სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენერა თხის რქაში გადადის: რა გელოდებათ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვენერა თხის რქაში გადადის: რა გელოდებათ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ნო­ემ­ბერს ვე­ნე­რა თხის რქა­ში გა­და­ვა 7 დე­კემ­ბრამ­დე. ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი, რო­მელ­საც მო­აქვს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სურ­ვი­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი ის­წრაფ­ვი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მდგრა­დო­ბის­კენ. წინა პლან­ზე მო­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სან­დო სა­ფუძ­ველ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის სურ­ვი­ლი. ეს ტრან­ზი­ტი გვი­ბიძ­გებს მოვ­ძებ­ნოთ პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­ი­მე­დო და გრძელ­ვა­დი­ან კავ­შირს შევ­ქმნით. ვე­ნე­რა თხის რქა­ში გაძ­ლევთ შანსს გა­მო­ას­წო­როთ წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბი და გა­აც­ნო­ბი­ე­როთ რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ვერ­ძი

გექ­ნე­ბათ შან­სი შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს, ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის, უცხო­ე­ლი, სხვა კულ­ტუ­რი­სა და ენის. ან - დიპ­ლო­მა­ტი, პე­და­გო­გი, იუ­რის­ტი. შეხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­სა­ხურ­ში, ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ან პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინგზე, ონ­ლა­ი­ნაც. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­ში იქ­ნე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი, გა­უ­გებ­რო­ბა და უთან­ხმო­ე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ერ­თად გა­ტა­რე­ბის არ­ჩე­ვი­სას.

კურო

გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, გახ­დე­ბით უფრო გახ­სნი­ლი სხვე­ბის­თვის, თქვე­ნი ქა­რიზ­მა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მო­ი­ზი­დავს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მაგ­რამ არ უნდა აუ­რი­ოთ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წარ­მა­ვალ ვნე­ბი­ან რო­მან­ტი­კა­ში.

ტყუ­პი

არის შან­სი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ან შეხ­ვდეთ ღირ­სე­ულ მე­წყვი­ლეს. მარ­ტო­ხე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ ახა­ლი რო­მა­ნი, სა­ი­დუმ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კავ­ში­რი და­ქორ­წი­ნე­ბულ­თან. აქვე გა­გაფრ­თხი­ლებთ, რომ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ მოხ­ვდეთ. ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს შეც­ვლის. გირ­ჩევთ, გა­ნას­ხვა­ოთ სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბე­ბი და სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან, რათა შეც­დო­მა არ და­უშ­ვათ.

კირჩხი­ბი

მო­ი­ცა­ლეთ რო­მან­ტი­კუ­ლო­ბის­თვის. გე­ლო­დე­ბათ სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს. იყა­ვით მე­გობ­რუ­ლი და გახ­სნი­ლი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­სა­ზი­დად. თა­ვი­სუ­ფალ დროს, ნუ იჯ­დე­ბით სახ­ლში. ეწ­ვი­ეთ გა­მო­ფე­ნებს, კონ­ცერ­ტებს, თე­მა­ტურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს თქვენს ოფის­ში, მე­გობ­რებ­თან სტუმ­რად ან კორ­პო­რა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გარ­შე­მო მყო­ფებს, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინ­ტე­რე­სი, თუ მოგ­წონთ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ასე­ვე, არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ ონ­ლა­ინ გაც­ნო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ნაც­ნო­ბო­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში.

ლომი

გე­ლით რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, გარ­თო­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ზი­დოთ ახა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი. ხელ­საყ­რე­ლი დროა ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვის. გა­მო­ნა­ხეთ დრო ჰო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ უფრო ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი ღიად. თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ, რათა უზ­რუნ­ველ­ყოთ ჯან­სა­ღი ბა­ლან­სი თქვენს პი­რად სურ­ვი­ლებ­სა და პარტნი­ო­რის სა­ჭი­რო­ე­ბებს შო­რის.

