პირადი ცხოვრების გაუმჯობესება მხოლოდ თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. დაფიქრდით, იქნება არის რაღაც, რაც დაფიქრებას, გააზრებას და გადაწყვეტას საჭიროებს?..
კურო
არ მიეჯაჭვოთ ურთიერთობებს, რომლებიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. მით უმეტეს, თუ ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა მოძალადეა. რატომ აძლევთ უფლებას ვინმეს, რომ გაგაბრაზოთ და გაგამწაროთ ან დაგინგრიოთ ცხოვრება? როგორც ჩანს, მასთან განშორების დრო დადგა, მით უმეტეს, რომ ღირსეული კანდიდატი უკვე, ფიგურალურად რომ ვთქვათ, კარსაა მომდგარი.
ქალწული
უნდა გახსოვდეთ, რომ ყოფილთან კავშირის გაწყვეტაში მხოლოდ საკუთარი თავი არ უნდა დაადანაშაულოთ. იმასაც მიუძღვის ბრალი. მაგრამ ახლა ეცადეთ, არ იცხოვროთ წარსულით, თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მომავალზე, რომელიც მოგიტანთ ბევრ ბედნიერ მოვლენას და სასიამოვნო ემოციას. იყავით მზად ახალი ნაცნობობისთვის.
მშვილდოსანი
უნდა მიატოვოთ თქვენი თანდაყოლილი კატეგორიულობა და არ თქვათ უარი ურთიერთობაზე იმ ადამიანთან, რომელიც დაჟინებით ეძებს თქვენს ყურადღებას. რატომღაც გადაწყვიტეთ, რომ ის არ იყო თქვენი ღირსი, ამიტომაც ჯიუტად უგულებელყოფთ მასთან დაახლოების სურვილს. გირჩევთ, ერთ შანსს მაინც მისცემთ, შეიძლება მოგეწონოთ კიდეც და ურთიერთობაც გააბათ.