მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით, გუშინ ღამით დადგა - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან
ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით, გუშინ ღამით დადგა - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2021 წლის ზო­გად ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს:

"აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, 2021 წელი ლი­თო­ნის (თეთ­რი) ხა­რის წელი იქ­ნე­ბა. ის 2021 წლის 11 თე­ბერ­ვალს (თბი­ლი­სის დრო­ით 23:06 სა­ათ­ზე) და­ი­წყე­ბა და 2022 წლის 31 იან­ვრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

ხა­რის წლის ზო­გა­დი და­ხა­სი­ა­თე­ბა (სა­მუ­შაო, ოჯა­ხი, სამ­შობ­ლო)

ხა­რის წლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მოვ­ლე­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, მე­თო­დუ­რი და სის­ტე­მუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი წინა წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ნელა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად იც­ვლე­ბა. არე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ლაგ­დე­ბა, ხოლო ქა­ო­სუ­რი და უწეს­რი­გოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სტა­ბი­ლურ­დე­ბა და მშვიდ კა­ლა­პოტ­ში ექ­ცე­ვა. თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ითხოვს უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბას და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბას, ასე­ვე შე­უ­პოვ­რო­ბას და წარ­მა­ტე­ბის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიღ­წე­ვას. ხა­რის წელ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა: მოთ­მი­ნე­ბა, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბა, სი­დინ­ჯე, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლო­ბა, სი­ზუს­ტე, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მე­თო­დუ­რე­ბა. ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან შე­და­რე­ბით გაძ­ლი­ერ­დე­ბა უხე­შო­ბა, სი­ჯი­უ­ტე, სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბა, დოგ­მა­ტუ­რო­ბა და ფა­ნა­ტიზ­მი.

ასევე დაგაინტერესებთ
12:59 / 25-12-2020

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

00:20 / 11-12-2020

2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით

23:40 / 08-12-2020

2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის რა დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში

16:49 / 23-12-2020

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

21:16 / 27-12-2020

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

21:32 / 27-12-2020

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

02:15 / 31-12-2020

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

რას უნდა ვე­ლო­დოთ 2021 ლი­თო­ნის (თეთ­რი) ხა­რის წელს

2021 წელი - აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ხა­რის წელს შე­ე­სა­ბა­მე­ბა (ასე­ვე ხა­რის წელი იყო: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009 წლე­ბი). დამ­დე­გი წლის სტი­ქია - ლი­თო­ნია და თეთრ (ყვი­თელ) ფერ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

ხარი - ეს აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს მე­ო­რე ნი­შა­ნია. აღ­მო­სავ­ლეთ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ტი­ბეტ­ში ის წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ლაო-ძი სწო­რედ ხარ­ჯზე (კა­მეჩ­ზე) შემჯდა­რი გა­ე­შუ­რა უკ­ვდა­ვე­ბის სა­ძი­ებ­ლად. ინ­დუ­ის­ტუ­რი და ბუ­დის­ტუ­რი ღმერ­თი იამა სწო­რედ ხა­რის ფორ­მას იღებს, რომ კოს­მი­უ­რი ჰარ­მო­ნია აღად­გი­ნოს. აღ­მო­სავ­ლეთ­ში ხა­რის წელს მი­იჩ­ნე­ვენ ძვე­ლი ცოდ­ვე­ბის­გან, ილუ­ზი­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წლად. სწო­რედ ამი­ტომ ეს წელი შორს დგას ფუჭი და­პი­რე­ბე­ბის­გან და ილუ­ზი­ურ-ფან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი იდე­ე­ბის­გან. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წელს რე­ა­ლო­ბას ყვე­ლა­ზე კარ­გად აღიქ­ვა­მენ და შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ.

ხარი - აღ­მო­სავ­ლურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვა ადა­მი­ა­ნის კარ­მუ­ლი ვა­ლის სიმ­ბო­ლოდ, ვა­ლის, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას გა­დახ­დი­ლი, ამი­ტომ, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ წელ­მა მო­ი­ტა­ნოს მთე­ლი რიგი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვაც წინა წლებ­ში ად­ვი­ლად ხდე­ბო­და. ამ წელს და­ლაგ­დე­ბა-დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა ბევ­რი ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია, ხოლო და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­და­რე­ბით შერ­ბილ­დე­ბა, ხის­ტი მოქ­მე­დე­ბე­ბი იმ­თა­ვით­ვე მარ­ცხის­თვის იქ­ნე­ბა გან­წი­რუ­ლი, თუმ­ცა დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ტაქ­ტის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია საკ­მა­ოდ მრის­ხა­ნე და და­მან­გრე­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, ასე რომ, დიპ­ლო­მა­ტი­ას ხა­რის წელ­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია.