ქალ­წუ­ლი

ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია მათ­თვის, ვინც მე­წყვი­ლეს ეძებს. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ვინ­მეს თქვე­ნი მსგავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ან ჰო­ბით და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყოთ. გაც­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს თქვენს სახ­ლში, ნა­თე­სა­ვებ­თან ან ახლო მე­გობ­რებ­თან. ასე­ვე არის შან­სი, რომ და­ი­წყოთ კო­მუ­ნი­კა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამას­თან, ვარ­სკვლა­ვე­ბი გარ­თო­ბას, წვე­უ­ლე­ბებ­ზე, კონ­ცერ­ტებ­ზე და ხალ­ხმრა­ვალ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბას გირ­ჩე­ვენ. შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაც სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა და იქ ვინ­მეს გაც­ნო­ბა.

სას­წო­რი

მარ­ტო­ხე­ლებს გექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს და და­ი­წყოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. კარ­გი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის, დას­ვე­ნე­ბის და გა­რე­მოს შეც­ვლის­თვის. თქვე­ნი გახ­სნი­ლო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა­ში და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა­ში. თუ იძუ­ლე­ბუ­ლი ხართ შინ დარ­ჩეთ, გირ­ჩევთ მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მე­გობ­რებ­თან და სა­ინ­ტე­რე­სო გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ეწ­ვი­ეთ გა­მო­ფე­ნებ­სა და თე­ატ­რებს, იქ შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ მსგავ­სი ჰო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

მო­რი­ე­ლი

მო­გინ­დე­ბათ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. რო­გორც წესი, უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებთ გრძელ­ვა­დი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებს და ეძებთ პარტნი­ორს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა. შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბა გქონ­დეთ თქვე­ნი პარტნი­ო­რის წყა­ლო­ბით. გა­იზ­რდე­ბა სურ­ვი­ლი ლა­მა­ზი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ხა­დოთ თქვე­ნი სახ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

11 ნო­ემ­ბრამ­დე ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­შია. ვინც რო­მან­ტი­კულ მე­წყვი­ლეს ეძებთ, შე­სა­ფე­რი­სი დროა, რომ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, გა­ი­ცა­ნით, თუ ვინ­მე მი­ი­პყრობს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას, გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინ­ტე­რე­სი. ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი შე­მო­სავ­ლის ან მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე მდი­დარ ადა­მი­ანს შეხ­ვდე­ბით.

თხის რქა

მო­გინ­დე­ბათ მეტი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა, უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­თან, ვიდ­რე ხალ­ხმრა­ვალ წვე­უ­ლე­ბებ­ზე. და­ი­წყებთ სუ­ლი­ე­რი ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და უფრო ღრმა სენ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის ძი­ე­ბას პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორ­ში. არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ძვე­ლი ემო­ცი­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა კვლავ შე­მო­იჭ­რას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­გი­წევთ. ახლა უნდა მო­ე­რი­დოთ მე­ლან­ქო­ლი­ას, არ ჩა­ვარ­დეთ დეპ­რე­სი­ა­ში.

მერ­წყუ­ლი

ვე­ნე­რა გი­ბიძ­გებთ ახალ ჯგუ­ფებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში შეს­ვლა­ზე, პო­ტენ­ცი­უ­რი რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბით მზად. თქვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა აყ­ვავ­დეს მე­გობ­რო­ბის ან სო­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს. ანუ, მარ­ტი­ვად რომ აგიხ­სნათ, ნო­ემ­ბრის პირ­ველ დე­კა­და­ში ვინ­მეს­თან მე­გობ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ან პრო­ექ­ტზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ვინც იზი­ა­რებს თქვენს ხედ­ვას მო­მავ­ლის შე­სა­ხებ. გა­იზ­რდე­ბა გაც­ნო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში და სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

