24 ივლისს მერწყულის ზოდიაქოში, მეორე გრადუსში, 6:36-ზე ველოდებით სავსემთვარეობას . საინტერესო ისაა, რომ წელს მერწყულში ორი სავსემთვარეობა გვექნება. ერთი ამ შაბათს გვექნება და მეორე - 22 აგვისტოს, 15:02-ზე, მერწყულის ოცდამეათე გრადუსში. ეს უკანასკნელი მეტად მშვიდი და პოზიტიური იქნება, ვიდრე პირველი.
პირველი სავსემთვარეობა განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს იმ ადამიანებზე, ვინც 13-26 იანვრის შუალედში დაიბადნენ. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე: "ვინ ხარ?", "რა მიმართულებით უნდა განვითარდე" და "რა გზას ირჩევ?". ამასთან, არ უნდა დაარღვიოთ საკუთარი საზღვრები, უნდა იყოთ სამართლიანი, პატიოსანი და იმოქმედოთ ღირსეულად. უმეტესობას, მერწყულში მეორე სავსემთვარეობაზე მეორე შანსი მიეცემა საკუთარი ცხოვრების მეტად გასაუმჯობესებლად.
სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციურობა. ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი თავის მეტად გამოვლენა, ემოციების ამოხეთქვა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი გამოხატვა: სიბრაზის, წყენის, ეჭვიანობის, ალქაჯობის ემოცია. ადამიანებს მოუნდებათ დაგროვილის თქმა.
მერწყულში სავსემთვარეობის შედეგად გარშემო მყოფებს მოუნდებათ კარდინალური ცვლილებები, დინამიკა, სიახლები, მოგინდებათ ასტროლოგიაში, ჩენელინგში, მომავლის ტექნოლოგიებში გარკვევა, ჩაღრმავება. აგრეთვე, მომაბეზრებელისგან, დრომოჭმულისგან გათავისუფლება. კარგ შედეგს მოგიტანთ ფსიქოთერაპია, არტთერაპია. სავსემთვარეობაზე მთვარე მერწყულშია, მზე კი ლომში , ისინი ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში დგანან. გირჩევთ, შემოქმედებითად მიუდექით ცხოვრებას. სულიერი მოთხოვნილება გექნებათ, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. გამოხატოთ თქვენი ემოციები, გრძნობები შემოქმედებაში.
22 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა, გილოცავთ ლომებო, თქვენი დრო დგება. მზე თავის სახლშია. გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას, ყველას სურს, თავზე გვირგვინი გაისწორს, დიდგვაროვნება, პომპეზურობა გამოავლინოს. ყურადღება გამახვილდება შვილებზე, შემოქმედებაზე, თვითრეალიზებაზე, დღესასაწაულებზე, გართობზე, რომანტიკასა და სასიყვარულო თავგადასავლებზე. აგრეთვე, ყველაფერ იმაზე, რასაც ჩვენს შვილობილებად მივიჩნევთ, რასაც შვილებივით გამოვზრდით.
სავსემთვარეობა ჰაერის ნიშანში - მერწყულშია და ლილიტიც ტყუპშია , ისევ ჰაერის ნიშანში. ნუ ენდობით ყველას ნათქვამს, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. შეიძლება მოგინდეთ ყველა ტყუილისთვის ფარდის ახდა ან ყველას ტყუილში გამოჭერა. თავად იყავით მართალი, არ გაავრცელოთ სიცრუე, ცრუ ინფორმაცია. დააკვირდით სიზმრებსაც. წაიკითხეთ სრულად