პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ელოდება კარიერაში წინსვლა, რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური კეთილდღეობა, ივლისის სავსემთვარეობის ასტროპროგნოზი
ვის ელოდება კარიერაში წინსვლა, რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური კეთილდღეობა, ივლისის სავსემთვარეობის ასტროპროგნოზი

დღეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვქონ­და თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში, ვრცე­ლი სტა­ტია ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს, რათა უკეთ შეძ­ლოთ მომ­დევ­ნო ორი კვი­რის და­გეგ­მა­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

ვერ­ძი

დრო ისე უნდა გა­და­ა­ნა­წი­ლოთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ ოჯახს და არც სამ­სა­ხურს არ მო­აკ­ლოთ. და­ას­რუ­ლეთ სახ­ლში რე­მონ­ტი და სამ­სა­ხურ­ში - ახა­ლი პრო­ექ­ტი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ის, რის­კე­ნაც ის­წრაფ­ვო­დით: ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, და­წი­ნა­ურ­დეთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მშობ­ლე­ბის მი­მართ.

კურო

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სწავ­ლას, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სერ­ტი­ფი­კა­ტი, დიპ­ლო­მი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ თა­ვად გა­და­წყვი­ტოთ სხვე­ბის სწავ­ლა, გახ­დეთ პე­და­გო­გი, გურუ. არ და­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან. გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, თუ უცხო­ეთ­ში აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას.

ტყუ­პი

მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ან საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან არ იკა­მა­თოთ ფუ­ლის გამო. გა­და­ი­ხა­დეთ გა­და­სა­ხა­დე­ბი, გა­ის­ტუმ­რეთ ვა­ლე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ფუ­ლის გა­და­რი­ცხვი­სას. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გა­ი­ზარ­დოს ხარ­ჯი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შეძ­ლებთ თქვე­ნი ცოდ­ნის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბას.

კირჩხი­ბი

მეტი ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. თუ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გაქვთ, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა კვი­რის ბო­ლოს­თვის გა­და­დეთ, როცა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ემო­ცი­ე­ბი ჩა­ცხრე­ბა. ნუ იქ­ნე­ბით კრი­ტი­კუ­ლი, მშვი­დად მო­ის­მი­ნეთ, რა­საც გე­უბ­ნე­ბი­ან. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას კლი­ენ­ტებ­თან.

ლომი

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ. გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბი­სა და სიმ­შვი­დე­ში გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის. ხში­რად ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე; მო­ი­ნა­ხუ­ლეთ წმინ­და ად­გი­ლე­ბი; გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. ჩა­ი­ტა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა. სიმ­შვი­დეს მო­გა­ნი­ჭებთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. კარ­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბა: გა­ე­ცით პრო­დუქ­ტე­ბი, ნივ­თე­ბი, სა­მო­სი.

ქალ­წუ­ლი

უნდა მიხ­ვდეთ, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი თქვენ ხართ და სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ. გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი დას­ვე­ნე­ბით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბით. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს რო­მან­ტი­კის, ფლირ­ტის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ნუ იფიქ­რებთ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან; ერ­თად იმ­ხი­ა­რუ­ლეთ ხოლ­მე.

სას­წო­რი

სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო­ებს მეტ ყუ­რა­დღე­ბას. უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო და მო­ა­ლა­მა­ზოთ სახ­ლი, გა­ი­ტა­ნოთ ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბი, და­ა­ლა­გოთ აგა­რა­კი. იზ­რუ­ნეთ მშობ­ლებ­ზე, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. გახ­შირ­დე­ბა ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა შინ. მაგ­რამ ნუ და­ი­ვი­წყებთ კა­რი­ე­რას. შე­იძ­ლე­ბა ახალ მო­გე­ცეთ წინსვლის, და­წი­ნა­უ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მო­რი­ე­ლი

გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, მი­მოს­ვლა, ზა­რე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი­თაც კი. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო ენა, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ან თუ სწავ­ლობ­დით, მი­ი­ღებთ სერ­ტი­ფი­კატს, დიპ­ლომს. მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, დო­კუ­მენტს, რაც გჭირ­დე­ბათ; გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან. გახ­შირ­დე­ბა ტუ­რე­ბი­სა და ექ­სკურ­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აი­მაღ­ლეთ თვით­შე­ფა­სე­ბა; თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობთ, გა­აძ­ვი­რებთ სა­კუ­თარ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ფული შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პარტნი­ო­რის­გან; მას გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დეთ შე­მო­სა­ვა­ლი. ან ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ალი­მენ­ტი, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. იფიქ­რეთ, რა მო­გი­ტანთ ფულს, კარ­გი იქ­ნე­ბა თქვე­ნი ცოდ­ნის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბა. მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გირ­ჩევთ სეს­ხის, ვა­ლის აღე­ბას.

