პარტნიორები:

    ტესტი: აირჩიეთ ვაშლი და გაიგეთ როგორი ადამიანი ხართ?

    ტესტი: აირჩიეთ ვაშლი და გაიგეთ როგორი ადამიანი ხართ?

    ადამიანები განსხვავებულები და ინტერესიანები არიან. ჩვენ გთავაზობთ ტესტს: უნდა აირჩიოთ ექვსიდან 1 ცალი ვაშლი და წაიკითხოთ მინიშნება. საინტერესოა, დაემთხვევა თუ არა მისი დახასიათება თქვენს თავს:

    • 1. პირდაპირი და პატიოსანი ადამიანი ბრძანდებით, არასოდეს არ ნიღბავთ სიმართლეს, არ გაგაჩნიათ საიდუმლოები და ცუდი განზრახვები. თქვენთვის უდიდესი ბედნიერება წვრილმანებშია, ამიტომაც ამოირჩიეთ უბრალო ხრაშუნა ვაშლი, რომელიც თითქოს ეს ესაა ხიდან მოწყვიტეთ.
    • 2. ენერგიით აღსავსე მერყევი ხასიათის ადამიანი ბრძანდებით. მოწყენა თქვენი დაუძინებელი მტერია, სწორედ ამიტომაა თქვენი ცხოვრება სავსე თავგადასავლებით, მათი ძიება ხომ თქვენი კრედოა.
    • 3. საინტერესო ადამიანი ბრძანდებით და გარშემო მყოფნიც ასევე ფიქრობენ, თუმცა თავად ასე არ მიიჩნევთ. თქვენ გაქვთ თანდაყოლილი ოპტიმიზმი, ფანტაზიის უნარი და სილამაზის შეგრძნება, რაც მიმზიდველს და საინტერესოს გხდით.
    • 4. თქვენ თავშეკავებული გრძნობები და ქმედებები გახასიათებთ. დაკვირვებული და მორცხვი ხართ, ამიტომ ბევრს ისმენთ, ვიდრე საუბრობთ. სწორი და საიმედო ხასიათი კი გაძლევთ უფლებას ცეცხლიც იყოთ და წყალიც.
    • 5. სიხარულით აღსავსე ხართ, გიხარიათ ცხოვრება და ტკბებით მისით, ამიტომ ადრენალინი არ გჭირდებათ. აფასებთ გემოს, სუნს, ხმებს, ღირსშესანიშნაობებს. მოკლედ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. შეიგრძნობთ ცხოვრების ყოველ წუთს და ბედნიერი ხართ ამ წვრილმანებით.
    • 6. მახვილი და გამჭრიახი გონების მეშვეობით კითხვებზე სწრაფი და სწორი პასუხების გაცემა შეგიძლიათ. მაშინაც კი, როცა არ ხართ კომუნიკაბელური, საჭიროების შემთხვევაში იღიმით და საუბრობთ. ვინაიდან ხართ ჭკვიანი და მხიარული, ეს გაიძულებთ იყოთ კომპანიის გული და სული.