­აა დაგ­რო­ვე­ბა, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ი­მე­დო­ო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ხში­რად ავ­ლენს მე­სა­კუთ­რულ ინ­სტინ­ქტებს, არის ეჭ­ვი­ა­ნი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი, რაც პარტნი­ო­რო­ბას ზოგ­ჯერ აუ­ტა­ნელს ხდის.

ფი­ზი­კუ­რი სიმ­შვი­დის, სი­ლა­მა­ზის და ჰარ­მო­ნი­ის გან­ცდა, მშვი­დი და ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს წო­ნას­წო­რო­ბა სა­კუ­თარ თავ­ში და სამ­ყა­რო­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფორ­მის სა­ხით, კუ­როს გვერ­დით და­ცუ­ლო­ბი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გან­ცდას იძ­ლე­ვა.

კურო ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სახ­ლის კომ­ფორ­ტი და შე­უქ­მნას კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ყვე­ლას, ვინც უყ­ვარს. მათი სახ­ლი მდიდ­რუ­ლია, ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი სავ­სეა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბით.

კურო წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს შემ­დეგ პრო­ფე­სი­ებ­ში: ბრო­კე­რი და რე­ალ­ტო­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი, ბან­კი­რი, ბუ­ღალ­ტე­რი და ფი­ნან­სის­ტი, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და მო­დის ტან­საც­მლის ბრენ­დე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, მზა­რე­უ­ლი. ასე­ვე კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი, მა­სა­ჟის­ტე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი და აგ­რო­ნო­მე­ბი, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. კუ­როს შე­უძ­ლია კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა ფულ­თან, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან, საკ­ვე­ბის მოყ­ვა­ნა-გა­და­მუ­შა­ვე­ბას­თან, მეღ­ვი­ნე­ო­ბა­სა და მე­ბა­ღე­ო­ბას­თან, სამ­კა­უ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სფე­რო­ში.

კუ­როს ლი­თო­ნია სპი­ლენ­ძი, მი­ნე­რა­ლი მთვა­რის ქვა, ტურ­მა­ლი­ნი, კვარ­ცი, ძოწი, სა­ფი­რო­ნი, ბრი­ლი­ან­ტი და ზურ­მუხ­ტი.

კუ­როს სა­უ­კე­თე­სო აქ­სე­სუ­ა­რი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩან­თა ან სა­ფუ­ლეა. ეს ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ბრენ­დუ­ლი შარ­ფი ან ქა­მა­რი, კლატ­ჩი ან პა­ტა­რა, თვა­ლის­მომჭრე­ლი ჩან­თა.

კუ­როს უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ცე­მა. ურ­ჩევ­ნი­ათ აირ­ჩი­ონ დახ­ვე­წი­ლი ნივ­თე­ბი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტან­საც­მე­ლი იყოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ბრენ­დი­რე­ბუ­ლი და ელე­გან­ტუ­რი.

კუ­როს ფე­რე­ბია მწვა­ნე, კრე­მის­ფე­რი, ყვი­თე­ლი ან ნა­რინ­ჯის­ფე­რი, ღია ია­სამ­ნის­ფე­რი. ზედ­მე­ტად ნა­თელ ფე­რებს შე­უძ­ლი­ათ კურო აგ­რე­სი­უ­ლი და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი გა­ხა­დონ.

კუ­როს შე­ე­ფე­რე­ბა ტან­საც­მლის ამე­რი­კუ­ლი ან ევ­რო­პუ­ლი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი სტილს, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მოკ­რძა­ლე­ბი­თა და თავ­შე­კა­ვე­ბით, მაგ­რამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­სე­სუ­ა­რით, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს იმიჯს.

სტი­ლი, რო­მე­ლიც კუ­როს მო­უხ­დე­ბა არის:

ბო­ჰე­მუ­რი სტი­ლი ან ბოჰო - კომ­ფორ­ტი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მსუ­ბუ­ქი და ბუ­ნებ­რი­ვი. ქა­ლის გარ­დე­რობ­ში ძი­რი­თა­დად გრძე­ლი კა­ბე­ბი და გაშ­ლი­ლი ჯინ­სე­ბია.

კუ­როს საქ­მი­ა­ნი თუ სა­ო­ფი­სე სტი­ლიც შე­ე­ფე­რე­ბა. მისი ტან­საც­მე­ლი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არის ხა­რის­ხი­ა­ნი, სრულ­ყო­ფი­ლად მორ­გე­ბუ­ლი და მი­ნი­მა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი და პრინ­ტე­ბი. ეს არის კლა­სი­კის, მი­ნი­მა­ლიზ­მის, საქ­მი­ა­ნი და ყო­ველ­დღი­უ­რი კა­ჟუ­ალ სტი­ლის კომ­ბი­ნა­ცია.

