Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენერა რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა - აუცილებელია ილუზიებსა და რეალობას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვენერა რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა - აუცილებელია ილუზიებსა და რეალობას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

13 აპ­რილს ვე­ნე­რა გა­მო­ვი­და რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან და თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა 30 აპ­რი­ლამ­დე. 30-ში გა­და­ვა ვერ­ძის ნი­შან­ში. ვე­ნე­რა, სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტაა და თევ­ზე­ბის ნი­შან­ში მყო­ფი შე­ეც­დე­ბა სამ­ყა­რო უკე­თე­სი გა­ხა­დოს. თევ­ზებ­ში მყო­ფი ვე­ნე­რა თა­ნაგ­რძნო­ბას, შთა­გო­ნე­ბა­სა და სუ­ლი­ერ ამაღ­ლე­ბას მოგ­ვი­ტანს. ამ ტრან­ზიტს შე­უძ­ლია ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის მო­შუ­შე­ბა და მი­ძი­ნე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა.

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში არის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში მა­ტუ­ლობს თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ჩვენ უფრო მგრძნო­ბი­ა­რე­ნი ვხდე­ბით სხვი­სი ტკი­ვი­ლის მი­მართ, მზად ვართ დახ­მა­რე­ბის ხელი გა­ვუ­წო­დოთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ქველ­მოქ­მე­დე­ბა და მო­ხა­ლი­სე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ხელს უწყობს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს არის მხატ­ვრე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბის, მწერ­ლე­ბი­სა და პო­ე­ტე­ბის შთა­გო­ნე­ბის დრო. კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს მშვე­ნი­ე­რი­სა და ამაღ­ლე­ბუ­ლის გაღ­ვი­ძე­ბას, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კის, მე­დი­ტა­ცი­ი­სა და იო­გის მი­მართ, რაც ხელს უწყობს ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის პოვ­ნას.

პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ხაზს უს­ვამს რო­მან­ტი­კას, სენ­სუ­ა­ლუ­რო­ბას და იდე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვილს. მარ­ტო­ხე­ლებს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ თქვენს სუ­ლი­ერ მე­გო­ბარს. ხოლო არ­სე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სიღ­რმე და ინ­ტი­მუ­რო­ბა მო­ი­პო­ვოს. ამას­თან უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ პარტნი­ო­რის იდე­ა­ლი­ზა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ილუ­ზი­ებ­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის ბა­ლან­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  • და­კავ­დით საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბით, ჰო­ბით; და­ეს­წა­რით გა­მო­ფე­ნას ან კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერტს.
  • და­ეხ­მა­რეთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს, მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტში ან უბ­რა­ლოდ მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს.
  • იზ­რუ­ნეთ თქვენს სუ­ლი­ერ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე; გა­მო­ნა­ხეთ სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ იპო­ვოთ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე და წო­ნას­წო­რო­ბა.
  • და­ამ­შვე­ნეთ თქვე­ნი სახ­ლი ყვა­ვი­ლე­ბით და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით. შექ­მე­ნით ჰარ­მო­ნი­ი­სა და კომ­ფორ­ტის ატ­მოს­ფე­რო.

ახლა კი გა­ე­ცა­ნით ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ააქ­ტი­უ­რებს თქვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის სახ­ლს. ინ­ტუ­ი­ცია ძლი­ერ­დე­ბა და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ გან­მარ­ტო­ე­ბის და ძვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­ხორ­ცე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის მოს­მე­ნა, მე­დი­ტა­ცია, რაც ხელს შე­უ­წყობს ემო­ცი­ურ წო­ნას­წო­რო­ბას. შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს ფა­რუ­ლი ნიჭი ან გაჩ­ნდეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ას­რუ­ლოთ დიდი ხნის და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბას­თან და ქველ­მოქ­მე­დე­ბას­თან. ნუ გა­ა­ი­დე­ა­ლებთ პარტნი­ორს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ რე­ა­ლის­ტუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა.

