ვენერა მშვილდოსანშია: რა გელოდებათ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა მშვილდოსანშია: რა გელოდებათ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ნოემბრამდე ვენერა - ჰარმონიის, სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა ცეცხლოვან მშვილდოსანშია. ვნახოთ რა გელოდებათ ამ პერიოდში:

ვერძი

გექნებათ შანსი შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს, ის შეიძლება იყოს მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, უცხოელი, სხვა კულტურისა და ენის. ან - დიპლომატიური მუშაკი, პედაგოგი, იურისტი. შეხვედრა შესაძლებელია სამსახურში, ოფიციალურ ღონისძიებაზე ან პროფესიულ ტრენინგზე, ონლაინაც. დაწყვილებულებში იქნება სირთულეები, გაუგებრობა და უთანხმოება თავისუფალი დროის ერთად გატარების არჩევისას.

კურო

გაიზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა, გახდებით უფრო გახსნილი სხვებისთვის, თქვენი ქარიზმა და სექსუალურობა მოიზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მაგრამ არ უნდა აურიოთ სერიოზული ურთიერთობა წარმავალ ვნებიან რომანტიკაში.

ტყუპი

არის შანსი, გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ან შეხვდეთ ღირსეულ მეწყვილეს. მარტოხელებს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი რომანი, საიდუმლო ურთიერთობა, შესაძლებელია მოკლევადიანი კავშირი დაქორწინებულთან. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ. ამ პერიოდში შესაძლოა საბედისწერო შეხვედრა, რომელიც ბევრს შეცვლის. გირჩევთ, განასხვაოთ სერიოზული გრძნობები და სექსუალური მიზიდულობა, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი

მოიცალეთ რომანტიკულობისთვის. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა, რაც შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაინაცვლოს. იყავით მეგობრული და გახსნილი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მისაზიდად. თავისუფალ დროს, ნუ იჯდებით სახლში. ეწვიეთ გამოფენებს, კონცერტებს, თემატურ ღონისძიებებს. სასიყვარულო შეხვედრა შეიძლება შედგეს თქვენს ოფისში, მეგობრებთან სტუმრად ან კორპორაციულ ღონისძიებაზე. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს, გამოიჩინეთ ინტერესი, თუ მოგწონთ კონკრეტული ადამიანი. ასევე, არ უგულებელყოთ ონლაინ გაცნობა და კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში. ვირტუალური ნაცნობობაც კი შეიძლება გადაიზარდოს ბედნიერ ქორწინებაში.

ლომი

გელით რომანტიკული შეხვედრები, გართობა და სიამოვნება პირად ცხოვრებაში. შეგიძლიათ მიიზიდოთ ახალი თაყვანისმცემლები. ხელსაყრელი დროა ახალი რომანტიკული ნაცნობობისთვის. გამონახეთ დრო ჰობისთვის. შეიძლება გაგიჩნდეთ უფრო ძლიერი სურვილი გამოხატოთ თქვენი გრძნობები ღიად. თუმცა, მნიშვნელოვანია დაბალანსებული მიდგომის შენარჩუნება. აუცილებელია იყოთ მიზანმიმართული და ყურადღებიანი თქვენი ქმედებების მიმართ, რათა უზრუნველყოთ ჯანსაღი ბალანსი თქვენს პირად სურვილებსა და პარტნიორის საჭიროებებს შორის.

ქალწული

ხელსაყრელი პერიოდია მათთვის, ვინც მეწყვილეს ეძებს. შეიძლება შეხვდეთ ვინმეს თქვენი მსგავსი შეხედულებებით ან ჰობით და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ. გაცნობა შეიძლება მოხდეს თქვენს სახლში, ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან. ასევე არის შანსი, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია სოციალური ქსელების საშუალებით. ამასთან, ვარსკვლავები გართობას, წვეულებებზე, კონცერტებზე და ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებას გირჩევენ. შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაც სასიამოვნო იქნება და იქ ვინმეს გაცნობა.

