პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: “ფულის გამო მოსალოდნელია კონფლიქტები პარტნიორებთან“
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: “ფულის გამო მოსალოდნელია კონფლიქტები პარტნიორებთან“

თე­ბერ­ვალ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან, ჯგუ­ფებ­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. გა­იზ­რდე­ბა მე­გობ­რე­ბის როლი ცხოვ­რე­ბა­ში. ერთი მხრივ, გინ­დათ იყო ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში, მე­ო­რე მხრივ კი არ მო­ით­მენთ შე­ზღუდ­ვებს და არ მო­გინ­დე­ბათ მი­ღე­ბულ წე­სებს და­ექ­ვემ­დე­ბა­როთ. ახლა თქვენ უნდა იყოთ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, რო­გორც სხვე­ბის, ასე­ვე სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ნა­კარ­გე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფუ­ლა­დი. ახლა კარ­გი პე­რი­ო­დია სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­თვის. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან. თე­ბერ­ვლის მე­ო­რე დე­კა­და­ში აქ­ტი­ვო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია კი უკვე ტვირ­თად იქ­ცე­ვა. ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფერ­ხე­ბე­ბი და დაბ­რკო­ლე­ბე­ბი. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დარ­ჩეთ სა­ი­მე­დო და ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე­სა­მე დე­კა­და­ში კი­დევ უფრო დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იგ­რძნობთ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ. ნუ იწუ­წუ­ნებთ ბედ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი მალე გა­მოს­წორ­დე­ბა.

თე­ბერ­ვლის ფი­ნან­სე­ბი

უფრო სუ­ლი­ერ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე და­ი­წყებთ ფიქ­რს, ვიდ­რე მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე. შე­იძ­ლე­ბა გაბ­რაზ­დეთ კი­დეც იმის გამო, რომ ფული არ მო­დის ისე სწრა­ფად და მარ­ტი­ვად, რო­გორც გსურ­დათ. თე­ბერ­ვლის პირ­ველ დე­კა­და­ში ნუ აი­ღებთ სესხს. ფუ­ლის გამო მო­სა­ლოდ­ნე­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­კა­ცებ­თან. შე­ე­ცა­დეთ არ გქონ­დეთ სა­ერ­თო ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან. მე­ო­რე დე­კა­და­ში ფი­ნან­სე­ბის გამო კონ­ფლიქ­ტის ალ­ბა­თო­ბა კვლავ რჩე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბობს თაღ­ლი­თო­ბის ალ­ბა­თო­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბით გა­უმკლავ­დით ფულს, და­ით­ვა­ლეთ ხურ­და, იყა­ვით ფრთხი­ლად გა­და­რი­ცხვე­ბი­სას. მე­სა­მე დე­კა­და­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყებთ მუ­შა­ო­ბას და ამან შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ავ­სოს თქვე­ნი სა­ფუ­ლე. ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კუ­თხით ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ავ­ლენთ.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი

ზო­გი­ერ­თი მი­ზა­ნი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბი და ტემ­პე­რა­მენ­ტი უნდა აკონ­ტრო­ლოთ. გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ზო­გი­ერ­თი მო­მენ­ტი სა­შინ­ლად გა­გა­ღი­ზი­ა­ნებთ. მაგ­რამ ეს არ არის სკან­და­ლის მო­წყო­ბი­სა და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბის მი­ზე­ზი. იყა­ვით რაც შე­იძ­ლე­ბა ტაქ­ტი­ა­ნი ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. 10-თე­ბერ­ვლი­დან ახა­ლი და გრან­დი­ო­ზუ­ლი იდე­ე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ. წარ­მო­უდ­გენ­ლად აქ­ტი­უ­რი, თავ­მოყ­რი­ლი და ენ­თუ­ზი­აზ­მით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბით. ირ­გვლივ ბევ­რი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე გე­ყო­ლე­ბათ და გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან. ყვე­ლა პი­რო­ბას შე­გიქ­მნი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის­თვის. ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად იგ­რძნობთ ვინ არის თქვე­ნი მე­გო­ბა­რი და ვის უნდა და­შორ­დეთ. ეს კარ­გი­ცაა, შეძ­ლებთ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის გა­მოთ­ვლას და მათ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას/გა­წყვე­ტას. სხვა­თა შო­რის, თქვენ­მა ერ­თმა სი­ტყვამ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შოს სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ში. ამი­ტომ, კარ­გად და­ფიქ­რდით, სა­ნამ რა­მეს იტყვით.

სიყ­ვა­რუ­ლი

ში­ნა­გან კომ­პლექ­სებ­თან, ში­შებ­თან შე­ხე­ბა მო­გი­წევთ და მარ­ტოს დარ­ჩე­ნის შიში დაგთრგუ­ნავთ. მარ­ტო­ხე­ლებს თე­ბერ­ვალ­ში ახალ ნაც­ნო­ბო­ბას არ გირ­ჩევთ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით. უკე­თე­სია და­ის­ვე­ნოთ, იფიქ­რეთ ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და ხა­სი­ა­თის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან სა­უ­ბა­რი. თუ ვინ­მეს ხვდე­ბით, ნუ ჩქა­რობთ დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას. უკეთ გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი პარტნი­ო­რი, მისი მიზ­ნე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ვერძს, რო­მელ­საც უკვე ჰყავს ოჯა­ხი, ბევ­რი დრო ექ­ნე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. სა­ღა­მო­ე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მო­უ­ტანს სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას. მაგ­რამ ყვე­ლას არ ექ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ფერ­ხებ­ლად და ტკბი­ლად. ზო­გი­ერთს გე­ლო­დე­ბათ კონ­ფლიქ­ტე­ბი მე­უღ­ლეს­თან და დრო­ე­ბით გან­შო­რე­ბა­საც კი.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

თუ და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ გა­დატ­ვირ­თუ­ლი და დაღ­ლი­ლი ხართ. ამი­ტომ თე­ბერ­ვალ­ში კარ­გად უნდა და­ის­ვე­ნოთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი არ იღებს ვი­ტა­მი­ნე­ბის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბას. მეტი სი­ა­რუ­ლი გჭირ­დე­ბათ ფე­ხით, თუნ­დაც გრილ ამინ­დში. არ შე­მო­ი­ფარ­გლოთ კარ­გი კვე­ბით და და­ი­ძი­ნეთ ადრე. არ­სე­ბობს შან­სი, რომ ძველ­მა და­ა­ვა­დე­ბამ თავი შე­გახ­სე­ნოთ. ეს შე­ამ­ცი­რებს იმუ­ნი­ტეტს და გა­მო­იწ­ვევს გო­ნებ­რივ გა­დატ­ვირ­თვას. იქ­ნე­ბა მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ მო­ე­ქე­ცით უფრო მშვი­დად. ნაკ­ლე­ბად ინერ­ვი­უ­ლეთ ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და სხვებ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ფსი­ქო­ლო­გი ან ნევ­რო­ლო­გი და­გეხ­მა­რე­ბათ. მარ­ტი­ვი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. ჩა­ი­ტა­რეთ მა­სა­ჟის კურ­სი. სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი, მე­დი­ტა­ცია და იოგა და­გეხ­მა­რე­ბათ სუ­ლი­ე­რად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში.

5 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და რო­მან­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დი და­გიდ­გე­ბათ. შთა­გო­ნე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბით, გა­იც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექ­ტებს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ადრე უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დით; ზო­გი­ერ­თი, ჰობი ან სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა. არ და­ზო­გოთ დრო და ძა­ლის­ხმე­ვა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვებ­თან.

20 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ პი­რა­დი ბა­ტა­რე­ე­ბი სას­წრა­ფოდ უნდა და­ტე­ნოთ. და არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად, არა­მედ სუ­ლი­ე­რა­დაც. გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია; სა­ჯა­რო და სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­ში სი­ა­რუ­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კლი­ნი­კა, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა ან სა­გა­და­სა­ხა­დო ოფი­სი. 20-ის შემ­დეგ ოც­ნე­ბა, კი­თხვა და დას­ვე­ნე­ბა ბევ­რად უფრო სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: “ფულის გამო მოსალოდნელია კონფლიქტები პარტნიორებთან“

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: “ფულის გამო მოსალოდნელია კონფლიქტები პარტნიორებთან“

თებერვალში გააქტიურდება თქვენი საქმიანობა სხვადასხვა სოციალურ მოძრაობასთან, ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან. გაიზრდება მეგობრების როლი ცხოვრებაში. ერთი მხრივ, გინდათ იყო ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფში, მეორე მხრივ კი არ მოითმენთ შეზღუდვებს და არ მოგინდებათ მიღებულ წესებს დაექვემდებაროთ. ახლა თქვენ უნდა იყოთ ძალიან ყურადღებიანი, როგორც სხვების, ასევე საკუთარ ქმედებებზე, რადგან შესაძლებელია დანაკარგები, განსაკუთრებით ფულადი. ახლა კარგი პერიოდია სხვადასხვა ღონისძიებისთვის, მოგზაურობებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან. თებერვლის მეორე დეკადაში აქტივობა შემცირდება, კომუნიკაცია კი უკვე ტვირთად იქცევა. ნებისმიერი აქტივობის განხორციელებაში შესაძლებელია შეფერხებები და დაბრკოლებები. ახლა მნიშვნელოვანია დარჩეთ საიმედო და ერთგული ადამიანი იმ ადამიანებისთვის, ვინც თქვენზეა დამოკიდებული. მესამე დეკადაში კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას იგრძნობთ ახლობელი ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. ნუ იწუწუნებთ ბედზე, ყველაფერი მალე გამოსწორდება.

თებერვლის ფინანსები

უფრო სულიერ მოთხოვნილებებზე დაიწყებთ ფიქრს, ვიდრე მატერიალურზე. შეიძლება გაბრაზდეთ კიდეც იმის გამო, რომ ფული არ მოდის ისე სწრაფად და მარტივად, როგორც გსურდათ. თებერვლის პირველ დეკადაში ნუ აიღებთ სესხს. ფულის გამო მოსალოდნელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით მამაკაცებთან. შეეცადეთ არ გქონდეთ საერთო ფინანსური საქმეები ნათესავებთან, მეგობრებთან. მეორე დეკადაში ფინანსების გამო კონფლიქტის ალბათობა კვლავ რჩება. ასევე არსებობს თაღლითობის ალბათობა. დაკვირვებით გაუმკლავდით ფულს, დაითვალეთ ხურდა, იყავით ფრთხილად გადარიცხვებისას. მესამე დეკადაში აქტიურად დაიწყებთ მუშაობას და ამან შეიძლება მნიშვნელოვნად შეავსოს თქვენი საფულე. ფულის გამომუშავების კუთხით ინიციატივას გამოავლენთ.

ბიზნესი, სამსახური

ზოგიერთი მიზანი დაჩქარებული ტემპით განხორციელდება. მაგრამ ემოციები და ტემპერამენტი უნდა აკონტროლოთ. გარემოებები და ზოგიერთი მომენტი საშინლად გაგაღიზიანებთ. მაგრამ ეს არ არის სკანდალის მოწყობისა და გარშემო მყოფების წინააღმდეგ გალაშქრების მიზეზი. იყავით რაც შეიძლება ტაქტიანი ახალგაცნობილებთან ურთიერთობისას. 10-თებერვლიდან ახალი და გრანდიოზული იდეები გაგიჩნდებათ. წარმოუდგენლად აქტიური, თავმოყრილი და ენთუზიაზმით აღსავსე იქნებით. ირგვლივ ბევრი მეგობარი და თანამოაზრე გეყოლებათ და გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ყველა პირობას შეგიქმნიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. ინტუიციურად იგრძნობთ ვინ არის თქვენი მეგობარი და ვის უნდა დაშორდეთ. ეს კარგიცაა, შეძლებთ არაკეთილსინდისიერების გამოთვლას და მათთან კონტაქტების შემცირებას/გაწყვეტას. სხვათა შორის, თქვენმა ერთმა სიტყვამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სხვა ადამიანების ბედში. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით.

სიყვარული

შინაგან კომპლექსებთან, შიშებთან შეხება მოგიწევთ და მარტოს დარჩენის შიში დაგთრგუნავთ. მარტოხელებს თებერვალში ახალ ნაცნობობას არ გირჩევთ, იმედგაცრუებული დარჩებით. უკეთესია დაისვენოთ, იფიქრეთ ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ხასიათის გაუმჯობესებაზე. კარგი იქნება ფსიქოლოგთან საუბარი. თუ ვინმეს ხვდებით, ნუ ჩქარობთ დასკვნების გამოტანას. უკეთ გაიცანით თქვენი პარტნიორი, მისი მიზნები და შეხედულებები. ვერძს, რომელსაც უკვე ჰყავს ოჯახი, ბევრი დრო ექნება ნათესავებთან კომუნიკაციისთვის. საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად მოუტანს სიხარულისა და ბედნიერებას. მაგრამ ყველას არ ექნება ყველაფერი შეუფერხებლად და ტკბილად. ზოგიერთს გელოდებათ კონფლიქტები მეუღლესთან და დროებით განშორებასაც კი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ გადატვირთული და დაღლილი ხართ. ამიტომ თებერვალში კარგად უნდა დაისვენოთ. შესაძლებელია, რომ თქვენი ორგანიზმი არ იღებს ვიტამინების სათანადო რაოდენობას. მეტი სიარული გჭირდებათ ფეხით, თუნდაც გრილ ამინდში. არ შემოიფარგლოთ კარგი კვებით და დაიძინეთ ადრე. არსებობს შანსი, რომ ძველმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ. ეს შეამცირებს იმუნიტეტს და გამოიწვევს გონებრივ გადატვირთვას. იქნება მცირე პრობლემები, მაგრამ მოექეცით უფრო მშვიდად. ნაკლებად ინერვიულეთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სხვებთან თბილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად. უკიდურეს შემთხვევაში ფსიქოლოგი ან ნევროლოგი დაგეხმარებათ. მარტივი ფიზიკური ვარჯიშები სარგებელს მოგიტანთ. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი. სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ სულიერად გამოჯანმრთელებაში.

5 თებერვლის შემდეგ შემოქმედებითი და რომანტიკული პერიოდი დაგიდგებათ. შთაგონებით აღსავსე იქნებით, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და განახორციელებთ პროექტებს. გაითვალისწინეთ ყველაფერი, რასაც ადრე უგულებელყოფდით; ზოგიერთი, ჰობი ან სხვა საქმიანობა. არ დაზოგოთ დრო და ძალისხმევა თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

20 თებერვლის შემდეგ პირადი ბატარეები სასწრაფოდ უნდა დატენოთ. და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. გახშირდება კომუნიკაცია; საჯარო და სოციალურ სამსახურებში სიარული. ეს შეიძლება იყოს კლინიკა, პოლიციის განყოფილება ან საგადასახადო ოფისი. 20-ის შემდეგ ოცნება, კითხვა და დასვენება ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე აქტიური მუშაობა.