კურო

სო­ცი­ა­ლურ­მა ცხოვ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ახალ დო­ნე­ზე მი­აღ­წი­ოს. გა­ი­ჩენთ ახალ ნაც­ნო­ბებს, რაც არა­მარ­ტო სა­სი­ა­მოვ­ნო, არა­მედ სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი თუ პი­რა­დი ამ­ბი­ცი­ე­ბის მი­საღ­წე­ვად. ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია კო­ლექ­ტი­ურ პრო­ექ­ტებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო და სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი ქა­რიზ­მა, უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით სხვე­ბის თვალ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

ტყუ­პი

პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა, გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მო­ხატ­ვი­სა და მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. ვე­ნე­რა შე­არ­ბი­ლებს ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბის სი­ხის­ტეს და შე­მო­ი­ტანს შთა­გო­ნე­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის ელე­მენ­ტებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თსიმ­პა­თი­ას და სა­ერ­თო ეს­თე­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გა­რეგ­ნო­ბა­სა და იმიჯს, რად­გან პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. ხელ­საყ­რე­ლი დროა სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის. უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ თევ­ზებ­ში ვე­ნე­რა მიდ­რე­კი­ლია იდე­ა­ლი­ზა­ცი­ის­კენ, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია საღი აზ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ილუ­ზი­ებს ნუ აჰ­ყვე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში.

კირჩხი­ბი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა მოგ­ზა­უ­რო­ბის და­გეგ­მვის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მან­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ახა­ლი კულ­ტუ­რე­ბის შე­სას­წავ­ლად და ცოდ­ნის გა­საღ­რმა­ვებ­ლად თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში. ვე­ნე­რა ხელს შე­უ­წყობს ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას უცხო­ე­ლებ­თან და სუ­ლი­ერ მენ­ტო­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ სუ­ლი­ე­რი ზრდი­სა და ცხოვ­რე­ბის აზ­რის ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს ახალ აღ­მო­ჩე­ნებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას. შე­საძ­ლე­ბე­ლია სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი, დი­სერ­ტა­ცი­ე­ბის დაც­ვა ან სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.

ლომი

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ტრანსფორ­მა­ცი­ის სფე­რო­ზე, კრი­ზი­სებ­სა და სა­ერ­თო რე­სურ­სებ­ზე. ეს არის ღრმა ემო­ცი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ნდო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის დრო. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ პარტნი­ორ­თან ღრმა ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი ღიად და მზად იყოთ კომ­პრო­მი­სის­თვის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი ფი­ნან­სურ სფე­რო­ში, ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან, სეს­ხებ­თან ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ფსი­ქო­ლოგ­თან მუ­შა­ო­ბის­თვის ან ტრანსფორ­მა­ცი­ულ ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს პი­როვ­ნულ ზრდას და ემო­ცი­უ­რი ტრავ­მის გან­კურ­ნე­ბას.

ქალ­წუ­ლი

ვე­ნე­რას ტრან­ზი­ტი თევ­ზებ­ში ააქ­ტი­უ­რებს პარტნი­ო­რო­ბის, ქორ­წი­ნე­ბის, საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სფე­როს. იგ­რძნობთ ჰარ­მო­ნი­ას და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა პარტნი­ორ­თან კავ­ში­რის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და რო­მან­ტი­კის შე­მო­ტა­ნის­თვის თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ ყვე­ლა შან­სი, შეხ­ვდეთ თქვენს სუ­ლი­ერ მე­გო­ბარს. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­ში. ვე­ნე­რა ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბას და მომ­გე­ბი­ა­ნი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოთ მოქ­ნი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და იპო­ვოთ ყველ­გან კომ­პრო­მი­სე­ბი.

