Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საუკეთესო მზარეული ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ვინ არის საუკეთესო მზარეული ზოდიაქოს ნიშნებს შორის

ზო­დი­ა­ქოს სხვა­დას­ხვა ნი­შა­ნი სხვა­დას­ხვა ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. კუ­ლი­ნა­რი­აც ნი­ჭია, რო­მე­ლიც მკვეთ­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ვე­ნე­რა­სა და მთვა­რით მარ­თულ ნიშ­ნებ­ში. ერ­თად გა­ვარ­კვი­ოთ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია სა­უ­კე­თე­სო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

კუ­რო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ბა­დე­ბი­დან­ვე გურ­მა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ის თუ რას ან რო­გორ მომ­ზა­დე­ბულს მი­ირ­თმევს კუ­როს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ამ ხალ­ხს უყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, თუმ­ცა ყვე­ლაფ­რის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და გულ­დას­მით კე­თე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ სიჩ­ქა­რეს. კუ­როს საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბა­ში არი­ან ისი­ნი და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­ნი.

კირჩხი­ბი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით კუ­ჭით იმარ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კვე­ბის სა­კი­თხი ნე­ბის­მი­ე­რი კირჩხი­ბის­თვის აქი­ლევ­სის ქუს­ლია. კირჩხი­ბი პა­ნი­კა­ში ვარ­დე­ბა, როცა ვინ­მე შიმ­ში­ლო­ბა­სა და მშივ­რებ­ზე იწყებს სა­უ­ბარს. ამ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად გა­აჩ­ნი­ათ სა­გულ­და­გუ­ლოდ, "შავი დღის­თვის" გა­და­ნა­ხუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მა­რა­გი. კირჩხიბ მა­მა­კა­ცებს კი ქა­ლებ­ზე მე­ტად უყ­ვართ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რად ფლო­ბენ კუ­ლი­ნა­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბას.

სას­წო­რის სი­სუს­ტე ტკბი­ლე­უ­ლია, ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად ვხვდე­ბით და­ხე­ლოვ­ნე­ბულ კონ­დიტ­რებს ან მოყ­ვა­რუ­ლებს ამ სფე­რო­ში. გარ­და ამი­სა, სას­წო­რე­ბი ნა­ტი­ფი გე­მოვ­ნე­ბით, ფე­რი­სა და ფორ­მის უზა­დო აღ­ქმით და ეს­თე­ტი­კუ­რი ხედ­ვის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათი დიდი ნა­წი­ლი საკ­ვე­ბის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­ზე მე­ტად. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ლა­მა­ზად მორ­თულ-სერ­ვი­რე­ბულ მა­გი­დას­თან მი­გიწ­ვევთ, მისი ნა­ხე­ლა­ვი ულა­მა­ზე­სი დე­სერ­ტის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ კარგ კუ­ლი­ნა­რებს შო­რის ვხვდე­ბით მა­წან­წა­ლა და მუდ­მი­ვად მო­ხე­ტი­ა­ლე მშვილ­დოს­ნებს . პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი, რო­მე­ლიც მშვილ­დო­სანს მარ­თავს ბედ­ნი­ე­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბის, სი­ა­მოვ­ნე­ბის მომ­ტა­ნი პლა­ნე­ტაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშვილ­დოს­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ საკ­ვებ­ში პო­უ­ლობს ცხოვ­რე­ბის ჭეშ­მა­რიტ გე­მოს. მათ კარ­გად ეხერ­ხე­ბათ მწვა­დის შეწ­ვა, პიკ­ნი­კე­ბის მო­წყო­ბა და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მე­გობ­რე­ბის გა­მას­პინ­ძლე­ბა.

