ავტორი:

ვისზე იმოქმედებს ფსიქოლოგების, ბერების, მეთევზეებისა და შემოქმედი ადამიანების სავსემთავრეობა, რომელიც ამაღამაა

ვისზე იმოქმედებს ფსიქოლოგების, ბერების, მეთევზეებისა და შემოქმედი ადამიანების სავსემთავრეობა, რომელიც ამაღამაა

სავსემთვარეობის დღეს - 2 სექტემბრის რაციონალური და ირაციონალური უპირისპირდება ერთმანეთს. შეიძლება ვიღაცამ განზრახ მოინდომოს თქვენი დაბნევა, შეცდომაში შეყვანა. გაგიჭირდებათ საქმიანობა, რომელიც ინტელექტუალურ საქმიანობასთან, გამოთვლებთან, ლოგიკასთან და ზუსტ მეცნიერებებთანაა კავშირში. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაგეგმვას, კონტარაქტების გაფორმებას. გაფრთხილდით წამლებთან, ქიმიურ პრეპარატებთან. განსაკუთრებით, ალკოჰოლთან და სხვა მათრობელა საშუალებებთან. სამაგიეროდ, კარგია გამოძინება, არტთერაპია, ლოცვა, მედიტაცია, მუსიკის მოსმეა, ფილმების, განსაკუთრებით, კომედიების ყურება.

სავსემთვარეობას ველოდებით თევზების ზოდიაქოში, მეთერთმეტე გრადუსში, 9:21-ზე. ეს არის სულიერების, ქველმოქმედების, სიყვარულის, თანაგრძნობის ნიშანი. აგრეთვე, ოკეანის, სადაც ქაოსია (ოკეანე ყველაფრის მიმღებია). ასეთი ქაოსი შეიძლება აღინიშნოს, სავსემთვარეობის დღესაც, ვერ მიიღოთ სწორი ინფორმაცია. სამჯერ გადაამოწმეთ ყველაფერი, ფეიკის მსხვერპლი რომ არ გახდეთ.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად: ხელოვან ადამიანებზე (მუსიკოსებზე, მხატვრებზე, მსახიობებზე, პოეტებზე, ფოტოგრაფებზე, კინემატოგრაფებზე), მისტიკოსებზე, ბერებზე, მედიუმებზე, ფსიქოლოგებზე, ჰომეოპათებზე, ქიმიკოსებზე, ფარმაცევტებზე, პარფიუმერებზე, მეღვინეებზე, მეზღვაურებსა და მათზე, ვინც რამით დაკავშირებულია წყალთან და ზღვასთან... ამ სულაც, შეიძლება მოგინდეთ განმარტოება.

სავსემთავრეობა იმოქმედებს თქვენზე, თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანია თევზები, კირჩხიბი, ქალწული . უფრო ნაკლებად, მასზე ვისი ნიშანიცაა: ტყუპი, მორიელი, მშვილდოსანი . მათზე, ვისი დაბადების დღეც უწევს 26 თებერვლიდან 4 მარტის, 29 ივნისიდან 5 ივლისის, 21 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის, პირველიდან 6 სექტემბრის, 29 მაისიდან 4 ივნისის და 30 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით. თუ პირადი პლანეტები გყავთ თევზების, კირჩხიბის, ქალწულის, ტყუპის, ქალწულისა და მშვილდოსნის 8-14 გრადუსებში ან აღმავალი და დაღმავალი კვანძები გყავთ ქალწული-თევზების ან თევზები-ქალწულის ღერძზე.

თავად სავსეთვარეობა, როგორც უკვე იცით, არის მზისა და მთვარის ოპოზიცია. ანუ მზე ახლა არის ქალწულის ზოდიაქოში და უპირისპირდება თევზებში მყოფ მთვარეს.

ამ დღეს და მომდევნო დღესაც შეიძლება ან მიიღოთ თქვენთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ან მოგინდეთ საქმიანობის, კონტაქტების, ჩვევების შეცვლა. ჩამოყალიბდეთ და ჩამოწეროთ სრულყოფილი გეგმა თქვენი სურვილებისა და მიზნების

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ იკამათოთ არც ახლობლებთან და არც უცხოებთან, ან აჰყვეთ პროვოკაციებს, ნუ აღიქვამთ გარშემო მყოფებს მტრებად. გირჩევთ, ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ სამყაროსთან, პარტნიორებთან (საქმიანთანაც და სასიყვარულოსთანაც), თუნდაც ნებისმიერ ადამიანთან, რომელთანაც გაქვთ შეხება და ნუ გაიჩენთ ახალ მტრებს.

  • რა გევალებათ 2 სექტემბრის სავსემთვარეობიდან მომდევნო ორ კვირაში?

ვერძი

უნდა მოახერხოთ და დაიცვათ ბალანსი სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მიაქციეთ ყურადღება, რა სურს თქვენს სულს და რა სიგნალებს გაძლევს ფიზიკური სხეული. შეიძლება გაგიტაცოთ ეზოტერიკამ, დაიწყოთ "ოცნებებში ფრენა", მაგრამ არც ყოველდღიური ვალდებულებები უნდა დაივიწყოთ.

კურო

გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იზრუნოთ მეგობრებზე, კოლეგებზე. ადამიანებზე, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. მაგრამ ამავდროულად ნუ დაივიწყებთ თქვენს საყვარელ ადამიანს. დაარეგულირეთ პირადი და კოლექტივის ინტერესები. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ლიდერის როლიც კი შეითავსოთ.

