პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2024 წლის ბოლომდე 16-წლიან კარმულ ციკლს დაასრულებენ
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2024 წლის ბოლომდე 16-წლიან კარმულ ციკლს დაასრულებენ

2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ზო­დი­ა­ქოს 4 ნი­შა­ნი გა­დის კარ­მულ ციკლს. მაგ­რამ ცვლი­ლე­ბა უკვე ახ­ლო­საა. პლუ­ტო­ნი, ტრანსფორ­მა­ცი­ი­სა და ძა­ლის პლა­ნე­ტა, რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით თხის რქა­შია 2024 წლის 19 ნო­ემ­ბრამ­დე, მერე კი მერ­წყულ­ში გა­და­ვა. პლუ­ტო­ნი თხის რქა­ში 2008 წლი­და­ნაა და თა­ვად ამ ნი­შან­ზე და კარ­დი­ნა­ლუ­რი ჯვრის სამ ნი­შან­ზეც სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს. თუმ­ცა, წლის ბო­ლოს­თვის სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა და ვნა­ხოთ რო­გორ:

ვერ­ძი

პლუ­ტო­ნის თხის რქა­ში ყოფ­ნის დროს შე­საძ­ლოა თავს შე­ზღუ­დუ­ლად გრძნობ­დით. გი­წევ­დათ გამ­კლა­ვე­ბა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან ან ძა­ლა­უფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. თუმ­ცა, ამ ტრანსფორ­მა­ცი­ულ­მა პე­რი­ოდ­მა სა­კუ­თარ ძა­ლა­შიც და­გარ­წმუ­ნათ. ახლა მზად იქ­ნე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი ან აი­ღოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ისეთ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ადრე სა­ში­ნე­ლი ჩან­და. ამ ტრან­ზი­ტის უნდა ეს­წავ­ლე­ბი­ნა თქვენ­თვის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ტაქ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ახლა, როცა პლუ­ტო­ნი თხის რქა­ში სვლას სა­ბო­ლო­ოდ ას­რუ­ლებს, შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ხე­დოთ თქვენს ზრდას და იმ სის­ტე­მე­ბის სიძ­ლი­ე­რეს, რომ­ლე­ბიც შექ­მე­ნით. ეს არის მო­მენ­ტი, რომ აღი­ა­როთ თქვე­ნი გამ­ძლე­ო­ბა და მიღ­წე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოჰ­ყვა გა­მოწ­ვე­ვებს. ახლა ყვე­ლა­ფე­რი უფრო იო­ლად მი­საღ­წე­ვი გეჩ­ვე­ნე­ბათ და მო­ემ­ზა­დე­ბით მო­მა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის. მო­ი­პო­ვეთ სხვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ რო­გორც პი­რად, ისე პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში.

კირჩხი­ბი

ამ 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ მი­ი­ღეთ ღი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი თვითკმა­რო­ბი­სა და სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ - გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გაგ­ზარ­დათ და გან­გა­ვი­თა­რათ. თუ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხართ, თქვენ­მა პარტნი­ორ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­სა­ხი­ე­როს ის თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ეძებთ გრძელ­ვა­დი­ან კავ­შირ­ში. ამ ას­პექ­ტმა თით­ქოს გაგ­ზარ­დათ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გაგ­ხა­დათ, იქ­ნე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ან მო­ვიდ­ნენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ან წა­ვიდ­ნენ და თა­ვი­ან­თი რო­ლით დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­გი­ტა­რეს. თუმ­ცა, გაკ­ვე­თი­ლი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, სა­ტურ­ნის ტრან­ზი­ტი თევ­ზე­ბი გაძ­ლევთ სა­ფუძ­ველს, რომ გა­აგ­რძე­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა. თით­ქოს ამ­თავ­რებთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ თავს და ემ­ზა­დე­ბით ახ­ლის და­სა­წყე­ბად.

სას­წო­რი

რო­დე­საც პლუ­ტო­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა მერ­წყულ­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ჩნი­ოთ ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, შვი­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ბოლო 16 წელი კი იყო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პე­რი­ო­დი. და პლა­ნე­ტის ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს თქვენ გა­ნა­ვი­თა­რეთ ლი­დე­რო­ბის ოს­ტა­ტო­ბა რო­გორც პი­რად, ისე პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში. ემო­ცი­ურ დო­ნე­ზე პლუ­ტონ­მა თხის რქა­ში გა­აღ­რმა­ვა თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და გა­აძ­ლი­ე­რა სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი. ალ­ბათ გა­მო­იკ­ვლი­ეთ თქვე­ნი სახ­ლი­სა და ფეს­ვე­ბის ის­ტო­რია და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ წა­სუ­ლიყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი თქვე­ნი ოჯა­ხი­დან, ნა­თე­სა­ვე­ბი ან მო­გი­წევ­დათ ზრუნ­ვა მათ­ზე.