ხა­რის წელ­ში რო­გორც პი­რა­დულ, ისე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სტა­ბი­ლურ­დე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი პო­უ­ლო­ბენ სა­ერ­თო ენას და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შე­თან­ხმე­ბას აღ­წე­ვენ.

ხა­რის წლის ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბია - შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მი­ზან­სწრაფ­ვა, ენერ­გი­უ­ლო­ბა, ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით კი აგ­რე­სია, სი­ჯი­უ­ტე და რაც მთა­ვა­რია, და­მან­გრე­ვე­ლი ძალა (წარ­მო­იდ­გი­ნეთ კო­რი­დის დროს გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი ხარი და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა), ამი­ტომ, დამ­დეგ წელს ნე­ბის­მი­ერ მო­უ­ფიქ­რე­ბელ და იმ­პულ­სურ მოქ­მე­დე­ბას შე­საძ­ლოა, საკ­მა­ოდ უხე­ში და აგ­რე­სი­უ­ლი პა­სუ­ხი მოჰ­ყვეს.

რო­გორც წესი, ხა­რის წელი სა­სი­კე­თო და პერ­სპექ­ტი­უ­ლია მათ­თვის, ვინც გა­ბე­დუ­ლად და ჯი­უ­ტად იწყებს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თუმ­ცა აქვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ ბევ­რი პრო­ექ­ტი თუ ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლოა გა­მოც­დის წი­ნა­შე დად­გეს. ყვე­ლა აბ­სტრაქ­ტუ­ლი, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი, რის­კი­ა­ნი პრო­ექ­ტი გა­მო­იწ­ვევს კრი­ტი­კას და მო­სა­ლოდ­ნე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კე­ბის ქვეშ დად­გეს.

ხა­რის წელი სა­სი­კე­თოა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის­თვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვი­სა და ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია ამ სფე­რო­ებს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს. მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა, ფერ­მე­რო­ბა-მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე მშე­ნებ­ლო­ბა და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ად­ვი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ველ შე­დე­გებს მო­ი­ტანს.

კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ნელა, მაგ­რამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უნდა გან­ვი­თარ­დეს, იმ­პულ­სუ­რო­ბა და აჩ­ქა­რე­ბუ­ლო­ბა შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში ძნე­ლი გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ხა­რის წელს ადა­მი­ა­ნებს უწევთ წინა წლებ­ში დაგ­რო­ვი­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და ახა­ლი შეც­დო­მე­ბის და­მა­ტე­ბამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გე­ბის დად­გო­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ხა­რის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პი­რად (ოჯა­ხურ) ცხოვ­რე­ბას, ამი­ტომ, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ასე­ვე ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ოჯა­ხის წევრთა პრობ­ლე­მებს . სიყ­ვა­რულ­სა და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­სურ­ვე­ლია მოთ­მი­ნე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა. ხარი "მფარ­ვე­ლობს" ოჯა­ხურ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ოჯა­ხურ შე­მო­სავ­ლებს, ამი­ტომ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ოჯახ­ში ახა­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბი და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი.

2021 წელს "ინ" (მდედ­რუ­ლი) ენერ­გია მარ­თავს. ეს კოს­მო­სუ­რი იმ­პულ­სე­ბის პა­სი­ურ გა­მოვ­ლე­ნა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხა­რის წელს წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის სწო­რი დრო­ის შერ­ჩე­ვა - რა დროს აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო და რა დროს დრო­უ­ლად გა­ჩე­რე­ბა. ამ წელს უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მოქ­ნი­ლო­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა მო­ი­ტანს. ლი­თო­ნის სტი­ქი­ის მდედ­რუ­ლი ენერ­გია, ჩი­ნურ მე­ტა­ფი­ზი­კა­ში - ეს არის სა­მუ­შაო ია­რა­ღი (გან­სხვა­ვე­ბით 2020 წლის ელე­მენ­ტის - "მამ­რუ­ლი" ლი­თო­ნის­გან, რო­მე­ლიც სა­ო­მარ ია­რა­ღად მო­ი­აზ­რე­ბა). ეს მუხლჩა­უხ­რელ და ქან­ცის­გამ­წყვეტ შრო­მა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რათა აღ­მო­ი­ფხვრას ის კრი­ზი­სი და ზა­რა­ლი, რაც 2020 წელს ახ­ლდა.

