ავტორი:

ვისზე იმოქმედებს კარმული და დაძაბული ახალმთვარეობა კირჩხიბში

ვისზე იმოქმედებს კარმული და დაძაბული ახალმთვარეობა კირჩხიბში

17 ივლისს, 22:32-ზე კირჩხიბის 25-ე გრადუსში გველოდება ახალმთვარეობა. ამ დღეს მზეც და მთვარეც კირჩხიბშია. მოიმატებს სენსიტიურობა, პატრიოტულობა. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. დამოკიდებულების გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები, არ გირჩევთ ბუნდოვანებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ნათესავებთან. დაინტერესდით თქვენი ოჯახის, გვარის ისტორიით. ილოცეთ გარდაცვლილი ნათესავებისთვის.

ახალმთვარეობაზე მთვარის ახალი თვე იწყება. პირველ დღეს არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, ენერგიულობა ნაკლებია. ამ დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ მომდევნო თვე, ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები, რომლებსაც მომდევნო ახალმთვარეობამდე - 16 აგვისტო - განახორციელებთ.

ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე კირჩხიბშია. მათი ასპექტების გათვალისწინებით გეტყვით, რომ ამ თვეში ბევრს ვისწავლით, უფრო გამოცდილები გავხდებით. 22 ივლისს კირჩხიბში მყოფი მზე პლუტონს დაუპირისპირდება. გავლენას პლუს/მინუს 3 დღე ვიგრძნობთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გავლენიან, სტატუსიან ადამიანებთან. არაა გამორიცხული გააქტიურდნენ ძალაუფლების წარმომადენლები, მოხდეს დაპირისპირება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ პერიოდში მოსალოდნელია დაძაბულობა ურთიერთობებში. ამ დღეებში უმჯობესია არ დაიგეგმოთ მოლაპარაკებები, მივლინება, ვიზიტები ოფიციალურ ორგანოებში. შეიძლება შეგექმნათ ზეწოლის, უსამართლობის, შეგრძნება. იზრდება ტერორისტული თავდასხმების, კატასტროფების ალბათობა, გახშირდება კონტაქტი აგრესიულ პიროვნებებთან, კრიმინალურ ელემენტებთან, ეცადეთ, არ ეწვიოთ ხალხმრავალ, საშიშ ადგილებს. ამასთან, ლომში მყოფი ლილიტის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან გვაფრთხილებენ, რომ ვიყოთ ფრთხილად ფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან, ნუ ენდობით და გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან. 20 ივლისიდან დაძაბულობა იმატებს და ეცადეთ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოთ. აკონტროლეთ ემოციები. ფრთხილად ცეცხლსასროლ და ცივ იარაღებთან.

ახალმთვარეობის მომდევნო დღეს კარმული კვანძები იცვლიან ნიშნებს და 2025 წლის 12 იანვრამდე სასწორი-ვერძის ღერძზე განლაგდებიან. მზისა და მთვარის დაბნელებებიც სასწორი-ვერძის ღერძზე გვექნება. აღმავალი იქნება ვერძში და უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, ახლა სხვისი, პარტნიორების იმედი ვერ გექნებათ. უნდა შეძლოთ სიახლეებში სწრაფად გარკვევა. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ სასწორისეული დიპლომატიურობა და ჰარმონია. კარმული კვანძების ტრანზიტზე სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.

ახალმთვარეობაზე მზისა და მთვარის ნეპტუნთან ასპექტი მიგვითითებს, რომ მომდევნო მთვარის თვეში გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ინტუიციაზე დაყრდნობით. მეტი დრო დაუთმეთ სულიერებას, შემოქმედებას. ნუ დაივიწყებთ დასვენებას.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 14-20 ივლისის შუალედში. იყავით მიზანმიმართული კეთილი საქმეების კეთებაზე. ახლა თქვენი დროა. უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. 12-17 იანვრის, 12-16 აპრილის და 16-20 ოქტომბერის შუალედში დაბადებულებს მეტი ბრძოლა გმართებთ სასურველის მისაღწევად. ჯერ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ და მერე გარშემო მყოფებისა და სამყაროს. ყველაფერს მიაღწევთ, რასაც მიზნად დაისახავთ, მაგრამ იყავით ფრთხილი, დაკვირვებული და გააზრებული. ჩაიხედეთ პირად რუკაში და ნახეთ რომელ სფეროში ხვდება კირჩხიბის 25-ე გრადუსი. ცვლილებები აქ გელოდებათ.

ბედნიერ და მშვიდ ახალმთვარეობას გისურვებთ!