კუ­რო­ე­ბი ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და მა­სა­ლე­ბის­გან შე­კე­რილ ტან­საც­მელ­ში: შალი, ტყა­ვი, ბამ­ბა, აბ­რე­შუ­მი, ნატი. ეკო­ლო­გი­უ­რი სტი­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ტან­საც­მლის სტი­ლი ქმნის კუ­როს მშვიდ და დახ­ვე­წილ იმიჯს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს კურო

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს კურო

მოდა და ასტროლოგია უშუალო კავშირშია ერთმანეთთან ვნახოთ, როგორ გავლენას ახდენს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტები თქვენი ჩაცმის სტილზე:

კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია, მიწის სტიქიის წარმომადგენელი, მისი მმართველია ვენერა, ჰარმონიის, სიყვარულისა და სილამაზის, პირადი და საქმიანი ურთიერთობების, ფულის, კომფორტის პლანეტა. ამ ზოდიაქოს ნიშნის ჯიუტი და შეუპოვარი წარმომადგენლები მზად არიან მიაღწიონ ყველაფერს საკუთარი გზით, დინჯად, მაგრამ აუცილებლად. კუროს მისიაა დაგროვება, ჩამოაყალიბება, საიმედოობა, სტაბილურობა. ხშირად ავლენს მესაკუთრულ ინსტინქტებს, არის ეჭვიანი და კონსერვატიული, რაც პარტნიორობას ზოგჯერ აუტანელს ხდის.

ფიზიკური სიმშვიდის, სილამაზის და ჰარმონიის განცდა, მშვიდი და ბუნებრივი სურვილი, შეინარჩუნოს წონასწორობა საკუთარ თავში და სამყაროში მატერიალური ფორმის სახით, კუროს გვერდით დაცულობისა და თავდაჯერებულობის განცდას იძლევა.

კურო ცდილობს შეინარჩუნოს სახლის კომფორტი და შეუქმნას კომფორტული საცხოვრებელი პირობები ყველას, ვინც უყვარს. მათი სახლი მდიდრულია, ოჯახური ურთიერთობები კი სავსეა სიყვარულითა და ურთიერთგაგებით.

კურო წარმატებას აღწევს შემდეგ პროფესიებში: ბროკერი და რეალტორი, ბიზნესმენი, ბანკირი, ბუღალტერი და ფინანსისტი, რესტორნებისა და მოდის ტანსაცმლის ბრენდების მფლობელები, მზარეული. ასევე კოსმეტოლოგები, მასაჟისტები, არქიტექტორები და აგრონომები, ინტერიერის დიზაინერები. კუროს შეუძლია კარიერის გაკეთება ფულთან, სოფლის მეურნეობასთან, საკვების მოყვანა-გადამუშავებასთან, მეღვინეობასა და მებაღეობასთან, სამკაულების წარმოებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში.

კუროს ლითონია სპილენძი, მინერალი მთვარის ქვა, ტურმალინი, კვარცი, ძოწი, საფირონი, ბრილიანტი და ზურმუხტი.

კუროს საუკეთესო აქსესუარი მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჩანთა ან საფულეა. ეს ასევე შეიძლება იყოს ბრენდული შარფი ან ქამარი, კლატჩი ან პატარა, თვალისმომჭრელი ჩანთა.

კუროს უყვარს საკუთარი თავის სიამოვნება და საყვარელი ადამიანებისთვის ძვირად ღირებული საჩუქრების მიცემა. ურჩევნიათ აირჩიონ დახვეწილი ნივთები და მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელი იყოს მაღალი ხარისხის, ბრენდირებული და ელეგანტური.

კუროს ფერებია მწვანე, კრემისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი, ღია იასამნისფერი. ზედმეტად ნათელ ფერებს შეუძლიათ კურო აგრესიული და გაუწონასწორებელი გახადონ.

კუროს შეეფერება ტანსაცმლის ამერიკული ან ევროპული არისტოკრატიული სტილს, რომელიც გამოირჩევა მოკრძალებითა და თავშეკავებით, მაგრამ სავალდებულო აქსესუარით, რომელიც ხაზს უსვამს იმიჯს.

სტილი, რომელიც კუროს მოუხდება არის:

ბოჰემური სტილი ან ბოჰო - კომფორტი, თავისუფლება, მსუბუქი და ბუნებრივი. ქალის გარდერობში ძირითადად გრძელი კაბები და გაშლილი ჯინსებია.

კუროს საქმიანი თუ საოფისე სტილიც შეეფერება. მისი ტანსაცმელი უპირველეს ყოვლისა, არის ხარისხიანი, სრულყოფილად მორგებული და მინიმალური დეტალები და პრინტები. ეს არის კლასიკის, მინიმალიზმის, საქმიანი და ყოველდღიური კაჟუალ სტილის კომბინაცია.

კუროები ელეგანტურად გამოიყურებიან ბუნებრივი ქსოვილებისა და მასალებისგან შეკერილ ტანსაცმელში: შალი, ტყავი, ბამბა, აბრეშუმი, ნატი. ეკოლოგიური სტილი და ბუნებრივი ტანსაცმლის სტილი ქმნის კუროს მშვიდ და დახვეწილ იმიჯს.