ამ წელს ადა­მი­ა­ნებ­მა გათ­ვლა გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე, მოთ­მი­ნე­ბა­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა გა­ა­კე­თონ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paichadze lia liana
3

iqneb svanihnebzec getqvat raime ra elodeba loms?

ai
1

ახალი ასტროლოგები გამოდიან ასპარეზზეე. დიდი კონკურენცია ელოდება ცაგარელს ))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით, გუშინ ღამით დადგა - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან

ვისთვის იქნება წარმატებული ხარის წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით, გუშინ ღამით დადგა - 2021 წლის ზოგადი მიმოხილვა ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 2021 წლის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს:

"აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2021 წელი ლითონის (თეთრი) ხარის წელი იქნება. ის 2021 წლის 11 თებერვალს (თბილისის დროით 23:06 საათზე) დაიწყება და 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ხარის წლის ზოგადი დახასიათება (სამუშაო, ოჯახი, სამშობლო)

ხარის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების მიზანმიმართული, მეთოდური და სისტემური განვითარება. სიტუაციები წინა წლისგან განსხვავებით ნელა, მაგრამ სტაბილურად იცვლება. არეული მოვლენები ლაგდება, ხოლო ქაოსური და უწესრიგოდ განვითარებული სიტუაციები სტაბილურდება და მშვიდ კალაპოტში ექცევა. თუმცა ეს პროცესი ადამიანებისგან ითხოვს უდიდეს ყურადღებას, ორგანიზებულობას და დისციპლინირებულობას, ასევე შეუპოვრობას და წარმატების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევას. ხარის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: მოთმინება, თავშეკავებულება, სიდინჯე, გაწონასწორებულობა, სიზუსტე, შრომისმოყვარეობა და მეთოდურება. ნეგატიური თვისებებიდან შედარებით გაძლიერდება უხეშობა, სიჯიუტე, სწორხაზოვნება, დოგმატურობა და ფანატიზმი.

რას უნდა ველოდოთ 2021 ლითონის (თეთრი) ხარის წელს

2021 წელი - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ხარის წელს შეესაბამება (ასევე ხარის წელი იყო: 1913, 1925, 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009 წლები). დამდეგი წლის სტიქია - ლითონია და თეთრ (ყვითელ) ფერთან ასოცირდება.

ხარი - ეს აღმოსავლური ზოდიაქოს მეორე ნიშანია. აღმოსავლეთში და განსაკუთრებით ტიბეტში ის წმინდა ცხოველად მიიჩნევა. ლეგენდის თანახმად, ლაო-ძი სწორედ ხარჯზე (კამეჩზე) შემჯდარი გაეშურა უკვდავების საძიებლად. ინდუისტური და ბუდისტური ღმერთი იამა სწორედ ხარის ფორმას იღებს, რომ კოსმიური ჰარმონია აღადგინოს. აღმოსავლეთში ხარის წელს მიიჩნევენ ძველი ცოდვებისგან, ილუზიებისგან გათავისუფლების წლად. სწორედ ამიტომ ეს წელი შორს დგას ფუჭი დაპირებებისგან და ილუზიურ-ფანტასმაგორიული იდეებისგან. ადამიანები ამ წელს რეალობას ყველაზე კარგად აღიქვამენ და შექმნილ მდგომარეობას აცნობიერებენ.

ხარი - აღმოსავლურ ასტროლოგიაში მიიჩნევა ადამიანის კარმული ვალის სიმბოლოდ, ვალის, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გადახდილი, ამიტომ, ადვილი შესაძლებელია ამ წელმა მოიტანოს მთელი რიგი პასუხისმგებლობები, რომლებიდან თავის დაღწევაც წინა წლებში ადვილად ხდებოდა. ამ წელს დალაგდება-დასტაბილურდება ბევრი ქაოსური სიტუაცია, ხოლო დაძაბული ურთიერთობები შედარებით შერბილდება, ხისტი მოქმედებები იმთავითვე მარცხისთვის იქნება განწირული, თუმცა დიპლომატიისა და ტაქტის ამოწურვის შემდეგ, მოსალოდნელია საკმაოდ მრისხანე და დამანგრეველი მოქმედებები, ასე რომ, დიპლომატიას ხარის წელში ალტერნატივა არ გააჩნია.

