პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენერა - ლომის ნიშანში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
ვენერა - ლომის ნიშანში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივ­ლისს სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლის, ჰარ­მო­ნი­ის, წო­ნას­წო­რო­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რამ ლო­მის ნი­შან­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და მას მხო­ლოდ 5 აგ­ვის­ტოს და­ტო­ვებს.

აქ ვე­ნე­რას მმარ­თვე­ლი მზე ხდე­ბა, რაც აძ­ლი­ე­რებს სიყ­ვა­რულ­ში "მე"-ს გა­მოვ­ლე­ნას (თუმ­ცა ეს ზოგ­ჯერ ეგო­იზ­მშიც გა­და­დის ხოლ­მე).

ლო­მის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ ეს იძ­ლე­ვა სიყ­ვა­რულ­ში სიმ­ყა­რეს, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, ერ­თგუ­ლე­ბას, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას და თვით­გა­მო­ხატ­ვის ძლი­ერ იმ­პულსს.

ვე­ნე­რა - ლომ­ში ინ­გრე­სი­ის დროს, ადა­მი­ა­ნე­ბი პარტნი­ო­რებს შეც­დო­მებს იო­ლად ჰპა­ტი­ო­ბენ, რად­გან სიყ­ვა­რულ­ში მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. თუმ­ცა ისი­ნი თა­ვის მხრივ ითხო­ვენ ოვა­ცი­ებს და უნ­დათ, რომ პარტნი­ო­რი მა­თით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ
10:09 / 13-07-2024

კირჩხიბი საუკეთესო ცოლია

ბუ­ნებ­რი­ვია, აქ შე­მო­დის დრა­მა­ტი­ზა­ცი­ის ფაქ­ტო­რიც და ხში­რად სიყ­ვა­რუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი, მა­ნე­რუ­ლი ხდე­ბა. ამ დროს სიყ­ვა­რულ­ში შოუს დად­გმის სურ­ვი­ლი ჩნდე­ბა და პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს დღე­სას­წა­უ­ლებს უწყო­ბენ. გარ­და ამი­სა, ძლი­ერ­დე­ბა სიყ­ვა­რულ­ში თვით­დამ­ტკი­ცე­ბის სურ­ვი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლო­ბენ. ხში­რად არც ბრძო­ლა­ზე ამ­ბო­ბენ უარს, რად­გან ლომი აზარ­ტუ­ლი ნი­შა­ნია და ვე­ნე­რას ლომ­ში გა­დას­ვლის დროს ეს აზარ­ტუ­ლო­ბა სწო­რედ სიყ­ვა­რულ­ში იჩენს ხოლ­მე თავს.

გარ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, ეს კარ­გი დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის­თვის, თე­ატრთან, კი­ნოს­თან, შო­უს­თან, ასე­ვე დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს პე­რი­ო­დი "სწყა­ლობს" მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს, მწერ­ლებს, პო­ე­ტებს, მხატ­ვრებს, იუ­ვე­ლი­რებს, პე­და­გო­გებს და ასე­ვე ტრე­ი­დე­რებს (უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ვე­ნე­რა ფი­ნან­სებ­საც მარ­თავს).

ვე­ნე­რას ლომ­ში ინ­გრე­სია ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბის­თვის (ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი), ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც პი­რად ჰო­როს­კოპ­ში ვე­ნე­რა სწო­რედ ლო­მის ნი­შან­ში აქვთ (მათ ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია 2023 წლის ივ­ნის­ში და­წყე­ბუ­ლი ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ერ­თგვა­რი შე­ჯა­მე­ბა მოხ­დეს).

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი

ვენერა - ლომის ნიშანში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ვენერა - ლომის ნიშანში - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივლისს სილამაზის, სიყვარულის, ჰარმონიის, წონასწორობისა და ხელოვნების პლანეტა ვენერამ ლომის ნიშანში გადაინაცვლა და მას მხოლოდ 5 აგვისტოს დატოვებს.

აქ ვენერას მმართველი მზე ხდება, რაც აძლიერებს სიყვარულში "მე"-ს გამოვლენას (თუმცა ეს ზოგჯერ ეგოიზმშიც გადადის ხოლმე).

ლომის ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ ეს იძლევა სიყვარულში სიმყარეს, სტაბილურობას, ერთგულებას, კეთილშობილებას და თვითგამოხატვის ძლიერ იმპულსს.

ვენერა - ლომში ინგრესიის დროს, ადამიანები პარტნიორებს შეცდომებს იოლად ჰპატიობენ, რადგან სიყვარულში მიმტევებლები ხდებიან. თუმცა ისინი თავის მხრივ ითხოვენ ოვაციებს და უნდათ, რომ პარტნიორი მათით აღფრთოვანებული იყოს.

ბუნებრივია, აქ შემოდის დრამატიზაციის ფაქტორიც და ხშირად სიყვარული თეატრალური, მანერული ხდება. ამ დროს სიყვარულში შოუს დადგმის სურვილი ჩნდება და პარტნიორები ერთმანეთს დღესასწაულებს უწყობენ. გარდა ამისა, ძლიერდება სიყვარულში თვითდამტკიცების სურვილი და ადამიანები სასიყვარულო პარტნიორისთვის თავის მოწონებას მთელი ძალით ცდილობენ. ხშირად არც ბრძოლაზე ამბობენ უარს, რადგან ლომი აზარტული ნიშანია და ვენერას ლომში გადასვლის დროს ეს აზარტულობა სწორედ სიყვარულში იჩენს ხოლმე თავს.

გარდა პირადი ცხოვრების განვითარებისა, ეს კარგი დროა შემოქმედებითი პროექტებისთვის, თეატრთან, კინოსთან, შოუსთან, ასევე დღესასწაულების მოწყობასთან დაკავშირებული პროექტების დაწყება-განვითარებისთვის. ეს პერიოდი "სწყალობს" მსახიობებს, რეჟისორებს, მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, იუველირებს, პედაგოგებს და ასევე ტრეიდერებს (უნდა აღინიშნოს, რომ ვენერა ფინანსებსაც მართავს).

ვენერას ლომში ინგრესია ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი), ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ ლომის ნიშანში აქვთ (მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია 2023 წლის ივნისში დაწყებული ან განვითარებული ურთიერთობების ერთგვარი შეჯამება მოხდეს).

ასტროლოგი რამაზ გიგაური