თევ­ზე­ბი

სუ­ლის მე­წყვი­ლე შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ თქვენ­სა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბის, კლი­ენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ან - გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა თა­ვის სფე­რო­ში. უკვე არ­სე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­საძ­ლოა კონ­ფლიქ­ტე­ბი წარ­მო­იშ­ვას ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის სურ­ვი­ლის გამო. შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად პრე­ტენ­ზი­უ­ლი იყოთ და გინ­დო­დეთ, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზუს­ტად ისე მო­იქ­ცნენ, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ. შე­საძ­ლოა მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ სა­მუ­შაო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებს, რაც შე­საძ­ლოა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს არ მოს­წონ­დეს. და ამა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვას. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მუ­შაო და პი­რა­დი სფე­რო­ე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა ისე, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვენერა თხის რქაში გადადის: რა გელოდებათ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა თხის რქაში გადადის: რა გელოდებათ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ნოემბერს ვენერა თხის რქაში გადავა 7 დეკემბრამდე. ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, რომელსაც მოაქვს ურთიერთობებში პრაქტიკულობა და სტაბილურობის სურვილი. ადამიანები ისწრაფვიან ურთიერთობებში სტაბილურობისა და მდგრადობისკენ. წინა პლანზე მოდის ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სანდო საფუძველზე ურთიერთობების დამყარების სურვილი. ეს ტრანზიტი გვიბიძგებს მოვძებნოთ პარტნიორი, რომელიც იქნება საიმედო და გრძელვადიან კავშირს შევქმნით. ვენერა თხის რქაში გაძლევთ შანსს გამოასწოროთ წარსული შეცდომები და გააცნობიეროთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობაში.

ვერძი

გექნებათ შანსი შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, ის შეიძლება იყოს მაღალი სოციალური სტატუსის, უცხოელი, სხვა კულტურისა და ენის. ან - დიპლომატი, პედაგოგი, იურისტი. შეხვედრა შესაძლებელია სამსახურში, ოფიციალურ ღონისძიებაზე ან პროფესიულ ტრენინგზე, ონლაინაც. დაწყვილებულებში იქნება სირთულეები, გაუგებრობა და უთანხმოება თავისუფალი დროის ერთად გატარების არჩევისას.

კურო

გაიზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა, გახდებით უფრო გახსნილი სხვებისთვის, თქვენი ქარიზმა და სექსუალურობა მოიზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მაგრამ არ უნდა აურიოთ სერიოზული ურთიერთობა წარმავალ ვნებიან რომანტიკაში.

ტყუპი

არის შანსი, გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ან შეხვდეთ ღირსეულ მეწყვილეს. მარტოხელებს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი რომანი, საიდუმლო ურთიერთობა, შესაძლებელია მოკლევადიანი კავშირი დაქორწინებულთან. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. ამ პერიოდში შესაძლოა საბედისწერო შეხვედრა, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. გირჩევთ, განასხვაოთ სერიოზული გრძნობები და სექსუალური მიზიდულობა ერთმანეთისგან, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი

მოიცალეთ რომანტიკულობისთვის. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა, რაც შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაინაცვლოს. იყავით მეგობრული და გახსნილი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მისაზიდად. თავისუფალ დროს, ნუ იჯდებით სახლში. ეწვიეთ გამოფენებს, კონცერტებს, თემატურ ღონისძიებებს. სასიყვარულო შეხვედრა შეიძლება შედგეს თქვენს ოფისში, მეგობრებთან სტუმრად ან კორპორაციულ ღონისძიებაზე. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს, გამოიჩინეთ ინტერესი, თუ მოგწონთ კონკრეტული ადამიანი. ასევე, არ უგულებელყოთ ონლაინ გაცნობა და კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში. ვირტუალური ნაცნობობაც კი შეიძლება გადაიზარდოს ბედნიერ ქორწინებაში.

ლომი

გელით რომანტიკული შეხვედრები, გართობა და სიამოვნება პირად ცხოვრებაში. შეგიძლიათ მიიზიდოთ ახალი თაყვანისმცემლები. ხელსაყრელი დროა ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის. გამონახეთ დრო ჰობისთვის. შეიძლება გაგიჩნდეთ უფრო ძლიერი სურვილი გამოხატოთ თქვენი გრძნობები ღიად. თუმცა, მნიშვნელოვანია დაბალანსებული მიდგომის შენარჩუნება. აუცილებელია იყოთ მიზანმიმართული და ყურადღებიანი თქვენი ქმედებების მიმართ, რათა უზრუნველყოთ ჯანსაღი ბალანსი თქვენს პირად სურვილებსა და პარტნიორის საჭიროებებს შორის.

ქალწული

ხელსაყრელი პერიოდია მათთვის, ვინც მეწყვილეს ეძებს. შეიძლება შეხვდეთ ვინმეს თქვენი მსგავსი შეხედულებებით ან ჰობით და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ. გაცნობა შეიძლება მოხდეს თქვენს სახლში, ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან. ასევე არის შანსი, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია სოციალური ქსელების საშუალებით. ამასთან, ვარსკვლავები გართობას, წვეულებებზე, კონცერტებზე და ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებას გირჩევენ. შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაც სასიამოვნო იქნება და იქ ვინმეს გაცნობა.

