ავტორი:

ვის აუხსნიან სიყვარულს, ვინ დაიბრუნებს ყოფილს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალებისთვის

ვის აუხსნიან სიყვარულს, ვინ დაიბრუნებს ყოფილს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალებისთვის

როგორია მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ვის ელის ახალი სამსახური, ვის აუხსნიან სიყვარულს და ვის დაუბრუნდება ყოფილი, ასევე გაიგეთ, ვინ მიიღებს ფულად ჯილდოს და როგორია იღბლიანი და უიღბლო დღეების პროგნოზი:

  • ვერძი

ვერ გეტყვით, რომ მარტივი მაისი დაგიდგათ, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, ყველა სირთულეს მოაგვარებთ. სიფრთხილე გმართებთ ფულთან მიმართებაში. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. რჩევისთვის კი მხოლოდ სპეციალისტს მიმართეთ. ახლობლებთან ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმები და მათზე წყენა გულში არ ჩაიდოთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 8, 18, 22, 27

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 10, 24

  • კურო

ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დამატებით სამუშაოზე უარი არ თქვათ. იყავით მომხიბვლელი, მამაკაცებს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვეთ. წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვებმა წარუმატებლობა განიცადეს. ენთუზიაზმით შეუდექით ყველა საქმის მოგვარებას. დაისახეთ მიზნები და გააქტიურდით, რომ განახორციელოთ. გაამხნევეთ პარტნიორი, რათა გაერთიანებულებმა უფრო მეტი შეძლოთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 7, 13, 26

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 5, 13, 24

  • ტყუპი

საინტერესო მოვლენებით, პოზიტიური ემოციებითა და სიურპრიზებით დატვირთული მაისი გელოდებათ. ყურადღება გაამახვილეთ გარშემო მომხდარ ცვლილებებზე. შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ ზოგიერთ საქმიანობაში. არ გაგიჭირდებათ საქმიან მოლაპარაკებებში ჩართვა. ზოგიერთს სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ფულის მიღება ელის. ზოგს - ცვლილებები პირად ცხოვრებაში, სიყვარულის ახსნა.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 4, 13, 22, 27

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 15, 22

  • კირჩხიბი

რთულ საქმეებსაც ნუ შეუშინდებით, ყველაფერი კარგად გამოგივათ. ახალი იდეები გექნებათ და გამოგიჩნდებიან თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც შეძლებთ მათ განხორციელებას. ზოგი თანამშრომლობის საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. გამომგონებლობის წყალობით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტოხელებმა მეტი დრო დაუთმეთ ინტერნეტით საბედოს მოძიებას.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 12, 20, 31

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 1, 6, 22

  • ლომი

კარიერა, სამსახურის საქმეები და საზოგადოებრივი ცხოვრება მაისის პირველი ნახევრის საზრუნავი იქნება. მშვიდად და დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან. ზოგიერთს სამსახურებრივი ფლირტი ელის. თვის ბოლოს, უქმეებზე გაემგზავრეთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ. გამოგიჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, ინტერესთა ჯგუფის წევრები.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 9, 14, 19, 28

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 3, 8, 25

  • ქალწული

საინტერესო მოვლენებით დატვირთული თვე გელით. შეგეძლებათ საინტერესო თანამოსაუბრეები გაიჩინოთ და ესაუბროთ ფილოსოფიაზე, რელიგიაზე. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ოჯახური და პირადი ცხოვრება. თვალსაწიერის გაფართოებას, უცხო ენის შესწავლას შეძლებთ. მაისის შუა რიცხვების შემდეგ აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში, იყავით მომართული კარიერული მიღწევებისთვის.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 6, 21, 31

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 4, 13, 24

  • სასწორი

სირთულეების გამო ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარს ნუ იტყვით. სასურველის მიღწევაში მეგობრები დაგეხმარებიან. სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებით შეცდომებს აიცილებთ. თვის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. პატარ-პატარა ფულის შემოდინება გელით.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 1, 5, 13, 24

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 17, 25

  • მორიელი

მაისის დასაწყისში ახალი სამსახურის მოძიება, ახალ პროქეტებში ჩართვა და ახალ პარტნიორებთან მუშაობა გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან მიიღოთ ფულადი ჯილდო. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მაისში ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 6, 16, 26

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 4, 13, 24

  • მშვილდოსანი

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, შეინარჩუნეთ კეთილგონიერება. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, შეიძლება პატარა დეტალის გაუთვალისწინებლობამ დიდად დაგაზარალოთ. თვის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან გელით თანამშრომლობა. თქვენ უნდა დაანახვოთ ახალგაცნობილებს, რომ საჭირო და მცოდნე ადამიანი ხართ. არ გადაიტვირთოთ: არც ფიზიკურად და არც გონებრივად, ძილის წინ მშვიდ მელოდიებს მოუსმინეთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 10, 14, 24

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 14, 25

  • თხის რქა

გართობა, ბავშვებთან ურთიერთობა, სექსი, რომანტიკული ავანტიურა და სიამოვნება მაისის დასაწყისში გელოდებათ. ხანდახან, როცა სიტუაცია სხვანაირად ვითარდება, თავადაც სხვანაირად უნდა შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენა და სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. მაისის მეორე ნახევარში შეგახსენებთ თავს ყოველდღიური ვალდებულებები, სასურველია, მიხედოთ ჯანმრთელობასაც.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 11, 21, 29

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 14, 23, 28

  • მერწყული

შემოქმედების, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების თვეა. უნდა იმოქმედოთ დაკვირვებულად, სწრაფად, მაგრამ ორიგინალურად. ზოგიერთი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს სამსახურთან დაკავშირებით. შანსი გამოგიჩნდებათ მიიღოთ ახალი ცოდნა, შეიძლება კოლეგებმა გამოცდილება გაგიზიარონ. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებად. იყავით მოსიყვარულე ნათესავების მიმართ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 13, 24, 28

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 11, 25

  • თევზები

თვის დასაწყისში ინფორმაციებისა და ნათესავების საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. თუ ცხვირს ყველას არ აუბზუებთ, საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც მოგვიანებით საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება სამსახურში, ზოგიერთს დაწინაურება ელის. თვის ბოლოსკენ მოიმატებს რომანტიკული განწყობა, საინტერესო ნაცნობობა და პაემნები გელით.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 12, 23, 30

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 5, 14, 25

7 მაისს მზე და მთვარე ერთმანეთს "დაუპირისპირდებიან" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი სავსემთვარეობა

"უნდობლობა, ეჭვიანობა, მესაკუთრეობის გრძნობა - ძალიან შემაწუხებელ სახეს მიიღებს" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 13 მაისიდან 25 ივნისამდე - გამომჟღავნდება წარსული ღალატის ფაქტები, გამოჩნდებიან "ყოფილები"