ზოდიაქოს ნიშნებს განსხვავებული ჩაცმის სტილი აქვთ. ვერძი არასოდეს ჩაიცვამს ისე, როგორც კირჩხიბი. სასწორი და ლომი კი ყოველთვის გამოირჩევიან დახვეწილი ტანსაცმლითა და აქსესუარებით, ვნახოთ, ჩაცმის როგორი სტილი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.
ვერძი არაორდინარული სტილით გამოირჩევა და დახვეწილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ანიჭებს უპირატესობას. მანდილოსნები ღია ფერის კაბებს ირჩევენ, მამაკაცები კი - ისეთ პიჯაკსა და ფეხსაცმელს, რომელიც მათ ამბიციებს წარმოაჩენს. თუმცა არც სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ამბობენ უარს.
კურო ლომივით დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. კუროს პლანეტა ვენერა ხელოვნების, სილამაზისა და ესთეტიკის პლანეტაა. კურო მანდილოსნებს ბევრი აქსესუარი არ უყვართ და ცდილობენ, ჩაცმულობაში ბევრი დეტალი არ იყოს. ფერებიდან უპირატესობას ანიჭებენ მწვანეს, ღია ლურჯსა და ცისფერს,
ტყუპი მხიარული ადამიანია, უყვარს მკვეთრი ფერები, მამაკაცებს - თეთრი შარვალი, მანდილოსნებს - დეკოლტე და ფრიალა კაბები, თუმცა არც შარვალზე ამბობენ უარს. ტყუპი არ ცდილობს ძვირად ღირებული ტანსაცმელი ჰქონდეს, ურჩევნია, შეიძინოს ბევრი და იაფი. ფერებიდან უპირატესობას ნარინჯისფერს ანიჭებს.
კირჩხიბი ცდილობს რაც შეიძლება იაფად, მაგრამ მოხდენილად ჩაიცვას. მას აქვს "გამოსასვლელი" ტანსაცმელი, რომელსაც რუდუნებით ინახავს. წლების მატებასთან ერთად კირჩხიბის გემოვნება უფრო იხვეწება და მერე უფრო აქცევს ყურადღებას ჩაცმას, თორემ ახალგაზრდობაში ამაზე თითქმის არც ფიქრობს.
ლომს დახვეწილი ჩაცმის სტილი აქვს. მისი მმართველი პლანეტა მზეა, ამიტომ, მის სამოსში ოქროსფერი და ბრჭყვიალა ჭარბობს. უყვარს ტყავის ტანსაცმელი და აქსესუარები (ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილი). ყურადღებას აქცევს ბრენდებს და ფასს, მისი აზრით, პიჯაკი, რომელიც ძვირი ღირს, ხარისხიანიც იქნება.
ქალწული სამოსსა და მის ფერს დიდ ყურადღებას აქცევს. კუროსავით პრაქტიკულია და ბრენდი მისთვის ბევრს არ ნიშნავს, ყურადღება დეტალებზე გადააქვს და შეუძლია, აქსესუარებით გემოვნებიანად მორთოს სამოსი. თუ ვინმეს შავისა და თეთრის კომბინაცია უხდება, ეს ქალწულია.
სასწორი ყოველთვის ახალგაზრდულ სტილს ირჩევს (თუნდაც, ასაკოვანი იყოს). მისი აქსესუარები ბრწყინვალეა, სასწორი-ქალი ფაიფურის ულამაზეს თოჯინას ჰგავს, სასწორი მამაკაცი კი ნამდვილი დენდია. ამ ნიშანს ვარდისფერი, ბალახისფერი, ფორთოხლისფერი და ცისფერი უხდება.
მორიელს ძალიან უხდება მწვანე, შავი, მუქი წითელი. ბობოქარი ხასიათი აქვს და ცდილობს, ჩაცმულობაშიც გამომწვევი და მისტიკური შტრიხები შეიტანოს, ერიდება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში "დიდი ფულის" ხარჯვას. ფერებიდან ირჩევს მეწამულს, შინდისფერს, შავს და მელნისფერს.
მშვილდოსანი , მიუხედავად იმისა, რომ აქვს საშუალება კარგად შეიმოსოს, დახვეწილი გემოვნებით არ გამოირჩევა. ჩაცმის სპორტულ სტილს ამჯობინებს და ჯინსში უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, ვიდრე ძვირად ღირებულ კოსტიუმში. უპირატესობას კლასიკურ ფერებს ამჯობინებს: თეთრი, შავი, მუქი ლურჯი და მეწამული.
თხის რქას საშუალება რომ ჰქონდეს, ცნობილ დიზაინერებს ექსკლუზიურ სამოსს დაამზადებინებს. მკაცრ ფორმებსა და ფერებს ირჩევს. იშვიათად ნახავთ შორტში ან სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილს. აქსესუარებს იშვიათად ხმარობს. მოსწონს შავი, ნაცრისფერი, კრემისფერი დაყავისფერი.
მერწყულს ხიბლავს ყველაფერი ორიგინალური და ექსტრავაგანტური. თუმცა თუ ერთი შარვალი ან სვიტერი ამოიჩემა, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ეცვას. ფერთა შეხამებაც არატრადიციული და უჩვეულო იცის, ასე რომ, ძნელია განსაზღვრო, რომელ ფერს ანიჭებს უპირატესობა.
თევზებს თავისუფლად შეუძლია, ყველანაირი სტილის სამოსი მოირგოს. ქალებს უყვართ აქსესუარები, უფორმო სამოსი. მოდას აყოლილი არაა, შეუძლია მოიხდინოს ყველაფერი, რასაც ჩაიცვამს; ზოგჯერ შეუსაბამო ქსოვილებსაც კი იდეალურად უხამებს ერთმანეთს. თევზები უფრო ლურჯი ფერის ტონალობებს ანიჭებენ უპირატესობას.