თხის რქა

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­შია. მე­ტად უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე, კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ნი­ჭი­სა და ტა­ლან­ტის გა­მოვ­ლე­ნა­ზე. ნუ და­ა­ყე­ნებთ სხვას თქვენ­ზე წინ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და და­ძა­ბავთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პარტნი­ო­რებ­თან, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­მოთ­ქვით და და­ი­ცა­ვით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. და­ფიქ­რდით, ვინ გჭირ­დებთ გვერ­დით, რათა შეძ­ლოთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

მერ­წყუ­ლი

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბას, დას­ვე­ნე­ბას და გა­მო­ძი­ნე­ბას, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნას. არა გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­გე­ბა­დოთ ახა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი, მაგ­რამ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­მავ­ლის­თვის უნდა გა­და­დოთ. ახლა კარ­გია ძვე­ლის, გა­მო­უ­სა­დე­გა­რის მო­ცი­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ში­შე­ბი, ფო­ბი­ე­ბი, მავ­ნე ჩვე­ვე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, გა­და­ი­ტა­ნეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი არტთე­რა­პი­ა­ში. ამას­თან, ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. თქვენ­ზე უკეთ მათ ვე­რა­ვინ შე­ას­რუ­ლებს.

თევ­ზე­ბი

გახ­შირ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი და­ი­წყოთ ონ­ლა­ინ­საქ­მი­ა­ნო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­მოხ­ვი­დეთ იმ ჯგუ­ფი­დან, რო­მე­ლიც აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს თქვენს ინ­ტე­რე­სებს. ეს აგ­რეთ­ვე სა­უ­კე­თე­სო დროა სხვის შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვის­თვის. მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა თქვენს სიყ­ვა­რულს შეხ­ვდეთ ან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, ან სა­მე­გობ­რო წრე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ვის ელოდება კარიერაში წინსვლა, რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური კეთილდღეობა, ივლისის სავსემთვარეობის ასტროპროგნოზი

ვის ელოდება კარიერაში წინსვლა, რომანტიკული ნაცნობობა და მატერიალური კეთილდღეობა, ივლისის სავსემთვარეობის ასტროპროგნოზი

დღეს სავსემთვარეობა გვქონდა თხის რქის ზოდიაქოში, ვრცელი სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ სავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა უკეთ შეძლოთ მომდევნო ორი კვირის დაგეგმარება და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესება.

ვერძი

დრო ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ ყურადღება არ ოჯახს და არც სამსახურს არ მოაკლოთ. დაასრულეთ სახლში რემონტი და სამსახურში - ახალი პროექტი. შეიძლება მიიღოთ ის, რისკენაც ისწრაფვოდით: ახალი თანამდებობა, დაწინაურდეთ. ყურადღება გმართებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების, მშობლების მიმართ.

კურო

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. შეიძლება მიიღოთ სერტიფიკატი, დიპლომი. გამორიცხული არაა, რომ თავად გადაწყვიტოთ სხვების სწავლა, გახდეთ პედაგოგი, გურუ. არ დაძაბოთ ურთიერთობა მეუღლის ნათესავებთან. გააფორმეთ დოკუმენტები, თუ უცხოეთში აპირებთ გამგზავრებას.

ტყუპი

მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორთან არ იკამათოთ ფულის გამო. გადაიხადეთ გადასახადები, გაისტუმრეთ ვალები. ყურადღება გმართებთ ფულის გადარიცხვისას. არაა გამორიცხული, რომ გაიზარდოს ხარჯი. კარგი იქნება, თუ შეძლებთ თქვენი ცოდნის მონეტიზირებას.

კირჩხიბი

მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. არაა გამორიცხული, რომ შეყვარებულებმა მოულოდნელად დაქორწინება გადაწყვიტოთ. თუ სასიყვარულო პარტნიორთან რთული სიტუაცია გაქვთ, ურთიერთობის გარკვევა კვირის ბოლოსთვის გადადეთ, როცა სავსემთვარეობის ემოციები ჩაცხრება. ნუ იქნებით კრიტიკული, მშვიდად მოისმინეთ, რასაც გეუბნებიან. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, მოერიდეთ უსიამოვნებას კლიენტებთან.