სას­წო­რი

სა­უ­კე­თე­სო დროა სა­კუ­თარ თავ­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის. გა­და­ხე­დეთ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას და მეტი ჰარ­მო­ნია და სი­ლა­მა­ზე შე­ი­ტა­ნეთ მას­ში. სა­სარ­გებ­ლოა მე­დი­ტა­ცია, იოგა და სხვა პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია რე­ლაქ­სა­ცი­ი­სა და სტრე­სის გან­მუხ­ტვის­კენ. ვე­ნე­რა ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შა­ოს უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოს და კრე­ა­ტი­ულს გახ­დის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, დი­ზა­ინ­თან ან სი­ლა­მა­ზეს­თან. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ დი­ე­ტას და ჩარ­თოთ რა­ცი­ონ­ში მეტი ხილი და ბოსტნე­უ­ლი. თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თვა და და­უთ­მეთ საკ­მა­რი­სი დრო დას­ვე­ნე­ბას.

მო­რი­ე­ლი

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ააქ­ტი­უ­რებს თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის, შე­მოქ­მე­დე­ბის, ბავ­შვე­ბის და სი­ა­მოვ­ნე­ბის სახ­ლს. ვნე­ბა და რო­მან­ტი­კა პიკს მი­აღ­წევს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, ფლირ­ტი და რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. შეძ­ლებთ კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ბავ­შვებ­თან დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად, თა­მა­შე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან ან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­დან მო­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ზო­მი­ე­რე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

სახ­ლის, ოჯა­ხი­სა და ფეს­ვე­ბის თემა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. მო­გინ­დე­ბათ სახ­ლში ჰარ­მო­ნი­ი­სა და კომ­ფორ­ტის შექ­მნა; ასე­ვე საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. შე­საძ­ლოა მო­გინ­დეთ რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა, ინ­ტე­რი­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა ან მეტი დრო­ის გა­ა­ტა­როთ ოჯახ­თან ერ­თად. ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია სა­ბი­ნაო სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სა­ი­მე­დო­ო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მშობ­ლებ­სა და წი­ნაპ­რებს, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის.

თხის რქა

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ააქ­ტი­უ­რებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გა­ნათ­ლე­ბის, ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის, და-ძმებ­თან და უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სახ­ლს. გან­სა­კუთ­რე­ბით მჭევ­რმე­ტყვე­ლი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბით თქვენს გან­ცხა­დე­ბებ­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან და კო­ლე­გებ­თან კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი. ასე­ვე სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სწავ­ლა, კურ­სებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მერ­წყუ­ლი

ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში ააქ­ტი­უ­რებს ფი­ნან­სე­ბის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის სფე­როს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფრო ემო­ცი­უ­რი და სენ­სუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ კომ­ფორ­ტი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და მე­ტად გა­ი­ნე­ბივ­როთ თავი. ზო­გი­ერ­თი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ კრე­ა­ტი­ულ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც გა­გიზ­რდით შე­მო­სა­ვალს. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო­ე­ბი გა­მო­გიჩ­ნდეთ, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, დი­ზა­ინ­თან ან მომ­სა­ხუ­რე­ბის სექ­ტორ­თან. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი ხარ­ჯე­ბი და თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ იმ­პულ­სუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბი. აი­მაღ­ლეთ თვით­შე­ფა­სე­ბა; იყა­ვით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სი­ლა­მა­ზი­თა და ჰარ­მო­ნი­ით, რათა თავი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოთ.

თევ­ზე­ბი

ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე და ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლია თქვენ­თვის. გაძ­ლი­ერ­დე­ბა თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იქ­ნე­ბით ყუ­რა­დღე­ბი­თა და აღ­ტა­ცე­ბით, რაც თქვე­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნა­სა და ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა იმი­ჯის გა­ნახ­ლე­ბის­თვის, სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვის­თვის და ჰარ­მო­ნი­უ­ლი იე­რის შე­საქ­მნე­ლად. იო­ლად შეძ­ლებთ სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ზიდ­ვას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და სა­სარ­გებ­ლო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში და­გეხ­მა­რე­ბათ ახალ წა­მო­წყე­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის, სი­ლა­მა­ზი­სა და გარ­თო­ბის სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰარ­მო­ნი­ის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და სამ­ყა­რო გუ­ლუხ­ვად და­გა­ჯილ­დო­ებთ.