სასწორი

მარტოხელებს გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. კარგი დროა მოგზაურობის, დასვენების და გარემოს შეცვლისთვის. თქვენი გახსნილობა და კეთილგანწყობა დაგეხმარებათ სასიამოვნო ადამიანების გაცნობაში და რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაში. თუ იძულებული ხართ შინ დარჩეთ, გირჩევთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან და საინტერესო გასართობ ღონისძიებებზე. ეწვიეთ გამოფენებსა და თეატრებს, იქ შეგიძლიათ შეხვდეთ მსგავსი ჰობის მქონე ადამიანებს.

მორიელი

მოგინდებათ სტაბილურობა და უსაფრთხოება თქვენს ურთიერთობებში. როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებთ გრძელვადიან ურთიერთობებს და ეძებთ პარტნიორს, რომელსაც შეუძლია თქვენი ემოციური და მატერიალური მხარდაჭერა. შესაძლოა, ფინანსური მოგება გქონდეთ თქვენი პარტნიორის წყალობით. გაიზრდება სურვილი ლამაზი და კომფორტული გახადოთ თქვენი სახლი.

მშვილდოსანი

11 ნოემბრამდე ვენერა თქვენს ნიშანშია. ვინც რომანტიკულ მეწყვილეს ეძებთ, შესაფერისი დროა, რომ შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს. გაძლიერდება თქვენი მიმზიდველობა და მომხიბვლელობა. იყავით აქტიური, გაიცანით, თუ ვინმე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, გამოავლინეთ ინტერესი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კარგი შემოსავლის ან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მდიდარ ადამიანს შეხვდებით.

თხის რქა

მოგინდებათ მეტი კონფიდენციალურობა, უფრო მეტი დრო გაატაროთ მარტო საკუთარ თავთან, ვიდრე ხალხმრავალ წვეულებებზე. დაიწყებთ სულიერი ერთიანობისა და უფრო ღრმა სენსუალური კავშირის ძიებას პოტენციურ პარტნიორში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ძველი ემოციები და გამოცდილება კვლავ შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში. წარსული ურთიერთობების საკითხების მოგვარება და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ახლა უნდა მოერიდოთ მელანქოლიას, არ ჩავარდეთ დეპრესიაში.

მერწყული

ვენერა გიბიძგებთ ახალ ჯგუფებსა და საზოგადოებებში შესვლაზე, პოტენციური რომანტიკული კავშირებისთვის იქნებით მზად. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება შეიძლება აყვავდეს მეგობრობის ან სოციალური შეხვედრების საშუალებით, სადაც შეიძლება შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს. ანუ, მარტივად რომ აგიხსნათ, ნოემბრის პირველ დეკადაში ვინმესთან მეგობრობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. შეგიძლიათ იპოვოთ სიყვარული საერთო მიზნის მისაღწევად ან პროექტზე თანამშრომლობით, ვინც იზიარებს თქვენს ხედვას მომავლის შესახებ. გაიზრდება გაცნობა ინტერნეტში და სოციალურ ღონისძიებებზე.

თევზები

სულის მეწყვილე შეგიძლიათ იპოვოთ თქვენსავე ორგანიზაციაში, ბიზნესპარტნიორების, კლიენტების მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი თანამდებობა ან - გარკვეული გავლენა თავის სფეროში. უკვე არსებული რომანტიკული ურთიერთობები ბედნიერი ქორწინებით დაგვირგვინდება. დაწყვილებულებისთვის შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას ყველაფრის კონტროლის სურვილის გამო. შეიძლება ზედმეტად პრეტენზიული იყოთ და გინდოდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც თქვენ ამბობთ. შესაძლოა მეტი ყურადღება მიაქციოთ სამუშაო პასუხისმგებლობებს, რაც შესაძლოა თქვენს საყვარელ ადამიანს არ მოსწონდეს. და ამაზე უკმაყოფილებას გამოთქვას. კარგი იქნება სამუშაო და პირადი სფეროების დაბალანსება ისე, რომ ყველა ბედნიერი იყოს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"