სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურბულენტური ოქტომბერი გველოდება, თვის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები
ტურბულენტური ოქტომბერი გველოდება, თვის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

2024 წლის ოქ­ტომ­ბე­რი მდი­და­რი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით, რად­გან თვე მზის დაბ­ნე­ლე­ბით და­ი­წყე­ბა, რო­მე­ლიც 2 ოქ­ტომ­ბერს გვე­ლო­დე­ბა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს მოვ­ლე­ნა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობს და უეჭ­ვე­ლად ახალ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს გა­მო­იწ­ვევს. მოდი, შევ­ხე­დოთ რა ხდე­ბა ცაზე და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ტა­ნონ პლა­ნე­ტე­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ებ­მა.

თით­ქმის მთე­ლი ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში, პლა­ნე­ტა ურა­ნი (მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცია, ელექტრო­ბა, ავი­ა­ცია) ავის­მო­მას­წა­ვე­ბელ ვარ­სკვლავ ალ­გოლ­თან შე­ერ­თე­ბა­ში იქ­ნე­ბა. ეს კავ­ში­რი მი­უ­თი­თებს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ძა­ლა­დო­ბის, კა­ტას­ტრო­ფი­სა და სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე. ამ გავ­ლე­ნის ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი პე­რი­ო­დე­ბია 11-დან 17 ოქ­ტომ­ბრამ­დე და 28 ოქ­ტომ­ბრი­დან 2 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით.

მთე­ლი ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში ტყუპ­ში მყო­ფი იუ­პი­ტე­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა და სა­ჭი­როა გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მის­წრა­ფე­ბებს, უფრო ღრმად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. შე­სა­ფე­რი­სი დროა წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­აზ­რებ­ლად, შეც­დო­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. გა­და­ხე­დეთ ძველ კავ­ში­რებს. არ და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ფრთხი­ლად გა­ნი­ხი­ლეთ უცხო­ე­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი.

თვის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რა თქმა უნდა, მზის დაბ­ნე­ლე­ბაა , რო­მე­ლიც მოხ­დე­ბა 2024 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს, 22:49-ზე, სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს 11 გრა­დუს­ზე. ამ დღეს მზე და მთვა­რე სას­წორ­ში არი­ან, მათ გვერ­დით კი - დაღ­მა­ვა­ლი კარ­მუ­ლი კვან­ძი, შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) და მერ­კუ­რია. თვის პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. გირ­ჩევთ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნოთ მეტი დიპ­ლო­მა­ტია, ჰარ­მო­ნია გქონ­დეთ სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გა­მო­ნა­ხეთ დრო სი­ლა­მა­ზის შე­საქ­მნე­ლად. ეწ­ვი­ეთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. იყა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლი და მზად სა­სიყ­ვა­რუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბის­თვის.

2-9 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, მარ­სი (ომი­სა და ენერ­გი­ის პლა­ნე­ტა) აყა­ლი­ბებს კონ­ფლიქ­ტურ ას­პექტს მერ­კუ­რის­თან. სამ­ხედ­რო სა­კი­თხებ­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­თან­ხმე­ბა. პლა­ნე­ტე­ბის ეს ას­პექ­ტე­ბი მი­უ­თი­თებს კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნიც ფრთხი­ლად უნდა იყოს, ეს ას­პექ­ტი პი­როვ­ნულ დო­ნე­ზეც, იშ­ვი­ა­თად გა­დის კონ­ფლიქ­ტე­ბის, ჩხუ­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე.

6-დან 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრე. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და მოხ­სე­ნე­ბე­ბის­თვის. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს გა­ნათ­ლე­ბას­თან, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და სა­მარ­თალ­თან, ასე­ვე მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, ვაჭ­რო­ბა­სა და მო­ზარ­დებ­თან. ეს ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ვნე­ბის­თვის. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა უფრო ღრმა და ემო­ცი­უ­რი გახ­დეს.

