ავტორი:

ვენერა ქალწულში გადადის

ვენერა ქალწულში გადადის

9 ოქტომბერს ვენერა ესტუმრება ქალწულს.

ვენერა არის სიყვარული, სილამაზე და ფული. ქალწული კი არის ცივი, თავშეკავებული ნიშანი.

ადამიანები უფრო თავშეკავებულები გახდებიან გრძნობების გამოხატვაში. სამაგიეროდ, მოიმატებს შრომისმოყვარეობა; დეტალებისადმი დაკვირვება.

არ დაძაბოთ ურთიერთობა კოლეგებთან. არაა გამორიცხული რომანის დაწყება კოლეგასთან.

ფული ზომიერად და გააზრებულად უნდა ხარჯოთ.

ჩაცმულობაში ზოგიერთმა შეიძლება ფორმის მსგავს სამოსს მიანიჭოს უპირატესობა; სიმკაცრეს, ერთფეროვნებას.

10-ში ვენერას შეერთებული ლილიტი უპირისპირდება სატურნს (ასპექტი აქტიურია 6-14 ოქტომბრის შუალედში). შეიძლება იყოს დაფინანსების ნაკლებობა, ვალის დაფარვის ან ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა. აკონტროლეთ ფინანსები. არ აიღოთ სესხი.

არახელსაყრელია ახალი თანამშრომლობის დაწყება, პარტნიორული ხელშეკრულებებისა და გრძელვადიანი კონტრაქტების დადება.

პირად ცხოვრებაში შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს ვალდებულებებს, ვიდრე გრძნობებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

შეიძლებ გაიცნოთ ასაკით მკვეთრად განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ახლა არ არის საუკეთესო პერიოდი რომანტიკული ურთიერთობებისთვის.