ავტორი:

ვენერა რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა

ვენერა რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა

დღეს რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა, რომელიც ლომში გააგრძელებს სვლას. პლანეტა ნიშანს 5 ივნისს ესტუმრა და დარჩება 9 ოქტომბრამდე.

მოიმატებს ურთიერთობაში რომანტიკულობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი. გახშირდება წარმოდგენებსა და ელიტურ წვეულებებზე დასწრების სურვილი.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა სწორ სვლას დაუბრუნდება ექნება დაძაბული ასპექტები: 17 სექტემბერს დაუპირისპირდება იუპიტერს. ადამიანებში მოიმატებს ყველაფრით უკმაყოფილება - საკუთარი თავით დაწყებული გარშემო მყოფებითა და სიტუაციის დამთავრებული. ფრთხილად საყვარელ ადამიანთან, არ გირჩევთ მასთან ურთიერთობის დაძაბავს, საქმეების გარჩევას, პრეტენზიულობას. აგრეთვე, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ასპექტი აქტიურია 14-20 სექტემბრის შუალედში.

29 სექტემბერს გველოდება ვენერა-ურანის დაძაბული ასპექტი: კლასიკურ ასტროლოგიაში ეს არის განქორწინების ასპექტი. ადამიანები მეტად გაღიზიანებულები, ფეთქებადები და სკანდალურები არიან, ხმამაღლა და ემოციურად გამოხატავენ თავიანთ კმაყოფილებას. ამ დროსაც არ გირჩევთ დაუფიქრებლად რამის შეძენას. ასპექტი აქტიურია 26 სექტემბრის-3 ოქტომბრის შუალედში.

და ვენერას ბოლო უსიამოვნება ლილიტთან შეერთებაა, რომელიც 9 ოქტომბერს გველოდება, მაგრამ გავლენა ექნება 6-11 ოქტომბრის შუალედში. გაიხსენეთ რა ხდებოდა 28 ივნისისა და 8 აგვისტოს პერიოდში, თუ მაშინ საყვარელ ადამიანთან დაძაბულობა გქონდათ, უსიამოვნება ფულის ან შეცვლილი იმიჯის გამო ახლა ამ მოვლენებს უფრო მძაფრად შეიგრძნობთ. გარდა ამისა, მოუფრთხილდით ფინანსებს. რთულ დღეებში ნუ შეიძენთ კოსმეტიკურ ნაწარმს, ნუ გაიკეთებთ სილამაზის პროცედურებს.