13 ოქ­ტომ­ბრი­დან მერ­კუ­რი (გო­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა) სას­წო­რი­დან გა­და­ვა მო­რი­ელ­ში, სა­დაც 3 ნო­ემ­ბრამ­დე დარ­ჩე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი პლუ­ტონ­თან ას­პექ­ტის გამო. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ცხელ გულ­ზე თქვათ რა­ღაც, რა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს ტრანსფორ­მა­ცია: მოვ­ლე­ნე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, ვაჭ­რო­ბი­სას.

11-დან 15 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია. კონ­ტაქ­ტე­ბის სიმ­რავ­ლემ და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გავ­ლე­ნამ შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს. ასეთ მო­მენ­ტებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ფილ­ტვრა და მხო­ლოდ იმის არ­ჩე­ვა, რაც ნამ­დვი­ლად სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლოა. ასე­ვე უნდა იყოთ შერ­ჩე­ვი­თი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

12-დან 17 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, ვე­ნე­რა­სა და ურა­ნის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტის გამო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ მი­ი­ღოთ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით! არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. და­უთ­მეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბას, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

17 ოქ­ტომ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძის 25 გრა­დუს­ზე, 15:26-ზე. ამ დღეს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის ოპო­ზი­ცი­ურ ნიშ­ნებ­შია: მზე - სას­წორ­ში, მთვა­რე - ვერ­ძში. ვერ­ძი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ინი­ცი­ა­ტი­ვას, გამ­ბე­და­ო­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში (პლუს/მი­ნუს 2-3 დღე) ვიგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას და რა­ღაც ახ­ლის და­წყე­ბის სურ­ვილს. თუ გაქვთ იდე­ე­ბი ან პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­დე­ბუ­ლი გქონ­დათ, ახლა მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროა. თუმ­ცა, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­ფლიქ­ტი და და­ძა­ბუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სხვე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბიც და

ამა­ვე დღეს, ვე­ნე­რა გა­და­დის მშვილ­დო­სან­ში. ამ ნი­შან­ში სიყ­ვა­რუ­ლის, ფუ­ლის და სი­ლა­მა­ზის პლა­ნე­ტა არც ისე ძლი­ე­რია, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რია, ვნე­ბი­ა­ნია და ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი აქვს ანე­ბივ­რებ­დნენ. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მო­ი­მა­ტებს ფლირ­ტი, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. მო­გინ­დე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შო­უ­ე­ბის შექ­მნა (სახ­ლშიც), ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა რეკ­ლა­მა, პი­ა­რი.

23 ოქ­ტომ­ბერს, 02:15-ზე მზე ერთი თვით გა­და­ვა მო­რი­ელ­ში. ამ­ჯე­რად ეს გა­დას­ვლა და­ემ­თხვა და­ძა­ბულ ას­პექტს მზის, პლუ­ტონ­სა და მარსს შო­რის, გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე, ვე­ლო­დე­ბით, რომ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი სამ­ხედ­რო დღის წეს­რიგ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რთუ­ლი პე­რი­ო­დია 19-დან 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე. პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი პე­რი­ო­დია, რო­დე­საც რთულ მოვ­ლე­ნებს შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბის გარ­დაქ­მნა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ ჩა­ე­ჭი­დოთ წარ­სულს და მო­მა­ვალს იმე­დის თვა­ლით შე­ხე­დოთ.

თუმ­ცა, 20 ოქ­ტომ­ბრი­დან თვის ბო­ლომ­დე, იმოქ­მე­დებს მარ­სის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტი ნეპ­ტუნ­თან და ურან­თან , რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ იღ­ბა­ლი, კე­თილ­დღე­ო­ბა და სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის ორი­გი­ნა­ლუ­რი უნა­რი იმა­ტებს ჩვე­ნი რწმე­ნის, სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს ეხე­ბა რო­გორც მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნებს, ასე­ვე სი­ტუ­ა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვა­წყდე­ბით.