ლომი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ რუტინული საქმეების შესრულებას და ყურადღება გამოავლინოთ ჯანმრთელობის მიმართ. გამონახეთ დრო დასვენებისა და სიმშვიდეში განმარტოებისთვის. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე; მოინახულეთ წმინდა ადგილები; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. სიმშვიდეს მოგანიჭებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. კარგია ქველმოქმედება: გაეცით პროდუქტები, ნივთები, სამოსი.

ქალწული

უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი თქვენ ხართ და საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. გაინებივრეთ თავი დასვენებით, შემოქმედებითი იდეების განხორციელებით, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებით. მიეცით საკუთარ თავს რომანტიკის, ფლირტის უფლება. თუმცა, ახალგაცნობილებთან სერიოზულ ურთიერთობაზე ნუ იფიქრებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან; ერთად იმხიარულეთ ხოლმე.

სასწორი

საოჯახო ვალდებულებები საჭიროებს მეტ ყურადღებას. უნდა გამონახოთ დრო და მოალამაზოთ სახლი, გაიტანოთ ზედმეტი ნივთები, დაალაგოთ აგარაკი. იზრუნეთ მშობლებზე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. გახშირდება ოჯახური შეკრებები. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შინ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ კარიერას. შეიძლება ახალ მოგეცეთ წინსვლის, დაწინაურების შესაძლებლობა.

მორიელი

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა, ზარები, ინტერნეტითაც კი. ზოგიერთს მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება. ეს შეიძლება იყოს უცხო ენა, ავტომობილის მართვა ან თუ სწავლობდით, მიიღებთ სერტიფიკატს, დიპლომს. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტს, რაც გჭირდებათ; გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. გახშირდება ტურებისა და ექსკურსიების რაოდენობა.

მშვილდოსანი

უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. აიმაღლეთ თვითშეფასება; თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ, გააძვირებთ საკუთარ მომსახურებას. ფული შეიძლება მიიღოთ პარტნიორისგან; მას გაუუმჯობესდეთ შემოსავალი. ან ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, ალიმენტი, სოციალური დახმარება. იფიქრეთ, რა მოგიტანთ ფულს, კარგი იქნება თქვენი ცოდნის მონეტიზირება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ გირჩევთ სესხის, ვალის აღებას.

თხის რქა

სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია. მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული საკუთარ თავზე, კეთილდღეობაზე, ნიჭისა და ტალანტის გამოვლენაზე. ნუ დააყენებთ სხვას თქვენზე წინ. ნუ გაართულებთ და დაძაბავთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან, მაგრამ საკუთარი მოთხოვნები დიპლომატიურად გამოთქვით და დაიცავით საკუთარი პოზიცია. დაფიქრდით, ვინ გჭირდებთ გვერდით, რათა შეძლოთ თქვენი მიზნების განხორციელება.

მერწყული

მეტი დრო უნდა დაუთმოთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, დასვენებას და გამოძინებას, სუფთა ჰაერზე ყოფნას. არა გამორიცხული, დაგებადოთ ახალი, ორიგინალური იდეები, მაგრამ მათი განხორციელება მომავლისთვის უნდა გადადოთ. ახლა კარგია ძველის, გამოუსადეგარის მოცილება. ეს შეიძლება იყოს შიშები, ფობიები, მავნე ჩვევები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, გადაიტანეთ თქვენი ემოციები არტთერაპიაში. ამასთან, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ სამსახურის საქმეებს, საოჯახო ვალდებულებებს. თქვენზე უკეთ მათ ვერავინ შეასრულებს.

თევზები

გახშირდება მეგობრული შეხვედრები, მოგინდებათ მეტი დროის გატარება სოციალურ ქსელებში და არაა გამორიცხული დაიწყოთ ონლაინსაქმიანობა. შეიძლება გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან, რომელიც აღარ აკმაყოფილებს თქვენს ინტერესებს. ეს აგრეთვე საუკეთესო დროა სხვის შვილებზე ზრუნვისთვის. მარტოხელები შეიძლება თქვენს სიყვარულს შეხვდეთ ან ინტერნეტსივრცეში, ან სამეგობრო წრეში.