ტყუპი

სავსემთვარეობაზე ყურადღება უნდა მიაქციოთ ორ სფეროს: კარიერულ მიღწევებს, მიზნების განხორციელებას და ოჯახს, ნათესავებზე (განსაკუთრებით დედაზე), მეუღლეზე ზრუნვას. ზოგმა, დაწინაურებისთვის ბრძოლის პარალელურად, შეიძლება საკუთარი ოჯახის შექმნაც კი გადაწყვიტოს, მამა-პაპისეული სახლის აღდგენა.

კირჩხიბი

საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ეს ერთი და ახლობლებთან: და-ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ახლო მანძილზე მიმოსვლა - ეს მეორე საკითხია თქვენთვის აქტუალური. ზოგისთვის შეიძლება გურუდ იქცეთ და ზოგისთვის ისევ - მოსწავლედ.

ლომი

ამ სავსემთავრეობაზე ყურადღება უნდა მიაქციოთ ორ სფეროს: პირად და პარტნიორის ფულებს, ინვესტიციებს, მემკვიდრეობის საკითხების მოგვარებას. დაკვირვებით აწარმოეთ ბანკებთან დაკავშირებული საქმეები. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ ფული. სულაც შეიძლება საკუთარი ცოდნა ფულად აქციოთ. ცოტა ძვირად შეაფასეთ საკუთარი თავი.

ქალწული

დაარეგულირეთ ურთიერთობა თქვენსა და პარტნიორებს (საქმიან და სასიყვარულო) შორის. ყურადღებით გააფორმეთ ხელშეკრულებები. იყავით მზად, რომ დაეხმაროთ მათ განვითარებაში. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ, თუ გსურთ, რომ მისგანაც იგივე მიიღოთ.

სასწორი

ჯანმრთელობა და ყოველდღიური ვალდებულებები და სულიერი მდგომარეობა და ფანტაზიებია მისახედი. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი ინტერესები, რომელთა მიღწევაც ყოველდღიურ შრომას საჭიროებს. ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი უნდა იყოთ, რომ მუშაობაც შეძლოთ.

მორიელი

ერთი მხრივ უნდა დაარეგულიროთ: ჰობი, გართობა და საყვარელი ადამიანი და მეორე მხრივ: მეგობრებთან ურთიერთობა, თანამოაზრეებთან და კოლექტივთან მუშაობა. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის, საყვარელი ადამიანისთვის, გაანებივრეთ ისინი სიურპრიზებით, მოუწყვეთ დღესასწაულები. აგრეთვე შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი საქმიანობა სოციალური ქსელებით. ან უბრალოდ, გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში.

მშვილდოსანი

ოჯახი და კარიერა ითხოვს ყურადღებას. დაარეგულირეთ ურთიერთობა მშობლებთან (განსაკუთრებით დედასთან), ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთანაც, კოლეგებთან. ერთდროულად უნდა მიხედოთ საოჯახო და სამსახურის საქმეებსაც. ჩამოწერეთ მიზნები, რა კარიერული მიღწევები გსურთ. მიხედეთ უძრავი ქონების საკითხებსაც. კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ შინ.

თხის რქა

მეგობრები და და-ძმები და საზღვარგარეთ მყოფი ახლობლები ითხოვენ ყურადღებას. აგრეთვე, სწავლის დაწყებისა და გაგრძელების თემები. შეიძლება ინფორმაციის ახალი წყაროები გამონახოთ ან გაგიჩნდეთ სურვილი, რომ მოაწყოთ ექსკურსიები. ზოგმა შეიძლება სულიერი განვითარება გადაწყვიტოს, იურიდიული საკითხები ან საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხები მოაგვაროს.

მერწყული

თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებია ფული და ცოდნის მატერიალურ შემოსავლად ქცევა. პარტნიორების შემოსავლები, ინვესტიციები, მემკვიდრეობის საკითხები. ეცადეთ, ფული სარფიან საქმიანობაში დააბანდოთ. მეტად ძვირად უნდა შეაფასოთ თქვენი საქმიანობა.

თევზები

როგორც წესი, სხვის კეთილდღეობაზე უფრო ზრუნავთ, ვიდრე საკუთარი თავზე. სავსემთავრეობის მერე კი არც საკუთარი თავი უნდა დაივიწყოთ. სხვათა შორს, კარგი იქნება, თუ პარტნიორებს სთხოვთ, რომ დაგეხმარონ სასურველის მიღწევაში და მერე, როცა გაიმარჯვებთ, გაგიკვირდებათ, რატომ ადრე არ იქცეოდით ასე. შეიძლება გაიჩინოთ ახალი ბიზნესპარტნიორებიც, ან სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც იზრუნებს თქვენზე. კარგი იქნება, თუ შეიცვლით იმიჯს, მეტად იზრუნებთ გარეგნობაზე, ექსპერიმენტებს ჩაატარებთ ვარხნილობასთან, ჩაცმასთან დაკავშირებით.

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი შემოდგომა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და რა ცვლილებებს უმზადებს "წითელი პლანეტა" პუტინს, ტრამპსა და სააკაშვილს

"მოემზადეთ რომანტიკისთვის!" - ვისთვის იქნება სექტემბერი საუკეთესო პერიოდი და რა მოვლენა ელით ზოდიაქოს ნიშნებს, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ ხდება