ბედ­ნი­ერ და მშვიდ ოქ­ტომ­ბერს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ტურბულენტური ოქტომბერი გველოდება, თვის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

ტურბულენტური ოქტომბერი გველოდება, თვის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

2024 წლის ოქტომბერი მდიდარი იქნება საინტერესო მოვლენებით, რადგან თვე მზის დაბნელებით დაიწყება, რომელიც 2 ოქტომბერს გველოდება სასწორის ზოდიაქოში. ეს მოვლენა მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს და უეჭველად ახალ საინტერესო მოვლენებს გამოიწვევს. მოდი, შევხედოთ რა ხდება ცაზე და რა შედეგები შეიძლება მოგვიტანონ პლანეტების კონფიგურაციებმა.

თითქმის მთელი ოქტომბრის განმავლობაში, პლანეტა ურანი (მოულოდნელობა, რევოლუცია, ელექტრობა, ავიაცია) ავისმომასწავებელ ვარსკვლავ ალგოლთან შეერთებაში იქნება. ეს კავშირი მიუთითებს ნებისმიერი ტიპის ძალადობის, კატასტროფისა და სტიქიური უბედურების საფრთხეებზე. ამ გავლენის ყველაზე ინტენსიური პერიოდებია 11-დან 17 ოქტომბრამდე და 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით.

მთელი ოქტომბრის განმავლობაში ტყუპში მყოფი იუპიტერი რეტროგრადული იქნება და საჭიროა გადავხედოთ ჩვენს საგანმანათლებლო მისწრაფებებს, უფრო ღრმად გავაანალიზოთ მიღებული ინფორმაცია. შესაფერისი დროა წარსულის გამოცდილების გასააზრებლად, შეცდომების გამოსასწორებლად. გადახედეთ ძველ კავშირებს. არ დაიწყოთ ახალი პროექტები. ფრთხილად განიხილეთ უცხოეთიდან მიღებული შემოთავაზებები.

თვის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, მზის დაბნელებაა , რომელიც მოხდება 2024 წლის 2 ოქტომბერს, 22:49-ზე, სასწორის ზოდიაქოს 11 გრადუსზე. ამ დღეს მზე და მთვარე სასწორში არიან, მათ გვერდით კი - დაღმავალი კარმული კვანძი, შავი მთვარე (ლილიტი) და მერკურია. თვის პირველი ორი კვირა ძალიან საინტერესო იქნება. გირჩევთ, ურთიერთობაში გამოავლინოთ მეტი დიპლომატია, ჰარმონია გქონდეთ საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. გამონახეთ დრო სილამაზის შესაქმნელად. ეწვიეთ კულტურულ ღონისძიებებს. იყავით რომანტიკული და მზად სასიყვარული სიურპრიზებისთვის.

2-9 ოქტომბრის პერიოდში, მარსი (ომისა და ენერგიის პლანეტა) აყალიბებს კონფლიქტურ ასპექტს მერკურისთან. სამხედრო საკითხებში რთული იქნება მოლაპარაკებები და შეთანხმება. პლანეტების ეს ასპექტები მიუთითებს კონფლიქტის ესკალაციაზე. თითოეული ჩვენგანიც ფრთხილად უნდა იყოს, ეს ასპექტი პიროვნულ დონეზეც, იშვიათად გადის კონფლიქტების, ჩხუბისა და დაპირისპირების გარეშე.

6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობებისთვის. შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი სოციალური წრე. შესანიშნავი დროა ინტელექტუალური მუშაობისთვის, პრეზენტაციებისა და მოხსენებებისთვის. გლობალურ დონეზე შეიძლება გავიგოთ ახალი დადგენილებებისა და კანონების შექმნის შესახებ, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს განათლებასთან, მეცნიერებასა და სამართალთან, ასევე მოგზაურობასთან, ვაჭრობასა და მოზარდებთან. ეს ასევე შესანიშნავი დროა სიყვარულისა და ვნებისთვის. რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება უფრო ღრმა და ემოციური გახდეს.