და კი­დევ ერთი უბად­ლო მზა­რე­უ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით არის ტყუ­პი . გა­საკ­ვი­რი ამ ფაქ­ტში არც არა­ფე­რია. ტყუპს ხომ მოქ­ნი­ლი ხე­ლე­ბი აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად მხო­ლოდ მათ ხე­ლე­წი­ფე­ბათ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­სა­ო­ცა­რი ჯა­დოქ­რო­ბის დატ­რი­ა­ლე­ბა. ამას­თან ერ­თად, ტყუ­პი არამ­ხო­ლოდ ერთ არა­მედ, ორ ან სამ კერძსაც ოს­ტა­ტუ­რად მო­ამ­ზა­დებს ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ვინ არის საუკეთესო მზარეული ზოდიაქოს ნიშნებს შორის

ვინ არის საუკეთესო მზარეული ზოდიაქოს ნიშნებს შორის

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი სხვადასხვა ნიჭითაა დაჯილდოებული. კულინარიაც ნიჭია, რომელიც მკვეთრადაა გამოხატული ვენერასა და მთვარით მართულ ნიშნებში. ერთად გავარკვიოთ რომელი ზოდიაქოს ნიშანია საუკეთესო სამზარეულოში.

კუროების დიდი ნაწილი დაბადებიდანვე გურმანია. შესაბამისად, ის თუ რას ან როგორ მომზადებულს მიირთმევს კუროსთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ხალხს უყვარს სამზარეულოში ტრიალი, თუმცა ყველაფრის ნაბიჯ-ნაბიჯ და გულდასმით კეთება ურჩევნიათ სიჩქარეს. კუროს საყვარელი კერძი ხორცისგან მზადდება. შესაბამისად, სწორედ ხორცის მომზადებაში არიან ისინი დახელოვნებულნი.

კირჩხიბი ასტროლოგიის მიხედვით კუჭით იმართება. შესაბამისად, კვების საკითხი ნებისმიერი კირჩხიბისთვის აქილევსის ქუსლია. კირჩხიბი პანიკაში ვარდება, როცა ვინმე შიმშილობასა და მშივრებზე იწყებს საუბარს. ამ ადამიანებს ხშირად გააჩნიათ საგულდაგულოდ, "შავი დღისთვის" გადანახული პროდუქტების მარაგი. კირჩხიბ მამაკაცებს კი ქალებზე მეტად უყვართ სამზარეულოში ტრიალი და ყოველთვის იდეალურად ფლობენ კულინარიის ხელოვნებას.

სასწორის სისუსტე ტკბილეულია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით დახელოვნებულ კონდიტრებს ან მოყვარულებს ამ სფეროში. გარდა ამისა, სასწორები ნატიფი გემოვნებით, ფერისა და ფორმის უზადო აღქმით და ესთეტიკური ხედვის უნარით გამოირჩევიან. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი საკვების ვიზუალურ მხარეზე აკეთებს აქცენტს, გემოვნურ თვისებებზე მეტად. რაც იმას ნიშნავს, რომ ლამაზად მორთულ-სერვირებულ მაგიდასთან მიგიწვევთ, მისი ნახელავი ულამაზესი დესერტის დასაგემოვნებლად.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ კარგ კულინარებს შორის ვხვდებით მაწანწალა და მუდმივად მოხეტიალე მშვილდოსნებს . პლანეტა იუპიტერი, რომელიც მშვილდოსანს მართავს ბედნიერების, წარმატების, სიამოვნების მომტანი პლანეტაა. აქედან გამომდინარე, მშვილდოსნების დიდი ნაწილი სწორედ საკვებში პოულობს ცხოვრების ჭეშმარიტ გემოს. მათ კარგად ეხერხებათ მწვადის შეწვა, პიკნიკების მოწყობა და მრავალრიცხოვანი მეგობრების გამასპინძლება.

და კიდევ ერთი უბადლო მზარეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით არის ტყუპი . გასაკვირი ამ ფაქტში არც არაფერია. ტყუპს ხომ მოქნილი ხელები აქვთ, შესაბამისად მხოლოდ მათ ხელეწიფებათ სამზარეულოში გასაოცარი ჯადოქრობის დატრიალება. ამასთან ერთად, ტყუპი არამხოლოდ ერთ არამედ, ორ ან სამ კერძსაც ოსტატურად მოამზადებს ერთმანეთის პარალელურად.