სასწორი

მარტოხელებს გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ საინტერესო ადამიანს და დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. კარგი დროა მოგზაურობის, დასვენების და გარემოს შეცვლისთვის. თქვენი გახსნილობა და კეთილგანწყობა დაგეხმარებათ სასიამოვნო ადამიანების გაცნობაში და რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაში. თუ იძულებული ხართ შინ დარჩეთ, გირჩევთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან და საინტერესო გასართობ ღონისძიებებზე. ეწვიეთ გამოფენებსა და თეატრებს, იქ შეგიძლიათ შეხვდეთ მსგავსი ჰობის მქონე ადამიანებს.

მორიელი

მოგინდებათ სტაბილურობა და უსაფრთხოება თქვენს ურთიერთობებში. როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებთ გრძელვადიან ურთიერთობებს და ეძებთ პარტნიორს, რომელსაც შეუძლია თქვენი ემოციური და მატერიალური მხარდაჭერა. შესაძლოა, ფინანსური მოგება გქონდეთ თქვენი პარტნიორის წყალობით. გაიზრდება სურვილი ლამაზი და კომფორტული გახადოთ თქვენი სახლი.

მშვილდოსანი

11 ნოემბრამდე ვენერა თქვენს ნიშანშია. ვინც რომანტიკულ მეწყვილეს ეძებთ, შესაფერისი დროა, რომ შეხვდეთ განსაკუთრებულ ადამიანს. გაძლიერდება თქვენი მიმზიდველობა და მომხიბვლელობა. იყავით აქტიური, გაიცანით, თუ ვინმე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, გამოავლინეთ ინტერესი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კარგი შემოსავლის ან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მდიდარ ადამიანს შეხვდებით.

თხის რქა

მოგინდებათ მეტი კონფიდენციალურობა, უფრო მეტი დრო გაატაროთ მარტო საკუთარ თავთან, ვიდრე ხალხმრავალ წვეულებებზე. დაიწყებთ სულიერი ერთიანობისა და უფრო ღრმა სენსუალური კავშირის ძიებას პოტენციურ პარტნიორში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ძველი ემოციები და გამოცდილება კვლავ შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში. წარსული ურთიერთობების საკითხების მოგვარება და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ახლა უნდა მოერიდოთ მელანქოლიას, არ ჩავარდეთ დეპრესიაში.

მერწყული

ვენერა გიბიძგებთ ახალ ჯგუფებსა და საზოგადოებებში შესვლაზე, პოტენციური რომანტიკული კავშირებისთვის იქნებით მზად. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება შეიძლება აყვავდეს მეგობრობის ან სოციალური შეხვედრების საშუალებით, სადაც შეიძლება შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს. ანუ, მარტივად რომ აგიხსნათ, ნოემბრის პირველ დეკადაში ვინმესთან მეგობრობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. შეგიძლიათ იპოვოთ სიყვარული საერთო მიზნის მისაღწევად ან პროექტზე თანამშრომლობით, ვინც იზიარებს თქვენს ხედვას მომავლის შესახებ. გაიზრდება გაცნობა ინტერნეტში და სოციალურ ღონისძიებებზე.

თევზები

სულის მეწყვილე შეგიძლიათ იპოვოთ თქვენსავე ორგანიზაციაში, ბიზნესპარტნიორების, კლიენტების მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი თანამდებობა ან - გარკვეული გავლენა თავის სფეროში. უკვე არსებული რომანტიკული ურთიერთობები ბედნიერი ქორწინებით დაგვირგვინდება. დაწყვილებულებისთვის შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას ყველაფრის კონტროლის სურვილის გამო. შეიძლება ზედმეტად პრეტენზიული იყოთ და გინდოდეთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანები ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც თქვენ ამბობთ. შესაძლოა მეტი ყურადღება მიაქციოთ სამუშაო პასუხისმგებლობებს, რაც შესაძლოა თქვენს საყვარელ ადამიანს არ მოსწონდეს. და ამაზე უკმაყოფილებას გამოთქვას. კარგი იქნება სამუშაო და პირადი სფეროების დაბალანსება ისე, რომ ყველა ბედნიერი იყოს.