13 ოქტომბრიდან მერკური (გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა) სასწორიდან გადავა მორიელში, სადაც 3 ნოემბრამდე დარჩება. ეს შეიძლება იყოს სტრესული პერიოდი პლუტონთან ასპექტის გამო. არაა გამორიცხული ცხელ გულზე თქვათ რაღაც, რამაც გამოიწვიოს ტრანსფორმაცია: მოვლენების, ადამიანური ფაქტორის. ყურადღებით იყავით საბუთების გაფორმებისას, ვაჭრობისას.

11-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, შეიძლება მივიღოთ უამრავი ინფორმაცია. კონტაქტების სიმრავლემ და სხვა ადამიანების გავლენამ შეიძლება ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაფილტვრა და მხოლოდ იმის არჩევა, რაც ნამდვილად საჭირო და სასარგებლოა. ასევე უნდა იყოთ შერჩევითი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.

12-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, ვენერასა და ურანის დაძაბული ასპექტის გამო, მნიშვნელოვანია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით! არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. დაუთმეთ დრო შემოქმედებას, ორიგინალურობა გამოავლინეთ ხელოვნებაში.

17 ოქტომბერს სავსემთვარეობა გველოდება ვერძის 25 გრადუსზე, 15:26-ზე. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებშია: მზე - სასწორში, მთვარე - ვერძში. ვერძი განასახიერებს ინიციატივას, გამბედაობას და დამოუკიდებლობას. სავსემთვარეობის დღეებში (პლუს/მინუს 2-3 დღე) ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და რაღაც ახლის დაწყების სურვილს. თუ გაქვთ იდეები ან პროექტები, რომლებიც გადადებული გქონდათ, ახლა მათი განხორციელების დროა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ სავსემთვარეობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი და დაძაბულობა, განსაკუთრებით თუ თქვენი სურვილები ეწინააღმდეგება სხვების მოთხოვნილებებს. აკონტროლეთ ემოციებიც და

ამავე დღეს, ვენერა გადადის მშვილდოსანში. ამ ნიშანში სიყვარულის, ფულის და სილამაზის პლანეტა არც ისე ძლიერია, მაგრამ აქტიურია, ვნებიანია და ძლიერი სურვილი აქვს ანებივრებდნენ. პირად ურთიერთობებში მოიმატებს ფლირტი, რომანტიკული თავგადასავლები. მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, შოუების შექმნა (სახლშიც), ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური იქნება რეკლამა, პიარი.

23 ოქტომბერს, 02:15-ზე მზე ერთი თვით გადავა მორიელში. ამჯერად ეს გადასვლა დაემთხვა დაძაბულ ასპექტს მზის, პლუტონსა და მარსს შორის, გლობალურ დონეზე, ველოდებით, რომ მსოფლიო ლიდერების მიერ განხორციელებული იქნება რადიკალური ქმედებები სამხედრო დღის წესრიგთან დაკავშირებით, რთული პერიოდია 19-დან 25 ოქტომბრამდე. პიროვნულ დონეზე ეს ფსიქოლოგიურად რთული პერიოდია, როდესაც რთულ მოვლენებს შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების გარდაქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაეჭიდოთ წარსულს და მომავალს იმედის თვალით შეხედოთ.

თუმცა, 20 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე, იმოქმედებს მარსის ჰარმონიული ასპექტი ნეპტუნთან და ურანთან , რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ იღბალი, კეთილდღეობა და სირთულეების გადალახვის ორიგინალური უნარი იმატებს ჩვენი რწმენის, სულიერებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების საშუალებით. ეს ეხება როგორც მსოფლიო მოვლენებს, ასევე სიტუაციებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით.

ბედნიერ და მშვიდ ოქტომბერს გისურვებთ!