ვენერა რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა - აუცილებელია ილუზიებსა და რეალობას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა - აუცილებელია ილუზიებსა და რეალობას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

13 აპრილს ვენერა გამოვიდა რეტროგრადული სვლიდან და თევზებში იქნება 30 აპრილამდე. 30-ში გადავა ვერძის ნიშანში. ვენერა, სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტაა და თევზების ნიშანში მყოფი შეეცდება სამყარო უკეთესი გახადოს. თევზებში მყოფი ვენერა თანაგრძნობას, შთაგონებასა და სულიერ ამაღლებას მოგვიტანს. ამ ტრანზიტს შეუძლია ძველი ჭრილობების მოშუშება და მიძინებული შემოქმედებითი ძალების გაღვიძება.

ვენერა თევზებში არის უპირობო სიყვარულისა და თანაგრძნობის განსახიერება. ამ პერიოდში მატულობს თანაგრძნობისა და თავგანწირვის მოთხოვნილება. ჩვენ უფრო მგრძნობიარენი ვხდებით სხვისი ტკივილის მიმართ, მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ გაჭირვებულებს. ქველმოქმედება და მოხალისეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ვენერა თევზებში ხელს უწყობს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას. ეს არის მხატვრების, მუსიკოსების, მწერლებისა და პოეტების შთაგონების დრო. კრეატიული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვენიერისა და ამაღლებულის გაღვიძებას, გააქტიურდება. იზრდება ინტერესი სულიერი პრაქტიკის, მედიტაციისა და იოგის მიმართ, რაც ხელს უწყობს შინაგანი ჰარმონიის პოვნას.

პირადი ურთიერთობებში ვენერა თევზებში ხაზს უსვამს რომანტიკას, სენსუალურობას და იდეალური სიყვარულის სურვილს. მარტოხელებს შეიძლება შეხვდეთ თქვენს სულიერ მეგობარს. ხოლო არსებულმა ურთიერთობებმა შეიძლება ახალი სიღრმე და ინტიმურობა მოიპოვოს. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ პარტნიორის იდეალიზაციამ შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელია ილუზიებსა და რეალობას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ.

რეკომენდაციები:

  • დაკავდით საყვარელი გატაცებით, ჰობით; დაესწარით გამოფენას ან კლასიკური მუსიკის კონცერტს.
  • დაეხმარეთ გაჭირვებულებს, მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო პროექტში ან უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება თქვენს საყვარელ ადამიანებს.
  • იზრუნეთ თქვენს სულიერ ჯანმრთელობაზე; გამონახეთ სულიერი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა.
  • დაამშვენეთ თქვენი სახლი ყვავილებით და ხელოვნების ნიმუშებით. შექმენით ჰარმონიისა და კომფორტის ატმოსფერო.

ახლა კი გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

ვენერა თევზებში ააქტიურებს თქვენი ქვეცნობიერის, საიდუმლოებებისა და სულიერების სახლს. ინტუიცია ძლიერდება და შინაგანი სამყარო განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. შეიძლება იგრძნოთ განმარტოების და ძველი ჭრილობების შეხორცების მოთხოვნილება. მნიშვნელოვანია თქვენი ოცნებების მოსმენა, მედიტაცია, რაც ხელს შეუწყობს ემოციურ წონასწორობას. შესაძლოა გამოვლინდეს ფარული ნიჭი ან გაჩნდეს შესაძლებლობა დაასრულოთ დიდი ხნის დაწყებული პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია შემოქმედებასთან და ქველმოქმედებასთან. ნუ გააიდეალებთ პარტნიორს, შეინარჩუნოთ რეალისტური მსოფლმხედველობა და თავიდან აიცილეთ საკუთარი თავის მოტყუება.

კურო

სოციალურმა ცხოვრებამ შეიძლება ახალ დონეზე მიაღწიოს. გაიჩენთ ახალ ნაცნობებს, რაც არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლო იქნება პროფესიული თუ პირადი ამბიციების მისაღწევად. ხელსაყრელი პერიოდია კოლექტიურ პროექტებში, საქველმოქმედო და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. გაძლიერდება თქვენი ქარიზმა, უფრო მიმზიდველი გახდებით სხვების თვალში. განსაკუთრებით ღირებული გახდება მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა.

