ჩვენი მკითხველების უმეტესობამ იცის, რომ პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის დროს ყველა სახის უცნაურობები ხდება და არც ვენერაა გამონაკლისი.
ვენერას უყვარს კომფორტი, სწყურია სიამოვნება, სურს რომ ანებივრებდნენ. ასტროლოგიაში ვენერა განაგებს ადამიანის გემოვნებას, სურვილებს. ის გავლენას ახდენს განწყობაზე, გრძნობებსა და ემოციებზე. 5 თებერვლიდან ვენერა თევზებიდან ცეცხლოვან ვერძში გადავიდა, რაც მოიტანს დინამიკას პარტნიორობის სფეროში და გაააქტიურებს ფინანსების მიმოქცევას. 2 მარტიდან 13 აპრილამდე კი ვენერა რეტროგრადული იქნება - დადგება რთული, ზოგჯერ აბსურდული სიტუაციების დრო.
სანამ ვენერა ვერძშია, რომანტიკული გრძნობები და სურვილები ძალიან მარტივად გაჩნდება, სწრაფად განვითარდება, მაგრამ ისევე სწრაფად გაივლის. არსებულ ურთიერთობებში ჩხუბი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად წარმოიქმნება, მაგრამ შერიგებაც დაუვიწყარი იქნება. ერთი სიტყვით, დიდი ენერგია და ძალისხმევა იხარჯება გრძნობებსა და ურთიერთობებზე.
ვერძში ვენერას გავლენით სიმშვიდე და ესთეტიკა იკლებს, გრძნობები და ემოციები მკვეთრად იქნება გამოხატული, არ არსებობს პირობები კომფორტის, ჰარმონიისა და სილამაზისთვის. ურთიერთობებში მატულობს კრიზისები, უთანხმოება და გაუგებრობა. გრძნობები უფრო მძაფრდება, ადამიანები უფრო ემოციურები ხდებიან, უფრო მკვეთრად რეაგირებენ მათ მიმართ გამოთქმულ მოსაზრებაზე. განსაკუთრებით თუ ეს ეხება გარეგნობას ან სტატუსს.
ვერძში ვენერა თავს უხერხულად გრძნობს, აქ მას აკლია დიპლომატია ურთიერთობებში, არ არის ჰარმონია და ბალანსი როგორც გრძნობებში, ასევე ფინანსურ საკითხებში - ექსტრავაგანტურობა და ფლობის სურვილი იზრდება.
თებერვლის შუა ნახევარში (და შემდეგ მარტში, რეტროგრადულობის დროს) ვენერა პლუტონთან ჰარმონიულ ასპექტში იქნება და ამ ასპექტის ენერგია შესაძლებელს ხდის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, პარტნიორულ ურთიერთობებში უთანხმოების მოხსნას და ასევე ბიზნესსაკითხების მოგვარებას.
ვენერას რეტროგრადული მოძრაობა გამოიწვევს პრობლემებს ურთიერთობებში. ადამიანი კონცენტრირდება თავის გრძნობებზე. წინა პლანზე გამოვა საკუთარი გრძნობები და სურვილები. ადამიანი ფიქსირებულია საკუთარ თავზე და გრძნობებზე და იჩენს უყურადღებობას სხვების მიმართ. ზოგიერთი ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს უცნაური და შეუსაბამო. ზოგიერთმა კი შეიძლება გამოავლინოს ის, რაც ადრე იმალებოდა: ბავშვობის ტრავმები, შიშები და კომპლექსები. იმატებს ისტერიკა, ცრემლები, სევდა და დეპრესია. ეს არის დრო, როდესაც ვნებები დუღს და სიყვარულსა და სიძულვილს შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
იმატებს სასიყვარულო სამკუთხედები. არაა გამორიცხული თავი შეგახსენოთ ყოფილმა. ის კავშირები, რომლებიც შეიძლებოდა დაწყებულიყო ადრე, როდესაც ვენერა მერწყულ-თევზებში იყო, ახლა შეიძლება სწრაფად განვითარდეს. იგივე ეხება ფინანსურ საკითხებს.
ვენერას რეტროგრადულობის დროს უმჯობესია არ დაიწყოთ ახალი ურთიერთობები, მათ შორის ფინანსური, ასევე არ ისესხოთ ან გაასესხოთ ფული, განახორციელოთ დიდი შესყიდვები ან ინვესტიციები. უმჯობესია თავი შეიკაოთ ფინანსური გადაწყვეტილებებისგან და გადადოთ ისინი იმ პერიოდამდე, როცა ვენერა პირდაპირი გახდება, ან კიდევ უკეთესი, როცა კუროში გადავა. კარგი იქნება ყველა ემოცია, გრძნობა და სურვილი განხორციელდეს შემოქმედებით საქმიანობაში. ეს არის იმპულსური ხარჯვის ან მკაცრი დანაზოგის დრო: შეიძლება დაგაკლონ ხელფასი, მოგაკლონ ბონუსი ან პროცენტი. შეიძლება გახდეთ თაღლითების მსხვერპლი.
ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, მერწყულისა და ტყუპისთვის ეს არის არსებული ურთიერთობების სტაბილიზაციის, საქმიანი ხელშეკრულებების განმტკიცების, რთული სიტუაციიდან ხელსაყრელი გამოსავლის პოვნის პერიოდი.
კირჩხიბის, სასწორის და თხის რქებისთვის ეს ყველაზე ემოციური, ვნებიანი და სენსუალური შთაბეჭდილებების დროა. მაგრამ ამავე დროს, იქნება შესაძლებლობა ობიექტურად შეაფასოთ არსებული ურთიერთობის მნიშვნელობა, იპოვოთ კონსტრუქციული გამოსავალი უთანხმოებისგან, თუ ორივე პარტნიორი ისწრაფვის ამისათვის.
ყველა დანარჩენი ნიშნისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება ურთიერთობის დამყარება საპირისპირო სქესთან, გადადგათ გაბედული ნაბიჯი, რათა გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება.
აგრეთვე იმოქმედებს მათზე, ვის პირად რუკაშიც პლანეტა რეტროგრადულია, კუთხის სახლებშია განლაგებული ან დაძაბული ასპექტები აქვს სხვა პლანეტებთან.
გაითვალისწინეთ ვარსკვლავების რჩევები, რათა შეინარჩუნოთ ჰარმონია და სიმშვიდე პარტნიორულ ურთიერთობებში და ფინანსურ სფეროშიც.