მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძს სტრელიცია, ქალწულს - პალმა: გაიგეთ რომელი მცენარე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძს სტრელიცია, ქალწულს - პალმა: გაიგეთ რომელი მცენარე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს მათი თვი­სე­ბე­ბი­დან და ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვურ­ჩი­ეთ შე­სა­ფე­რი­სი მცე­ნა­რე, გა­და­ხე­დეთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

ვერ­ძის­თვის სტრე­ლი­ცია ანუ სა­მო­თხის ჩიტი

ვერ­ძი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი გამ­ბე­და­ო­ბი­თა და ვნე­ბით, ამი­ტომ ცო­ცხა­ლი ტრო­პი­კუ­ლი სტრე­ლი­ცია მის­თვის იდე­ა­ლუ­რია. ეს ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე უმ­ჯო­ბე­სია გან­თავ­სდეს კარ­გად გა­ნა­თე­ბულ ად­გი­ლას.

სტრე­ლი­ცი­ას უყ­ვარს ნა­თე­ლი, არა­პირ­და­პი­რი მზის შუქი და ზო­მი­ე­რი მორ­წყვა. მორ­წყეთ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ნი­ა­და­გი მშრა­ლია.

კუ­როს­თვის ფი­კუ­სი

ფი­კუ­სი კარ­გად ერ­გე­ბა კუ­როს ენერ­გი­ას. კურო ერ­თგუ­ლია და აფა­სებს სი­ლა­მა­ზეს, მას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­წო­ნე­ბა ფი­კუ­სი. იგი უმ­ჯო­ბე­სია გა­ნა­თავ­სოთ ნა­თელ ოთახ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბაა.

ფი­კუ­სი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ნა­თე­ლი, არა­პირ­და­პი­რი შუ­ქით და რე­გუ­ლა­რუ­ლი მორ­წყვით.

ტყუ­პის­თვის სან­სე­ვი­ე­რია

კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ტყუ­პი და­ა­ფა­სე­ბენ სან­სე­ვი­ე­რას. ეს მცე­ნა­რე გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ზრდას, გა­ნახ­ლე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას - ზუს­ტად იმას, რაც გჭირ­დე­ბათ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის­თვის.

სან­სე­ვი­ე­რია წარ­მო­უდ­გენ­ლად გამ­ძლეა და ხა­რობს მი­ნი­მა­ლუ­რი მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში. მო­ა­თავ­სეთ ეს მცე­ნა­რე თა­რო­ზე, სა­წო­ლის მა­გი­და­ზე ან ფან­ჯრის რა­ფა­ზე. სან­სე­ვი­ე­რი­ას არ უყ­ვარს ძლი­ე­რი გა­ნა­თე­ბა და სა­ჭი­რო­ებს ზო­მი­ერ მორ­წყვას.

კირჩხი­ბის­თვის მა­რან­ტა

მა­რან­ტა იდე­ა­ლუ­რია კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის. კირჩხი­ბებს აქვთ ღრმა ინ­ტუ­ი­ცია და უყ­ვართ და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი, ხოლო მა­რან­ტას, თა­ვი­სი ლა­მა­ზი ნა­ხა­ტი­ა­ნი ფოთ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ღა­მით იკე­ტე­ბა, სახ­ლში სიმ­შვი­დე შე­მო­აქვს.

მა­რან­ტა გან­კუთ­ვნი­ლია სა­ძი­ნებ­ლე­ბის ან მი­სა­ღე­ბი ოთა­ხე­ბის­თვის. მას გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა რბი­ლი გა­ნა­თე­ბა და მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა.

ლო­მის­თვის ოპუნ­ცია

ოპუნ­ცია თვალ­წარმ­ტა­ცი მზის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა ბრტყე­ლი ფოთ­ლე­ბი­თა და არა­თა­ნა­ბა­რი ტექ­სტუ­რით. ფე­რად ქო­თან­ში ასე­თი მცე­ნა­რე შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ დარ­ჩე­ბა. ამ თვი­სე­ბას ძა­ლი­ან და­ა­ფა­სე­ბენ ლო­მე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვართ ბრწყინ­ვა­ლე­ბა და სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­ვა.

ოპუნ­ცია შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი სივ­რცის გა­სა­ფორ­მებ­ლად. მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინ­ში, ოთახს ნა­თელ აქ­ცენტს შეს­ძენს. ამ კაქ­ტუსს უყ­ვარს ნა­თე­ლი, პირ­და­პი­რი შუქი და მხო­ლოდ მცი­რე­ო­დე­ნი მორ­წყვა სჭირ­დე­ბა.