ტყუპი

პროფესიული საქმიანობა განსაკუთრებით აქტუალური გახდება, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები შემოქმედებითი გამოხატვისა და მიზნების მისაღწევად. ვენერა შეარბილებს ყოველდღიური მუშაობის სიხისტეს და შემოიტანს შთაგონებისა და სილამაზის ელემენტებს. შესაძლებელია ახალი პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთსიმპათიას და საერთო ესთეტიკურ ღირებულებებს. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობასა და იმიჯს, რადგან პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხელსაყრელი დროა საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციებისთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ თევზებში ვენერა მიდრეკილია იდეალიზაციისკენ, ამიტომ აუცილებელია საღი აზრის შენარჩუნება. ილუზიებს ნუ აჰყვებით, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.

კირჩხიბი

შესანიშნავი დროა მოგზაურობის დაგეგმვისთვის, განსაკუთრებით რომანტიკული მიმართულებებში, ახალი კულტურების შესასწავლად და ცოდნის გასაღრმავებლად თქვენთვის საინტერესო სფეროში. ვენერა ხელს შეუწყობს ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას უცხოელებთან და სულიერ მენტორებთან. შეიძლება იგრძნოთ სულიერი ზრდისა და ცხოვრების აზრის ძიების მოთხოვნილება, რაც გამოიწვევს ახალ აღმოჩენებს და ღირებულებების გადახედვას. შესაძლებელია სწავლაში წარმატებები, დისერტაციების დაცვა ან სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება.

ლომი

ვენერა თევზებში გავლენას მოახდენს ტრანსფორმაციის სფეროზე, კრიზისებსა და საერთო რესურსებზე. ეს არის ღრმა ემოციური გამოცდილების, ღირებულებების გადაფასების და ურთიერთობებში ნდობისა და კონტროლის დრო. შეიძლება იგრძნოთ პარტნიორთან ღრმა ემოციური კავშირის მოთხოვნილება. მნიშვნელოვანია გამოხატოთ თქვენი გრძნობები ღიად და მზად იყოთ კომპრომისისთვის. შესაძლებელია ცვლილებები ფინანსურ სფეროში, ინვესტიციებთან, სესხებთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული. ხელსაყრელი პერიოდია ფსიქოლოგთან მუშაობისთვის ან ტრანსფორმაციულ ტრენინგებში მონაწილეობისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს პიროვნულ ზრდას და ემოციური ტრავმის განკურნებას.

ქალწული

ვენერას ტრანზიტი თევზებში ააქტიურებს პარტნიორობის, ქორწინების, საქმიანი თანამშრომლობისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის სფეროს. იგრძნობთ ჰარმონიას და ურთიერთგაგებას არსებულ ურთიერთობებში. ეს შესანიშნავი დროა პარტნიორთან კავშირის გასაძლიერებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და რომანტიკის შემოტანისთვის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტოხელებს გაქვთ ყველა შანსი, შეხვდეთ თქვენს სულიერ მეგობარს. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება მოხდეს ყველაზე მოულოდნელ ადგილებში. ვენერა ასევე ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას და მომგებიანი გარიგებების დადებას. მნიშვნელოვანია იყოთ მოქნილი, დიპლომატიური და იპოვოთ ყველგან კომპრომისები.

სასწორი

საუკეთესო დროა საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. გადახედეთ ყოველდღიურ რუტინას და მეტი ჰარმონია და სილამაზე შეიტანეთ მასში. სასარგებლოა მედიტაცია, იოგა და სხვა პრაქტიკა, რომელიც მიმართულია რელაქსაციისა და სტრესის განმუხტვისკენ. ვენერა ყოველდღიურ სამუშაოს უფრო სასიამოვნოს და კრეატიულს გახდის. შესაძლებელია ახალი პროექტების დაწყება, რაც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, დიზაინთან ან სილამაზესთან. ყურადღება უნდა მიაქციოთ დიეტას და ჩართოთ რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული. თავიდან აიცილეთ ზედმეტი დატვირთვა და დაუთმეთ საკმარისი დრო დასვენებას.

