ტიბეტური ჰოროსკოპი: რა არის თქვენი მისია ამ ცხოვრებაში და რა თვისებით გამოირჩევით?

ტიბეტური ჰოროსკოპი: რა არის თქვენი  მისია ამ ცხოვრებაში და რა თვისებით გამოირჩევით?

ტიბეტური ასტროლოგია დაფუძნებულია ლამაიზმზე, რომელიც, თავის მხირვ, ბუდიზმის ნაწილია. ტიბეტელ ასტროლოგებს სწამთ, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია მის წარსულ გამოცდილებაზე, ანუ წინა ცხოვრებაზე და მასში ჩადენილ ცოდვებსა თუ სწორ ნაბიჯებზე.

ტიბეტურ ასტროლოგიაში, სხვა ქვეყნების ასტროლოგიის მსგავსად, 12 ნიშანია. თქვენი დაბადების წელი (და არა თვე) განსაზღვრავს იმას, თუ რომელ ნიშანს მიეკუთვნებით. ნიშნები გამოხატულია არა მარტო სულიერი არსებებით, არამედ სტიქიითა და უსულო საგნებით.

კობრა

თუ თქვენ 1893, 1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025 წლებში დაიბადეთ კობრა ხართ. თქვენი მთავარი დამახასიათებელი თვისება მაცდურობაა. რთულად გეუბნებიან უარს, აფრქვევთ ქარიზმას და ჭკუას აკარგვინებთ ადამიანებს. სამყარომ მაგნიტური მიზიდულობით დაგაჯილდოვათ... მაგრამ მთავარია, რას იზიდავთ! თქვენ უხილავი ბადე გიცავთ, რომელიც თქვენკენ მომართულ უარყოფით ენერგიას არ ატარებს და მხოლოდ წარმატებას, სიყვარულს, ბედნიერებას უშვებს.

ცეცხლის მცველი

თუ თქვენ დაიბადეთ 1894, 1906, 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026 წლებში, ცეცხლის მცველი ხართ. ამ ნიშნით დაბადებულების მისია ადამიანების დახმარებაა, რასაც ბრწყინვალედ ართმევენ თავს. ის ვერასდროს იქნება მშვიდად და ვერც ბედნიერებას იგრძნობს სრულად, თუ ეცოდინება, რომ ახლოს ვიღაცას სცივა ან შია. კარგი ფსიქოლოგები არიან და შეუძლიათ გარშემო მყოფებს ტრავმა გადაატანინონ.

წყლის კრისტალური სათავე

1895, 1907, 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027 წლებში დაიბადეთ? მაშინ წყლის კრისტალური სათავე ხართ. ეს ადამიანები მიდრეკილები არიან ნათელი საწყისისკენ. უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ფიქრი. სხვებშიც მუდამ კარგს ხედავენ, ცუდის ნაცვლად, რის გამოც ხშირად გულნატკენები რჩებიან. ამ ადამიანების ყველაზე დიდი პლუსი მათი ერთგულებაა, განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში. თუ თქვენი პარტნიორი წყლის კრისტალური სათავეა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, შეწყვიტოთ მისი კონტროლი და შემოწმება.

ნეფრიტის ობელისკი

1896, 1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028 წლებში დაბადებული ადამიანი ნეფრიტის ობელისკია. მისი გაგება ყველას უჭირს. იდუმალებით მოცულია, ხშირად აქვს ბნელი საიდუმლოებები, რომელთა გამოაშკარავებაც მის ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის. ბევრს ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს. შესაძლოა ამპარტავანიც იყოს, მაგრამ თავის ნარცისიზმს სხვას არასდროს მოახვევს.

მეტალის გონგი

1897, 1909, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029 წლებში მოვლენილი ადამიანი მეტალის გონგია, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად საკუთარ თავს ეპაექრებით. ამ ნიშნით იბადებიან ძალიან ღრმა პიროვნებები, რომლებსაც ვერ დააინტერესებთ ზედაპირული დიალოგებით. ყველა კითხვაზე გააზრებული, ლამის ფილოსოფიური პასუხი აქვს. მეტალის გონგი ჩათვლის, რომ მიზანს ვერ მიაღწია, თუ სიკვდილამდე სრულიად არ შეიცნობს თავს.

კუს ტბა

1898, 1910, 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030 - ამ წლებში დაბადების თარიღი ამოიცანით? მაშინ კუს ტბა ხართ. ამ ნიშანს ახასიათებს სამართლიანობა და სიმართლის სიყვარული. კუს ტბა არავითარ შემთხვევაში არ იცრუებს, მაშინაც კი, თუ სიმართლე პრობლემებს შეუქმნის. ხშირად ამ ნიშნით დაბადებულებს ბიძგი სჭირდებათ, რომ რაიმე ნაბიჯი გადადგან.

სპილენძის სამაჯური

1899, 1911, 1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031 წლებში დაბადებული ადამიანი სპილენძის სამაჯურია. ამ პიროვნებას სიმშვიდე სჭირდება, რადგან ნერვები მარტივად უზიანდება. ასევე, მიილტვის სტაბილური პარტნიორული ურთიერთობისკენ. არ მოსწონს, როცა რომანტიკული კავშირი თამაშით იწყება ან სრულდება. ოჯახი და ფასეულობები მისთვის მნიშვნელოვანია.

შავი ბუფალო

1900, 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020, 2032 წლებში იბადებიან შავი ბუფალოები. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს. მათ არც ოცნება აფრთხობთ და არც ოცნებებისთვის ბრძოლა. შავი ბუფალოსთვის მნიშვნელოვანია, რას კარნახობს გული. სინდისის ხმასაც უსმენს, ამიტომ იშვიათად აბიჯებს თავის პრინციპებს. კონფლიქტურები და აგრესიულები ხდებიან, როცა ცდილობენ დაამცირონ, თავზე წამოაჯდნენ ან ჯეროვნად არ აფასებენ.

ახალმთვარეობა

1901, 1913, 1927, 1939, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033 - წლებში დაბადებულები არიან რომანტიკულები და მოსიყვარულეები. თავიანთ ნაჭუჭში ცხოვრობენ და ხშირად გაურბიან რეალურ სამყაროს, რადგან ვერ ეგუებიან სიბინძურეს. ისინი გრძნობებს დომინირების უფლებას აძლევენ.

მზე ზენიტში

1902, 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022, 2034 წლებში დაბადებული ადამიანი სავსეა ენერგიით, მასში სიცოცხლე ჩქეფს. უამრავი უნარით დააჯილდოვა სამყარომ, მაგრამ არ უყვარს თავის გამოვლენა, არც ტრაბახს დაიწყებს თავისი მიღწევების შესახებ. კარგი პარტნიორია ნებისმიერ საქმეში.

მღვდელი & მაიმუნი

1903, 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023, 2035 წელს დაიბადეთ? მაშინ მღვდელი & მაიმუნი ხართ. თქვენ აცნობიერებთ, რომ სამარადისო არაფერია, ამიტომ ცივი გონებით იღებთ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.

საცეცებიანი ხოჭო

1904, 1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024, 2036 წლებში დაბადებულებს არაჩვეულებრივი ადაპტაციის უნარი აქვთ, ყველაფერს ეგუებიან და სიახლეებსაც მარტივად უღებენ ალღოს.