ქალ­წუ­ლის­თვის ჰო­ვეა

ჰო­ვეა ცნო­ბი­ლია, რო­გორც ერთ-ერთი მარ­ტი­ვი პალ­მა. ის შე­სა­ფე­რი­სია ქალ­წუ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აფა­სე­ბენ პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბას და სა­ი­მე­დო­ო­ბას.

ჰო­ვეა შე­მა­ტებს ტრო­პი­კულ ელ­ფერს ნე­ბის­მი­ერ ოთახს. ის შე­იძ­ლე­ბა მო­თავ­სდეს მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის ან სა­ძი­ნებ­ლის კუ­თხე­ში, რათა სივ­რცეს გა­დატ­ვირ­თვის გა­რე­შე ცო­ტა­ო­დე­ნი გამ­წვა­ნე­ბა მო­ა­მა­ტოს. ჰო­ვეა ით­ვლე­ბა უპ­რე­ტენ­ზიო, გამ­ძლე და მცე­ნა­რედ, რაც იდე­ა­ლუ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. სჭირ­დე­ბა და­ბა­ლი შუქი და პე­რი­ო­დუ­ლი მორ­წყვა.

სას­წო­რის­თვის სპა­ტი­ფი­ლი­უ­მი

სპა­ტი­ფი­ლი­უ­მი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც მშვი­დო­ბის შრო­შა­ნა, გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი ელე­გან­ტუ­რო­ბი­თა და სი­ლა­მა­ზით, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­ა­შია სას­წო­რის ეს­თე­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბას­თან.

სპა­ტი­ფი­ლი­უ­მი იდე­ა­ლუ­რია მცი­რე სივ­რცე­ე­ბის­თვის და კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია სა­ძი­ნებ­ლის­თვის, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჰა­ე­რის გამ­წმენ­დია. მო­ი­თხოვს მცი­რე მოვ­ლას: ყო­ველკ­ვი­რე­ულ მორ­წყვას და დი­ფუ­ზურ შუქს.

მო­რი­ე­ლის­თვის ზა­მი­ო­კუ­ლო­სი

ზა­მი­ო­კუ­ლო­სი არის ძლი­ე­რი და გამ­ძლე მცე­ნა­რე, ისე­ვე რო­გორც მო­რი­ე­ლი. უპ­რე­ტენ­ზი­ოა ზრუნ­ვა­ში. შე­უძ­ლია გა­დარ­ჩეს და­ბა­ლი გა­ნა­თე­ბის პი­რო­ბებ­ში და მხო­ლოდ პე­რი­ო­დულ მორ­წყვას სა­ჭი­რო­ებს.

ზა­მი­ო­კუ­ლო­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვია ბი­ნის ბნე­ლი კუ­თხე­ე­ბის გა­სამ­წვა­ნებ­ლად.

მშვილ­დოს­ნის­თვის მონ­სტე­რა

თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე მშვილ­დო­სანს მო­ე­წო­ნე­ბა მონ­სტე­რა. კარგ პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბა, ავ­სებს სივ­რცეს, აქ­ცევს სახ­ლს ჯუნ­გლე­ბად.

მონ­სტე­რას მოვ­ლი­სას მთა­ვა­რია უზ­რუნ­ველ­ყოთ იგი ნა­თე­ლი შუ­ქი­თა და ზო­მი­ე­რი მორ­წყვით.

თხის რქის­თვის ფუ­ლის ხე

ფუ­ლის ხე იდე­ა­ლუ­რია თხის რქე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბით, ფი­ნან­სუ­რი ჭკუ­ი­თა და ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი.

ფუ­ლის ხე პო­ზი­ტი­ურ ენერ­გი­ას იზი­დავს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია მო­ა­თავ­სოთ იგი ოფის­ში, სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე ან მი­სა­ღე­ბი ოთახ­ში. უყ­ვარს ნა­თე­ლი, მაგ­რამ არა­პირ­და­პი­რი შუქი. მორ­წყვა სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ნი­ა­და­გის ზედა ფენა გა­უშ­რე­ბა.

მერ­წყუ­ლის­თვის გვიმ­რა

მერ­წყუ­ლი ცნო­ბი­ლია გუ­ლუხ­ვო­ბი­თა და სხვებ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლით. მსგავ­სი თვი­სე­ბე­ბი აქვს გვიმ­რას. ეს მცე­ნა­რე ხიბლს შე­მა­ტებს ნე­ბის­მი­ერ სივ­რცეს და იზ­რუ­ნებს სახ­ლის მიკ­როკ­ლი­მატ­ზე, ასუფ­თა­ვებს ჰა­ერს.

გვიმ­რა იდე­ა­ლუ­რი მცე­ნა­რეა მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის მქო­ნე ოთა­ხე­ბის­თვის, ის შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. გვიმ­რა უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს დი­ფუ­ზურ სი­ნათ­ლეს და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­რო­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლი და­ნამ­ვას.

თევ­ზე­ბის­თვის ცე­რო­პე­გია

ცე­რო­პე­გია არის დე­ლი­კა­ტუ­რი მცე­ნა­რე ლა­მა­ზი, გუ­ლის ფორ­მის ფოთ­ლე­ბით, რაც შე­სა­ფე­რი­სია რო­მან­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თევ­ზე­ბის­თვის.

ცე­რო­პე­გია ხვი­ა­რა მცე­ნა­რეა და შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც თა­რო­ე­ბის დე­კო­რა­ცია. იგი გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლას არ სა­ჭი­რო­ებს: ხა­რობს გა­ნა­თე­ბულ ად­გი­ლას და სჭირ­დე­ბა ზო­მი­ე­რი მორ­წყვა. მორ­წყვებს შო­რის ნი­ა­და­გი მთლი­ა­ნად უნდა გაშ­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვერძს სტრელიცია, ქალწულს - პალმა: გაიგეთ რომელი მცენარე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძს სტრელიცია, ქალწულს - პალმა: გაიგეთ რომელი მცენარე შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი თვისებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე შევურჩიეთ შესაფერისი მცენარე, გადახედეთ და გაითვალისწინეთ:

ვერძისთვის სტრელიცია ანუ სამოთხის ჩიტი

ვერძი ცნობილია თავისი გამბედაობითა და ვნებით, ამიტომ ცოცხალი ტროპიკული სტრელიცია მისთვის იდეალურია. ეს ტროპიკული მცენარე უმჯობესია განთავსდეს კარგად განათებულ ადგილას.

სტრელიციას უყვარს ნათელი, არაპირდაპირი მზის შუქი და ზომიერი მორწყვა. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგი მშრალია.

კუროსთვის ფიკუსი

ფიკუსი კარგად ერგება კუროს ენერგიას. კურო ერთგულია და აფასებს სილამაზეს, მას აუცილებლად მოეწონება ფიკუსი. იგი უმჯობესია განათავსოთ ნათელ ოთახში, სადაც უამრავი ბუნებრივი განათებაა.

ფიკუსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნათელი, არაპირდაპირი შუქით და რეგულარული მორწყვით.

ტყუპისთვის სანსევიერია

კომუნიკაბელური და ინტელექტუალური ტყუპი დააფასებენ სანსევიერას. ეს მცენარე განასახიერებს ზრდას, განახლებას და განვითარებას - ზუსტად იმას, რაც გჭირდებათ აქტიური ცხოვრების წესისთვის.

სანსევიერია წარმოუდგენლად გამძლეა და ხარობს მინიმალური მოვლის პირობებში. მოათავსეთ ეს მცენარე თაროზე, საწოლის მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე. სანსევიერიას არ უყვარს ძლიერი განათება და საჭიროებს ზომიერ მორწყვას.

კირჩხიბისთვის მარანტა

მარანტა იდეალურია კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. კირჩხიბებს აქვთ ღრმა ინტუიცია და უყვართ დამამშვიდებელი სივრცეები, ხოლო მარანტას, თავისი ლამაზი ნახატიანი ფოთლებით, რომლებიც ღამით იკეტება, სახლში სიმშვიდე შემოაქვს.

მარანტა განკუთვნილია საძინებლების ან მისაღები ოთახებისთვის. მას განვითარებისთვის სჭირდება რბილი განათება და მაღალი ტენიანობა.

ლომისთვის ოპუნცია

ოპუნცია თვალწარმტაცი მზის მოყვარული მცენარეა ბრტყელი ფოთლებითა და არათანაბარი ტექსტურით. ფერად ქოთანში ასეთი მცენარე შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება. ამ თვისებას ძალიან დააფასებენ ლომები, რომლებსაც უყვართ ბრწყინვალება და სხვებისგან გამორჩევა.

ოპუნცია შესანიშნავი საშუალებაა ნებისმიერი სივრცის გასაფორმებლად. მშვენივრად გამოიყურება თანამედროვე დიზაინში, ოთახს ნათელ აქცენტს შესძენს. ამ კაქტუსს უყვარს ნათელი, პირდაპირი შუქი და მხოლოდ მცირეოდენი მორწყვა სჭირდება.

ქალწულისთვის ჰოვეა

ჰოვეა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მარტივი პალმა. ის შესაფერისია ქალწულებისთვის, რომლებიც აფასებენ პრაქტიკულობას, ორგანიზებულობას და საიმედოობას.

ჰოვეა შემატებს ტროპიკულ ელფერს ნებისმიერ ოთახს. ის შეიძლება მოთავსდეს მისაღები ოთახის ან საძინებლის კუთხეში, რათა სივრცეს გადატვირთვის გარეშე ცოტაოდენი გამწვანება მოამატოს. ჰოვეა ითვლება უპრეტენზიო, გამძლე და მცენარედ, რაც იდეალურია დაკავებული ადამიანებისთვის. სჭირდება დაბალი შუქი და პერიოდული მორწყვა.

სასწორისთვის სპატიფილიუმი

სპატიფილიუმი, ასევე ცნობილი როგორც მშვიდობის შროშანა, განთქმულია თავისი ელეგანტურობითა და სილამაზით, რომელიც ჰარმონიაშია სასწორის ესთეტიკურ გემოვნებასთან.

სპატიფილიუმი იდეალურია მცირე სივრცეებისთვის და კარგი არჩევანია საძინებლისთვის, რადგან შესანიშნავი ჰაერის გამწმენდია. მოითხოვს მცირე მოვლას: ყოველკვირეულ მორწყვას და დიფუზურ შუქს.

მორიელისთვის ზამიოკულოსი

ზამიოკულოსი არის ძლიერი და გამძლე მცენარე, ისევე როგორც მორიელი. უპრეტენზიოა ზრუნვაში. შეუძლია გადარჩეს დაბალი განათების პირობებში და მხოლოდ პერიოდულ მორწყვას საჭიროებს.

ზამიოკულოსი შესანიშნავია ბინის ბნელი კუთხეების გასამწვანებლად.

მშვილდოსნისთვის მონსტერა

თავგადასავლებისა და თავისუფლების მოყვარე მშვილდოსანს მოეწონება მონსტერა. კარგ პირობებში იზრდება, ავსებს სივრცეს, აქცევს სახლს ჯუნგლებად.

მონსტერას მოვლისას მთავარია უზრუნველყოთ იგი ნათელი შუქითა და ზომიერი მორწყვით.

თხის რქისთვის ფულის ხე

ფულის ხე იდეალურია თხის რქებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ამბიციური ბუნებით, ფინანსური ჭკუითა და ყოველთვის წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი.

ფულის ხე პოზიტიურ ენერგიას იზიდავს, ამიტომ უმჯობესია მოათავსოთ იგი ოფისში, სამუშაო მაგიდაზე ან მისაღები ოთახში. უყვარს ნათელი, მაგრამ არაპირდაპირი შუქი. მორწყვა სჭირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედა ფენა გაუშრება.

მერწყულისთვის გვიმრა

მერწყული ცნობილია გულუხვობითა და სხვებზე ზრუნვის სურვილით. მსგავსი თვისებები აქვს გვიმრას. ეს მცენარე ხიბლს შემატებს ნებისმიერ სივრცეს და იზრუნებს სახლის მიკროკლიმატზე, ასუფთავებს ჰაერს.

გვიმრა იდეალური მცენარეა მაღალი ტენიანობის მქონე ოთახებისთვის, ის შეიძლება განთავსდეს სამზარეულოში. გვიმრა უპირატესობას ანიჭებს დიფუზურ სინათლეს და ტენიანობის შესანარჩუნებლად საჭიროებს რეგულარული დანამვას.

თევზებისთვის ცეროპეგია

ცეროპეგია არის დელიკატური მცენარე ლამაზი, გულის ფორმის ფოთლებით, რაც შესაფერისია რომანტიკული და შემოქმედებითი თევზებისთვის.

ცეროპეგია ხვიარა მცენარეა და შესანიშნავად გამოიყურება როგორც თაროების დეკორაცია. იგი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს: ხარობს განათებულ ადგილას და სჭირდება ზომიერი მორწყვა. მორწყვებს შორის ნიადაგი მთლიანად უნდა გაშრეს.