თხის რქა

გი­ლო­ცავთ, პლუ­ტო­ნი სულ მალე და­ტო­ვებს თქვენს ნი­შანს სა­მუ­და­მოდ და თა­ვი­სუფ­ლად ამო­ი­სუნ­თქავთ. ბოლო 16 წელი იყო გა­მოც­დის, სირ­თუ­ლე­ე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბის, სა­კუ­თა­რის თა­ვით გა­ტა­ნის პე­რი­ო­დი, იქ­ნე­ბო­და და­ნაკ­ლი­სე­ბიც... ადა­მი­ა­ნუ­რი, საქ­მე­ე­ბი, კავ­ში­რე­ბი. ჯან­მრთე­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლი (გან­სა­კუთ­რე­ბით ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა, ფრჩხი­ლე­ბი, თმა). წლის ბო­ლომ­დე უნდა მო­ი­ცი­ლოთ ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც წინსვლა­ში გიშ­ლით ხელს, სა­ბო­ლოო ტრანსფორ­მა­ცია მო­ახ­დი­ნოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, საქ­მე­ე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის. თქვენ გაძ­ლი­ერ­დით, გა­ი­ზარ­დეთ და ახლა მხო­ლოდ წინსვლა­ზე და გა­მარ­ჯვე­ბა­ზე უნდა იფიქ­როთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ზოდიაქოს ეს ნიშნები 2024 წლის ბოლომდე 16-წლიან კარმულ ციკლს დაასრულებენ

ზოდიაქოს ეს ნიშნები 2024 წლის ბოლომდე 16-წლიან კარმულ ციკლს დაასრულებენ

2008 წლიდან მოყოლებული ზოდიაქოს 4 ნიშანი გადის კარმულ ციკლს. მაგრამ ცვლილება უკვე ახლოსაა. პლუტონი, ტრანსფორმაციისა და ძალის პლანეტა, რეტროგრადული სვლით თხის რქაშია 2024 წლის 19 ნოემბრამდე, მერე კი მერწყულში გადავა. პლუტონი თხის რქაში 2008 წლიდანაა და თავად ამ ნიშანზე და კარდინალური ჯვრის სამ ნიშანზეც სერიოზულ გავლენას ახდენს. თუმცა, წლის ბოლოსთვის სიტუაცია შეიცვლება და ვნახოთ როგორ:

ვერძი

პლუტონის თხის რქაში ყოფნის დროს შესაძლოა თავს შეზღუდულად გრძნობდით. გიწევდათ გამკლავება ავტორიტეტებთან ან ძალაუფლების წარმომადგენლებთან. თუმცა, ამ ტრანსფორმაციულმა პერიოდმა საკუთარ ძალაშიც დაგარწმუნათ. ახლა მზად იქნებით გამოავლინოთ ლიდერის თვისებები ან აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებში, რომლებიც ადრე საშინელი ჩანდა. ამ ტრანზიტის უნდა ესწავლებინა თქვენთვის დიპლომატიისა და ტაქტის გაკვეთილები. ახლა, როცა პლუტონი თხის რქაში სვლას საბოლოოდ ასრულებს, შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს ზრდას და იმ სისტემების სიძლიერეს, რომლებიც შექმენით. ეს არის მომენტი, რომ აღიაროთ თქვენი გამძლეობა და მიღწევები, რომლებიც მოჰყვა გამოწვევებს. ახლა ყველაფერი უფრო იოლად მისაღწევი გეჩვენებათ და მოემზადებით მომავალი გამოწვევებისთვის. მოიპოვეთ სხვების პატივისცემა, რაც დაგეხმარებათ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.

კირჩხიბი

ამ 16 წლის განმავლობაში, ალბათ მიიღეთ ღირებული გაკვეთილები თვითკმარობისა და საზღვრების დადგენის მნიშვნელობის შესახებ - გაკვეთილები, რომლებმაც გაგზარდათ და განგავითარათ. თუ ურთიერთობაში ხართ, თქვენმა პარტნიორმა შეიძლება განასახიეროს ის თვისებები, რომლებსაც ეძებთ გრძელვადიან კავშირში. ამ ასპექტმა თითქოს გაგზარდათ, დამოუკიდებელი გაგხადათ, იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ან მოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, ან წავიდნენ და თავიანთი როლით დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაგიტარეს. თუმცა, გაკვეთილი ჯერ არ დასრულებულა, სატურნის ტრანზიტი თევზები გაძლევთ საფუძველს, რომ გააგრძელოთ საკუთარი თავის აღმოჩენა. თითქოს ამთავრებთ თქვენი ცხოვრების ერთ თავს და ემზადებით ახლის დასაწყებად.

სასწორი

როდესაც პლუტონი საბოლოოდ გადავა მერწყულში, შეიძლება შეამჩნიოთ ცვლილებები თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებში, შემოქმედებაში, შვილებთან მიმართებაში. ბოლო 16 წელი კი იყო დიდი პასუხისმგებლობის პერიოდი. და პლანეტის ამ მოგზაურობის დროს თქვენ განავითარეთ ლიდერობის ოსტატობა როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ემოციურ დონეზე პლუტონმა თხის რქაში გააღრმავა თქვენი ემოციური ინტელექტი და გააძლიერა სულიერი კავშირი. ალბათ გამოიკვლიეთ თქვენი სახლისა და ფესვების ისტორია და საიდუმლოებები. არაა გამორიცხული, რომ წასულიყვნენ ადამიანები თქვენი ოჯახიდან, ნათესავები ან მოგიწევდათ ზრუნვა მათზე.

თხის რქა

გილოცავთ, პლუტონი სულ მალე დატოვებს თქვენს ნიშანს სამუდამოდ და თავისუფლად ამოისუნთქავთ. ბოლო 16 წელი იყო გამოცდის, სირთულეების, შეზღუდვების, საკუთარის თავით გატანის პერიოდი, იქნებოდა დანაკლისებიც... ადამიანური, საქმეები, კავშირები. ჯანმრთელობა იქნებოდა მოსაფრთხილებელი (განსაკუთრებით ძვლოვანი სისტემა, ფრჩხილები, თმა). წლის ბოლომდე უნდა მოიცილოთ ის ყველაფერი, რაც წინსვლაში გიშლით ხელს, საბოლოო ტრანსფორმაცია მოახდინოთ საკუთარი თავის, ურთიერთობების, საქმეებისა და კავშირების. თქვენ გაძლიერდით, გაიზარდეთ და ახლა მხოლოდ წინსვლაზე და გამარჯვებაზე უნდა იფიქროთ.