მორიელი

ვენერა თევზებში ააქტიურებს თქვენი სიყვარულის, შემოქმედების, ბავშვების და სიამოვნების სახლს. ვნება და რომანტიკა პიკს მიაღწევს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, ფლირტი და რომანტიკულ თავგადასავლები. შეძლებთ კრეატიული იდეების განხორციელებას. ასევე შესანიშნავი დროა ბავშვებთან დროის გასატარებლად, თამაშებისა და გართობისთვის. ინვესტიციებიდან ან აზარტული თამაშებიდან მოგება შესაძლებელია, მაგრამ რეკომენდებულია ზომიერება.

მშვილდოსანი

სახლის, ოჯახისა და ფესვების თემა გააქტიურდება. მოგინდებათ სახლში ჰარმონიისა და კომფორტის შექმნა; ასევე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. შესაძლოა მოგინდეთ რემონტის გაკეთება, ინტერიერის განახლება ან მეტი დროის გაატაროთ ოჯახთან ერთად. ხელსაყრელი პერიოდია საბინაო საკითხების გადასაჭრელად, უძრავი ქონების შესაძენად. პირად ცხოვრებაში შეიძლება იგრძნოთ სტაბილურობისა და საიმედოობის მოთხოვნილება. ყურადღება მიაქციეთ მშობლებსა და წინაპრებს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახისთვის.

თხის რქა

ვენერა თევზებში ააქტიურებს კომუნიკაციის, განათლების, ხანმოკლე მოგზაურობების, და-ძმებთან და უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობის სახლს. განსაკუთრებით მჭევრმეტყველი და დამაჯერებელი იქნებით თქვენს განცხადებებში. შესანიშნავი დროა ნათესავებთან, მეზობლებთან და კოლეგებთან კავშირების დასამყარებლად. შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა და სასიამოვნო შეხვედრები. ასევე საჭირო გახდება სწავლა, კურსებსა და ტრენინგებზე დასწრება. შეიძლება იგრძნოთ ახალი გამოცდილებისა და მოგზაურობის საჭიროება.

მერწყული

ვენერა თევზებში ააქტიურებს ფინანსების, ფასეულობებისა და თვითშეფასების სფეროს. მატერიალური სიკეთეებისადმი დამოკიდებულება უფრო ემოციური და სენსუალური ხდება. შეიძლება იგრძნოთ კომფორტისა და ფუფუნების მოთხოვნილება და მეტად გაინებივროთ თავი. ზოგიერთი განახორციელებთ კრეატიულ პროექტებს, რომლებიც გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლებელია შემოსავლის ახალი წყაროები გამოგიჩნდეთ, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, დიზაინთან ან მომსახურების სექტორთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გააკონტროლოთ თქვენი ხარჯები და თავიდან აიცილოთ იმპულსური შესყიდვები. აიმაღლეთ თვითშეფასება; იყავით გარშემორტყმული სილამაზითა და ჰარმონიით, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად და ბედნიერად იგრძნოთ.

თევზები

ვენერა თქვენს ნიშანში იქნება აპრილის ბოლომდე და ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია თქვენთვის. გაძლიერდება თქვენი მომხიბვლელობა, მიმზიდველობა და თავდაჯერებულობა. გარშემორტყმული იქნებით ყურადღებითა და აღტაცებით, რაც თქვენი პოტენციალის გამოვლენასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეს შესანიშნავი დროა იმიჯის განახლებისთვის, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და ჰარმონიული იერის შესაქმნელად. იოლად შეძლებთ სწორი ადამიანების მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში და სასარგებლო კავშირების დამყარებას. ვენერა თქვენს ნიშანში დაგეხმარებათ ახალ წამოწყებებში განსაკუთრებით ხელოვნების, სილამაზისა და გართობის სფეროში. შეიძლება იგრძნოთ სიყვარულისა და ჰარმონიის მოთხოვნილება და სამყარო გულუხვად დაგაჯილდოებთ.