ხარის წელში როგორც პირადულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობები სტაბილურდება, დაპირისპირებული მხარეები პოულობენ საერთო ენას და უმეტეს შემთხვევაში შეთანხმებას აღწევენ.

ხარის წლის ძირითადი ტენდენციებია - შრომისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა, მიზანსწრაფვა, ენერგიულობა, ნეგატიური კუთხით კი აგრესია, სიჯიუტე და რაც მთავარია, დამანგრეველი ძალა (წარმოიდგინეთ კორიდის დროს გაცეცხლებული ხარი და ყველაფერი ნათელი გახდება), ამიტომ, დამდეგ წელს ნებისმიერ მოუფიქრებელ და იმპულსურ მოქმედებას შესაძლოა, საკმაოდ უხეში და აგრესიული პასუხი მოჰყვეს.

როგორც წესი, ხარის წელი სასიკეთო და პერსპექტიულია მათთვის, ვინც გაბედულად და ჯიუტად იწყებს საკუთარი გეგმების განხორციელებას. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბევრი პროექტი თუ ურთიერთობა შესაძლოა გამოცდის წინაშე დადგეს. ყველა აბსტრაქტული, ექსტრავაგანტური, რისკიანი პროექტი გამოიწვევს კრიტიკას და მოსალოდნელია სერიოზული რისკების ქვეშ დადგეს.

ხარის წელი სასიკეთოა მიწათმოქმედებისთვის, სოფლის მეურნეობისთვისა და ფერმერული საქმიანობისთვის, ამიტომ, სასურველია ამ სფეროებს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მიექცეს. მიწის დამუშავება, ფერმერობა-მეცხოველეობის განვითარება, ასევე მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები ადვილად მოგვარდება და უმეტეს შემთხვევაში სასურველ შედეგებს მოიტანს.

კარდინალური ცვლილებები ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად უნდა განვითარდეს, იმპულსურობა და აჩქარებულობა შეცდომების დაშვებას შეუწყობს ხელს, რომლებიც მომავალში ძნელი გამოსასწორებელი იქნება. ხარის წელს ადამიანებს უწევთ წინა წლებში დაგროვილი შეცდომების გამოსწორება და ახალი შეცდომების დამატებამ მოსალოდნელია საკმაოდ არასასიამოვნო შედეგების დადგომა გამოიწვიოს.

ხარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირად (ოჯახურ) ცხოვრებას, ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ოჯახურ ურთიერთობებს და ოჯახის წევრთა პრობლემებს . სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში სასურველია მოთმინებისა და ყურადღების გამოჩენა. ხარი „მფარველობს“ ოჯახურ კეთილდღეობასა და ოჯახურ შემოსავლებს, ამიტომ, მოსალოდნელია ოჯახში ახალი შენაძენები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სასიამოვნო ცვლილებები.

2021 წელს „ინ“ (მდედრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების პასიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ხარის წელს წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება აქტიურობისთვის სწორი დროის შერჩევა - რა დროს აქტიურობაა საჭირო და რა დროს დროულად გაჩერება. ამ წელს უფრო მეტ წარმატებას მოქნილობა და დიპლომატიურობა მოიტანს. ლითონის სტიქიის მდედრული ენერგია, ჩინურ მეტაფიზიკაში - ეს არის სამუშაო იარაღი (განსხვავებით 2020 წლის ელემენტის - „მამრული“ ლითონისგან, რომელიც საომარ იარაღად მოიაზრება). ეს მუხლჩაუხრელ და ქანცისგამწყვეტ შრომაზე მიანიშნებს, რათა აღმოიფხვრას ის კრიზისი და ზარალი, რაც 2020 წელს ახლდა.

ამ წელს ადამიანებმა გათვლა გრძელვადიან პროექტებზე, მოთმინებასა და შრომისმოყვარეობაზე უნდა გააკეთონ. წაიკითხეთ სრულად

თებერვლის 9 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს

"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თევზებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი