სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძის დროს მოდის, გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ნიშანი დეკადების მიხედვით
ვერძის დროს მოდის, გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ნიშანი დეკადების მიხედვით

20 მარტს მზე ცე­ცხლო­ვა­ნი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და და­ი­წყე­ბა ვერ­ძე­ბის დრო, გი­ლო­ცავთ, ვერ­ძე­ბო, თქვე­ნი დრო მო­ვი­და! ჩვენ კი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხებს გა­ვეც­ნოთ. თუმ­ცა ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ არა ზო­გად და­ხა­სი­ა­თე­ბას, არა­მედ დე­კა­დე­ბის მი­ხედ­ვით. ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო ოთხი დე­კა­დის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში ოთხ კვი­რას – "აღორ­ძი­ნე­ბა", "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა", "წარ­მა­ტე­ბა" და "სრულ­ყო­ფი­ლე­ბა" – აერ­თი­ა­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თი­თო­ე­ულ კვი­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბი­თა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

19-24 მარ­ტი – აღორ­ძი­ნე­ბის კვი­რა

ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ­ცთუ მარ­ტი­ვია. ისი­ნი პირ­და­პი­რო­ბით, სი­ხის­ტი­თა და გულ­ღია ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამას­თან ერ­თად, ნაკ­ლე­ბად დარ­დო­ბენ იმა­ზე, თუ რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბათ მათ­ზე გარ­შე­მო მყო­ფებს. მი­აჩ­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­თან უნდა იყ­ვნენ მარ­თალ­ნი. ვი­ნა­ი­დან მათი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი, მო­მიჯ­ნა­ვე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოა, ამ ადა­მი­ა­ნებ­ში თავ­მოყ­რი­ლია თევ­ზე­ბის ინ­ტუ­ი­ცი­უ­რო­ბა და ვერ­ძის ექ­სტრე­მიზ­მი. რაც მათ, უნი­კა­ლურ "სენ­სო­რულ" ტი­პე­ბად აყა­ლი­ბებს. აღორ­ძი­ნე­ბის კვი­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უჩ­ვე­უ­ლოდ მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან კრი­ტი­კის მი­მართ, მაგ­რამ ეს ხელს არ უშ­ლით, რომ გზა ოს­ტა­ტუ­რად გა­იკ­ვა­ლონ პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე და ყო­ველ­თვის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­კუ­თარ სი­მარ­თლე­ში. მათი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო კი, სწო­რედ სა­კუ­თარ თავ­თან თან­ხმო­ბა­ში ცხოვ­რე­ბაა.

25 მარ­ტი-2 აპ­რი­ლი – ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის კვი­რა

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის კვი­რა­ში იბა­დე­ბი­ან, ბავ­შვუ­რი ხა­სი­ა­თი­თა და გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ისი­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი­თა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით უმ­ზე­რენ ამ ცხოვ­რე­ბა­ში და ახა­სი­ა­თებთ იდე­ა­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მა ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნის, მათ შო­რის სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მართ. მარ­თა­ლია, ისი­ნი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლო­ბა­სა და სი­ზუს­ტეს მო­ი­თხო­ვენ, მაგ­რამ თა­ვად ნაკ­ლე­ბად ეხერ­ხე­ბათ სა­კუ­თა­რი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი იმ­დე­ნად ალა­ლე­ბი და უბო­რო­ტო­ე­ბი არი­ან, რომ ხან­გრძლი­ვად მათ მი­მართ მტრო­ბის სურ­ვი­ლი იშ­ვი­ა­თად უჩ­ნდე­ბა ვინ­მეს.

3-10 აპ­რი­ლი – წარ­მა­ტე­ბის კვი­რა

წარ­მა­ტე­ბის კვი­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა გა­აჩ­ნი­ათ თუ არა მათ სამ­სა­ხი­ო­ბო ან ლი­დე­რის მო­ნა­ცე­მე­ბი, ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას. მარ­თა­ლია, დრო­დად­რო მათ მარ­ტო­ო­ბაც უყ­ვართ, მაგ­რამ დიდი ხნით ჩრდილ­ში გა­ჩე­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მათ­თვის მი­სა­ღე­ბი. მათ­ში ძალ­ზე მკვეთ­რა­დაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ხში­რად გრძნო­ბენ თავს თეთრ ყვა­ვად თა­ნა­ტო­ლებს შო­რის, სა­ნამ სა­კუ­თარ ად­გილს იპო­ვი­ან ცხოვ­რე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზოგ­ჯერ სი­ტყვა­ძუნ­წო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მა­შინ როცა ჭეშ­მა­რი­ტი მოქ­მე­დე­ბის დრო და შან­სი ეძ­ლე­ვათ, ამ ადა­მი­ა­ნებს შეს­წევთ ძალა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დონ სა­კუ­თა­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი საქ­ცი­ე­ლით.

11-19 აპ­რი­ლი – სრულ­ყო­ფი­ლე­ბის კვი­რა

სრულ­ყო­ფი­ლე­ბის კვი­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი, ბუ­ნე­ბით ფი­ლანტრო­პე­ბი და მე­ცე­ნა­ტე­ბი არი­ან. მათი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი აზრი, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს, ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში, პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე ან ფსი­ქო­ლოგ­თა რი­გებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გა­დად ვერ­ძე­ბი ეგო­ის­ტუ­რი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ბოლო დე­კა­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, და­ნარ­ჩე­ნებს შო­რის ეგო­იზ­მის ყვე­ლა­ზე მცი­რე დო­ზას ფლო­ბენ სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი მათი ცე­ცხლო­ვა­ნი ენერ­გია სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­დი­ნე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებს ძალ­ზე დიდი სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვერძის დროს მოდის, გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ნიშანი დეკადების მიხედვით

ვერძის დროს მოდის, გავიცნოთ ზოდიაქოს ეს ნიშანი დეკადების მიხედვით

20 მარტს მზე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და დაიწყება ვერძების დრო, გილოცავთ, ვერძებო, თქვენი დრო მოვიდა! ჩვენ კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების სახასიათო შტრიხებს გავეცნოთ. თუმცა ამჯერად გთავაზობთ არა ზოგად დახასიათებას, არამედ დეკადების მიხედვით. ვერძის ზოდიაქო ოთხი დეკადისგან შედგება, რომელიც თავის თავში ოთხ კვირას – "აღორძინება", "ცნობისმოყვარეობა", "წარმატება" და "სრულყოფილება" – აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თითოეულ კვირაში დაბადებული ადამიანები სხვადასხვა სახასიათო შტრიხებითა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა.

19-24 მარტი – აღორძინების კვირა

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა არცთუ მარტივია. ისინი პირდაპირობით, სიხისტითა და გულღია ხასიათით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ნაკლებად დარდობენ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება რჩებათ მათზე გარშემო მყოფებს. მიაჩნიათ, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა იყვნენ მართალნი. ვინაიდან მათი დაბადების თარიღები, მომიჯნავე თევზების ზოდიაქოსთან ყველაზე ახლოა, ამ ადამიანებში თავმოყრილია თევზების ინტუიციურობა და ვერძის ექსტრემიზმი. რაც მათ, უნიკალურ "სენსორულ" ტიპებად აყალიბებს. აღორძინების კვირაში დაბადებული ადამიანები, უჩვეულოდ მგრძნობიარეები არიან კრიტიკის მიმართ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით, რომ გზა ოსტატურად გაიკვალონ პროფესიულ სარბიელზე და ყოველთვის დარწმუნებული იყვნენ საკუთარ სიმართლეში. მათი წარმატების მთავარი საიდუმლო კი, სწორედ საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრებაა.

25 მარტი-2 აპრილი – ცნობისმოყვარეობის კვირა

ადამიანები, რომლებიც ცნობისმოყვარეობის კვირაში იბადებიან, ბავშვური ხასიათითა და გულუბრყვილობით გამოირჩევიან. ისინი ყველაფერს გაფართოებული თვალებითა და ცნობისმოყვარეობით უმზერენ ამ ცხოვრებაში და ახასიათებთ იდეალისტური მიდგომა ნებისმიერი მოვლენის, მათ შორის სხვებთან ურთიერთობის მიმართ. მართალია, ისინი გარშემო მყოფებისგან ყოველთვის გულწრფელობასა და სიზუსტეს მოითხოვენ, მაგრამ თავად ნაკლებად ეხერხებათ საკუთარი დანაპირების შესრულება. მიუხედავად ამისა, ისინი იმდენად ალალები და უბოროტოები არიან, რომ ხანგრძლივად მათ მიმართ მტრობის სურვილი იშვიათად უჩნდება ვინმეს.

3-10 აპრილი – წარმატების კვირა

წარმატების კვირაში დაბადებული ადამიანები, მიუხედავად იმისა გააჩნიათ თუ არა მათ სამსახიობო ან ლიდერის მონაცემები, ყოველთვის ახერხებენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. მართალია, დროდადრო მათ მარტოობაც უყვართ, მაგრამ დიდი ხნით ჩრდილში გაჩერება ნამდვილად არ არის მათთვის მისაღები. მათში ძალზე მკვეთრადაა გამოვლენილი ინდივიდუალიზმი და შესაბამისად, ისინი ხშირად გრძნობენ თავს თეთრ ყვავად თანატოლებს შორის, სანამ საკუთარ ადგილს იპოვიან ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სიტყვაძუნწობით გამოირჩევიან, მაშინ როცა ჭეშმარიტი მოქმედების დრო და შანსი ეძლევათ, ამ ადამიანებს შესწევთ ძალა საზოგადოება შოკში ჩააგდონ საკუთარი მიზანმიმართული საქციელით.

11-19 აპრილი – სრულყოფილების კვირა

სრულყოფილების კვირაში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ბუნებით ფილანტროპები და მეცენატები არიან. მათი ცხოვრების მთავარი აზრი, სხვების დახმარებაში მდგომარეობს, ამიტომ ამ ადამიანებს არცთუ იშვიათად შეხვდებით სოციალურ სამსახურში, პოლიტიკურ სარბიელზე ან ფსიქოლოგთა რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ვერძები ეგოისტური ბუნებით გამოირჩევიან, ზოდიაქოს ამ ნიშნის ბოლო დეკადების წარმომადგენლები, დანარჩენებს შორის ეგოიზმის ყველაზე მცირე დოზას ფლობენ საკუთარ ხასიათში. აქედან გამომდინარე, თუკი მათი ცეცხლოვანი ენერგია სწორი მიმართულებით მიედინება, ამ ადამიანებს ძალზე დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ საზოგადოებისთვის.