20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა გვქონდა და ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს. საინტერესო ისაა, პროგნოზს გავლენა ექნება მომდევნო 6 თვეზე. ზოგის შემთხვევაში კი - ერთ წელზე.
ვერძი
გილოცავთ, ახლა თქვენი დროა, ტრანსფორმაცია 6 თვეს ან ერთ წელიწადს გასტანს და მოგიტანს სიახლეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. იყავით მომართული განახლებაზე, განვითარებაზე, სასიკეთო ცვლილებებზე, საქმიანობის შეცვლაზე. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ურთიერთობების - პარტნიორულ, სასიყვარულო, მეგობრულ - გაუმჯობესებას. მიხვდებით, რომ მეტი შეგიძლიათ, მეტი ღირხართ. უნდა დაწინაურდეთ, დაიწყოთ თქვენი ბიზნესი, შექმნათ რამე ღირებული. ზოგიერთი გადაწყვეტთ დაქორწინებას და ზოგიც გაანალიზებს იმ შეცდომებს, რასაც უშვებდა ურთიერთობაში და შეეცდება მათ გამოსწორებას.
კურო
უნდა გაერკვეთ საკუთარ თავში, სურვილებში, შინაგან სამყაროში. ახლა მეტი დრო უნდა დაუთმოთ სულიერ განვითარებას, სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და ემიგრაციისთვისაც, თუ დაგეგმილი გქონდათ. ზოგიერთი გადაწყვეტთ განმარტოებით, იზოლაციაში მუშაობას, ან შეიძლება დაიწყოთ მუშაობა დახურული ტიპის დაწესებულებაში. შეიძლება მუშაობის პირობები შეეცვალოს თქვენს მეუღლეს. უმეტესობა მიხვდებით, რომ უნდა გათავისუფლდეთ ზედმეტი ვალდებულებებისგან. თუ ფარული რომანი გაქვთ, დაფიქრდებით, როგორ გააგრძელოთ ცხოვრება. ამასთან არაა გამორიცხული, თავი შეგახსენონ დიდი ხნის უნახავმა ადამიანებმა, სიტუაციებმა. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ რეგულარულ ვარჯიშს, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან.
ტყუპი
გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მოკავშირეებს, რომლებთან ერთადაც შეძლებთ ახალი იდეების განხორციელებას. ზოგიერთი მიხვდებით, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისი ცოდნა არ გაქვთ და მოგინდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, სასწავლო კურსებზე ჩაწერა. შემოქმედებითად და პროგრესულად მიუდგებით არსებულ საქმიანობას. მოგინდებათ თავისუფლების შეგრძენა სამსახურში, ქორწინებაში, ურთიერთობებში. კარგი დროა ინტერნეტპროექტების განსახორციელებლად. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. პირად ცხოვრებაში საინტერესო ცვლილებები გელოდებათ. გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზრდება. საინტერესო ცვლილებები ელოდებათ თქვენს მოზრდილ შვილებსაც.
კირჩხიბი
მოიმატებს ამბიციურობა, მოგინდებათ სტატუსის ამაღლება, დაწინაურება, პრესტიჟულ უბანში საცხოვრებლად გადასვლა. ზოგიერთი შეიძლება ძვირად ღირებული ნივთის, უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ. სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ დაქორწინებით ან განქორწინებით. გამორიცხული არაა, დაანებოთ მუშაობს თავი პენსიაზე გასვლის მიზეზით ან პირადი ბიზნესის დაწყების. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების, ასაკით უფროსი ნათესავების მიმართ.
ლომი
მომდევნო 6 თვის განმავლობაში ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება უცხოეთთან. შეიძლება მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრებამ ემიგრაციის, სამსახურის, სწავლის ან სიყვარულის გამო. საუკეთესო დროა საკუთარი ძალების მოსასიჯად ლიტერატურულ სფეროში ან თუ უკვე გაქვთ ნაშრომები, მათ გამოსაქვეყნებლად. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა, შეხედულება სხვადასხვა მოვლენის, ადამიანების მიმართ. კარგი იქნება უცხო ენის შესწაცლა ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაწერა. ან შეიძლება თავად დაიწყოთ ლექციების ჩატარება. ზოგიერთს შეიძლება შვილიშვილი გეყოლოთ.
ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ არა თქვენი შრომით არამედ პარტნიორის ან მშობლების ხელშეწყობით. საუკეთესო დროა ფულის მისაღებად სახელმწიფო სადაზღვევო სტრუქტურებისგან, თუ გსურდათ კრედიტის აღება, ახლა უნდა გააქტიურდეთ. ზოგიერთი შეიძლება მემკვიდრეობის მფლობელი გახდეთ. კარგი იქნება სანდო პარტნიორთან ერთად საერთო ბიზნესის დაწყება. გააქტიურებით, მოგინდებათ რაღაც ღირებულის შექმნა. ზოგიერთი კი გადაწყვეტს, გაიმრავალფეროვნოს სექსუალური ცხოვრება.
სასწორი
პარტნიორული ურთიერთობები გექნებათ მოსაგვარებელი. შეიძლება გამოჩნდნენ ახალი საქმიანი პარტნიორები, მეგობრები. თუნდაც შეგეცვალოთ კოლეგები. მოგეცემათ ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა პარტნიორებთან; გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს. შეიძლება სასიყვარულო პარტნიორთან ერთად დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა. თუ მარტოხელა ხართ, გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი. არსებულ პარტნიორთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო, ქარიზმატული ან გავლენის მქონე ადამიანები.
მორიელი
ცვლილებები გელოდებათ სამსახურში, შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა, თანამდებობა. არაა გამორიცხული, გამოგიჩნდეთ ახალი კოლეგები. შეგეცვლებათ გრაფიკი, წესები სამსახურში. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ დაიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ პროცედურებს. დაიცავით დიეტა, დაიწყეთ ვარჯიში. შეიძლება მოგემატოთ პასუხისმგებლობა, რუტინა და ვალდებულებები სახლშიც და სამსახურშიც.
მშვილდოსანი
მზის დაბნელება მოგიტანთ წარმატებას და სიხარულს. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, იდეების განხორციელებას. გაგიჩნდებათ ახალი ჰობი და შეიძლება იგი შემოსავლის წყაროდ იქცეს. საუკეთესო დროა კონკურსებსა და ინტელექტუალური საქმიანობისთვის; ბავშვის ჩასახვის ან დაბადებისთვის. ან გაიგებთ, რომ თქვენს ოჯახში პატარა გაჩნდება. თუ გყავთ შვილები, მეტი დრო დაუთმეთ მათ, დაეხმარეთ სწავლაში, დაუმეგობრდით. საუკეთესო დროა მარტოხელებისთვის, ვისაც სურს დაწყვილება. მოიმატებს ფლირტისა და რომანტიკის სურვილი.
თხის რქა
ცვლილებები დაკავშირებული იქნება ოჯახთან, უძრავ ქონებასთან. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საცხოვრებელი მისამართი, მემკვიდრეობით მიიღოთ უძრავი ქონება, დაიწყოთ ბინის რემონტი ან სახლის მშენებლობა. ზოგიერთი გადაწყვეტს დაქორწინებას, ან თუ მოზრდილი შვილები გყავთ, შეიძლება ისინი დაქორწინდნენ. მოგინდებათ მეტი დროის გატარება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. ზოგიერთის სახლიდან გადაწყვეტთ მუშაობას ან შეიძლება ბინაში მოიწყოთ სამუშაო კაბინეტი.
მერწყული
გახშირდება მიმოსვლა, საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, მივლინება. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, მოკავშირეებს. მოგეცემათ პირადი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა საინფორმაციო საქმიანობაში. შეიძლება მოგიწიოთ შუამავალის, მედიატორის როლის შესრულება. საუკეთესო დროა საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, პირადობის, პასპორტის ასაღებად; სწავლისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ცოდნის მისაღებად, კურსებზე დასასწრებად (უცხო ენების, ავტომობილის, ხელსაქმე), რაც ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება თქვენი და-ძმების ცხოვრებაში. შეიძლება ახალი მეზობელი გაიცნოთ, რომელიც გარკვეულ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. თუ გადაწყვეტთ ავტომობილის ან გაჯეტების შეძენას, დააკვირდით, რეტროგრადული მერკურის ან უკურსო მთვარის მსვლელობას.
თევზები
მოგეცემათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. კარგი იქნება, თუ შეძლებთ ფულის დაგროვებას და განსაკუთრებით, სხვადასხვა ვალუტაში. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო ან რამდენიმე. ან თუ აქამდე უმუშევარი იყავით, ახალ დაიწყებთ მუშაობას. მოგინდებათ, რომ მატერიალურად უზრუნვეყოფილი გახდეთ. საკუთარ თავს მეტად დააფასებთ, თუ ადრე სხვების გაბედნიერებასა და მომსახურებაზე იყავით ორიენტირებული, ახლა საკუთარ თავს სხვებზე წინ დააყენებთ. სახლშიც და სამსახურშიც მეტად დააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს.