პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “ღირს მეტი მოთმინებისა და დიპლომატიის გამოვლენა“
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “ღირს მეტი მოთმინებისა და დიპლომატიის გამოვლენა“

თე­ბერ­ვა­ლი საკ­მა­ოდ სა­კა­მა­თო თვეა. მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­ში მოძ­რა­ო­ბა ნელა და ფრთხი­ლად გმარ­თებთ, ისე, რო­გორც თხელ ყი­ნულ­ზე. არ გირ­ჩევთ რთულ და სა­რის­კო აქ­ტი­ვო­ბებს წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გუნ­დებ­ში, ჯგუ­ფებ­სა და თე­მებ­ში მუ­შა­ო­ბა. კარ­გი დროა შე­რი­გე­ბი­სა და ყო­ფილ მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის­თვის. ეცა­დეთ, ახ­ლობ­ლებს არ მო­აკ­ლოთ მზრუნ­ვე­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა.

თე­ბერ­ვლის ფი­ნან­სე­ბი

თე­ბერ­ვლის ორ ნა­წი­ლად და­ყო­ფა შეგ­ვიძ­ლია: პირ­ვე­ლი ხელ­საყ­რე­ლია შე­მო­სავ­ლი­სა და და­ზოგ­ვის­თვის, მე­ო­რე - ხარ­ჯე­ბი­სა და შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის. 10 თე­ბერ­ვლამ­დე ჯო­ბია ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აი­ღოთ და მა­ტე­რი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თავი და­აღ­წი­ოთ. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფუ­ლის სეს­ხე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის და­დე­ბა, რომ­ლებ­შიც უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვიდ­რე უფ­ლე­ბე­ბი. 21-დან 23 თე­ბერ­ვლამ­დე შო­პინ­გის­თვის ოქ­როს დღე­ე­ბია. თუმ­ცა, თე­ბერ­ვალ­ში ფი­ნან­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს არა მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბის, არა­მედ კა­მა­თის მი­ზე­ზიც. ღირს მეტი მოთ­მი­ნე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­მოვ­ლე­ნა, რათა არ ჩა­ერ­თოთ ფუ­ლის გამო კა­მათ­სა და კონ­ფლიქ­ტში. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­იძ­ლე­ბა იყოს ნაც­ნო­ბი, მე­უღ­ლე, ნა­თე­სა­ვი ან საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ვი­თა­რებთ კონ­ტაქ­ტებს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან. ასე რომ, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ი­მე სა­ხით და­ზი­ან­და ან მისი გაძ­ლი­ე­რე­ბა გსურთ, ამის­თვის ყვე­ლა ღონე იხ­მა­რეთ. ეს კავ­ში­რე­ბი და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს კა­რი­ე­რა­ზე. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს დას­ჭირ­დე­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა წინსვლის­თვის. იმოძ­რა­ვეთ სა­ჭი­რო წრე­ებ­ში, რათა მი­ი­ღოთ ახა­ლი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­ი­ჩი­ნოთ სა­სარ­გებ­ლო ნაც­ნო­ბე­ბი. გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა სას­ტი­კი. თქვე­ნი წინსვლა და მიღ­წე­ვე­ბი მოს­ვე­ნე­ბას არ მის­ცემს შუ­რი­ან ადა­მი­ა­ნებს. იყა­ვით უფრო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და დამთმო­ბი კო­ლე­გებ­თან და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ასე თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ ცხა­რე დე­ბა­ტებს და უთან­ხმო­ე­ბებს. საქ­მი­ან გა­რე­მო­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ ან გაკ­რი­ტი­კე­ბენ. შე­ე­ცა­დეთ წი­ნას­წარ შე­ი­მუ­შა­ოთ ტაქ­ტი­კა ასეთ ნე­გა­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან გამ­კლა­ვე­ბის­თვის.

თე­ბერ­ვა­ლი შე­სა­ფე­რი­სია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის, შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად. თუ შეძ­ლებთ ტაქ­ტი­ა­ნად და მე­თო­დუ­რად მი­უდ­გეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ მი­ზანს. ხელ­საყ­რე­ლი თვეა ვარ­ჯი­ში­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას. შე­გიძ­ლი­ათ რჩე­ვის­თვის მი­მარ­თოთ მე­გობ­რებს. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც თე­ბერ­ვალ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მო­მა­ვალ­ში მოგ­ცემთ "მო­სა­ვალს". ასე რომ, უნდა სცა­დოთ და შექ­მნათ ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გი მო­მა­ვა­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თვის.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

თა­ვი­სუ­ფალ ლო­მებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის შან­სი გექ­ნე­ბათ. ასე რომ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა ცხოვ­რე­ბის შე­საც­ვლე­ლად. ბედი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან შე­გახ­ვედ­რებთ. გა­სა­გე­ბია, რომ სა­მუ­შაო თქვენ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზეა, მაგ­რამ არ უნდა და­ი­ვი­წყოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო საქ­მე­ე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რო­მა­ნი კო­ლე­გას­თან, ვის­თან ერ­თა­დაც სა­ერ­თო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ. ამას­თან, რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად ად­გი­ლებ­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ბან­კში ან სპორტდარ­ბაზ­ში. მგზავ­რო­ბი­სას შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი თქვე­ნის მსგავ­სია. თუ გიყ­ვართ დრო­ის მარ­ტოდ გა­ტა­რე­ბა და სახ­ლში ჯდო­მა, გირ­ჩევთ გაც­ნო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და სე­რი­ო­ზუ­ლი უნდა გახ­დეთ. თუ პარტნი­ორს რა­მეს და­პირ­დით, კე­თი­ლი ინე­ბეთ და შე­უს­რუ­ლეთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა უნდა შე­ი­ტა­ნოთ ჰარ­მო­ნია კავ­შირ­ში. მით უმე­ტეს, თუ ქორ­წი­ნე­ბა გახ­ლე­ჩის პი­რა­საა. მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი. უარი თქვით მის კრი­ტი­კა­ზე. ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი და შე­ნა­ძე­ნე­ბი. ერ­თობ­ლი­ვი შვე­ბუ­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს სი­ნა­ზის და რო­მან­ტი­კის დაბ­რუ­ნე­ბას თქვენს ქორ­წი­ნე­ბა­ში. თუ შვი­ლე­ბი გყავთ, მა­შინ მათი აღ­ზრდის ან გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი უპირ­ვე­ლე­სი უნდა გახ­დეს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის შე­ძე­ნა გა­და­წყვი­ტოთ. თუმ­ცა, ჯერ გა­არ­კვი­ეთ, აქვს თუ არა თქვენს რო­მე­ლი­მე ნა­თე­სავს ალერ­გია ცხო­ვე­ლის ბეწ­ვზე.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

თე­ბერ­ვალ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოთ სპორ­ტში, მის­დი­ოთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და არ ინერ­ვი­უ­ლოთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სა­სარ­გებ­ლოა ვე­ლო­სი­პე­დი, სირ­ბი­ლი ან ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა. არ ეცა­დოთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველ შე­დე­გებს, უმ­ჯო­ბე­სია თან­და­თან გა­ზარ­დოთ ინ­ტენ­სი­ვო­ბა და აირ­ჩი­ოთ თქვენ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი რე­ჟი­მი. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მჭლე ხორცს და ბოსტნე­ულს; მო­ე­რი­დეთ გა­და­მუ­შა­ვე­ბულ საკ­ვებს. ასე­ვე უმ­ჯო­ბე­სია უარი თქვათ ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე. ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა იყოს მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი. შე­ე­ცა­დეთ თავი აა­რი­დოთ სტრესს და გა­დატ­ვირ­თვას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არის ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის შან­სი. და­ზო­გეთ ენერ­გია, აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა. სა­სარ­გებ­ლოა მე­დი­ტა­ცია და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბა.

10 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. არის შან­სი შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. იფიქ­რეთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამას­თან, მო­გინ­დე­ბათ გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის გა­წყვე­ტა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბის, მათ გა­რე­შე წინ ვერ წახ­ვალთ.

24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გა­ა­ნა­ლი­ზეთ რაში ხარ­ჯავთ ფულს? გაქვთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა? აკონ­ტრო­ლეთ ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი და დე­პო­ზი­ტე­ბი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია სეს­ხის და­ხურ­ვის­თვის. თე­ბერ­ვალ­ში შე­საძ­ლოა მომ­გე­ბი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზონ. შე­საძ­ლოა, გა­და­წყვი­ტოთ შეც­ვა­ლოთ საკ­ვე­ბის ხა­რის­ხი უკე­თეს­ზე, და­ემ­შვი­დო­ბოთ ნივ­თებს, რომ­ლებ­საც აღარ ატა­რებთ, ისი­ნი შე­გიძ­ლი­ათ გა­ყი­დოთ ან გა­ჩუ­ქოთ.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “ღირს მეტი მოთმინებისა და დიპლომატიის გამოვლენა“

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “ღირს მეტი მოთმინებისა და დიპლომატიის გამოვლენა“

თებერვალი საკმაოდ საკამათო თვეა. მიმდინარე საქმეებში მოძრაობა ნელა და ფრთხილად გმართებთ, ისე, როგორც თხელ ყინულზე. არ გირჩევთ რთულ და სარისკო აქტივობებს წინასწარი მომზადების გარეშე. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდებში, ჯგუფებსა და თემებში მუშაობა. კარგი დროა შერიგებისა და ყოფილ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენისთვის. ეცადეთ, ახლობლებს არ მოაკლოთ მზრუნველობა და ყურადღება.

თებერვლის ფინანსები

თებერვლის ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია: პირველი ხელსაყრელია შემოსავლისა და დაზოგვისთვის, მეორე - ხარჯებისა და შესყიდვებისთვის. 10 თებერვლამდე ჯობია ახალი ვალდებულებები არ აიღოთ და მატერიალურ დამოკიდებულებას თავი დააღწიოთ. არ არის რეკომენდებული ფულის სესხება და ხელშეკრულებების დადება, რომლებშიც უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე უფლებები. 21-დან 23 თებერვლამდე შოპინგისთვის ოქროს დღეებია. თუმცა, თებერვალში ფინანსები შეიძლება გახდეს არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ კამათის მიზეზიც. ღირს მეტი მოთმინებისა და დიპლომატიის გამოვლენა, რათა არ ჩაერთოთ ფულის გამო კამათსა და კონფლიქტში. მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ნაცნობი, მეუღლე, ნათესავი ან საქმიანი პარტნიორი.

სამუშაო და ბიზნესი

წარმატებით განავითარებთ კონტაქტებს ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან. ასე რომ, თუ ურთიერთობა რაიმე სახით დაზიანდა ან მისი გაძლიერება გსურთ, ამისთვის ყველა ღონე იხმარეთ. ეს კავშირები დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. ზოგიერთ ადამიანს დასჭირდება გავლენიანი პირების მფარველობა წინსვლისთვის. იმოძრავეთ საჭირო წრეებში, რათა მიიღოთ ახალი ცოდნა, გამოცდილება და გაიჩინოთ სასარგებლო ნაცნობები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურენცია იქნება სასტიკი. თქვენი წინსვლა და მიღწევები მოსვენებას არ მისცემს შურიან ადამიანებს. იყავით უფრო თავშეკავებული და დამთმობი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას. ასე თავიდან აიცილებთ ცხარე დებატებს და უთანხმოებებს. საქმიან გარემოში შეიძლება გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც მანიპულირებენ ან გაკრიტიკებენ. შეეცადეთ წინასწარ შეიმუშაოთ ტაქტიკა ასეთ ნეგატიურ ადამიანებთან გამკლავებისთვის.

თებერვალი შესაფერისია მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად. თუ შეძლებთ ტაქტიანად და მეთოდურად მიუდგეთ მნიშვნელოვან საკითხებს, აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. ხელსაყრელი თვეა ვარჯიშისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ზოგიერთი მაღალ თანამდებობას დაიკავებს, რაც ავტომატურად გაიუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. შეგიძლიათ რჩევისთვის მიმართოთ მეგობრებს. ყველაფერი, რასაც თებერვალში განახორციელებთ, მომავალში მოგცემთ "მოსავალს". ასე რომ, უნდა სცადოთ და შექმნათ ნაყოფიერი ნიადაგი მომავალი მიღწევებისთვის.

სიყვარული და ფლირტი

თავისუფალ ლომებს პირადი ცხოვრების შეცვლის შანსი გექნებათ. ასე რომ, გამოიჩინეთ ინიციატივა ცხოვრების შესაცვლელად. ბედი საინტერესო ადამიანთან შეგახვედრებთ. გასაგებია, რომ სამუშაო თქვენთვის პირველ ადგილზეა, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ სასიყვარულო საქმეები. არ არის გამორიცხული რომანი კოლეგასთან, ვისთან ერთადაც საერთო პროექტზე მუშაობთ. ამასთან, რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელია ყველაზე არაპროგნოზირებად ადგილებში. მაგალითად, საავადმყოფოში, ბანკში ან სპორტდარბაზში. მგზავრობისას შეხვდებით ადამიანებს, რომელთა შეხედულებები და მიზნები თქვენის მსგავსია. თუ გიყვართ დროის მარტოდ გატარება და სახლში ჯდომა, გირჩევთ გაცნობას სოციალურ ქსელებში. დაწყვილებულები უფრო პასუხისმგებლიანი და სერიოზული უნდა გახდეთ. თუ პარტნიორს რამეს დაპირდით, კეთილი ინებეთ და შეუსრულეთ. დაქორწინებულებმა უნდა შეიტანოთ ჰარმონია კავშირში. მით უმეტეს, თუ ქორწინება გახლეჩის პირასაა. მეუღლესთან ერთად შეასრულეთ საოჯახო საქმეები. უარი თქვით მის კრიტიკაზე. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ აქტუალური პრობლემები, მოგზაურობები და შენაძენები. ერთობლივი შვებულება ხელს შეუწყობს სინაზის და რომანტიკის დაბრუნებას თქვენს ქორწინებაში. თუ შვილები გყავთ, მაშინ მათი აღზრდის ან განათლების საკითხები უპირველესი უნდა გახდეს. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველის შეძენა გადაწყვიტოთ. თუმცა, ჯერ გაარკვიეთ, აქვს თუ არა თქვენს რომელიმე ნათესავს ალერგია ცხოველის ბეწვზე.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თებერვალში საშუალება მოგეცემათ აქტიურად ჩაერთოთ სპორტში, მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და არ ინერვიულოთ ჯანმრთელობაზე. სასარგებლოა ველოსიპედი, სირბილი ან ვარჯიშის დაწყება. არ ეცადოთ დაუყოვნებლივ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, უმჯობესია თანდათან გაზარდოთ ინტენსივობა და აირჩიოთ თქვენთვის კომფორტული რეჟიმი. რაც შეეხება საკვებს, უპირატესობა მიანიჭეთ მჭლე ხორცს და ბოსტნეულს; მოერიდეთ გადამუშავებულ საკვებს. ასევე უმჯობესია უარი თქვათ ალკოჰოლურ სასმელებზე. ემოციური მდგომარეობა უნდა იყოს მშვიდი და სტაბილური. შეეცადეთ თავი აარიდოთ სტრესს და გადატვირთვას, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ნერვული აშლილობის შანსი. დაზოგეთ ენერგია, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ ქრონიკული დაავადებების გამწვავება. სასარგებლოა მედიტაცია და ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე დასწრება.

10 თებერვლის შემდეგ პარტნიორულ ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი. არის შანსი შეხვდეთ საინტერესო ადამიანს. იფიქრეთ საქმიანი ურთიერთობების განვითარებაზე. ამასთან, მოგინდებათ გარკვეულ ადამიანებთან კონტაქტის გაწყვეტა. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, მათ გარეშე წინ ვერ წახვალთ.

24 თებერვლის შემდეგ გაანალიზეთ რაში ხარჯავთ ფულს? გაქვთ დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობა? აკონტროლეთ ფინანსური ტრანზაქციები და დეპოზიტები. წარმატებული პერიოდია სესხის დახურვისთვის. თებერვალში შესაძლოა მომგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზონ. შესაძლოა, გადაწყვიტოთ შეცვალოთ საკვების ხარისხი უკეთესზე, დაემშვიდობოთ ნივთებს, რომლებსაც აღარ ატარებთ, ისინი შეგიძლიათ გაყიდოთ ან გაჩუქოთ.